მაისი 2021 — საინტერესო სტატიები კანაფის მოყვანაზე

შინაარსი

მებაღეების უმეტესობამ არ იცის, თუ როგორ გაზარდონ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა კანაფში და როგორ მიიღონ ძლიერი ეფექტის მქონე გირჩები. მარიხუანას ჯიშის შერჩევისას ყველა აქცევს ყურადღებას მასში ტჰკ-ს პროცენტულობას, ის აღნიშნავს მაქსიმალურ კონცენტრაციას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია კარგი და სწორი მოვლის პირობებში, თუმცა სასურველი შედეგი ხშირ შემთხვევაში არ მიიღება.

სტატიაში მოთხრობილია, თუ როგორ მიაღწევთ საუკეთესო შედეგებს და მაქსიმალურად ამოწურავთ მცენარის პოტენციალს.

მთავარი არის გენეტიკა

მთავარი არის გენეტიკა

თუ მიზნად გაქვთ დასახული უძლიერესი გირჩების გაზრდა, აირჩიეთ მარიხუანას ღირსეული რეპუტაციის მქონე ფოტოპერიოდული კაკლები. საბედნიეროდ, თანამედროვე სელექციონერები გვთავაზობენ ძლიერ კანაფის შტამებს, 20-27% ტჰკ-ს შემცველობით. თუ თქვენთვის ყველაზე მთავარი - ძლიერი ეფექტია, არ შეარჩიოთ აუტომოყვავილე ჯიშები. სელექციის განვითარებული ტექნოლოგიების მიუხედავად, რუდერალისი მნიშვნელოვნად ამცირებს ძირითადი ფსიქოაქტიური კომპონენტის წარმოქმნას.

კულტივირების პირობები

მაქსიმალური ეფექტის მქონე ხარვესტის მისაღებად, შეუქმენით კანაფს განვითარების ოპტიმალური პირობები. თუ მარიხუანა გროუბოქსში მოგყავთ, ყურადღება მიაქციეთ ტენიანობას, ტემპერატურულ რეჟიმს და ვენტილაციას:

  • ტემპერატურა: სატივა ვეგეტაციის დროს უნდა იყოს დღისით 22-30 გრადუსის, და ყვავილობის დროს 22-28 გრადუსის ფარგლებში. ინდიკასთვის იდეალური ტემპერატურა თითქმის იგივეა, ოღონდ რამოდენიმე გრადუსით ნაკლები.
  • ტენიანობა: ვეგეტაციის ფაზაზე შეინარჩუნეთ ტენიანობის მაჩვენებელი 55-60%, ყვავილობის - 45-50%.
  • განათების რეჟიმი: მაღალი შემცველობის ტჰკ-ს მისაღებად დაიცავით დღისა და ღამის მონაცვლეობის რეჟიმი, არ დაუშვათ შეყოვნება და ღამით შემოწმება. ვეგეტაციის ფაზაზე საკმარისი იქნება 18/6, შემდეგში კლება 12/12.
  • ვენტილაცია: გროუბოქსში კულტივირებისას ერთზე მეტი ბუჩქის შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ვენტილაციის შესახებ, რომელიც მცენარეს ფოტოსინთეზისათვის საჭირო კომპონენტით - ნახშირორჟანგით უზრუნველყოფს.
  • კონტეინერის სწორად შერჩევა. თუ იყენებთ ჩვეულებრივ, სახლის ქოთანს, ის ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ ფესვები არ იყოს მჭიდროდ. კომპაქტური ინდიკასთვის საკმარისი 10-15 ლიტრი მოცულობის ქოთანი იქნება, მაღალი სატივა კი 20 ლიტრიან ქოთანს საჭიროებს. საუკეთესო თანამედროვე საშუალებაა GrowBag. ნაჭრის ტომარაში უზრუნველყოფილია ხარისხიანი აერაცია.

განათების საიდუმლოებანი

განათების საიდუმლოებანი

კანაფი სინათლის მოყვარული კულტურაა, ვინაიდან მისი ზრდა და განვითარება ფოტოსინთეზის ხარჯზე მიმდინარეობს. სინათლის ენერგიის დეფიციტის პირობებში, მებაღე ვერ მიიღებს უხვ მოსავალს, არც საუკეთესო ეფექტია მოსალოდნელი.

არის ნათურების რამდენიმე ტიპი, რომელიც შესაფერისია მარიხუანას გროუბოქსში მოყვანისთვის:

გავრცელებული ნაირსახეობებია:

  • დნატ - მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები. ამჟამად ისინი ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული კანაფის ბოქსში გროვინგისთვის. ოპტიმალური სიმძლავრე 150-400ვტ/მ2. რადგან ასეთი ნათურები ძალიან ხურდება, მოათავსეთ ისინი მცენარიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე და შეცვალეთ მანძილი მცენარის ზრდის შესაბამისად;
  • ესლ - ენერგოეფექტური ლუმინისცენტური ნათურები, მოსახერხებელია კომპაქტური ბოქსებისთვის. ისინი გამოყოფენ სხვა და სხვა სპექტრების მქონე დიდი რაოდენობით სინათლეს, შესაბამისად მათი გამოყენება ნებისმიერ სტადიაზე არის შესაძლებელი. ნათურების სიმძლავრე კვადრატულ მეტრზე უნდა შეადგენდეს 150-300 ვატს, ხოლო დისტანცია ბუჩქის კენწეროდან ცენტრალურ ღერომდე არ უნდა იყოს 40 სანტიმეტრზე ნაკლები.
  • შუქდიოდური პანელები - LED-ნათურები, თავმოყრილი მოდულში. შესანიშნავი ვარიანტია, თუმცა მოითხოვს ფინანსებს. ისინი არ აცხელებენ ჰაერს, თავისუფლად მონტაჟდება 10 სანტიმეტრის მანძილზე. გროვერს შეუძლია სინათლის სპექტრის რეგულირება სასიცოცხლო ფაზის შესაბამისად. ცნობილი ფაქტია, რომ ვეგეტაციაზე სტრეინი უკეთ ვითარდება ლურჯი, ხოლო ყვავილობის - წითელი განათების ქვეშ.

ბევრს მიაჩნია, რომ ულტრაიისფერი სპექტრის მქონე შუქდიოდების საშუალებით იზრდება ტჰკ. მათ მიაჩნიათ, რომ ტჰკ-ს წარმოქმნა არის ულიტრაიისფერის მოქმედებაზე მცენარის დამცავი რეაქცია, ანუ, რაც უფრო მეტია ულტრაიისფერი, მით უფრო მაღალი ფსიქოაქტიურობა აქვს შტამს. აღნიშნულ მოსაზრებაზე მტკიცებულებები არ არსებობს.

სწორად შერჩეული სასუქი

სტრეინების სასუქი - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია კარგი ხარვესტის მისაღებად. სასიცოცხლო ციკლის ყოველ ეტაპზე მინერალური კომპონენტების მოთხოვნა იცვლება. მაგალითად, ვეგეტაციაზე, როდესაც ბუჩქები აქტიურად იზრდება, მათ სჭირდებათ აზოტი, შემდეგ ფაზაზე გადასვლისას კი ფოსფორი. გარდა ამისა, მთელი ზრდის პროცესში, საჭიროა სხვა ელემენტებიც:

  • კალიუმი;
  • მაგნიუმი;
  • მარგანეცი;
  • კალციუმი და სხვა.

უმჯობესია შეიძინოთ თანამედროვე სასუქების კომპლექსი, რომლებიც შეიცავს მცენარის სხვა და სხვა ეტაპზე საჭირო სასუქებს. ასეთ შემთხვევაში, საკმარისი იქნება მიჰყვეთ ინსტრუქციას და დაიცვათ რეკომენდირებული დოზები.

სასუქის წყალში გახსნისას, აკონტროლეთ рН და ЕС დონე. პირველი უნდა მერყეობდეს 5,5-6,5, მეორე - 1,6-1,8 ფარგლებში ვეგეტაციის დროს, ყვავილობაზე 1,8-2,2.

გროვერების უმრავლესობა უპირატესობას ორგანული წარმომავლობის კანაფის სასუქს ანიჭებს, რადგან ისინი მოსავლის გემოს ბევრად სასიამოვნოს ხდის. კარგად გამოავლინეს თავი ეკოლოგიურად სუფთა დანამატებმაც, რომლებიც საჭირო მიკროელემენტების კომპლექტს შეიცავენ. GHE-ს მიერ წარმოებული Ripen წარმოადგენს მინერალურ სასუქს, რომელიც მცენარეს უზრუნველყოფს საჭირო სასარგებლო კომპონენტებით. დანამატით სარგებლობა შეიძლება და სასურველიც კი არის ყვავილობის ბოლო კვირაში, იმ დროს როდესაც სინთეტიური საშუალებები მცენარეს ავნებენ.

ხარვესტის დრო

ხარვესტის დრო

ტჰკ-ს შემცველობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსავლის აღების მომენტზე. ტრიქომების და ბუსუსების ფერი დაგეხმარებათ მოსავლის აღების დროის შერჩევაში. ბუსუსები იფერება მოწითალო-ყავისფერი შეფერილობით, ხოლო ტრიქომები, რომლებიც ფოთლებს და ნაყოფს ფარავს, გამჭვირვალედან ხდება ბლანტი, რძისფერი-თეთრი. ასეთი ყვავილედები შეიცავენ სასურველი ნივთიერების მაქსიმალურ რაოდენობას.

არ დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა ხარვესტისთვის წინასწარი მომზადება! 2 კვირით ადრე შეწყვიტეთ ფოსფორის შემცველი დანამატების გამოყენება და მორწყეთ მცენარე სუფთა წყლით. ამით გაწმენდთ მცენარეს ქიმიკატებისგან. კარგი იქნება Ripen-ის გამოყენება, რომელიც უსაფრთხო პრეპარატია და აუმჯობესებს მზა პროდუქტის გემოს, ასევე ხელს უწყობს აქტიური კომპონენტების წარმოქმნას, მათ შორის ფსიქოაქტიურებისასაც.

კიდევ რამოდენიმე რჩევა:

  • აიღეთ მოსავალი მზის ამოსვლამდე;
  • 2-3 დღით ადრე გადაიტანეთ მცენარე ბნელ შენობაში, ეს ასტიმულირებს ტჰკ-ს გამომუშავებას;
  • გაშრობამდე მოჭერით მთელი ბუჩქი და გააჩერეთ ის თავდაყირა რამოდენიმე დღის განმავლობაში.

სწორად მოჭრა

აქ არის მნიშვნელოვანი ერთი პრინციპი: რაც უფრო ნაკლებად ზიანდება მცენარე, მეთ მეტი ტრიქომები ნარჩუნდება, შესაბამისად მაღალია ტჰკ.

მომარაგებული უნდა გქონდეთ მოსახერხებელი სეკატორი ან კარგად გალესილი მაკრატელი. ბუჩქის მოჭრა შეგიძლიათ ძირიდან, ასევე შეგიძლიათ ცალკეული ტოტის მოჭრა. პირველ რიგში შორდება მსხვილი ფოთლები. უნდა დარჩეს მხოლოდ ღეროები, პატარა კუპრიანი ფოთლებით. მოსავლის აღება დაიწყეთ შემოჭრისთანავე, ან დაელოდეთ სანამ ამობრუნებულ მარიხუანას გააჩერებთ რამოდენიმე დღე.

მოსავლის აღებისას, ან თითოეული ფოთოლი მოაშორეთ, ან მოჭერით ბოლოები და დანარჩენი ნაწილი გასაშრობად დატოვეთ.

„მკურნალობა“

მკურნალობა

პროცედურის მთავარი მიზანი, ხარვესტისგან ბალახის მწარე გემოს მოშორება და გემოსა და არომატის თვისებების გაუმჯობესებაა. ის ტჰკ-ს კონცენტრაციის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.

„მკურნალობის“ დროს, მოჭრილი ყვავილედები ინახება ჰერმეტულად დახურულ მინის ქილებში ან კონტეინერებში. მოათავსეთ ისინი ბნელ და გრილ ადგილზე. ჩაყარეთ მოცულობის 2/3, ეცადეთ ნაკლებად ამოძრავოთ ქილა, რათა არ გაიფანტოს ტრიქომები. ეს პროცედურა დაეხმარება მცენარეს ტენიანობის კლებაში, ბიოქიმიური პროცესების დასრულებასა და ფერმენტაციის დაწყებაში. მკურნალობის იდეალური ხანგრძლივობა არის 1 თვე.

როგორ შევინახოთ მიღებული მოსავალი?

კანაფის ნამკურნალები მოსავალი ყველაზე კარგად განსაზღვრულ პირობებში ინახება. მხოლოდ კონკრეტულ პირობებში ნარჩუნდება ტჰკ-ს მაღალი კონცენტრაცია.

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

  • ჰერმეტული მოცულობა მოსავლის შესანახად: იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ რომ ვაკუუმის პაკეტი არის მაღალი ხარისხის და არ მისცემს ნაყოფს სპეციფიურ გემოს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაკუუმის აპარატი. შეგიძლიათ საკვების პლასტიკის კონტეინერის ან მინის ტარის გამოყენება, მჭიდროდ დაახურეთ სახურავი;
  • ტენიანობის დონე დაახლოებით 60%: გირჩები არ უნდა გაშრეს იმ დონემდე, რომ იფშვნებოდეს ხელში;
  • სიბნელე: შენახვისას, სინათლე ანადგურებს ტჰკ-ს, ასე რომ აუცილებლად უზრუნველყავით სრული სიბნელე.

სტაფის საყინულეში შენახვასთან დაკავშირებით არის განსხვავებული მოსაზრებები, თუმცა გამოცდილი გროვერები ხშირად იყენებენ ამ მეთოდს და კარგ შედეგს ღებულობენ. მთავარია დაიცვათ კონტეინერის ჰერმეტულობა.

ინოვაციური საშუალებები ტჰკ-ს გასაზრდელად

ინოვაციური საშუალებები ტჰკ-ს გასაზრდელად

კანა-ინდუსტრია ვითარდება და ყოველწლიურად გვთავაზობს სიახლეებს. მრავალი მეცნიერი დაკავებულია ახალი პრეპარატების შემუშავებით, რომლებიც ფსიქოაქტიური ნივთიერებების გაზრდაში დაგვეხმარება. აშშ-ში და ევროპაში უკვე იყიდება საშუალებები, რომლებიც ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება, თუმცა ჩვენთან მათ შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია მწირია.

ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ CannaBioGen Delta 9. მწარმოებლებს მიაჩნიათ, რომ ის ასტიმულირებს კანაფის ცილების ფერმენტულ აქტივობას, რომლებიც საჭიროა კანაბინოიდების ბიოსინთეზისათვის. მისი შემქმნელების აზრით, პრეპარატს შეუძლია ტჰკ-ს ოთხჯერ გაზრდა. ამ ეტაპზე შეუძლებელია განვსაზღვროთ, მართალია ეს თუ არა. გროურეპორტები ჯერ არ იძლევა სანდო მონაცემებს მათი ეფექტურობის შესახებ დასკვნების გასაკეთებლად.

დასკვნა

სტატიის გაცნობის შემდეგ შეძლებთ აუხსნათ ნებისმიერს, თუ რა უნდა გაკეთდეს გირჩების მაღალი ეფექტურობისათვის. პირველ რიგში უნდა შეიძინოთ საუკეთესო გენეტიკის მქონე ფოტოპერიოდული თესლები. ღირსეული შედეგის მისაღებად, გროვერს მოუწევს კულტივირების საუკეთესო პირობებზე ზრუნვა. მცენარის სტრესებისგან დაცვა, სწორი განათება და კვება. დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღების დროს, მკურნალობას და შენახვას.

შინაარსი

მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს დამოუკიდებელ გროვინგში, პროცესი შეიძლება რთული და შრომატევადი მოეჩვენოთ. რით უნდა დავიწყოთ და რა მიმართულებით წავიდეთ? მოცემული სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ საქმის არსს და გზას მიზნის მისაღწევად. მთავარია გაიაზროთ სამი ძირითადი მიმართულება და შედეგი არ დააყოვნებს!

სამი პრინციპის ცოდნა

სამი პრინციპის ცოდნა

სამი პრინციპის ცოდნა არ იძლევა საუკეთესო ხარვესტის გარანტიას, თუმცა ზუსტად გეცოდინებათ, რომ სწორ გზას ადგახართ:

  • აუცილებელია სრულად აღიქვამდეთ კანაფის სასიცოცხლო ციკლს;
  • მებაღემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სწორად შერჩეული ხელსაწყოები
  • ყოველთვის დაიწყეთ ხარისხიანი გენეტიკით.

თითქოს რთული არაფერია. დროა სიღრმისეულად ჩავწვდეთ საქმის არსს.

აუცილებელია სრულად აღიქვამდეთ კანაფის სასიცოცხლო ციკლს

ამის საფუძვლების ცოდნა აგროტექნიკას ათჯერ გაამარტივებს.

კანაფის თესლების გაღვივება

კანაფის თესლების გაღვივება

წარმოგიდგენთ რამოდენიმე საბაზისო რჩევას გაღვივებასთან დაკავშირებით:

  • გამოიყენეთ თესლების გაღვივების მხოლოდ გამოცდილი მეთოდები;
  • შეინახეთ თესლები თბილ და ტენიან მდგომარეობაში, მაგრამ არ დაალბოთ არავითარ შემთხვევაში.

ვეგეტაცია

შემდეგი ვეგეტაციური ზრდის ფაზაა, რომლის არსი ღეროების და ფოთლების განვითარებაა. ამ ფაზაზე, კანაფი აღწევს საბოლოო ზომის თითქმის ნახევარს. რამოდენიმე რეკომენდაცია:

  • ყოველთვის შეაფასეთ კლიმატური პირობები, რომლებშიც მოგყავთ კანაფი (თუ თქვენთვის არის კომფორტული, კანაფისთვისაც კომფორტია);
  • გამოიმუშავეთ სწორად მორწყვის ჩვევა და მომენტალურად მოახდინეთ რეაგირება ჭკნობაზე;
  • სასუქის დამატება დაიწყეთ „სტარტიდან“ მინიმუმ 4 კვირაში, ხოლო ქოქოსში ან ჰიდროპონიკაში კვება დაიწყეთ თავიდანვე;
  • მცენარის ვარჯიში აუცილებელი არ არის, მაგრამ ის მოგცემთ მოსავლის რაოდენობის საგრძნობლად გაზრდის საშუალებას; თუ ეჭვი გეპარებათ საკუთარ ძალებში, მცდელობა სამომავლოდ გადადეთ.

კანაფის ყვავილობა

კანაფის ყვავილობა

ზრდასრული მცენარის ზომების ცოდნის შემთხვევაში, როდესაც ის სავარაუდო გაბარიტების ნახევარს მიაღწევს, დროა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. სწორედ ყვავილობის ფაზაზე აორმაგებს ბუჩქი თავის ზომებს. სწორედ თქვენ უნდა განსაზღვროთ, თუ როდის გადაიყვანთ მცენარეს ყვავილობის ფაზაზე.

ყველაფერი იწყება კანაფის 12/12 განათების რეჟიმზე გადაყვანით. ეს არის სიგნალი, რომ მცენარემ ყვავილედების ფორმირება უნდა დაიწყოს.

მნიშვნელოვანია! მოცემული პირობა არ ეხება აუტომოყვავილე შტამებს, ისინი სამ-ოთხ კვირაში დამოუკიდებლად იწყებენ ყვავილობას, განათების რეჟიმის მიუხედავად.

სასარგებლო რჩევები:

  • დიდი ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურასა და ტენიანობის დონეს, ყვავილობაზე მათი მაჩვენებლების შემცირება არის რეკომენდირებული;
  • მორწყეთ ისეთივე ინტენსივობით, როგორც მანამდე;
  • განაგრძეთ სასუქის დამატება, აქცენტი გააკეთეთ უშუალოდ ყვავილობაზე;
  • შეინარჩუნეთ ბუჩქის ფორმა ვარჯიშის საშუალებით (ბრტყელი ზედაპირი და არა ნაძვი - ეს მოგცემთ მოსავლის გაზრდის საშუალებას).

ვეგეტაციის ფაზისგან განსხვავებით, ყვავილობის ეტაპზე, ხშირად შეიმჩნევა ფოთლების ანომალიები. არ დაპანიკდეთ, მაგრამ აუცილებლად დააფიქსირეთ ნებისმიერი გადახრა. შეძლებისდაგვარად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ გროვერთან.

ყვავილობის სტადიაზე მცენარე ბევრად მომთხოვნია გარემო პირობებისა და საკვები ნივთიერებებისადმი, მაგრამ შედეგით აუცილებლად გაგახარებთ ჩვენი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში.

ხარვესტი

ხარვესტი

დასკვნითი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება მოსავლის აღება. რის შემდეგაც გირჩებს ხარისხიანად აშრობენ, ინახავენ ქილებში „სამკურნალოდ“ და შესანახად.

სასარგებლო რჩევები:

  • არ არსებობს გირჩების სიმწიფის განსაზღვრის უნივერსალური მეთოდი. ყველაზე ხშირად, ამ მომენტისათვის, ბუსუსები ყვავილედებზე მუქდება და იხვევა;
  • გააშრეთ ნაყოფი სწორი მეთოდით, რადგან ეს პროცედურა პირდაპირ მოქმედებს მარიხუანას საბოლოო ხარისხზე, ეს იქნება სტაფის ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესების რამოდენიმე კვირა.

მებაღემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სწორად შერჩეული ხელსაწყოები

მებაღემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სწორად შერჩეული ხელსაწყოები

მცენარისთვის შექმნილი მიკროკლიმატი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. როგორც წესი, სათესი მასალის მწარმოებლები უთითებენ აუთდორში კანაფის მოყვანისთვის ოპტიმალურ რეგიონს. ასეთ მახასიათებლებზე დაყრდნობა შესაძლებელია, ან გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ გროვერებთან. ხარისხიანი განათების, რეკომენდირებული ტემპერატურის და ტენიანობის დონის უზრუნველყოფით, მარტივად მიაღწევთ სასურველ შედეგებს.

სამუშაო სივრცედ შეიძლება გამოიყენოთ „კარავი“, თვითნაკეთი ან პროფესიონალური გროუბოქსი, მაგალითად ნებისმიერი ბოქსი „ჯინი“-ს ხაზიდან. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ დამატებით სინათლის წყაროს, ტემპერატურის კონტროლის მოწყობილობის და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენა.

თუ მაინც გადაწყვიტეთ კომპლექტის აწყობა, აუცილებლად დაგჭირდებათ ვენტილატორი. განათების შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ ნატრიუმის ნათურებს, თუ შენობაში, სადაც მოგყავთ მარიხუანა, სიგრილე იქნება, ხოლო თუ ტემპერატურა სტაბილურად „პლიუსებშია“, სასურველია გამოიყენოთ შუქდიოდური ფიტონათურები.

რაც შეეხება სუბსტრატს, კარგ შედეგებს იძლევა ნიადაგის ნარევი ქოქოსის კოირასა და პერლიტთან. ასევე საინტერესოა ჰიდროპონური მოწყობილობა. თუ გროვერის გზის დასაწყისში ხართ, უმჯობესია გამოიყენოთ ნიადაგის კლასიკური ვარიანტი. მისი მომზადება შესაძლებელია დამოუკიდებლად, ან შეიძინეთ ნებისმიერ მებაღეობის მაღაზიაში.

სასუქი და საკვები ნივთიერებები ყველა მცენარისთვის ზრდის სტიმულატორს წარმოადგენს. თუ სუბსტრატად სუპერ ნიადაგს იყენებთ, არ არის საჭირო დამატებითი პროდუქტები. მნიშვნელოვანია! განასხვავეთ სასუქი ვეგეტაციური ზრდისა და უშუალოდ ყვავილობის ფაზისათვის. განსხვავება მათში აზოტის შემცველობაა. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ქოქოსის კოირაში ან ჰიდროპონიკაში სასუქის დამატება იწყება კულტივირების პირველივე დღეებიდან, ჩვეულებრივ გრუნტში კი დაახლოებით 4 კვირაში.

ყოველთვის დაიწყეთ ხარისხიანი გენეტიკით

ყოველთვის დაიწყეთ ხარისხიანი გენეტიკით

დამწყებ მებაღეებს საწყის ეტაპზე ვურჩევთ ფემინიზირებული თესლების გამოყენებას, ცნობილი სიდბანკისა და ბრიდერისგან. ფემინიზირებული თესლები ნიშნავს, რომ თითოეული ფორმირებული მცენარე იქნება მდედრი, განსხვავებით რეგულარულებისგან, რომლებისგანაც დაახლოებით ნახევარი, მამრი მცენარე იზრდება. შეგახსენებთ, რომ მამრი მცენარე არ წარმოადგენს ფასეულობას იმ გროვერისთვის, რომელსაც კანაბინოიდების მაღალი შემცველობის მქონე მცენარის მიღება სურს. არ მიაქციოთ ყურადღება კაკლების ფერს, ფერი არაფერს ნიშნავს.

კანაფის ჯიშის შერჩევისას, ორიენტირებული იყავით შემდეგ მახასიათებლებზე:

  • ტჰკ-ს მაქსიმალურად მაღალი დონე;
  • თერაპიული მიზნებისათვის (ეს არის კანაბიდიოლის მაღალი შემცველობის მქონე შტამები, ტჰკ-ს დაბალი მაჩვენებლით);
  • მაღალმოსავლიანი ჰიბრიდები (აუცილებლად მიიღებთ დიდ მოსავალს);
  • კულტივირების სიმარტივე (შედარებით მარტივი მოსაყვანია აუტოფემები, თუმცა მათ შორისაც შეიძლება იყოს „პრობლემურები“, ყურადღებით წაიკითხეთ მომწოდებლის აღწერა);
  • სწრაფად მზარდი ჯიშები (მათ განეკუთვნება აუტომოყვავილეები).

გამოიყენეთ ღირსეული ინტერნეტ-მაღაზიაების ძებნის ფილტრები, ამგვარად მარტივად შეძლებთ საჭირო კრიტერიუმების დაჯგუფებას და სასურველი ჯიშის პოვნას.

სტატიაში გაეცანით გროვინგის სამ ძირითად მომენტს, შესაბამისად შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯები პროფესიონალური გროვერობისკენ.