მარიხუანა სახლში

მოწყობილობები, მოსავლის პროგნოზი

ყველა ახალბედას აინტერესებს ერთი შეკითხვა «რამდენ მოსავალს მივიღებ?».

მარიხუანა სახლში
მარიხუანა სახლში

შეკითხვა, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ცალსახა პასუხი მასზე არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს სარეკომენდაციო ნიუანსები, რომლებიც დაგეხმარებიან პასუხის დამოუკიდებლად მიღებაში.

პირველი რჩევა – ყველაფერი ზომიერად უნდა იყოს. არ არის საჭირო სინათლის ან სასუქის გადაჭარბებით მიცემა, ესენი მსგავსია დგუშებისა შიდა წვის ძრავაში. ერთ–ერთის მუშაობის მომეტებული გააქტიურება სხვასთან შედარებით გამოიწვევს მთლიანი მექნიზმის მოშლას. ზუსტად ასევეა მარიხუანის მოყვანისას. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორები თანაბარია ზემოქმედების სიძლიერეთი: განათება, ტენიანობა, ტემპერატურა, გენეტიკა, სასუქები, მორწყვა, CO2/ვენტილაცია.

მეორე რჩევა – ვიდრე თესლებს ამოირჩევთ, დაინტერესდით სორტებით, მათი გენეტიკითა და თვისებებით. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ რა ფსიქოეფექტის მქონე მოსავლის მიღება შეგიძლიათ ამა თუ იმ სორტისგან. მოკლედ, არის სამი ძირითადი სორტი: Cannabis Ruderalis,Cannabis Sativa, Cannabis Indica. თითოეულ სორტს ახასიათებს გარკვეული თვისებების ნაკრები. არის აგრეთვე ჰიბრიდული სორტები, რომლებშიც ეს თვისებები ერთმანეთს ერწყმის სხვადასხვა პროპორციებით.

თუ გსურთ, რომ მარიხუანის გაზრდის პროცესი იყოს მეტ–ნაკლებად პროფესიონალური, აუცილებელია შეიძინოთ საკმაოდ სპეციფიკური მოწყობილობები.

  • მცენარის გასაზრდელი კამერა – გროუბოქსი
  • გროუბოქსის განათება – ნათურები
  • ვენტილაცია
  •  თერმომეტრი
  • ჰაერის ტენიენობის მაჩვენებელი

განათება

აუცილებელია, რომ გროუბოქსი იყოს შუქგაუმტარი, ანუ უნდა მოხდეს მისი შუქისგან იზოლირება, მისი შიდა და გარე ზედაპირები უნდა იყოს გაუმჭვირვალი და შუქამრეკლი. არსებიბს ფართის მინიმალური 30x30х40 და 50x50х150 სასურველი პარამერტები ერთი მცენარისთვის, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ გროუბოქსის მოცულობის მიხედვით.

გამოვთვალოთ პლანტაციის განათებ

30х30სმ – 100ვტ 45х45სმ – 150ვტ 61х61სმ – 250ვტ 91х91სმ – 400ვტ 107х107სმ – 600ვტ 122х122სმ – 1000ვტ

თუ განათება მეტი იქნება დაჭირდება წყლის მეტი რაოდენობაც. СО2,სასუქი.

არის განათების რეკომენდაციებიც დამოკიდებული მცენარის განვითარების სტადიებზე.

ვეგეტაციური სტადია – ლურჯი ფერი, ЛДС coolwhite ნათურები და ჰალოგენები.

ყვავილობის სტადია – წითელი ნათურები, ЛДС warm, ДНат.

არის მოსაზრება, რომ გირჩები იზრდებიან ЛСД (ფლორესცენციური შუქი) ნათურებითაც. გამოიყენება აგრეთვე ნათურები სერიით ДНаЗ,.Дри, ДНаТ – გაზგანმმუხტველები.

ნათურების განთავსებისას ასევე მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის პრინციპის გათვალისწინება. ნათურები უნდა იყვანენ მცენარესთან ახლოს, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ დაწვან მცენარე ან გამოიწვიონ სითბური სტრესი.

გამანათებელი მოწყობილობის დამაგრება საჭიროა მცენარის წვერთან ახლოს. ამავდროულად, დამაგრებისას უნდა გათვალისწინებული იყოს სანათის გადაადგილებისა და მოძრაობის შესაძლებლობა მცენარის ზრდის პროპორციულად.

გაზგანმმუხტველი ნათურები მართლაც შესაფერისები არიან. ისინი მცენარეს მზის მსგავსად ათბობენ.

ვენტილაცია

იმისათვის, რომ მცენარის გაზრდის პროცესი მაქსიმალურად მიახლოებული იყოს ბუნებრივთან, აუცილებელია ვენტილაციის ფაქტორის გათვალისწინება, ატმოსფეროში მცენარის გარშემო СО2–ის არსებობა. ეს ნივთიერება, რომელიც აუცილებელია გირჩების მომწიფებისთვის, საკმარისი რაოდენიბით არის ატმოსფეროში. მაგრამ შენობაში მისის არსებობისთვის საჭიროა გარკვეული ძალისხმევა და ზრუნვა. გროუბოქსებში ვენტილაციისათვის შეიძლება გამოვიყენოთ არხის ვენტილატორი. იგი უნდა მოვმართოთ კედლიდან კედლამდე, ნათურის გასწვრივ. ასევე არის მცენარის СО2–ით დამატებით მომარაგების ვარიანტი სპეციალური ბალონების გამოყენებით. ასეთი ბალონების ნარევის შემადგენლობაში შესაძლებელია შედიოდეს მცენარის დამატებითი მკვებავი ნივთიერებებიც.

ტემპერატურა

გროუბოქსის რეკომენდირებული ტემპერატურული რეჯიმები:

21–27°C – მოქმედი ნათურით, მაგრამ ვენტილაციის გარეშე

27–32°С – მოქმედი ნათურით, მაგრამ ვენტილაციით.

16°С–ზე არანაკლები როდესაც ნათურა გათიშულია.

საერთო ჯამში, საუკეთესოა მცენარის გაზრდა 22–26°C ტემპერატურით, რომელსაც 2–5°C შეამცირებთ ღამით.

მორწყვა

მთავარი წესია – არ გადააჭარბოთ მორწყვა! ხშირად სწორედ ამ მიზეზით იღუპება მცენარეთა უმეტესობა. თუ მცენარე კარგავს ფოთლებს – ეს ნიშანია, რომ ძალიან ბევრ წყალს უსხავთ. ხოლო მცენარის გირჩებზე ჩნდება ობი. გამოიყენეთ სითხის კარგი გამტარი სუბსტრატი.

40–50% - რეკომენდირებული ტენიანობა ვეგეტაციისას

25% - რეკომენდირებული ტენიანობა ყვავილობისას.

შეამცირეთ ტენიანობა ყვავილობის ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ამით თავს დააღწევთ დაობებას.

საერთო ჯამში 45%-55% RH – მარიხუანის გაზრდის რეკომენდირებული ფარდობითი ტენიანობაა.

სასუქები

სხვადასხვა პერიოდებისთვის – განსხვავებული სასუქები. სამი მთავარი მკვებავი ნივთიერება: N – აზოტი, Р – ფოსფორი, K – კალიუმი.

  • ვეგეტაციური სტადია – საჭიროა მეტი N, ვიდრე P და К.
  • ყვავილობა - საჭიროა მეტი P, ვიდრე N და К.

იხელმძღვანელეთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციით. ორგანიკა თუ ქიმია, მათი ნარევები თანაბრად კარგია სწორი გამოყენების შემთხვევაში.

გენეტიკური ნიუანსები

მარიხუანის სხვადასხვა სორტს გააჩნიათ განსხვავებული პოტენციალი. მაგრამ «მძიმე სორტების» თესლები მაღალ მოსავალს იძლევიან მხოლოდ სწორი მოვლის პირობებში. მხოლოდ სწორი მოვლის პირობებშია შესაძლებელი მცენარის პოტენციალის სრული გახსნა. შეეცადეთ დააკმაყოფილოთ თქვენს მიერ არჩეული სორტის უნიკალური მოთხოვნილებები.

ფესვები და ქოთანი

არსებობს ერთი მნიშვნელოვანი სამებაღეო დამოკიდებულება. რაც უფრო დიდია მცენარის ფესვთა სისტემის მოცულობა, მით მეტია გირჩების მოსავალი. იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი ფესვები, აუცილებელია უზრუნველვყოთ ვეგეტაციური სტადიის მეტი ხანგრძლივობა. დიდი ყურადღება მიაქციეთ ფესვებს. მიეცით მათ მეტი მოცულობა ზრდისთვით. ჩვენ გირჩევთ 3,78 ლ ნიადაგს 30 სმ–ზე. მცენარის სიმაღლე 1 გალონი 1 ფუტზე.

ვერტიკალური ბაღის გაზრდის სისტემა

ასეთი სისტემა იძლევა უფრო მეტ მოსავალს, ვიდრე მცენარეთა იგივე რაოდენობა ჩვეულებრივი განთავსებით.

დანამატების საიდუმლო

მოსავლიანობის ამაღლების მიზნით გირჩევთ გამოიყენოთ სხვადასხვა დანამატები – ყავისფერი წყალმცენარეების ნაცარი, ჰორმონები, B1. პრაქტიკაში ასევე გამოიყენება შფრქვევა, ფოთლის კვება, წვეროს მოჭრა.

შედეგი

არის გამოცდილებით დადგენილი მოსაზრება, რომ რაც უფრო უკეთესადაა უზრუნველყოფილი სისტემაში ფესვების ჯანგბადით კვება, მით უფრო მაღალია მოსავალი. მაგალითად, ჰიდროპონიკასა და ნიადაგს შორის შედარებით.

მოსავალი – საპასუხისმგებლო საკითხია. ხოლო მცენარის გაზრდა – მთელი მეცნიერება. ისწავლეთ «მცენარეთა მოსმენა და მათთან საუბარი». მარტივი მეთოდები ყველაზე ეფექტურია. გაითავისეთ ჯანმრთელი და ძლიერი, სწრაფად მზარდი მარიხუანის გაზრდისა, მოყვანისა და კულტივაციის პრინციპები და მოსავალი თანდათან დაიწყებს ზრდას!

გროურეპორტი

გროუბოქსი: 900*500*1800 სავენტილაციო მოწყობილობა: ტურბინა 250 კუბ.. 2 არხზე შესასვლელი თითო 180 კუბ. შუქი: Вега ЭСЛ-6500 люм.და Днат 400 Venture Sunmaster Dual Spectrum ფერი: Днат 600, კუთხეების დამატებითი განათება Osram Fluora 36w/77 Diamond Reflector, ამრეკლი SmartPot, ქოთანი 15 ლიტრ გრუნტზე; ლიმონი, ვარდი. სასუქი: N – აზოტი, Р – ფოსფორი, K – კალიუმი

ყუთის შემოკვრა -Heavy duty diamond mylar, Easy Grow, დიდი ბრიტანეთი.

  1. გავხსენი და ჩავდე ჭიქა წყალში.
  2. გაიპო 3 საათის შემდეგ.
  3. ჩავრგე ტორფში. 2 დღის შემდეგ ამოვიდა.
  4. 5 დღის შემდეგ დაიწყო ვეგეტაცია.
  5. 5გავთიშე ЭСЛ, ჩავრთე Днат 400
  6. ვეგეტაციის 1 კვირა – 25% კონცენტრაციის ხსნარი, pH 6.5.
  7. ვეგეტაციის 2 კვირა – ხსნარის კონცენტრაცია 50%.
  8. პაკეტის ქვეშ მოთავსებულია თასი, კვება 1 ლიტრი თასში და 2 ლიტრი ზემოდან ყოველ 2 დღე–ღამეში.
  9. ვეგეტაციის 4 კვირა– დღე–ღამეში 1 საათით ემატება ღამის რეჯიმი.
  10. 7 დღე ყვავილობის წინ – 12\12 რეჯიმი, ნათურა იცვლება 600 Днат. 100% სასუქის კონცენტრაცია: ппм 800 (-160 საკუთარი წყალი) pH 6.5 ღამის ტემპერატურა 19-21°C, დღის ტემპერატურა 24-30°C, ტენიანობა 70%
ვეგეტაციის 1 დღე
ვეგეტაციის 1 დღე


ვეგეტაციის 4 დღე
ვეგეტაციის 4 დღე

ვეგეტაციის 1 კვირა.
ვეგეტაციის 1 კვირა. დღევანდელი მორწყვა, 130 ppm=25% დოზები

ვეგეტაციის 2 კვირა
ვეგეტაციის 2 კვირა

ვეგეტაციის 3 კვირა
ვეგეტაციის 3 კვირა

ვეგეტაციის 26 დღე
ვეგეტაციის 26 დღე. ppm 370, pH 6.5

ვეგეტაციის 35 დღე
ვეგეტაციის 35 დღე

ვეგეტაციის 35 დღე, ყვავილობის წინა 7 დღე
ვეგეტაციის 35 დღე, ყვავილობის წინა 7 დღე

ვეგეტაციის 35 დღე, ყვავილობის წინა12 დღე
ვეგეტაციის 35 დღე, ყვავილობის წინა12 დღე, ყვავილობის 1 დღე. მორწყვა 4 ლ. 48 საათში ერთხელ . ppm 480, pH 6.5, ტემპ:.28 დღე / 22 ღამე

ყვავილობის 14 დღე
ყვავილობის 14 დღე ppm 630, pH 6.5

რასტაფარაი, ძმები! რეპორტის ფინალი.
რასტაფარაი, ძმები! რეპორტის ფინალი. ყვავილობის 21 დღე, ppm 630, pH 6.5

ყვავილობის 28 დღე
ყვავილობის 28 დღე, ppm 760, გრინების ფხვნილის დოზა 100%, 10 გრ.10 ლიტრ წყალზე pH 6.5

ყვავილობის 35 დღე
ყვავილობის 35 დღე, ppm 810 (100% დოზა), pH 6.5

ყვავილობის 42 დღე
ყვავილობის 42 დღე, ვამცირებ ppm მორწყვა 600 (დრენაჟი 360)

ყვავილობის 50 დღე
ყვავილობის 50 დღე, რიპეინი

ყვავილობის 61 დღე
ყვავილობის 61 დღე

მოსავალი! ვეგეტაციის 35 დღე
მოსავალი! ვეგეტაციის 35 დღე, ყვავილობის წინა 12 დღე, ყვავილობის 70 დღე