მაისი 2020 — საინტერესო სტატიები კანაფის მოყვანაზე

შინაარსი

თქვენს წინაშეა მოკლე კურსი, რომელიც გასწავლით კანაფის მოყვანას შენობაში. თქვენი ყურადღების სულ რამოდენიმე წუთია საჭირო გროვინგის საბაზისო კურსის მისაღებად. შეასრულეთ 6 ნაბიჯი და თქვენ აუცილებლად მიიღებთ შესანიშნავ მოსავალს თქვენი სადებიუტო გროვის შედეგად. სახლში მოყვანა საშუალებას იძლევა იგრძნოთ თავი დაცულად, დაზოგოთ ფული და მიიღოთ იმაზე ხარისხიანი სტაფი, ვიდრე მისი შეძენაა შესაძლებელი.

ნაბიჯი 1: მომზადება

როდესაც თქვენ გაქვთ ყველაფერი ქვემოთ ჩამოთვლილი - თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ კანაფის მოყვანა შენობაში:

  • ადგილი კანაფის მოსაყვანად (კარადა, კარავი, თავისუფალი ოთახი, აბაზანა და ა.შ.)
  • განათება (დიოდური ან HPS რეკომენდირებულია დამწყებთათვის)
  • სუბსტრატი (ნიადაგი, ქოქოსი, ჰიდრო და ა. შ.)
  • კანაბისისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებები
  • თესლები ან კლონები .

სპეციალისტები დმწყებთათვის კანაფის მოსაყვანად რეკომენდაციას უწევენ კარავს (მისი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100დოლარს), რათა შექმნან წყლის გაუმტარი , ამრეკლავი, პორტატული ზონა. ფოტოზე წარმოდგენილია კანაბისის მოსაყვანი კარავი:

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

ნაბიჯი 2: თესლების გაღვივება და ნერგების მოვლა

კაკლების გაღვივების ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია მათი დათესვა პირდაპირ ნიადაგში. ისე როგორც ეს ბუნებრივ პირობებში ხდება. სხვა გავრცელებული ვარიანტი გახლავთ თესლების გასაღვივებელ საცობში გაღვივება და შემდეგ საცობიანად გადარგვა (თუ თესლს აღვივებთ წყალში, აუცილებლად გამოიყენეთ გასაღვივებელი საცობი).

კანაფის თესლები ხშირ შემთხვევაში მუქი ყავისფერია სხვა და სხვა ფერის ლაქებით. გარეგანი შეფერილობა შეიძლება მოშორდეს და თესლებმა შეიცვალოს ფერი, რაც არანაირადარ არის სათესი მასალის ხარისხის მაჩვენებელი.

ფოტოზე წარმოდგენილია კანაფის სიცოცხლის უნარიანი თესლების რამოდენიმე მაგალითი. ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

რამოდენიმე რჩევა კანაბისის გაღვივებისთვის

  • დათესეთ კაკლები ღრმად, დაახლოებით თითის ფალანგის ნახევარზე (დაახლოებით 1,5სმ.)
  • თესლების გაღვივებისთვის ძირითადად საჭიროა 1-7 დღე (საშუალოდ 2-4დღე)
  • ყოველთვის იქონიეთ თესლები ტენიან გარემოში
  • გაღვივება დაჩქარდება სითბოში
  • არასდროს არ გამოაშროთ თესლები.

მნიშვნელოვანია! ძველი თესლები ღვივდება შედარებით ნელა და ხშირად აქვთ აღმოცენების ნაკლები მაჩვენებლები. ზოგიერთი ჯიშის თესლები ღვივდება დანარჩენებზე უკეთ და სწრაფად.

მოათავსეთ თესლები დაახლოებით თითის ნახევარ ფალანგზე, უზრუნველყავით ისინი საკმარისი რაოდენობის ტენითა და სითბოთი, მანამ, სანამ არ აღმოცენდება მცენარე.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

კანაბისის ახალგაზრდა, ჯანმრთელი ჩითილი

როგორ მოვრწყათ ჩითილი

ბევრი დამწყები არა რაციონალურად და არა სისტემურად რწყავს ჩითილს, რაც იწვევს შენელებულ ზრდას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. როგორ უნდა მოვრწყათ მცენარე სწორად:

  • დაასხით 2 ჭიქა წყალი (დაახლოებით 500მლ.) თითოეულ ნარგავზე.
  • ნელ-ნელა დაასხით წყალი ნარგავის ფუძის გარშემო წრეზე.
  • წყლის წრის დაშორება უნდა შეადგენდეს დაახლოებით 5 სანტიმეტრს ფუძიდან ყველა მიმართულებით.
  • არ დაასხათ წყალი, სანამ უკვე დასხმული არ შეიწოვება.
  • გაზარდეთ წყლის რაოდენობა მცენარის ზრდის შესაბამისად, წრე, რომელზეც ასხამთ წყალს, უნდა იყოს დაახლოებით ფოთლების სიგანეზე.
  • ყველა გარემო განსხვავდება, რაც გავლენას ახდენს საჭირო წყლის რაოდენობაზე. საშუალოდ ნარგავი უნდა მოირწყას 2-3 დღეში ერთხელ.

მნიშვნელოვანია! თუ მცენარე მოგყავთ ქოქოსზე ან ჰიდროპონიკაზე , დამატებითი საკვები ნივთიერებები უნდა მიაწოდოთ თავიდანვე (ქოქოსი და წყალი არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს). ქოთანში არ არის აუცილებელი სასუქის დამატება პირველი კვირების განმავლობაში, ამ ეტაპზე მცენარე იზრდება ნიადაგის ხარჯზე. „სუპერ ნიადაგით“ თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი საკვები ნივთიერებების შეტანა სუბსტრატში , რადგან ის თავდაპირველად იყო შემუშავებული ზრდის პროცესში ორგანული ნივთიერებების ეტაპობრივი გამოყოფისთვის .

ფოტოზეა - სწორი მორწყვა „მორწყვის წრის“ ზრდით

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

ნაბიჯი 3: ვეგეტაციის სტადია - მხოლოდ ღერო და ფოთლები

ახლა, როდესაც თქვენ უკვე გაქვთ აღმოცენებული მცენარე, ოფიციალურად გადადიხართ ვეგეტაციის სტადიაზე. განვითარების ამ სტადიაზე მცენარეზე გაჩნდება ახალი ტოტები და ფოთლები, მაგრამ არ მოხდება ყვავილედის ფორმირება. მცენარის მოვლა ამ ეტაპზე სხვა ოთახის მცენარეების მოვლის თითქმის ანალოგიურია.

როგორ მოვუაროთ კანაბისის ჩითილს

  • რეგულარულად მორწყეთ მცენარე (ან აკონტროლეთ ტენის დონე თუ ის იმყოფება ჰიდროპონურ სისტემაში).
  • საკვები ნივთიერებების გამოყენების დროს, დაამატეთ ისინი მათი ვეგეტაციის სტადიაში დამატების შესაბამისად.
  • პერიოდულად მოახდინეთ სინათლის კორექტირება, რათა ნათურები გქონდეთ მცენარის ზომის შესაბამისად, რეკომენდირებულ მანძილზე დაშორებული.
  • მოერიდეთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ფოთლების გაუფერულება ან მათი ჭკნობა.
  • დატკბით მათი სილამაზით.

ვეგეტაციის სტადიაზე კანაბისი შეიძლება გამოჯანმრთელდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვლინდება სისუსტის ან დავადების ნიშნები. თქვენი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოთ მცენარე საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებებით და სინათლით. თუ თქვენ იყენებთ დიდი რაოდენობით დანამატებს, ეცადეთ პერიოდულად დაამატოთ უბრალო წყალი, რათა აიცილოთ თავიდან საკვების დაგროვება.

ვეგეტაციის პერიოდში იზრდება მხოლოდ ღერო და ფოთლები. არავითარი კვირტები!

მცენარეები 315 CMH განათებისას ვეგეტაციის პერიოდში ხდება უფრო ღია ფერის.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

როგორ მოვრწყათ მცენარე

იმ დროისათვის, როდესაც თქვენი მცენარე რამდენიმე კვირის იქნება (ექნება 5 წყვილი ფოთოლი ან მეტი), მას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელსაც შეეძლება მეტი წყლის მიღება. ამ ეტაპზე გადაერთეთ მორწყვის ჩვეულ პრაქტიკაზე:

  • მიაწოდეთ მცენარეს საკმარისი რაოდენობის წყალი, იმდენი რომ ძირზე წყლის მცირე დაგროვება დაფიქსირდეს.
  • მოაშორეთ დაგროვებული წყალი (არასდროს დატოვოთ მცენარე წყალში).
  • დაელოდეთ, სანამ გრუნტი თითის ერთი ფალანგის სიღრმეზე არ იქნება მშრალი.
  • გაიმეორეთ პროცედურა.

თუ სუბსტრატი 2 დღეზე ნაკლებ დროში შრება, ეს ნიშნავს, რომ წყალი მეტი რაოდენობით უნდა მიაწოდოთ. თუ შუალედები 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, წყლის რაოდენობა შეამცირეთ, სანამ ის არ მოითხოვს მეტს.

საკვები ნივთიერებები (თუ თქვენ მათ იყენებთ)

დაიცავით სასუქის მიწოდების გრაფიკი, ან ვეგეტაციის დროს რეკომენდირებული დოზები.

ურიგო არ იქნება, თუ დაიწყებთ რეკომენდირებული დოზის ნახევრით, რამდენადაც, ხშირად კანაბისისთვის რეკომენდირებული დოზები ზედმეტია.

გაზარდეთ საკვები ნივთიერებების დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ, რომ მცენარე მკრთალი ფერის არის ან ღია - მწვანეა . ეს გახლავთ ნიშანი იმის, რომ მას სჭირდება სასუქის დიდი პორციები .

როგორც კი თქვენი მცენარე სასურველი ზომების ნახევარს მიაღწევს, დგება შემდეგი ნაბიჯის დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე განაგრძობს ზომებში ზრდას.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

როგორც წესი, ბუჩქები 2-ჯერ დიდი ზომის ხდება სასიცოცხლო ციკლის შემდეგ ეტაპზე. რაც ნიშნავს, რომ სასურველი ზომის ნახევრის მიღწევის შემდეგ გადადიხართ შემდეგ ეტაპზე.

ნაბიჯი 4: ყვავილობის სტადია - კვირტების დრო!

დადგა დრო დაკავდეთ კვირტების ფორმირებით. სიცოცხლის ეს ეტაპი ცნობილია, როგორც „ყვავილობის ეტაპი“.

  • ყვავილობის ეტაპი უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც თქვენი მცენარე მიაღწევს სასურველი ზომის ნახევარს. ხშირ შემთხვევაში მცენარე ყვავილობის შემდეგ 2-ჯერ დიდი იზრდება, ამიტომ არ ღირს დიდი ხანი ლოდინი.
  • მოახდინეთ მცენარის სტიმულირება, გადაიყვანეთ 12/12 განათების გრაფიკზე.
  • დარწმუნდით, რომ გროვი „ღამის“ განმავლობაში იმყოფება სრულ სიბნელეში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ ერთიან ყვავილედს .
  • განათების 12/12-ზე გადასვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი მცენარე სწრაფად გაიზრდება. ზრდის ეს დაჩქარებული პერიოდი ცნობილია, როგორც „ყვავილობის პერიოდი“.
  • „ღამის“ ასეთი ყოველდღიური პერიოდით, თქვენ აძლევთ მცენარეს სიგნალს, რომ დღე იკლებს და მალე აცივდება. მცენარე, როგორც წესი იწყებს კვირტების ფორმირებას 12/12-ზე გადასვლიდან 2-3 კვირაში.

ყვავილობის სტადია

თუ თქვენ იყენებთ სასუქს, ახლა არის ყველაზე ხელსაყრელი დრო, დაიწყოთ მისი დამატება.

12/12 გრაფიკის და სასუქის დამატების გარდა, მცენარის მოვლის მეთოდი იგივეა, რაც ვეგეტაციის სტადიაში.

როდესაც თქვენი მცენარე იწყებს ყვავილობას, უნდა გადაამოწმოთ, რომ იგი ახდენს მდედრი (კვირტების) და არა მამრი კვირტების (მტვრის პარკუჭები ) ფორმირებას. შეგიძლიათ ამ ნაბიჯის იგნორირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ფემინიზირებულ თესლებს, რომლებიც მხოლოდ მდედრი კვირტების წარმოქმნის გარანტიას იძლევიან.

მამრი VS მდედრი

თავდაპირველად მდედრი ყვავილები თეთრ თხელ თმას მოგაგონებთ. შედეგად ისინი წარმოქმნიან გირჩებს.

მამრი მცენარე წარმოქმნის მტვრის პარკუჭებს , რომლების ყურძნის მტევანს მოგაგონებთ.

მტვრის პარკუჭები მოსაწევად საუკეთესო სტაფი ნამდვილად არ არის, თუ მტვერი გაიფანტება იმ ყველა კვირტს მოედება.

თუ თქვენ გეგმავთ თესლების მიღებას, რეკომენდირებულია გროვიდან მოაშოროთ მამრები.

გამოარჩიეთ მამრი მცენარეები და რაც შეიძლება მალე მოაშორეთ ისინი, რათა აიცილოთ თავიდან უხარისხო გირჩების მიღება.

მამრი კანაბისი (არ ახდენს გირჩების ფორმირებას) - მებაღეების უმრავლესობა მათ ყრის.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

მდედრი კანაბისი (აქტიურად ახდენს კვირტების ფორმირებას) - მდედრი მცენარე წარმოქმნის სენსიმილიას /კვირტებს, რომლის მიღებაც ყველა მებაღის სურვილია.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

რჩევები ყვავილობის დროს

ყურადღება მიაქციეთ მცენარეს და სწრაფად მოაგვარეთ ყველა პრობლემა.

მცენარეების უმრავლესობა დინამიურ ზრდას წყვეტს 6 კვირაზე, მაგრამ კვირტებს მაქსიმუმის მისაღწევად ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო.

ყველაზე რთულია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იქონიოთ მოთმინება, სანამ კვირტები იკვებება და მწიფდება. შეცდომაა იფიქროთ, რომ კვირტები მზადაა ხარვესტისთვის , მაშინ როდესაც ვიზუალურად ვეგეტაციის ფაზა დასრულდა. მაშინაც კი, როცა თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, გირჩები განაგრძობენ ზრდას და მომწიფებას.

ბუჩქების უმრავლესობა მოსავლის ასაღებად განათების 12/12-ზე გადასვლიდან 8-12 კვირაში მზადაა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ჯიშზე, რის მიხედვითაც დროის შუალედი შეიძლება იცვლებოდეს.

მდედრი - თხელი თმა

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

თანდათან გარდაიქმნება მადის აღმძვრელ გირჩებად

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

ნაბიჯი 5: მოსავლის აღების დრო

როდესაც მცენარე მზად იქნება მოსავლის ასაღებად, გირჩებზე არსებული თეთრი ბუსუსები გამუქდება და დაიხვევა .

მარიხუანას კვირტების მაგალითები, როდესაც ისინი მზად არის ხარვესტისთვის . ყველა ჯიში განსხვავებულია.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

თქვენ გაქვთ უფლება, თავად გადაწყვიტოთ მოსავლის აღების დრო. ამისათვის უნდა დაათვალიეროთ კვირტები გამადიდებელი შუშით, რათა უკეთ განსაზღვროთ მიაღწიეს თუ არა მათ პოტენციურ პიკს. ეს პროცესი ხორციელდება „ ტრიქომების “ დათვალიერებით, რომლებიც კვირტებზე წარმოიქმნება. როდესაც კვირტები აღწევს კანაბინოიდების დონის უმაღლეს ზღვარს, ტრიქომის თავები ხდება რძის ფერი - თეთრი. ლოდინმა, თუ როდის გახდება ტრიქომები ქარვის ფერი/ყვითელი, შესაძლებელია მოგცეთ მეტი სტოუნი და განტვირთვის ეფექტი.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

როდესაც ტრიქომების თავები არის რძის ფერი - თეთრი , კვირტები აღწევს ტგკ და სხვა კანაბინოიდების ყველაზე მაღალ დონეს.

ნაბიჯი 6: გააშრეთ და დააძველეთ გირჩები

რომელი „მაგიური ინგრედიენტი“ იძლევა თეთრ ფერფლს, სინესტის არომატს და მოხმარებისას ყველაზე მაგარ ეფექტს? სწორი გაშრობა და დაძველება ! ამ ორი მანიპულაციის წყალობით შესაძლებელია განჯის ხარისხის 50%-ით გაზრდა.

გაშრობა (ყველაზე პოპულარული მეთოდი)

  • მოჭერით ტოტები და მოაშორეთ მათ დიდი ფოთლები.
  • დაკიდეთ ისინი ქვედა ნაწილით ზევით, დახურულ სივრცეში, მაგალითად კარადაში ან კარავში.
  • განახორციელეთ ტენიანობის და ტემპერატურის მუდმივი მონიტორინგი. საუკეთესო შედეგის მისაღწევად იდეალური ტენი არის 60%, ტემპერატურა 16-21გრადუსი.
  • თუ ტენიანობა დაბალია, გააშრეთ კვირტები მუყაოს ყუთში.
  • თუ ტენიანობა მაღალია, მალე გაჩნდება ობი და შეიქმნება რეალური პრობლემა. დაფიქრდით გამშრობის გამოყენებაზე.
  • ჰაერის ნაზი ცირკულაცია - მთელი პროცესის სწორ წარმართვას შეუწყობს ხელს.
  • კვირტებს შორის უნდა იყოს მცირე სივრცე. მათი ახლოს მდებარეობის შემთხვევაში ობის გაჩენის შანსები მეტია.
  • შრობის დასრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც წვრილი ღეროები ადვილად ტყდება და არა იღუნება. ასევე კვირტები ადვილად და სუფთად უნდა შორდებოდეს .

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

დაძველება

  • როგორც კი კვირტები გაშრება, მოჭერით ზედმეტი ფოთლები.
  • კვირტები ჩადეთ ლიტრიან ქილებში, აავსეთ ქილა დაახლოებით 80%-ით.
  • დღეში ერთხელ გახსენით ქილები, რათა სუფთა ჰაერის ჩაშვებისას დარწმუნდეთ რომ ისინი არ დაინესტა და არ ეწებება ერთმანეთს.
  • ტენიანობის კონტროლისთვის გამოიყენეთ მინი გიგრომეტრი . იდეალური ტენი 55-62%-ია.
  • სურვილის შემთხვევაში ჩადეთ ქილაში ავტომატური დამატენიანებელი. ის შეინარჩუნებს დაძველებისთვის საჭირო ტენიანობას.
  • 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ რამდენიმე დღეში გახსნათ ქილები და დროთა განმავლობაში შეამციროთ გახსნების სიმხშირე .

დაძველება დასრულებულად ითვლება 2 კვირაში, მაგრამ გირჩების ხარისხი შეიძლება უმჯობესდებოდეს რამოდენიმე თვის განმავლობაში.

ზოგიერთი შტამი იღებს მეტ სარგებელს დაძველებისგან , ვიდრე დანარჩენები. კანაბისის მოსავლის მიღების მაგალითი კვარცის ქილებში

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

დროა დააგემოვნოთ თქვენი შრომის შედეგები!

შინაარსი

მაღალი ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში რთული წარმოსადგენია, რომ არსებობს უნიკალური და მისტიური კურსები, სადაც მსურველები რამოდენიმე დღის განმავლობაში მოიხმარენ ფსიქოდელიკებს და ასრულებენ რიტუალურ ცერემონიებს. რეტრიტები ტარდება ბრაზილიურ ჯუნგლებში და ცივილიზაციას მოწყვეტილ სხვა ადგილებში, გამოცდილი შამანების და წინამძღვრების მეთვალყურეობის ქვეშ. სტუდენტებს სთავაზობენ ჩაის, დამზადებულს ცნობილ „ ლიანების სული“-ზე, ჰავაის ვარდზე, იოპოზე , კაქტუსებსა და პსილოციბინურ სოკოებზე, რომლებსაც ეძღვნება ეს სტატია.

რისთვის ტარდება კურსები

რისთვის ტარდება კურსები

რამოდენიმე დღე, გატარებული შეცვლილი აზროვნებით, იძლევა საკუთარი თავის შეცნობის, სულის ვიბრირების , ქვეცნოებიერში შეღწევის და სამყაროს სიყვარულის უნიკალური ცეკვის შეგრძნების საშუალებას. ბევრი უარს ამბობს მავნე ჩვევებზე, მკურნალობენ წარსულის ფსიქოლოგიურ ტრავმებს და პოულობენ სიმშვიდეს, ზოგჯერ ეს ძალიან საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჰალუცინოგენური სოკოები

ჩვენს პლანეტაზე არსებული მრავალი მაგიური მცენარიდან, სტუდენტები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ ტეონანაკატლს (ამერიკელი ინდოელების წმინდა სოკო, „ღმერთის ხორცი“). მათ განეკუთვნება Psilocybe ოჯახის ყველა სტროფარიების შტამი. მათი უპირატესობა გამართლებულია ნახარშის მსუბუქი და შედარებით ხანმოკლე ზემოქმედებით.

ცნობისათვის! კაქტუსების ზემოქმედების ტრიპი შეიძლება გრძელდებოდეს 10 საათამდე, იმ დროს როდესაც სოკოების მოგზაურობა სრულდება 3-4 საათში.

ამერიკელი ეთნობოტანიკოსი გორდონ უოსსონი წერს: „ პსილოციბინურ სოკოებს აქვს რიგი უპირატესობანი სხვა ალკალოიდების მსგავს მცენარეებთან შედარებით. ისინი უშვებენ მოგზაურს ფანტასმაგორიულ (phantasmagorie) მდგომარეობაში, აძლევენ საშუალებას დაინახონ ყველაფერი უფრო მკაფიოდ, არ ჩაიძირონ მეხსიერების დაკარგვამდე, ასევე მათი ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია დროის ჰორიზონტში ჩახედვა და არსებობის სხვა განზომილებებში შესვლა“.

საზოგადოება უკვე მზად არის

დღეისათვის არსებობს ბევრი რეტრიტული ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ტეონანაკტალის გამოყენებას. ეს გასაგებია. გარდა იმისა, რომ ოუსსონის წიგნის გამოცემის შემდეგ დაინტერესებულთა საზოგადოება გაიზარდა, მეცნიერებმა დაამტკიცეს ბუნებრივი ფსიქოდელიკების მოხმარების დადებითი ზემოქმედება.

ფსიქოდელიურ სამეცნიერო კონფერენციაზე 2017წელს, რომელიც ოკლენდში ტარდებოდა, კალიფორნიაში და ორგანიზებული იყო ფსიქოდელიური კვლევების საერთაშორისო დისციპლინარული ასოციაციის მიერ (MAPS), მიკოლოგმა , მეცნიერმა პოლ სტამტესმა განმარტა, რომ პსილოციბინი ახდენს დეგრადაციას პსილოციდად , რომელიც მჭიდროდ აკავშირებს და ააქტიურებს სეროტონინის რეცეპტორებს , ასევე ასტიმულირებს ნეიროგენეზს . ის დიდი ხნის განმავლობაში განმარტავდა ამ სტიმულაციის პოტენციალს, სიგანეს და სიღრმეს: ""ღმერთის ხორცის" გავლენის ქვეშ, თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ შიში, ისინი ააქტიურებენ ადამიანის სიმამაცეს და სიკეთეს. "

დღეს შეერთებულ შტატებში და საზღვარგარეთ ტარდება კვლევები ფსიქოაქტიური სოკოების ფართო და მრავალფეროვანი გამოყენების შესახებ. ერთ ერთი კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია ფსიქოფარმაკოლოგიის ჟურნალში, გვიჩვენებს, რომ პსილოციბინის ერთჯერადი დოზა მიგვიყვანს დეპრესიული განწყობის და შფოთვის ხანგრძლივ დაქვეითებამდე , სიცოცხლის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესებით (Griffiths et al. 2016). ეს ფაქტი მაგიური სოკოების დეკრიმინალიზაციასთან ერთად, დენვერში, კოლორადოში და ოკლენდში, გვაფიქრებინებს, რომ პსილოციბინების მომავალი საკმაოდ რეალურია და სასიხარულო.

ისტორიული ფაქტები

ისტორიული ფაქტები

"ღმერთის ხორცის", როგორც ძლიერი სამკურნალო ინსტრუმენტის ლეგალიზაცია, იმედის მომცემია. წმინდა სოკოების გამოყენებას სულიერ და რიტუალურ პრაქტიკაში აქვს ძველი ფესვები. " ეროვიდ " ცენტრის მონაცემებით, რომელიც გახლავთ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ფსიქოაქტიური მცენარეების და ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით, აცხადებს, რომ ჰალუცინოგენური სოკოები ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებზე იყო ჩვენი კულტურის ნაწილი.

მაგალითად amanita muscaria, რომელიც შეიცავს იბოტენის მჟავას და მუკსიმოლს . ის რეგულარულად გამოიყენებოდა შამანურ ტრადიციებში ციმბირის და ბალტიისპირეთის ერებში. ითვლება, რომ სოკოები რომლებიც შეიცავენ პსილოციბინს , ფართოდ გამოიყენებოდა რიტუალებსა და ცერემონიებში მეზოამერიკაში . სოკოების ტაძრების და ქვაზე ხატვის ფაქტები აღმოჩენილია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000-500 წლებში.

ტენონანაკატლის რიტუალური და წმინდა გამოყენება ჩვენს ისტორიაში და საბედნიეროდ 2020 წელს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნამდვილი შამანური გამოცდილება.

რეტრიტული ცენტრები და ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში წარმოადგენენ სივრცეს და მხარდაჭერას, რომ ყველა მსურველმა შეძლოს მიიღოს პსილოციბინის ლეგალური მოქმედება. წესები სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებულია.

ბრაზილიაში, მაგალითად, ის ლეგალურია და კანონი ვრცელდება სოკოების საკრამენტულ გამოყენებაზე. იამაიკაზე, ისინი არ არის ლეგალური, მაგრამ არც კრიმინალად ითვლება და მისტიური დასვენების ბრონირება სანაპიროზე, შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე რამოდენიმე კლიკის მეშვეობით. ამსტერდამში რეტრიტების დაჯავშნა ასევე შესაძლებელია ონლაინ, კანონიერების ამბავი კი რთულადაა.

დე - იურე - დე ფაქტო - „კანონზე დაყრდნობით“ „ფაქტობრივად“

ანონზე დაყრდნობით

1971 წლის ვენის კონვენციის თანახმად, აიკრძალა ლსდ , მდმა და პსილოციბინის კულტივაცია და მოხმარება. თუმცა, ტრუფელი , რომელიც შეიცავს ალკალოიდს , მისაწვდომია ონლაინ ამსტერდამში. ეს ჯადოსნური ტრუფელები გახლავთ სკლეროციები , გამკვრივებული მიცელიუმის განსაკუთრებული ნაჭერი, რომელიც ახდენს იგივე ფსიქოაქტიურ ეფექტს. რეტრიტის ცენტრი Synthesis, რომელიც ამსტერდამშია , გთავაზობთ უსაფრთხო, ლეგალურ და თანამედროვე ფსიქოდელიური გამოცდილების მიღებას ტრუფელების გამოყენებით, რათა იგრძნოთ შემოქმედებითი გარღვევები, პიროვნული ზრდა და სულიერი განვითარება.

მექსიკაში 111 ქალაქი იყო დასახელებული Pueblos Magicos (ჯადოსნური ქალაქები), რომლებშიც ადვილად შეიძლება გამოცდილების მიღება psilocybe mexicana გამოყენებით. ამ ჯიშმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოკოების ცერემონიებში გამოყენების ისტორიაში. ლიზერგინული მჟავის სინთეზის ( ლსდ ) აღმოჩენის შემდეგ, ალბერტ გოფმანი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გამოყო და მოახდინა psilocibin სინთეზი. ოახაკა - ქალაქია, სადაც შეიძლება მიიღოთ ნამდვილი მექსიკური ტრუფელი .

არსებობს სოკოების 10 000 ნაირსახეობა და 180 ცნობილი ჰალუცინოგენური სოკოს და ტრუფელის ჯიში, რომლებიც შეიცავენ psilocybin და psilocin ქიმიურ ნივთიერებებს. ეროვიდ ცენტრის სიის თანახმად, ცნობილი ნაირსახეობებია :

  • cubensis შედარებით ცნობილი და კულტივირებადი ჯიში;
  • cyanescens: ნაკლებად ცნობილი ფსიქოაქტიური.
  • azurescens: აღმოჩენილი სტამეტსის მიერ 90-იანებში, სავარაუდოდ ყველაზე ძლიერი პსილოციბინური სოკოა მსოფლიოში.

რა გველის მაგიურ კურსებზე?

რა ხდება სოკოს რეტრიტის დროს და როგორია სინამდვილეში ზღაპრული მოგზაურობა შეუცნობად სამყაროში? მეცნიერ ორდონ უოსსონს ჰქონდა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ნებისმიერ სხვა ფსიქოდელიურ გამოცდილებაში, არსებობს სუბიექტურობა, რომლის კვალიფიცირება და ახსნა რთულია. ტრიპის ერთ ერთ თვისებაა, თუ როგორ ეპყრობა მოგზაური ბუნებას. თავის წიგნში „როგორ შევცვალოთ ჩვენი აზრი“ მაიკლ პოლანი აღწერს ერთგვარ „სიმძაფრეს“ და იმის შეგრძნებას, რომ მას აქვს „ზრდადი შეხედულება სამყაროზე“. თავის ჩანაწერებში ის აღწერს „მე მეჩვენებოდა, რომ პირველად უშუალოდ ვეკონტაქტები მცენარეებს და რომ ზოგიერთი იდეა რომლებზეც ბევრს ვფიქრობდი და ვწერდი, გაცოცხლდა და იქცა რეალობად.

ზოგიერთი მცენარის წმინდა ისტორიის გათვალისწინებით და მათი ბუნებაში არსებობით, ლოგიკურია, რომ მისტიური ტრიპი ცდილობს შეგვახსენოს ჩვენი გარემოსთან დამოკიდებულება. ჰალუცინოგენური სოკოები - მიწის ნაწილია, ბუნების, სამყაროს და მათ დიდ სარგებელზე ეჭვი არ უნდა არსებობდეს“.

კურსები ვრცელდება მკაცრი განრიგით, რომელიც ითვლისწინებს:

  • მომზადება;
  • ცერემონია;
  • განხილვა და გააზრება.

ბევრი ცენტრი არკვევს თქვენს შინაგან განწყობას, რა არის შედარებით ახლოს თქვენთან, მუსიკა, სანთლები, სიმღერა. ეს ყოველივე არის ტრიპის გასაღები. ქვემოთ მოყვანილია ტიპიური განრიგის მაგალითი:

დღე 1: მომზადება. ამ დღეს ხდება ხელმძღვანელების გაცნობა. კურსების მონაწილეები მედიტირებენ , განეწყობიან სამყაროს მადლიერების ვიბრაციისადმი . მათ აცნობენ ტრიპის წესებს, უსაფრთხო მოგზაურობის საფუძვლებს და ასახლებენ ოთახებში.

დღე 2: დაჯილდოების ცერემონია . რეტრიტის მეორე დღეს თქვენ მიიღებთ მონაწილეობას ცერემონიაში, პსილოციბინური ტრუფელის გამოყენებით, მცირე, ზომიერი ან დიდი დოზით. მონაწილეები კომფორტულად იგრძნობენ თავს მათთვის იდეალურად ოპტიმიზირებულ გარემოში. მეორე დღის განრიგი:

  • 08: 00-საუზმე
  • 09: 30-სუნთქვითი ვარჯიში/მედიტაცია
  • 12: 00-ნახარშის მიღების ცერემონია
  • 21: 00-ვახშამი
  • 22: 00-საუბრის დრო

დღე 3: გააზრება.

გაღვიძებისას ადეპტები სრულად თავისუფლები არიან განსაზღვრული დისციპლინისგან. სეირნობენ, მედიტირებენ და იაზრებენ ტრიპში ნანახს. საკუთარი განცდების განხილვის მსურველები ესაუბრებიან ხელმძღვანელებს.

დასკვნა

იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად ჩატარდება რეტრიტი (სახლში, თუ სპეციალიზირებულ ცენტრში), სიმართლე რჩება იგივე. მოგზაურობა სამუდამოდ შეცვლის სამყაროს, ბუნების აღქმას და მოგცემთ საშუალებას ჩაიხედოთ საკუთარ სულში. ასეთი ცენტრების წარმოშობა მოწმობს იმას, რომ ჰალუცინოგენების სულიერი, ფსიქოლოგიური და სომატური თვისებები იყო და იქნება ადამიანების ისტორიასთან მჭიდრო კავშირში.

შინაარსი

ამანიტა - ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და იოლად ამოსაცნობი სოკო. მასზე ფიქრისას, პირველი, რაც გონებაში აღწევს, არის მისი წითელი ქუდი, რომელსაც უამრავი თეთრი წერტილი აქვს. მისი წარმოსახვა ქმნის ბაბა იაგას იმიჯს საბავშვო ზღაპრებიდან, რომელიც ამანიტასგან ამზადებს წამლებს. ამ სოკომ თავისი სახელი მიიღო იმის გამო, რომ იგი ძველად გამოიყენებოდა. ადრე, მას ხშირად იყენებდნენ ბუზების საწინააღმდეგო საშუალებად. ყველამ იცის ამანიტას შხამიანი თვისებების შესახებ. მაგრამ ამ სოკოების მრავალი სახეობა არსებობს და მათ შორის არის არამხოლოდ ფსიქდელიკური, არამედ დელიკატესად აღიარებულიც, მაგალითად, ცეზარის ამანიტა.

შხამიანი სოკოები

ქვემოთ მოცემულია მომაკვდინებელი შხამიანი სოკოების სია. მათი გამოყენება შეიძლება ფატალურად დასრულდეს, მიუხედავად მათი მომზადებისა.

წითელი ამანიტა (Amanita muscaria)

წითელი ამანიტა (Amanita muscaria)

ამანიტა არის შხამიანი სოკო, რომელის სიმაღლე აღწევს 7-დან 20 სმ-მდე. ქუდის ფერი შეიძლება იყოს არა მხოლოდ წითელი, არამედ შეიძლება შეიცავდეს ყვითელ-მოყავისფროს, მსუბუქი წითელი ელფერით. ქუდზე შესამჩნევია თეთრი ბუსუსები, რომელიც ქმნის ამანიტას "ტრადიციულ" სახეს. ახალგაზრდა სოკოებს შეიძლება ჰქონდეთ იმდენი ბუსუსი, რომ თითქმის მთლიანად ფარავდნენ ქუდს, მისი ფერის დასაცავად. სოკოების ფეხი ძირითადად თეთრია, მაგრამ როდესაც კლიმატი იცვლება, მას შეუძლია შეიცვალოს ფერი ყვითლად ან მწვანედ.

ყველაზე გავრცელებულია ჩრდილოეთ განედებში, სადაც ზომიერი კლიმატია. ის ძირითადად იზრდება წიწვოვან, აგრეთვე არყის ტყეებში. მოსავლის საუკეთესო დროა ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სანამ პირველი ყინვა დაარტყავს.

ფერმკრთალი ამანიტა (Amanita phalloides)

ფერმკრთალი ამანიტა (Amanita phalloides)

ფერმკრთალი ამანიტა ერთ – ერთი ყველაზე შხამიანი სოკოა მსოფლიოში. ის იზრდება 10-15 სმ სიგრძის. ქუდის ფერი შეიძლება შეიცავდეს ყვითელ ან მწვანე ელფერს. მისი ბრწყინვალედ გლუვი ზედაპირი 6-12 სმ დიამეტრს აღწევს, არ აქვს თეთრი მეჭეჭები. ფეხზე აქვს დამახასიათებელი რგოლი. მოჭრისას სოკო აფრქვევს მჟავე სუნს და არ იცვლის ფერს.

ყველაზე გავრცელებულია წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში მჟავე ან ქვიშიანი ნიადაგით. მისი მოპოვების ყველაზე მარტივი გზაა მთებში ან მთიან ადგილებში. კრეფვის საუკეთესო დროა ზაფხულის შუა რიცხვებიდან შემოდგომის შუა რიცხვებამდე.

ფერმკრთალი ამანიტას მოწამვლისგან ადამიანი შესაძლოა მივიდეს ფატალურ შედეგებამდე.

მყრალი ამანიტა (Amanita virosa)

მყრალი ამანიტა (Amanita virosa)

მყრალი ამანიტა შხამიანი სოკოა, რომლის სიმაღლე მერყეობს 7-დან 15 სმ-მდე. მას აქვს საკმაოდ ფართო ქუდი (დიამეტრი 11 სმ-მდე), ჰგავს ნახევარსფეროს ფორმას, თეთრი ფერის, ზოგჯერ ვარდისფერი ელფერით. ჭრილობის შემთხვევაში უჩნდება, დამახასიათებელი მგრძნობიარე მყრალი სუნი, რომელიც ჰგავს ქლორის სუნს. ფეხის ძირში აქვს პატარა თეთრი რგოლი.

პორფირული ამანიტა (Amanita porphyria)

პორფირული ამანიტა (Amanita porphyria)

თავისი ნედლეული ფორმით, სოკოს აქვს ტოქსიკური თვისებები, უსიამოვნო გემო და მკვეთრი სუნი, ამიტომ არ გამოიყენება საკვებად. აღწევს 8-13 სმ სიმაღლეს. ქუდის ტონი შეიძლება იყოს მეწამული, ჩირქოვანი ყავისფერი ან რუხი ყავისფერი. მის გლუვ ზედაპირზე მეჭეჭები არ არის. ახალგაზრდა სოკოებში ეს ნაწილი ზარის ფორმისაა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მისი ფორმა ფართოვდება. ფეხი თეთრი ან ღია ყვითელია, აქვს ქვედა ნაწილში მნიშვნელოვანი (2.5 სმ – მდე) ნახევარსფეროსებრი გასქელება. ის გვხვდება წიწვოვან ტყეებში აგვისტოდან სექტემბრამდე.

გაზაფხულის ამანტია. თეთრი ამანიტა. (Amanita verna)

გაზაფხულის ამანტია. თეთრი ამანიტა. (Amanita verna)

საგაზაფხულო ამანიტა შხამიანი სოკოა, რომლის სიმაღლეც 7-დან 12 სმ-მდე მერყეობს. მას თეთრი ქუდი აქვს. ახალგაზრდებაში მას აქვს ამოზნექილი ფორმა, მოზრდილებს კი ბრტყელი. ფეხზე დიდი თეთრი ბეჭედი აქვს, დაფარული ძლივს შესამჩნევი ზოლებით. ამ სოკოს აქვს სპეციფიკური სუნი და გემო. გაზაფხულის ამანიტა იზრდება თბილ რეგიონებში, აპრილის ბოლოდან ზაფხულის შუა რიცხვებამდე.

ამანიტა პანტერა (Amanita pantherina)

ამანიტა პანტერა (Amanita pantherina)

სოკოს სიმაღლე მერყეობს 5-დან 13 სმ-მდე. ნაცრისფერ ან ყავისფერ ქუდზე აქვს მრავალი თეთრი მეჭეჭები. ახალგაზრდა სოკოში იგი წარმოიქმნება ნახევარსფეროს სახით, ხოლო მოზრდილებში ის გვხვდება ბრტყელიფორმით,კიდეებზე ამოზნექილი. ამანიტას ფეხი გარშემორტყმულია ღია რუხი, ადვილად მოსაშორებელი რბილობით, მასზე კი შეგიძლიათ შეამჩნიოთ თხელი, თეთრი ან ზოლიანი რგოლი. დაჭრისას სოკო არ იცვლის ფერს და გამოყოფს მკვეთრ უსიამოვნო სუნს.

ამანიტა პანტერა ძალიან შხამიანია. მოწამვლის სიმპტომები შეიძლება გამოჩნდეს სოკოს ჭამის შემდეგ,ორ საათში.

საკვები სოკოები

არსებობს მრავალი სახის ამანიტა, რომელთაც არ აქვთ, ან კარგავენ ტოქსიკურ თვისებებს სათანადოდ მომზადების დროს. აქედან გამომდინარე, მათი ჭამა შეიძლება.

ფორთოხლისფერი ამანიტა (Amanita fulva)

ფორთოხლისფერი ამანიტა (Amanita fulva)

ფორთოხლისფერი ამანიტა (ყვითელი-ყავისფერი თავით) არის საკვები სოკო, რომლის სიმაღლე შეიძლება 14 სმ-ს აღწევდეს. ქუდის ფერი მერყეობს ოქროსფერი ყავისფერიდან ნარინჯისფერ-ყავისფრამდე. ასევე აქვს მუქი ლაქა ცენტრში. ახალგაზრდა სოკოებში ქუდის ფორმა ამოზნექილია, მოზრდილებში კი ის ბრტყელია. ის გვხვდება შერეულ და ფიჭვნარ ტყეებში, მჟავე ნიადაგებზე.

ეს არის ამანიტას ძირითადი სახეობები, თუმცა სინამდვილეში კიდევ ბევრია. ზოგადად მიღებული კლასიფიკატორის მიხედვით, სახეობების რაოდენობეა შეიძლება იყოს რამდენიმე ასეული.

ქიმიური შემადგენლობა და ეფექტი

წითელი ამანიტასა და ამანიტა პანტერას სტრუქტურაში შედის იბოტენური მჟავა და მისი წარმოებული ნივთიერებები, მუსქიმოლი და მუსკაზონი. ეს ნივთიერებები ჰალუცინოგენებია და გავლენას ახდენს როგორც ცენტრალურ, ისე ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე. მათ ასევე აქვთ დამამშვიდებელი ეფექტი.

მოზრდილისთვის საკმარისია 70 მილიგრამი იბოტენური მჟავა და 7.5 მგ მუსქიმოლი, რომ იგრძნონ მათი ზემოქმედება.

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ოდენობა განსხვავდება ამანიტას ტიპის მიხედვით: მათი თითქმის სრული არარსებობიდან 1.2% მშრალ ნივთიერებამდე. ეს უდრის 1200% ს.

ამანიტა შეიცავს მუსკარინსდა ბუფოტენინს. მაგრამ მცირე დოზას არ შეუძლია ჰალუცინაციების გამოწვევა. იბოტინის მჟავა, როდესაც შრება, ნაკლებად ტოქსიკური ხდება და გარდაიქმნება მუსკიმოლად. ამიტომ,არ ღირს უმი ჭყინტი სოკოს ჭამა. ამანიტაშეიცავს აგრეთვე მედიატორ სეროტონინს, რომელიც ასტიმულირებს ნერვულ მოქმედებას.

შხამიანი ნივთიერებების უმეტესობა გროვდება ამანიტაშიგაზაფხულზე და ზაფხულში, ამ დროს იგი განსაკუთრებით საშიშია.

გამოყენება

ამანიტას იყენებდნენ საკვებში ათასობით წლის წინ. მათ იყენებდნენ შამანები თავიანთი რიტუალებისთვის. აფრიკულმა ტომებმა სპეციალურად დაამუშავეს ისინი თავიანთ წამლებში გამოსაყენებლად.მითიური ინდოურ-არიული სასმელი სომა, სავარაუდოდ მზადდებოდა ამანიტასგან. წითელი ამანიტა გამოიყენებოდა მათრობელ ნივთიერებად ციმბირში და ჰქონდა რელიგიური მნიშვნელობა ადგილობრივ კულტურაში.

დღესდღეობით, არსებობს ხალხი, ვინც ამ სოკოს საკვებად იყენებს. მაგალითად, ამანიტას არა მხოლოდ ჭამენ, არამედ ეწევიან კიდეც. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამანიტას შეგროვებისა და გამოყენების კულტურა ნამდვილად გადავიდა ახალ დონეზე, და კიდევ უფრო მეტი ადამიანია, ვისაც სურს შევიდეს უნიკალურ, უცნობ საზოგადოებაში.

შეგროვების და მომზადების წესები

სოკოების შეგროვებისა და მოსავლის აღების დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენიმე წესი:

  • გაეცნოთ შხამიანი სოკოების აღწერასა და გარეგნობას და შეაგროვოთ მხოლოდ წითელი ამანიტა.
  • ავირჩიოთ მხოლოდ პატარა სოკო, რომელსაც დიდი რაოდენობით თეთრი მეჭეჭები აქვთ ქუდზე. ასეთი ამანიტა უფრო მეტ გავლენას მოახდენს ნერვულ სისტემაზე.
  • შეაგროვეთ მხოლოდ სოკოს ქუდები, რადგან ის უფრო მეტფსიქოაქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.
  • ამანიტას გაშრობა ღუმელში ან ელექტრო ღუმელში არ არის რეკომენდებული. უკეთესია უბრალოდ დატოვოთ ისინი მზეზე.

შრობა - ეს სოკოს მომზადების აუცილებელი ნაწილია. ამ პერიოდის განმავლობაში, იბოტენური მჟავა ხდება ნაკლებად ტოქსიკური ნივთიერება - მუსციმოლი.

  • შეინახეთ გამომშრალი სოკო მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

დოზა და ეფექტის ხანგრძლივობა

  • ამანიტას მიღებამდე 2-3 დღით ადრე, მსუბუქი საკვების დიეტაზე ჯდომაა რეკომენდირებული.
  • გულისრევის თავიდან ასაცილებლად, სოკო უნდა მიიღოთ ცარიელ კუჭზე.
  • თითოეული ადამიანის ტოქსინების ტოლერანტობა უნიკალურია. ამიტომ, თუ პირველად მიიღებთ სოკოს, დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, არ არის რეკომენდებული ერთზე მეტი საშუალო ზომის სოკო.
  • შეუძლებელია აბსოლუტური ალბათობით წინასწარ განსაზღვროთ ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავლენა ადამიანის სხეულზე. ამიტომ, ამანიტას პირველი გამოყენების დროს, მიმღების გვერდით უნდა იყოს სხვა ადამიანი, რომელიც დააკვირდება პროცესს.

დოზები სრულად გამხმარი სოკოების მისაღებად:

  • 1 – 5გ (საშუალო ზომის ერთი ქუდი) – სუსტი;
  • 5 – 10გ (ერთი – სამი ქუდი) – საშუალო;
  • 10 – 30გ (ორი - ექვსი ქუდი) – ძლიერი;

ამანიტას ფსიქოტროპული მოქმედება იწყება მიღების შემდეგ პირველ 30-120 წუთში. მისი ეფექტი ყველაზე გამოხატული იქნება 1 საათში ან ორ საათში. საერთო ეფექტი გაგრძელდება 5-დან 10 საათამდე. გვერდითი მოვლენები იგრძნობა რამდენიმე საათის განმავლობაში. ჩვეულებრივ, ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება ხდება 12-24 საათის შემდეგ. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, ზოგიერთი ექსპოზიცია შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღის განმავლობაში. თუ დიდი დოზით იღებთ, მაშინ ეფექტი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი იქნება. ამის შემდეგ შეიძლება გამოწვეული იქნეს ძილიანობა ან მეხსიერების დაქვეითება.

ამანიტასგან გამოწვეული ეფექტები

სოკოების მოქმედება შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს დამოკიდებულია მიღებულ დოზაზე, ინდივიდუალურ მგრძნობელობაზე, სოკოების შეგროვების დროსა და ადგილზე. ამანიტას ჭამიდან საათნახევარში, მცირეოდენი ეიფორია შეინიშნება (მაგრამ არა კრუნჩხვების დონეზე). ამის შემდეგ, შეიძლება ძილიანობა და ძლიერი დაღლილობა შეინიშნებოდეს. თუ ადამიანი, ვინც სოკო მიიღო, ეცდება დაიძინოს, ის მსუბუქ ნახევრად ძილის მდგომარეობაში ჩავარდება. მას ექნება ჰალუცინაციები და მომატებული მგრძნობელობა ბგერების მიმართ. თუ ადამიანი გამოღვიძებულია, მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა, ეიფორია, ოფლიანობის მომატება და ნერწყვდენა, თავბრუსხვევა, სმენითი და ვიზუალური ჰალუცინაციები, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ ინდივიდუალურია. ამანიტას ზემოქმედების შემდეგ, ნაბახუსევის მსგავსი შეგრძნებები არ აღინიშნება. გულისრევა შესაძლებელია, მაგრამ მისი გაჩენის ალბათობის შესამცირებლად, უმჯობესია სოკო ჭამოთ ცარიელ კუჭზე.

შესაძლოა გვერდითი ეფექტები, ისეთი როგორიცაა:

  • გახშირებული გულის ფეთქვა.
  • დაღლილობა.
  • დიარია.
  • ცნობიერების აღრევა.
  • სხეულის მომატებული ტემპერატურა.

რეცეპტები

სოკოების მომზადებისას ყველაზე მნიშვნელოვანია სოკოს გაშრობა ან გაცხელება. ამ დროს, დეკარბოქსილირების პროცესის გამო, პროდუქტის ტოქსიკურობა მცირდება, ხოლო ექსპოზიციის ეფექტი იზრდება. მოხმარებისთვის სოკოების მოსამზადებლად რამდენიმე რეცეპტი არსებობს.

უმი სოკო შეიძლება უბრალოდ შეიწვას ცეცხლზე, შემდეგ კი დაუყოვნებლად მიირთვათ, ეიფორიული ეფექტის მისაღწევად.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მოათავსოთ ჯერ კიდევ გაუხსნელი ქუდები პატარა ცეცხლზე, თავდაყირა. სანამ ის თბება, სითხე კონდენსირდება შიგნით. საკმარისია მხოლოდ ორი ჩაის კოვზი, სოკოს ეფექტის მისაღებად.

სოკოების გაშრობის შემთხვევაში - მათი რეცხვა არ გჭირდებათ. ასევე, ნუ მიიღებთ ქუდებს, რომლებიც ჯერ არ გახსნილა.

თუ მოხმარების დანიშნულებაა სუფთა მთელი სოკოს მიღება, ყოველგვარი ჰალუცინაციების მიღების გარეშე, მაშინ ჯერ უნდა გარეცხოთ და აადუღოთ ისინი. არ არის აუცილებელი ქაფის ამოღება ხარშვის დროს. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 20 წუთი. შემდეგ წყალი უნდა გამოეცვალოს და პროცესი 2-3 ჯერ განმეორდეს. ამავე დროს, ყოველ ჯერზე აუცილებელია წყლის გამოცვლა. და ბოლოს, ამანიტა უნდა გაუფერულდეს. ბოლო სითხე უნდა გადაიღვაროს, და სოკოები გაირეცხოს.

ამის შემდეგ, სურვილისამებრ, ამანიტა შეიძლება შეიწვას ტაფაში. ამანიტას ზედმეტად კარბონიზაცია არ ღირს - დამახასიათებელი დელიკატური გემო შესაძლოა გაუქრეს. მომზადების ამ მეთოდით მიიღებთ არა ჰალუცინოგენს, არამედ პროდუქტს, რომელსაც აქვს სასარგებლო გავლენა სხეულზე. ეს ხელს უწყობს ლეიკემიის, კრუნჩხვების, დამბლის, თვალის დაავადებების მკურნალობას და ა.შ.

თუ ამანიტა გინდათ გამოიყენოთ გარე სივრცეში, მაშინ სოკო უნდა იყოს წვრილად დაჭრილი. შემდეგ თქვენ უნდა ჩადოთ ისინი კერამიკულ ან მინის ჭურჭელში და მჭიდროდ დაახუროთ სახურავი. ამის შემდეგ თქვენ უნდა განათავსოთ იგი ღუმელში ან ელექტრო ღუმელში მთელი ღამის განმავლობაში. ამ შემთხვევაში, ცეცხლის ალი მინიმალური უნდა იყოს. დილით თქვენ უნდა გახეხოთ ყველაფერი,ერთგვაროვანი მასის ჩათვლით. მალამო მზად არის. მისი შენახვა შესაძლებელია მაცივარში ორი კვირის განმავლობაში. ასეთი პრეპარატი კარგია რადიკულიტისთვის.

ამანიტას გამოყენების არატრადიციულ საშუალებად ითვლება სოკოს მოწევა. ყოველშემთხვევაში ეს მეთოდი შეიძლება ნახსებე იყოს საკმაოდ ხშირად. ამისათვის საჭიროა ფრთხილად ააცალოთ ზედა წითელი კანი ქუდებიდან, ასევე თეთრი წამონაზარდები და მის ქვეშ მოქცეული ყვითელი ფენა. ამის შემდეგ უნდა დაფქვათ და შეურიოთ ცოტა არომატული ბალახი, მაგალითად, პიტნა. ნედლეული მზად არის მოსაწევად. ზუსტი დოზა არ არის ცნობილი, ყველაფერი ინდივიდუალურია.ეფექტი, ამანიტას მოწევის შემდეგ ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე სოკო ჭამის შემთხვევაში. იგრძნობა ამაღლებული განწყობა და ენერგიის გადამეტება. თუმცა, ზოგჯერ ეფექტი შეიძლება იყოს ძალიან სუსტი, ან საერთოდ არ შეიმჩნევა.

ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ამანიტას თემას, უფრო დეტალურად განვიხილავთ გამოყენების მახასიათებლებს, რეცეპტებს, მოგზაურობის მცირე გამოცდილებას და, რა თქმა უნდა, მთავარ საკითხს წარმოადგენს კულტივირება.

შინაარსი

თვით სახელიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ტერმინი აკვაპონიკა გულისხმობს ტექნოლოგიაში ნაცნობი ჰიდროპონიკის არსებობას. ჩვენ დეტალურად განვიხილავთ მაღალტექნოლოგიური მეთოდის არსს კანაფის კულტივირების ჭრილში.

რა არის აკვაპონიკა კანაფის კულტურაში?

რა არის აკვაპონიკა კანაფის კულტურაში

მაღალი მოსავლიანობის მისაღებად, ამ მეთოდის გამოყენებით, კანაფის მწარმოებლები პირველ რიგში უნდა გაეცნონ აკვაპონიური სისტემის საფუძვლებს. კანაფის წარმატებული ჰარვესტისთვის, ის უნდა იყოს ორიენტირებული საჭირო, დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების წარმოებაზე, განსაკუთრებით ისეთი მოთხოვნადი მცენარეებისთვის, როგორიც მარიხუანაა. ასე რომ,იოლი არ იქნება მისი გამოყენება ცოტაოდენი ინფორმაციის გარეშე მაინც.

ბევრი გროვერი აკვაპონიკას უწოდებს ნამდვილ ხელოვნებას, რომელიც აერთიანებს აკვაკულტურას ჰიდროპონიკასთან. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მას ორგანული ჰიდროპონიკა.

ზოგადი ცნებები და პრინციპები

თუ გავითვალისწინებთ აკვაპონიური სისტემის ფუნქციონირების ალგორითმს,თევზი არის ნუტრიენტების პირველი წყარო რომელიც მარიხუანას სჭირდება. წარმოებული ნაერთები შემდგომში მუშავდება ბაქტერიებად და ქმნის მცენარის ზრდისთვის საჭირო სასარგებლო ნაერთების თითქმის მთელ აუცილებელ კომპლექტს. წყლით ასრულებს კანაფის ფესვთა სისტემების გაწმენდის ციკლს, რომელიც კვლავ ბრუნდება აკვარიუმში. ფაქტიურად, ჩვენს წინაშეა, თვითკმარი ეკოსისტემა.

საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ თევზი არის ყველაზე გავრცელებული სახეობა, რომელიც გამოიყენება აკვაპონიკისთვის, უფრო ეგზოტიკური გადაწყვეტილებების მოყვარულები ხშირად იყენებენ წყლის სამყაროს სხვა მაცხოვრებლების: კიბორჩხალებს და ზღვის კიბოებს. რაც შეეხება თევზს, იგი შეიძლება იყოს დეკორატიული სახეობის ან და საკვები, სხვაობა მათ შორის არ არის. როგორც წესი, მევენახეებს ურჩევნიათ განძლე სახეობები, რომლებიც კომფორტულად იტანენ მოწყენილობას. ტილაპია არის საკვები თევზი, რომელიც ძალიან კარგად ეგუება აკვაპონიკას. კოი ან გოლფიში თავის მხრივ, შესანიშნავი არჩევანია დეკორატიულ მრავალფეროვნებას შორის. სასიამოვნოა მათი ცქერა და ასევე მათ შეუძლიათ განვითარდნენ არაოპტიმალურ პირობებში.

აკვაპონიკა შეიძლება ერთდროულად ზრდის ორივე ქვესისტემის ყველაზე ეფექტური მეთოდი იყოს. დიდი კომერციული მასშტაბით, აკვაპონიკა გამოიყენება წარმოების სასარგებლო კომბინაციებისთვის, როგორიცაა თევზი ტილაპია და სალათი. მცირე დანადგარებში, აკვაპონიკა არის საკვების წარმოების მდგრადი, დაბალტექნოლოგიური და ეფექტური საშუალება. აკვაპონიკა მნიშვნელოვნად ამცირებს მოხმარებული წყლის რაოდენობას, ამასთან ერთად წარმოქმნის მცენარეებს საკვები ნივთიერებების მაღალი შემცველობით!

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკვების მიღება მხოლოდ თევზისთვისაა საჭირო, ხოლო კანაფს უკვე წყალში მცხოვრები თევზები გამოკვებავენ.

როდესაც საქმე მარიხუანას აკვაპონიურ სისტემებში ზრდას ეხება, ერთ-ერთი მთავარი მიზანია სტრუქტურის შექმნა, რომელიც აწარმოებს დიდი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს. კანაფის მცენარეებს ბევრი საკვები სჭირდებათ, განსაკუთრებით ყვავილობის ეტაპზე. ამიტომ, მევენახემ ჯერ უნდა შეიმუშაოს აკვაპონური სისტემა, რომ მისი ოპტიმიზაცია მოახდინოს "სასუქის" როლში! ეს ნიშნავს იმას, რომ კანაფის მწარმოებლები უნდა დარწმუნდნენი თევზის მაღალ ნოყიერებაში, და ასევე ბაქტერიებისდიდი კოლონიის არსებობაში. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, მთელი ეს თეევზეული მასა ვაქციოთსაკვებ ნივთიერებად გროვისთვის.

სიცოცხლის ციკლი აკვაპონიურ სისტემაში

სიცოცხლის ციკლი აკვაპონიურ სისტემაში

მოკლედ ღია ჯაჭვი გამოიყურება ასე:

თევზები - ბაქტერიები - მცენარეები

განვიხილოთ თითოეული კლასტერი ინდივიდუალურად.

თევზები

ყველაფერი ხორციელდება აკვარიუმში, სადაც თევზი ან წყლის სხვა ბინადრები ცხოვრობენ. ისინი წარმოქმნიან ნარჩენებს, რომლებიც შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია მცენარეთა განვითარებისათვის. აკვაპონიკაში გამოყენებული ჩვეულებრივი თევზი მოიცავს ტილაპიას, კოი კაფს და ოქროს თევზს, მაგრამ არსებობს მრავალი სხვა ამტანი სახეობა, რომელსაც შეუძლია ადაპტირება მოახდინოს აკვაპონიურ გარემოში, მათ შორის იგივე კატრიკა.

მცენარე

თქვენს სისტემას ექნება ჰიდროპონიური ქვესისტემა, რომელიც ძირითადად არის წყალსაცავი, სადაც კანაფის მცენარეები ვითარდება წყალში მოთავსებული ფესვთა სისტემით. სინამდვილეში, აკვაპონიკის დეტალური შესწავლით, გამოდის, რომ კანაფის კულტივირება დაახლოებით იმავე გზით ხდება, როგორც ტრადიციული ჰიდროპონიული DWC მოწყობილობის დროს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ თევზი აწარმოებს საკვებ ნივთიერებებს. გროვერს არ უწევს მისი დამატება თავისი ხელით.

ბაქტერიები

ბაქტერიები ერთგვარი ბიოფილტრია, უფრო ზუსტად თქვენი აკვაპონიური სისტემის "გული". ბაქტერიების ბიოფილტრი არის დაკარგული ელემენტი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ სიმბოლური ურთიერთობა თევზსა და მცენარეებს შორის, რაც წარმატებით არსებობს ბუნებრივ გარემოეში. როდესაც ბაქტერიებისთვის კარგ სახლს ქმნით, ისინი ბევრს მუშაობენ, იმისათვის რომ თევზის ნარჩენები საკვებ ნივთიერებებად აქციონ მცენარისთვის. ბიოფილტრი შეიძლება იყოს სისტემის ცალკეული კომპონენტი, ანდა ბაქტერიები ასევე შეგიძლიათ გაზარდოთ რეალურ აკვარიუმებში და ჰიდროპონიურ ავზებში. ბაქტერიების კოლონიის გარეშე, თქვენი მცენარეები ვერ შეძლებენ წყალში არსებულ საკვები ნივთიერებების გამოყენებას. უფრო მეტიც, თევზი მოკვდება ამიაკის ძალიან მაღალი დონისგან.

მოთმინება – წარმატების მთავარი გასაღები

ნებისმიერი წარმატებული აკვაპონიკის სისტემის საიდუმლო არის მოთმინება. გროვერმა უნდა იპოვნოს გარკვეული ბალანსი თევზს, ბაქტერიას და მცენარეებს შორის. ადვილი მისახვედრია, რომ ამას გარკვეული დრო სჭირდება. სამწუხაროდპროცესის დაჩქარების უნივერსალური გზა არ არსებობს, სანამ ბაქტერიები კოლონიზაციას ახდენენ.

ეს იგივეა, რომ ვითომდა შეგიძლიათწინასწარ მოიმოქმედოთ რამე კანაფის სწრაფი განვითარებისთის,თუმცა თქვენ გიწევთ ცდა სანამ ბუნება თავისით არ მიიყვანს ჰარვესტამდე. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს ბაქტერიებს რომ განვითარდნენ, მაგრამ მათ დრო სჭირდებათ, რომ გაიზარდოს მათი რიცხვი და შექმნან ძლიერი კოლონია.

ეს ნიშნავს, იმას რომ ახალგაზრდა (ახალ) აკვაპონიურ აკვარიუმში, თქვენ მოგიწევთ გარკვეული დროის ხარჯვა ბაქტერიების ზრდაზე. ამავე დროს, პარალელურად, შეიძლება დაგჭირდეთ ბევრი ძალისხმევა, რომ შეინარჩუნოთ წონასწორობა, რაც მცენარეთა და თევზის კომფორტს უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებების დანერგვით;

  • წყლის გამოცვლა;
  • საკვები ნივთიერებების დონის ტესტირება;
  • рН დონის რეგულირება;
  • შესაძლებელია, თევზის დამატება ან მოშორება.

მაგრამ, როგორც კი თქვენ დააბალანსებთ ყველა ქვესისტემას, აკვარიუმი უფრო მომწიფდება, მწარმოებელს ნაკლები შრომის გაწევა მოუწევს. დროთა განმავლობაში, შეგიძლიათ სისტემის კონფიგურაცია ისე რომ ძირითადი სამუშაოები თავად აკეთოს. ანუ, ყველაფერი იმუშავებს ავტომატურად, თუ ეს მისაღებია ცოცხალი ორგანიზმებისთვის.

ოქროს თევზი შეიძლება იყოს შესანიშნავი არჩევანი აკვაპონიკაში კანაფის გაშენებისთვის, რადგან ის ძალიან ამტანი სახეობაა, მშენივრად იტანს მოწყენილობას და ასევე სასიამოვნო საყურებელია!

აკვაპონიკაში კანაფის ზრდისას 3 ძირითადი დაბრკოლება

მიუხედავად ყველა აშკარა დადებითი მხარისა და სარგებლისა, გროვერისთვის აკვაპონიკა სირთულეებს წარმოადგენს. უფრო მეტი მათ შესახებ იხილეთ ქვემოთ.

კანაფს აქვს საკვები ნივთიერებების მაღალი მოთხოვნილება

აკვაპონიკაში მარიხუანის ზრდა ჰიდროპონიკის მსგავსია, გარდა იმისა, რომ თევზი და ბაქტერიები აწარმოებენ სასუქის პროდუქტებს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მცენარეებს არ შეუძლიათ საკვები ნივთიერებების გამოყენება პირდაპირ თევზის სეკრეციისგან. პირობითი ნარჩენები, რა თქმა უნდა, ბაქტერიების მეშვეობით უნდა გარდაიქმნას გამოსაყენებელ საკვებად (ბიოფილტრით). ბაქტერიების საიმედო კოლონიის შექმნას, რომელსაც შეუძლია შეიძინოს ფუნქცია, შეიძლება ექვსი თვე ან უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნებაბუნებრივი წყაროებიდან დამატებით საკვები ნივთიერებების მიწოდება პირველი თვის განმავლობაში.

მცენარის მადა განსაკუთრებით გამოხატულია გირჩების განვითარებისას / ყვავილობის დროს. როდესაც გროვი იწყებს კონუსების ფორმირებას, მცენარეები ითვისებენ საკვებს ისე, თითქოს ხვალინდელი დღე არ დაუდგებათ. ხეხილის მცენარეები და მოსტნეული კვების მაღალი მოთხოვნებით, ისევე როგორც კანაფი (მაგ. პომიდორი) წარმატებით მრავალჯერ იქნა გაშენებული აკვაპონიკებში.

შეიძლება საჭირო გახდეს ცალკეული მოწყობილობა ვეგეტაციისა და ყვავილობის ფაზისთვის.

ვეგეტაციისა და ყვავილობის დროს, კანაფი საჭიროებს სხვადასხვა საკვებ ნივთიერებებს, აგრეთვე მათ განსხვავებულ რაოდენობას. ამრიგად, კანაფის აკვაპონიკის სისტემის სრულად ოპტიმიზაციის მიზნით, შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე ცალკეული ავზის შემუშავება.

რასაკვირველია, ჰიპოთეტურად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კანაფის ყვავილობის ეტაპზე გადასვლისთანავე, დამატებითი საკვები ნივთიერებების შეყვანა ხელოვნურად შეიძლება მოხდეს. თუ ფესვთა სისტემები მიიღებენ დამატებული ნივთიერებების მხოლოდ ნაწილს, სანამ წყალი აკვარიუმში დაბრუნდება, თევზიმა შეიძლება ფიზიკურად ვერ გაუძლოს მის ქიმიურ შემადგენლობას. ამისათვის, გამოცდილი კანაფის მწარმოებლები რეკომენდაციას უწევენ დამატებით გეგმას, წყლის შემადგენლობის წინასწარი ტესტირებით, იმის გასაგებად, თუ რა სახეობისაა წყალში შემავალი საკვები ნივთიერებები.

თევზის სიჭარბე - გამოსავალი

აკვაპონიური სისტემების ორმაგი ღვაწლი წარმოუდგენელია. ერთდროულად მიღებული მცენარისა და თევზის რაოდენობა გავალდებულებთ იპოვოთ გამოსავალი აკვარიუმის ზედმეტი მაცხოვრებლებისგან გასანთავისუფლებლად. უმარტივესი გზაა - გაყიდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ ერთი პრობლემა წარმოიქმნება -მკვდარი თევზებისახალგაზრდა თევზებით დროული ჩანაცვლება. ეს მანიპულირება უნდა განხორციელდეს რეგულარულად, იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ წონასწორობა, რომელიც რთული და ხანგრძლივი მისაღწევი იყო.

მარიხუანის მოშენების ტაქტიკა აკვაპონიკის გამოყენებით

მარიხუანის მოშენების ტაქტიკა აკვაპონიკის გამოყენებით

როგორ ვაწარმოოთ კანაფისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები? საკმაოდ მარტივად. შესაძლებელია მზა პრეპარატების გამოყენება. მაგალითად, Maxicrop- ის პროდუქტებმა კარგად წარმოაჩინეს თავი. ბიოფილტრის კოორდინირებული მუშაობის დაწყების შემდეგაც კი ცხადია კალციუმის, რკინის, კალიუმის, ზოგჯერ ფოსფორის გარკვეული დოზებით დამატების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით ეხება ყვავილების ფაზას. ზღვის მცენარეების ბაზაზე დაფუძნებული Maxicrop ზიანს არ აყენებს თევზს, მცენარეს აძლევს ყველაფერს, რაც მას სჭირდება.

სხვა პოპულარულ დანამატებს შორის, არსებობს მრავალი, მათ შორის კალციუმის ციკლური ჰიდროქსიდი (ჰიდრატირებული კირი ან სამშენებლო კირი) და კალიუმის კარბონატი (ბიკარბონატი), რომლებიც დაამატებენ საჭირო კალციუმს და კალიუმს სისტემაში, ასევე ზრდის მჟავიანობას (რადგან დაბალი pH ჩვეულებრივი ამბავია აკვაპონიკის სისტემაში )

აუცილებელია წყლის შემადგენლობის შემოწმება მთლიანი პროცესის დროს, რომ ნახოთ რა საკვები ნივთიერებები არსებობს მასში. ეს საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ სად არის საკვებ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემები და ასევე დაგეხმარებათ გაერკვეთ, თუ რა უნდა გაკეთდეს მათ აღმოსაფხვრელად. ეს არამარტო გროვის უკეთესად ზრუნვაში დაგეხმარებათ, არამედ თქვენი თევზის სიცოცხლეც უფრო კომფორტული გახდება.

როგორ შევქმნათ სრულყოფილი ეკოსისტემა, პრაქტიკულად თქვენი მონაწილეობის გარეშე

კანაფის ზოგიერთ ფერმერს სისტემაში შეამოაქვს ე.წ. "ჭიების მეურნეობა" (ჭიის ფორმის კომპოსტი), რათა ბუნებრივად შეავსოს საკვები ნივთიერებები და გაანადგუროს თევზის მყარი ნარჩენები, რომლებიც ვერ მუშავდება ბაქტერიების მიერ. ეს არის სისტემის შიგნით ციკლის "დასრულების" ერთერთი გზა.

ჭიების მეურნეობა აწარმოებს საკვები ნივთიერებებით მდიდარ ჭიებს, რომელთაც შეუძლიათ გაანადგურონ თევზის მყარი ნარჩენები და გადააქიონ ისინი მკვებავ ნივთიერებებად კანაფის მცენარეებისთვის.

როგორც წესი, აკვაპონიკაში ეს ზედმეტი მყარი ნივთიერბები იფილტრება, მაგრამ ჭიებს შეუძლიათ მათი გადამუშავება, რაც უზრუნველყოფს საკვებ ნივთიერებების დამატებით წყაროს, რაც დაგეხმარებათ საკვებ ნივთიერებებში არსებული დეფიციტის შევსებაში და დაგარწმუნებთ, რომ კანაფისი მიიღებს ყველაფერს, რაც მას სჭირდევა, ყოველგვარი დამატებითი დანამატების გარეშე.

ამ ეტაპზე, თქვენი მთავარი წვლილი სისტემისთვის იქნება თევზის გამოკვება. თუ გსურთ სისტემა კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახადოთ, შეგიძლიათ აკვარიუმში გაზარდოთ ლემნა ან სხვა მცენარე, რომელსაც თევზი ჭამს. შედეგად, თევზის საკვების შეძენის ღირებულება შეიძლება საერთოდ ნულამდე შემცირდეს. როგორც კი სისტემა ხდება უფრო დაბალანსებული, სისტემაში შემავალი თითქმის ყველა ენერგია შეიძლება მზისგან ან ხელოვნურად დამატებული განათებიუსგან იქნეს მიღებული. ასე რომ, თქვენ მიიღებთ ნამდვილ ავტონომიურ "მანქანას" საკვები პროდუქტების და მცენარეების წარმოებისთვის!

მზად ხართ დაიწყოთ კანაფის მოყვანა აკვაპონიკაში? მოცემული წარმოუდგენლად მაღალი დონის წიგნი გასწავლით ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ, ასე რომ დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ!

შეიტყვეთ, თუ როგორ უნდა გაიზარდოს კანაფი აკვაპონიკის მეშვეობით, წიგნში - «Aquaponics Gardening», პარალელურად შეიტყობთ ბოსტნეულის და თევზის მოშენებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. გამოცემა ხელმისაწვდომია როგორც ელექტრონულ ფორმაში, ისე ბეჭდურ ვერსიებში.

შინაარსი

რა არის სუპერგაკრეჭვა?

ვარჯიშების მთელი რიგი კატეგორია არსებობს მაღალი სტრესით, კომბინირებული აბრევიატურით HST (high-stress training). სწორედ მათთვის არსებობს სუპერგაკრეჭვის ტექნიკა. ამის ძირითადი არსია მცენარის ზედმეტი ნაწილების მოშორება ან მათი აქტიურად გადახრა. ასევე ღია სივრცეებზე ხშირად გვხვდება სუპერკრეჭვის განმარტება (supercropping).

შედეგად, მომავალში, ბუჩქები იძენენ მკვრივ სტრუქტურას, ხოლო ყვავილედების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. ის თუ რამდენად იმოქმედებს ეს კანაბინოიდების საბოლოო რაოდენობაზე მზა პროდუქტში - არ არსებობს ცალსახა მოსაზრება. მაგრამ მტკიცებულებების უმეტესი ნაწილი კონკრეტულად ეხება ამ კონტექსტში არსებულ სარგებელს. რატომ იძლევა ერთი შეხედვით დესტრუქციული მოქმედებები ასეთ დადებით შედეგებს? ბუნებამ ყველაფერი ჩვენზე უკეთ იცის. ეს არის მცენარის თავდაცვის ბუნებრივი რეაგირება ველურ ბუნებაში, როდესაც რაღაც შეიძლება არასწორედ ხდებოდეს. როგორც გროვერმა, თქვენ უბრალოდ უნდა გამოვიყენოთ ეს ტექნიკა, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ.

პატარა განმარტება კანაბინოიდებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე

პატარა განმარტება კანაბინოიდებზე და ცოცხალ ორგანიზმებზე

კანაფი ერთადერთი ცნობილი მცენარეა, რომელიც ბუნებრივად გამოიმუშავებს THC (რაც, CBD და სხვა კანაბინოიდებთან ერთად, ამ მცენარეებს ადამიანისთვის განსაკუთრებით საინტერესოს ხდის).

ტეტრაჰიდროკანაბინოლი არის მთავარი "ნივთიერება" კანაფის მცენარეში, რაც იწვევს ფსიქოაქტიურ ეფექტებს. THC წარმოიქმნება ძირითადად მდედრობითი კანაფის მცენარეების ყვავილებში.

კანაბინოიდების მსგავსი ნივთიერებები თითქმის ყველა მცენარეში და ცხოველშია, მათ შორის ადამიანებშიც. სინამდვილეში, ადამიანებსა და ძუძუმწოვრებს ბუნებრივად აქვთ ორგანიზმში ტონა კანაბინოიდული რეცეპტორები.

თუ გეძინათ, ჭამეთ, მუშაობდით ან მოდუნდით, მაშინ იყენებდით თქვენს ენდოკანაბინოიდულ სისტემას და ბუნებრივ კანაბინოიდებს.

რა არის სუპერგაკრეჭვის საიდუმლო?

რატომ აწარმოებს კანაფის მცენარე კანაბინოიდებს, რაც იწვევს სერიოზულ ფსიქოტროპულ ეფექტებს? პასუხი შეიძლება გარკვეულწილად მოულოდნელიც იყოს. ამრიგად, კანაფი თავს იცავს ცოცხალი ორგანიზმებისგანაც, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს და გამრავლებაში შეუშალოს ხელი. თურმე, გარეული ცხოველები ხშირად მიირთმევენ კანაფის ყვავილებს. რის შედეგადაც, თესლი არ იქმნება, და პირობითი სამომავლო კოლონია ქრება. ამრიგად, სუპერგაკრეჭვის განხორციელება არის მცენარეების სტიმულირება არა მხოლოდ კონუსის მასის გასაზრდელად, სტრუქტურის გასაძლიერებლად, არამედ კანაბინოიდების, განსაკუთრებით კი ტეტრაჰიდროკანაბინოლის პროპორციის გასაზრდელადაც.

რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი?

მარიხუანას მცენარისთვის, კანაბინოიდებით გაჯერებული ძვირფასი გირჩების შექმნა (რომლებიც თესლის წარმოებისთვის გამოიყენება) მათი ცხოვრებისეული საქმიანობაა. როგორც მარიხუანის მოშენების მასტერს, თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ რა რა უწყობს ხელს ყველაზე დიდი და ძლიერი კვირტის წარმოებას.

ეს არის ტექნოლოგიის მთავარი საიდუმლო. არც ერთმა ყველაზე კომფორტულმა კულტივირების პირობებმა არ შეიძლება გამოიწვიოს მაქსიმალური შედეგები. მცენარის აბსოლუტური ჯანმრთელობა და კულტივირებისთვის იდეალური გარემოს არსებობა უბრალოდ ჩვეულებრივი საბაზისო ძირითადი პირობებია. სპეციალური მეთოდების გამოყენების გარეშე მაქსიმუმისკენ სწრაფვა უაზრო იქნება. გაიხსენეთ, ადამიანი ხომ კომფორტის ზონის დატოვების შემდეგ ბევრად უფრო პროდუქტიულად მუშაობს. გასაკვირია, მაგრამ ეს ასევე მუშაობს მცენარეების შემთხვევაში, კერძოდ კი კანაფის.

ამ გაგებით სუპერგაკრეჭვა ჰგავს წარმოუდგენლად ეფექტურ და ძალიან მარტივ ტექნიკას, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი მებაღისათვის, მიუხედავად მისი პირადი გამოცდილებისა. თანაც ეს არის ძალიან საბიუჯეტო მეთოდი, რომელიც არ საჭიროებს დამატებით ინვესტიციებს. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ, არის ადამიანის ფუნქციონალური ხელები (თქვენ გაქვთ ისინი, არა?), არც ისე ბევრი სკოჩი და სწავლის სურვილი. როგორც ჩანს ეს არის ყველაფერი, მეტი არაფერი დაგვიწყებია. დროა პირდაპირ გადავიდეთ სუპერგაკრეჭვის (supercrop) ტექნიკის დეტალურ აღწერაზე.

როგორ გამოვიყვანოთ სუპერმარიხუანა

როგორ გამოვიყვანოთ სუპერმარიხუანა

დაიწყეთ ვიდეო გაკვეთილის მოძებნით. ინტერნეტში მათი წარმოუდგენელი რაოდენობა დევს. მოიშველიეთ ის, რასაც თქვენ იხილავთ ქვემოთ მოცემულ ტექსტში, რის შემდეგაც თქვენ უკვე არცერთ შეცდომას არ დაუშვებთ.

ნაბიჯი 1: შეარჩიეთ ტოტები, რომელთა სუპერგაკრეჭვა გსურთ

სუპერ გაკრეჭვა საუკეთესოდ ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც მცენარე ვეგეტატიურ ეტაპზეა. ამ დროს მცენარე მრავალ ჯანმრთელ ტოტს ქმნის და აქტიურად იზრდება. მნიშვნელოვანია! აუცილებლად გამოიყენეთ სუპერგაკრეჭვა ყვავილების ფაზაში შესვლამდე.

  • გააკეთეთ არჩევანი მცენარის იმ ნაწილების სასარგებლოდ, რომლებიც საკმარისად ჩამოყალიბებულად და ძლიერად გამოიყურებიან. ამასთან, ისინი უნდა დარჩნენ სიცოცხლისუნარიანი. ის ნაწილები, რომელზეც თქვენ იყენებთ ამ ტექნიკას, უნდა იყოს მწვანე და არა ხის მაგვარი, მაგალითად, როგორიც არის ძირითადი ღეროს სტრუქტურა.
  • თუ თქვენმა მცენარემ რამდენიმე ღეროს ჩამოყალიბება მოახერხა, სუპერგაკრეჭვაც ერთსა და იმავე ადგილებს უნდა დაუქვემდებაროთ რამოდენიმე ღეროზე. როდესაც მხოლოდ ერთი ძირითადი ღერო არსებობს, მოქმედება ხორციელდება მის რბილ და მწვანე ნაწილზე, რომელიც უფრო ახლოს მდებარეობს მის წვერთან.
  • სინამდვილეში, თქვენ ცდილობთ შექმნათ ჰორიზონტალური სტრუქტურა ზედა ნაწილში, ისე რომ ყოველი ღერო იყოს ერთმანეთის ტოლი და არცერთი ერთიმეორეზე მაღალი.

ნაბიჯი 2: შესქელეთდაგაჭერითტოტები

იდეა მდგომარეობს მცენარის შიდა ქსოვილის დაზიანებაში გარე საფარის დაზიანების გარეშე. ეს ხდის ღეროს ძალიან მოქნილს. შედეგად, იგი შეიძლება ადვილად მოიხაროს იმ მიმართულებით, რომელშიც მებაღე ხედავს ბუჩქის სტრუქტურის შემდგომ განვითარებას. ასეთი პროცედურის შესრულება ძალიან მარტივია. ავღწეროთ ის ეტაპობრივად:

  • მოკიდეთ ტოტს , მოიქციეთ იგი ცერა თითისა და საჩვენებელ თითებს შორის, დიდი ძალისხმევით დააჭირეთ ისე, თითქოს ცდილობთ ღეროს განადგურებას. მნიშვნელოვანია! გააკეთეთ ეს პირდაპირ იმ ადგილას, სადაც გინდათ, რომ ის მოხრილი იყოს. ეს ხელს შეუწყობს სახსრის "მოდუნებას", რომლის შექმნასაც ცდილობთ ახლა თქვენ.
  • ნელ – ნელა ამოძრავეთ თითებს შორის 10 წამის განმავლობაში, ძალისშემცირების გარეშე. ეს არის პირველი ნაბიჯი ღეროს შიდა შესუსტებისკენ.
  • გააგრძელეთ თითების ოდნავ მოძრაობა, სანამ არ იგრძნობთ, რომ ღეროს შიდა ნაწილი ნამდვილად დარბილდა. ღერო უნდა გახდეს იყოს მოქნილი და დრეკადი.
  • ნელა და ფრთხილად მიაბრუნეთ ღეროს ზედა ნაწილი წინასწარ დაგეგმილი მიმართულებით და მიამაგრეთ იგი ადგილზე.

ამ ვიდეოში ნახავთ, თუ როგორ უჭერს გროვერი თითს და შემდეგ ხრის მას. ვიდეოს მაგალითში გამოყენებულია საკმაოდ ახალგაზრდა და მოქნილი ღერო. უფრო მკაცრი სტრუქტურისთვის, კანაფის მწარმოებლებს შეიძლება დასჭირდეთ მეტი დრო მოქმედების დასრულებისთვის. არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესს ხშირად ერთი წუთი სჭირდება. მნიშვნელოვანია! თუ გრძნობთ, რომ ღერო შეიძლება მოტყდეს, გაათავისუფლეთ ზეწოლისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზუსტად ასე მოხდება. და ეს არ არის მხოლოდ სტრესი, არამედ რეალური დაზიანება, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს.

ხშირად კანაფის მეწარმეები ეგრევე იღებენ ტოტს და სწრაფადვე ხრიან მას. ასეთი ქმედებები ძირითადად არასწორია. თქვენ მნიშვნელოვნად გაზრდით გარეთა ღეროვან ქსოვილში დაზიანების ალბათობას და წებოს გარეშე ამის გამოსწორება ვეღარ მოხერხდება. უფრო მეტიც, სასურველი შედეგის ალბათობა მკვეთრად მცირდება.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტოტის მოტეხვის საფრთხის მიუხედავად, თავად კანაფის მცენარეები საოცრად სტაბილურია. თუ თქვენ ცოტა ძლიერად არ გადახდით შერჩეულ ტოტს, ის რამდენიმე საათის შემდეგ ისევ დაუბრუნდება თავის თავდაპირველ მდგომარეობას. უფრო მეტიც, მებაღეს შეიძლება დასჭირდეს ღეროს მიმაგრება ისე, რომ იგი აღარ გაიზარდოს იმ მიმართულებით, რომელი მიმართულებაც არასასურველი იყო თავიდანვე. შესრულებული ოპერაცია უნდა ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ იმ პირობით, თუ გარეგნულად ღერო გამოიყურება ოდნავ გატეხილი სახით და ქმნისსწორ კუთხეს. ამავდროულად ტოტი უნდა მდებარეობდეს უმაღლესი წერტილის ქვემოთ.

შესქელეთდაგაჭერითტოტები

ეს ფოტო გვიჩვენებს სწორი supercrop-ის შესანიშნავ მაგალითს, რომელსაც ლენტაც კი არ სჭირდება. გამოიყენეთ ლენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა გადატეხვა, ან გადახრა საკმარისად სწორად შესრულებული არ არის, ანდაც შეამჩნევთ, რომ კუთხე ზომაში იკლებს.

უკეთეს შემთხვევაში, ღერო ქმნის მუდმივ 90 ° კუთხეს, ხოლო გარეთა ქსოვილი ხელუხლებელი რჩება. ამ ეტაპზე, თქვენ უნდა დაამაგროთ ღერო ქვევით,წინააღმდეგ შემთხვევაში ის კვლავ ზევით დაიწყებს ზრდას 1-2 დღეში.

მაგრამ იმის მიუხედავად თუ როგორ ზრდით, სუპერგაკრეჭვის პროცესი აუცილებლად მიგვიყვანს იმ ფაქტამდე, რომ მცენარეზე მთელი რიგი ფოთლები და ყლორტები ჩამოყალიბდება. მცენარეს არ სურს მთელი ძალისხმევაჩადოს იმ ფილიალში, რომელსაც ახლახან შეუტიეს ცხოველებმა. მხოლოდ ყველაზე "ეშმაკამა" კანაფის მწარმოებელმა იცის, რომ მტაცებლების თავდასხმები არ მომხდარა რეალურად და მთელი მანიპულაცია მხოლოდ მაქსიმალური პროდუქტიულობის მისაღწევად იყო განკუთვნილი.

ნაბიჯი 3: ქსოვილზე ნებისმიერი დაზიანების გამორიცხვა და შებმა

უკეთეს შემთხვევაში, მევენახეს არ დასჭირდება სკოჩი, თუ თავიდანვე ყველაფერი კეთდება სწორად. დიდი ალბათობით ღეროს გარეთა ნაწილი ხელუხლებელი დარჩება.

  • თუ გროუვერს აღმოჩნდა ზედმეტი გულმოდგინება და სურვილი, მაშინ მცენარის გასაძლიერებლად შეიძლება დაგჭირდეთ წებოვანი ლენტისგამოყენება (ან სხვა გამძლე ლენტი), რომ დაამაგროთ მცენარე. ეს ხელს შეუწყობს მომავალში მის სწორად "განკურნებას". ეს კი განსაკუთრებით ხდება მაშინ როცა გროვერი თვალნათლივ ხედავს იარას ღეროზე ან ღია ბზარს.
  • თუ ბზარები არ აღმოაჩნდა - შესანიშნავია. თქვენ აღმოჩნდით კარგი სუპერმკრეჭველი. ახლა უბრალოდ რჩება ღეროს დამაგრება (სხვა შემთხვევაში, რამდენიმე დღეში ის დაბრუნდება თავდაპირველ პოზიციაზე). დაამაგრეთ ძაფის გადაბმული კვანძებით.
  • პირველი ტრავმის მიუხედავად, ის ადგილი, რომელიც თავდაპირველად მოიხრება, გადაიქცევა დიდ „კვანძად“, თითქმის წებოვანი თაბაშირის მსგავსად, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს უფრო მეტი ტენიანობა, საკვები ნივთიერებები და სხვა სასარგებლო ნაერთები.

ნაბიჯი 4: საბანდაჟე ლენტის მოშორება

  • მნიშვნელოვანია! ლოდინის პერიოდი, სანამ ყველაფერი შეხორცდება, შვიდი დღის განმავლობაში გრძელდება, ზოგჯერ კი ცოტა მეტ ხანსაც ანდომებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კლიმატზე და სხვა პირობებზე. გაიგეთ, რომ ნებისმიერი ლენტის მოშორებამდე, კალენდარზე უნდა შესრულდეს მინიმუმ შვიდი დღე. არ ინერვიულოთ, გარკვეული გაუფერულება ნორმალურია ცოცხალი ქსოვილისთვის სამკურნალო ადგილებზე .
  • თუ მოხრის ადგილი კვლავ ნაცრისფერია და ისევ ჟრილობის იერი აქვს, შემოახვიეთ ლენტი, სანამ ღერო არ შეიმუშავებს დამცავ ”მუხლს”.

სანამ დამცავი ლენტი მცენარეზეა, როგორც დამატებითი სამკურნალო სტიმულატორი, ის შეძლებს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას მთელ სიგრძეზე უპრობლემოდ და ხელს შეუწყობს ზრდისთვის ყველა ნორმალურ პროცესს.

თუ მცენარე ცდილობს რომელიმე ტოტების გასწორებას, უბრალოდ დაამაგრეთ ისინი (დაბალი სტრესის LST ვარჯიშის მეთოდის გამოყენებით). ღეროები იოლად ემორჩილებიან გროვერის სურვილებს ძალისხმევის გარეშე, გადახრის შემდეგ.

შედეგად, მებაღე მიიღებს კანაფის მასიურ კონუსებს და მეტ ტოტებს. ბუჩქის ზოგადი მდგომარეობის შეფასება ხასიათდება შემდეგი აღწერით - უფრო მოკლე, უფრო კონტროლირებადი და მსხვილი მცენარე. ცხადია, რომ ეს ტექნიკა იდეალურად შეეფერება ბუჩქების ზრდას შეზღუდულ სივრცეებში. ჩვენ ასევე გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ "პარტიზანული" გროვინგის მომხრეების ღია გრუნტში. თქვენი მცენარეები თითქმის შეუმჩნეველი გახდება გარშემომყოფ ცნობისმოყვარე ადამიანებისთვის.

ქვემოთ მოცემულ რამდენიმე ფოტოში ნათლად ხედავთ სუპერჭრის ეფექტურობას. უფრო მეტიც, პირველი ორი სურათი გვიჩვენებს მაგალითებს, როდესაც კანაფის მწარმოებლებმა უფრო მეტი ყურადღება მიაქციეს LST მეთოდს, სუპერკრეჭვის გამოყენებას მხოლოდ ბუჩქის სტრუქტურის უმნიშვნელო კორექტირებისთვის ადრეულ ვეგეტაციაში.

საბანდაჟე ლენტის მოშორება

საბანდაჟე ლენტის მოშორება

საბანდაჟე ლენტის მოშორება

მნიშვნელოვანია! ფოთლის ჭრისგან განსხვავებით, სუპერჭრა მნიშვნელოვნად არ ანელებს მცენარის ზრდას (თუმც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მცენარის გამოჯანმრთელებას ცოტა დრო დასჭირდება). ამავე დროს, მევენახე უამრავ აშკარა უპირატესობას იღებს, თუნდაც HST კატეგორიის ანალოგებთან შედარებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუპერჭრა მხოლოდ ერთ-ერთი გზაა მოსავლის მისაღებად. არსებობს მრავალი სხვა სასარგებლო ტექნიკა და საიდუმლოება, რაზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ.

შინაარსი

  1. რა არის ტექსტილის ქოთანი?
  2. კანაფის მოყვანისას ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი
ნაჭრის ქოთნები და ქოთნები, რომლებიც გაკეთებულია ტრადიციული მასალისგან, (პლასტმასი, ტერაკოტა ან მეტალი), ყოველთვის მოიძებნება კანაფის მწარმოებლის და უბრალო მებაღის ბაღში. როდესაც საქმე ეხება კულტურის დარგვას სახლის პირობებში, გროვერები არ კარგავენ დიდ დროს მოცულობის მასალის შერჩევაზე, ყველა ვარიანტი გამოიყურება პრაქტიკულად ერთნაირად, ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს, იმის დამოუკიდებლად, თუ რა მასალისგან არის ის დამზადებული. აუთდორის პირობებში კულტივაციისას, გროვერი ჩვეული ორმოს მომზადების გარდა არც განიხილავს სხვა ვარიანტს. მაგრამ, ეკო-მებაღე, რომელსაც თავის ლამაზმანებისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა, ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ ნაჭრის ტომარას.

1. რა არის ტექსტილის ქოთანი?

ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი

სანამ გადავალთ მათი გამოყენების პლიუსების ჩამოთვლაზე, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ტომრების კულტურის შესახებ, რომელიც პოპულარული 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში გახდა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალმა სათბურების უმეტესობა დააზიანა. ტომრები პოპულარული გახდა, რადგან ისინი ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე სათბურები, ისინი მდგრადია ცუდი ამინდების მიმართ და მობილურია (მათი გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი). მოცემული ტომრები მზადდება გაუმტარი, პოლიპროპილენის მასალისგან. ძირითადად ისინი გვხვდება ყავისფერი ან შავი.

2. კანაფის მოყვანისას ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი

მცენარეს გააჩნია ტენდენცია განავითაროს დახლართული ფესვთა სისტემა. რამდენადაც ფესვები იზრდება და ფართოვდება, ისინი წარმოქმნიან წრეებს, რის შედეგადაც ჩნდება მჭიდროდ ახლართული ფესვების გროვა, რაც ხელს უშლის მცენარის ზრდას. როდესაც ფესვთა სისტემა ახლართულია, მას არ შეუძლია სრულფასოვნად აითვისოს ჟანგბადი, წყალი და საკვები ნივთიერებები ნიადაგიდან. საბოლოოდ ფესვები ავსებენ ქოთანს, რასაც მივყავართ სტრუქტურულ დაზიანებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, ცუდი დრენაჟის გამო წარმოიქმნება ობი. პლასტიკის ქოთნები სამწუხაროდ ცნობილია იმით, რომ ხელს უშლიან ფესვების ჰაეროვან შემოჭრას.

ცნობისათვის! ჰაეროვანი შემოჭრა - ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივი გზით წვავს ფესვებს. ასეთი პროცესის დროს ხდება წვა, იზრდება შედარებით ჯანმრთელი ფესვები, რომლებსაც ძალუძთ შთანთქან საკვები ნივთიერებების და წყლის მაქსიმუმი, რაც აჩქარებს ბუჩქის განვითარებას და ზრდას.

ასეთი ქოთნების გამოყენებით, მებაღე არ შეეჯახება ისეთ პრობლემას, როგორიც არის საკვები - მნიშვნელოვანი მიკროელემენტების შთანთქმის შეფერხება და ლპობა.

გრუნტის ტემპერატურა სხვადასხვა ქსოვილის გამოყენების შემთხვევაში

მოცულობის მასალა პირდაპირ ზემოქმედებს ნიადაგის ტემპერატურაზე! მაგალითად, პლასტიკი და მეტალი ინარჩუნებს მეტ სითბოს მზისგან, ხოლო კანაბისის ჯიშების უმრავლესობა საკმაოდ მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ქოთნები, დამზადებული მასალისგან, რომელიც არ სუნთქავს, იკავებს სითბოს და „ხარშავს“ ფესვთა ნაზ სისტემას, რაც იწვევს მის ლპობას და სიკვდილს.

ნაჭრის ტომრები, დამზადებულია ჰაერის გამტარი ნაჭრისგან, რომელიც არ იკავებს სითბოს. ეს განაპირობებს ჰაერის სწორ ცირკულაციას, რომელიც აგრილებს მიწას და ყველა მხრიდან გააქვს სითბო. ეს ყოველივე იძლევა გარანტიას, რომ გრუნტი არასდროს გადახურდება.

ნაჭრის ქოთანს მინუმუმამდე დაჰყავს ზედმეტად დატენიანების რისკი

ნაჭრის ქოთანს მინუმუმამდე დაჰყავს ზედმეტად დატენიანების რისკი

კანაფი ვერ იტანს დაგუბებულ წყალს. ხშირ და ხარისხიან მორწყვას დიდი ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით ჰიბრიდების მოყვანის დროს, რადგან ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ზედმეტი ტენის მიმართ. მათთვის განსაკუთრებულად არის რეკომენდირებული ტექსტილის ტომრების გამოყენება. დაგუბებულ წყალს შეუძლია გამოიწვიოს ლპობა, რომელის იწვევს ობს, სოკოს და სხვა მრავალ დაავადებას. ქოთნების მასალა, რომელიც სუნთქავს, კანაბისის კულტივაციისას წყლის ჟონვის საშუალებას იძლევა და ტოვებს ზომიერად ტენიან ნიადაგს, ხოლო ტრადიციული პლასტიკი, განსაკუთრებით თუ მას აქვს პატარა წყლის გასასვლელი ხვრელები, იკავებს ზედმეტ სითხეს.

მობილურობა, კომპაქტურობა

ნაჭრის ტომრები მტკიცეა და მაქსიმალურად კომპაქტური. ისინი არ გაიბზარება გათბობის შემთხვევაში (მზეზე) და არ დაიმტვრევა შემთხვევითი დავარდნისას. მათი გადაადგილება მარტივია, რამდენადაც ნაკეთობა დამზადებულია მსუბუქი მასალისგან. კულტივაციის დასრულების შემდგომ ისინი უნდა გათავისუფლდეს მიწისგან, გაშრეს, დაიკეცოს და შეინახოს მომავალი კულტივაციისთვის ( არ იკავებს დიდ ადგილს ). ეკო-მოცულობების განმეორებით გამოყენება შეიძლება ყოველ სეზონზე.

ბაზარზე წარმატებით ხდება ტექსტილის ბიო ტომრების რეალიზაცია, რომლებიც დიდი ბუჩქების მიწაში გადარგვის საშუალებას იძლევა სტრესის გარეშე.

ცნობისათვის! ისინი იმ მებაღეებისთვის არის განსაკუთრებით საინტერესო, რომლებიც სახლის პირობებში მიზანმიმართულად აყოვნებენ ვეგეტაციის ფაზას და გეგმავენ ყვავილობის კონტროლს ბუნებრივ პირობებში.

ნაჭრის ტომრების გამოყენება შესაძლებელია მცირე და დიდი მებაღეობისთვის. ეს შესანიშნავი ვარიანტია ერთ მოცულობაში რამოდენიმე მცენარის გროვისთვის. ისინი არსებობენ სხვა და სხვა ფორმის და ლიტრაჟის, ხოლო მათი ხშირი გამოყენების საშუალება დაგავიწყებთ ყოველ სეზონზე ქოთნების შეძენის საზრუნავს.

შინაარსი

  1. ბრეტ იტონი. მებაღეობის დირექტორი, American Cannabis Co. / / დენვერი, კოლორადო
  2. სკოტ ლოური. აღმასრულებელი დირექტორი Global Organics || ტეკომსე, ონტარიო
  3. სტენ გორსკი. Gorski Is Growing მფლობელი // კოლუმბუსი, ოჰაიო
  4. დევინ ლაილზი. წარმოების ვიცე პრეზიდენტი, ფერმა // ბოულდერი, კოლო
  5. ნიკ იზლი და ადამ კოხი. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი თანამშრომელი 3C-comprehensive cannabis counseling // დენვერი, კოლორადო

კანაბისის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდება ცოდნის ბაზაც, რომელსაც კანაფის საქმის მსხვილი მოთამაშეები გვიზიარებენ. Cannabis Business Times ჩაატარეს გამოკითხვა მსხვილ მაგნატებს და კერძო მონაწილეებს შორის, მათი პრაქტიკის შესახებ, რომელიც მთლიანად ზრდის პროცესს მოიცავდა - განათებიდან და სასუქებიდან დაწყებული, კულტივაციის სპეციალიზირებული მეთოდებითა და დიზაინერული ინოვაციებით დამთავრებული (აეროპონიკა და მცენარეთა ვერტიკალური მოთავსების ტექნიკა).

კანაფის მოყვანა

ამ სტატიაში ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო ხრიკები და რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ მაქსიმალურად დიდი და კარგი მოსავალი, მინიმალური ძალისხმევით. პროფესიონალებმა გაგვიზიარეს რჩევები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ როგორც დამწყებმა, ასევე გამოცდილმა გროვერებმა.

1. ბრეტ იტონი. მებაღეობის დირექტორი, American Cannabis Co. / / დენვერი, კოლორადო

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია არსებული ფართის მთლიანად გამოყენება

სახლის პირობებში კანაფის მოყვანა, როგორც წესი, გულისხმობს მხოლოდ ჰორიზონტალური ზედაპირის გამოყენებას. სტრანდარტული აზროვნებით, გროვერი უგულებელყოფს შესაძლებლობას გამოიყენოს არა მხოლოდ ძირი, არამედ კედლებიც, მათზე ნაჭრის „ჯიბეების“ განლაგების საშუალებით.

პროფესიონალიზმი

ყველაზე ხარისხიანი მოსავალი მიიღება კვალიფიცირებული პერსონალის ხარჯზე, რომელსაც ესმის კულტივაციის სისტემის წვრილმანი ნიუანსები. გროვერები, რომელთაც სურთ მიიღონ ღირსეული მოსავალი, უნდა ფლობდნენ საკმარის თეორიულ ბაზას და გამოცდილებას. ზედმეტი არ იქნება სასარგებლო სტატიების გადაკითხვა მიკროკლიმატისა და მოწყობილობების გამოყენების შესახებ. კანაფის საწარმოო მასშტაბებით წარმოება გულისხმობს გამოცდილი სპეციალისტების აყვანას, რომელთაც ესმით, როგორ დააპროექტონ და გააკეთონ მოწყობილობა კულტივაციისთვის, როგორ შეინარჩუნონ გარემოს პარამეტრები, შეეძლოთ ხარჯების ანალიზი და სარგებელი, მართონ სამუშაო პროცესები.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მცირე მონაკვეთებზე

სიახლეების დანერგვა ზოგჯერ იწვევს არასასურველ შედეგებს. მაგალითად, მოწყობილობის დამატებამ გარემოს პარამეტრების გათვალისწინების გარეშე ან ენერგომოხმარებამ შეიძლება შექმნას პრობლემები. გარდა ამისა, მებაღემ არასდროს არ უნდა დატესტოს ახალი ტექნიკა ფერმის სრულ ფართობზე.

არ იფიქროთ, რომ სარდაფში ზრდის მეთოდები გამოდგება დიდ მასშტაბებზე

სარდაფში და გროუბოქსში გამოყენებული კულტივაციის ტექნოლოგიის გატანა დიდ მასშტაბებზე არ შეიძლება.

2. სკოტ ლოური. აღმასრულებელი დირექტორი Global Organics || ტეკომსე, ონტარიო

კანაფის მოყვანა

დიდი ფესვები - მეტი გირჩები

ფესვთა სისტემის ზრდის დაჩქარების ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს მიკორიზული დანამატები, რომლებიც იყენებენ სიმბიოტურ ასოციაციას სოკოსა და ფესვებს შორის. სოკო ახდენს ფესვების ზრდის სტიმულირებას და ზრდის საკვები ნივთიერებების შთანთქმის უნარს ნებისმიერი გარემოდან, რომელსაც თქვენ ირჩევთ (ჰიდროპონიკა, ნიადაგი, ქოქოსის ბოჭკო და სხვა).

მცენარის დანამვის გრაფიკი

კანაბისის პათოგენებით და ანტიგენებით დანამვის მუდმივი ღამის გრაფიკით, მოახდენს ფესვების ზრდის სტიმულირებას და გააუმჯობესებს ყვავილედების წარმოქმნას.

ვარჯიში მცირე სტრესით

LST ტექნიკით მარიხუანის მოყვანა გახლავთ მოსავლის გაზრდის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი. ის გულისხმობს ტოტების გადახრას საჭირო მიმართულებით, რის ხარჯზეც მთელი მცენარე ღებულობს საჭირო განათებას. ფერმერების უმრავლესობა, რომელიც იყენებს LST, ცდილობს მოახდინოს საშუალო სიმაღლის ხშირი ბუჩქების ფორმირება.

Super-cropping

შემოჭრის ეს ტიპი არ ჰგავს მეთოდს, როდესაც მებაღე ნერგის ფაქტიურად ნაწილს ჭრის. ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადაიხაროს ის ტოტები, რომლებიც მთავარ ღეროსთან მდებარეობს, რის შემდეგაც სწრაფად იზრდება ქვევით მდებარე ტოტები.

FIMming

ეს მეთოდი გულისხმობს ბუჩქის ზედა ნაწილის გაშლას (მიმაგრებას). ეს გახლავთ შედარებით მარტივი ტექნიკა, რომელიც დაეხმარება ბუჩქს მიიღოს სინათლის შეღწევისთვის მოსახერხებელი ფორმა. ასეთი მეთოდის გამოყენების დროს თითოეული ტოტი ისხამს დიდი რაოდენობით გირჩებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბუჩქს ერთდროულად რამდენიმე მთავარი ღერო აქვს.

არ შეამციროთ ვეგეტაციის პერიოდი

ამ მინიშნების ფორმულა მარტივია - რაც უფრო დიდია ზომა, მით მეტია მოსავალი. არ დააჩქაროთ მცენარეები და მიეცით მათ ვეგეტაციის პერიოდში ყოფნის საშუალება 8-10 ვირის განმავლობაში.

შეინარჩუნეთ CO2 მაღალი დონე

ნახშირრორჟანგის სტაბილურად მაღალი დონე, დაახლოებით 1500 წილი მილიონზე, განაპირობებს მოსავლის ზრდას 30%-მდე, თუ ყველაფერი შესრულდება სწორად. მცენარე ნახშირრორჟანგს იყენებს ფოტოსინთეზიზსთვის. СО2 დადებითად მოქმედებს კვირტების სიმკვრივეზე.

ყურადღება გაამახვილეთ ხარისხზე

ხარისხი შემოსავლის მაქსიმიზაციაზე მნიშვნელოვანია.

კანაფის მოყვანა

დარჩით მზარდი ტენდენციების საქმის კურსში

TLO ანუ კულტივაციის ორგანული სტილი - ნამდვილად მაღალი დონის მეთოდია, თუმცა მებაღე წირავს ჰიდროპონიკის პერსპექტივებს, პროდუქცია TLO ფასდება ბევრად მეტად.

თვალი ადევნეთ ტრენდებს

თვალი ადევნეთ კანაბისის ინდუსტრიის სიახლეებს, გამოცადეთ კულტივაციის ახალი ტექნიკები, სცადეთ ახალი ჯიშების მოყვანა. იყავით მოვლენების საქმის კურსში. შეიძინეთ სამაგიდო წიგნი კულტივაციის თითოეული პროცედურის აღწერით.

3. სტენ გორსკი. Gorski Is Growing მფლობელი // კოლუმბუსი, ოჰაიო

ქვედა ტოტების შემოჭრა

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ტოტები არ მიიღებენ სინათლის საკმარის რაოდენობას, ისინი მაინც აკლებენ ზედა ტოტებს ენერგიას. ყვავილობის მეორე კვირას, როდესაც ბუჩქები 80%-ით მიაღწევენ თავის ზომას, ქვედა ტოტები მთლიანად შორდება. თუ ბუჩქის სიმაღლე შეადგენს 150 სანტიმეტრს, თამამად შეგიძლიათ მოაშოროთ ქვედა ტოტები სუბსტრატიდან 30 სანტიმეტრ სიმაღლეზე.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც აშორებენ გაშლილ ფოთლებს, მაგრამ უმჯობესია მათი დატოვება. ფოთლები ინახავენ საკვებს მცენარეებისთვის. თუ ბუჩქს აქვს დეფიციტი და ის საჭიროებს რამეს, პირველი, რასაც ის აკეთებს, - ფოთლებიდან იღებს ენერგიას.

მოიპოვეთ ინფორმაციის სანდო წყაროები

ინფორმაციულ საუკუნეში ძალიან რთულია სიმართლისა და ტყუილის გარჩევა სხვა და სხვა წყაროებს შორის. თემატურ ფორუმებზე ინფორმაციის წაკითხვისას არასდროს შეიძლება დანამდვილებით ითქვას, აქვს თუ არა ავტორს წარმოდგენა კანაფის მოყვანაზე და ესმის თუ არა მას ფლორის წარმომადგენლების. ყველაფერი, რაც მებაღემ უნდა იცოდეს, მოიძებნება ხორხე სერვანტესის წიგნში.

დაიწყეთ ერთი ჯიშით

კანაფის მოყვანა - საინტერესო საქმიანობაა და გროვერს სურს ერთდროულად რამოდენიმე შტამის მოყვანის მცდელობა განახორციელოს. დამწყებ მებაღეებს ურჩიეთ მოძებნონ ის ჯიში, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. ისწავლეთ მისი მოყვანა, გაიგეთ არჩეული ჰიბრიდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ზოგიერთ გროვერს მოჰყავს ერთი შტამი 10-15 წელი. განახორციელეთ კლონირება.

როგორც კი თქვენ შეძლებთ ერთი ფენოტიპისგან საუკეთესო პროდუქტის მიღებას, თამამად შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა შტამებზე. თქვენ შეძლებთ შეადაროთ მახასიათებლები, უფრო მარტივად შეძლებთ გამოავლინოთ პრობლემები.

4. დევინ ლაილზი. წარმოების ვიცე პრეზიდენტი, ფერმა // ბოულდერი, კოლო

კანაფის მოყვანა

იპოვეთ ბალანსი

მე ვიტყოდი, რომ ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ მაქსმალურად გავზარდოთ სივრცე და დავტიოთ მასში რაც შეიძლება მეტი მცენარე. ბევრს არ ესმის, რომ ეს ყოველივე უნდა იყოს დაბალანსებული, შენარჩუნებული უნდა იყოს ოპტიმალური მიკროკლიმატი, რომლის დროსაც არ წარმოიქმნება მავნებლების შემოსევის რისკი და ობის ეპიდემია.

ერთ-ერთ ოქროს წესში იგულისხმება, რომ შეუზღუდავად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ნარგავი. ქოთნების მჭიდროდ განლაგება გროვერს არ აძლევს საშუალებას დროულად აღმოაჩინოს დაზიანების კერა და აღმოფხვრას იგი.

იპოვეთ ეფექტური ტექნოლოგიები

გროვერის ძირითადი ამოცანაა - გააკეთოს ყველაფერი, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს სივრცე. დღეისათვის გაყიდვაში არის განათებები HPS ორმაგი ნათურებით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი გამოყენებით შესაძლებელია კვადრატული მეტრიდან ბევრად მეტი სარგებლის ნახვა.

5. ნიკ იზლი და ადამ კოხი. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი თანამშრომელი 3C-comprehensive cannabis counseling // დენვერი, კოლორადო

კანაფის მოყვანა

შეარჩიეთ სანდო, ხარისხიანი განათება

კანაფის მოყვანისთვის საჭიროა არა მხოლოდ დრო, არამედ საჭირო მოწყობილობებიც. სინათლის ხარისხი გახლავთ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოსავლის ხარისხს.

გამორეცხვა

იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, პლანტაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა, pH ოსმოსურად სწორად დაბალანსებული წყლით, ყვავილედების მოკრეფამდე 2 კვირით ადრე მაინც. 3 კვირის განმავლობაში ასეთი გამორეცხვა განაპირობებს სირბილეს მოწევისას გირჩების დაძველების გარეშეც კი.

არ გააშროთ ზედმეტად

თქვენ შეიძლება იყოთ მსოფლიოში საუკეთესო გროვერი, მაგრამ თუ არ გააშრობთ გირჩებს სწორად, მათი ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი. გაშრობა უნდა მოხდეს შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება და რომელშიც არის ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი. გამოშრობა ხდება სიბნელეში. ყვავილედების ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება მათი შუშის ქილებში შენახვის შემდეგ, არანაკლებ 1 თვისა.

გახსოვდეთ: მეტი - არ ნიშნავს უკეთესს

ზოგიერთი გროვერი აყენებს დიდი რაოდენობით ნათურებს გროუბოქსში. ისინი ფიქრობენ, რომ ბევრი სინათლე განაპირობებს დიდ მოსავალს, მაგრამ ავიწყდებათ ჰაერის გათბობის ტენიანობის დონის შესახებ, რასაც მივყავართ მოსავლის რაოდენობის შემცირებასა და სხვა პრობლემებთან. ზოგი ზედმეტად კვებავს მცენარეს, ფიქრობენ, რომ აზოტის, ფოსფორის და კალიუმის დიდი რაოდენობა მისცემთ დიდი და მკვრივი კვირტების ფორმირებამდე. ასეთ ქმედებებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მცენარეებს.

არ შეგეშინდეთ მავნებლების

მებაღეები ამუშავებენ მცენარეებს პესტიციდებით. ზოგჯერ ძალიან ხშირად ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით. ასეთი მიდგომა არასწორია. ქიმიკატების ზედმეტი რაოდენობა იწვევს მრავალ დაავადებას. ყველაზე კარგია მოხდეს მავნებლის დიაგნოსტირება და აღმოიფხვრას პრობლემა. მაგალითად თუ მრავლდება ტკიპა ყოველ 5 დღეში, მცენარის ყოველ მეორე დღეს დამუშავება სარგებლის ნაცვლად ზიანს მოგვიტანს.

არ გადატვირთოთ თქვენი სივრცე

კულტივაციისთვის კეთილმოწყობილ ოთახებში რთულია გადაადგილება. სირთულეებია სევე წარმოიქმნება მორწყვის, შემოჭრის, საკვები დანამატების შეტანის და სხვა მებაღეების დავალებების სირთულეები. დამწყებმა შეიშლება მაქსიმალურად აითვისოს სივრცე მოსავლისთვის და შემდეგ ვერ შეასრულოს საჭირო პროცედურები.

ყველა რჩევის გათვალისწინებით, კანაფის მწარმოებლის თეორიული ბაზის დონე იზრდება, ხოლო ცოდნის გამოყენებით პრაქტიკაში ის მიიღებს ახალ რეკორდულ შედეგებს.