ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი

GanjaSeeds 11 მაისი 2020

შინაარსი

  1. რა არის ტექსტილის ქოთანი?
  2. კანაფის მოყვანისას ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი
ნაჭრის ქოთნები და ქოთნები, რომლებიც გაკეთებულია ტრადიციული მასალისგან, (პლასტმასი, ტერაკოტა ან მეტალი), ყოველთვის მოიძებნება კანაფის მწარმოებლის და უბრალო მებაღის ბაღში. როდესაც საქმე ეხება კულტურის დარგვას სახლის პირობებში, გროვერები არ კარგავენ დიდ დროს მოცულობის მასალის შერჩევაზე, ყველა ვარიანტი გამოიყურება პრაქტიკულად ერთნაირად, ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს, იმის დამოუკიდებლად, თუ რა მასალისგან არის ის დამზადებული. აუთდორის პირობებში კულტივაციისას, გროვერი ჩვეული ორმოს მომზადების გარდა არც განიხილავს სხვა ვარიანტს. მაგრამ, ეკო-მებაღე, რომელსაც თავის ლამაზმანებისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა, ირჩევს მხოლოდ და მხოლოდ ნაჭრის ტომარას.

1. რა არის ტექსტილის ქოთანი?

ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი

სანამ გადავალთ მათი გამოყენების პლიუსების ჩამოთვლაზე, მნიშვნელოვანია მეტი ვიცოდეთ ტომრების კულტურის შესახებ, რომელიც პოპულარული 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანების დასაწყისში გახდა, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქარიშხალმა სათბურების უმეტესობა დააზიანა. ტომრები პოპულარული გახდა, რადგან ისინი ბევრად პრაქტიკულია, ვიდრე სათბურები, ისინი მდგრადია ცუდი ამინდების მიმართ და მობილურია (მათი გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი). მოცემული ტომრები მზადდება გაუმტარი, პოლიპროპილენის მასალისგან. ძირითადად ისინი გვხვდება ყავისფერი ან შავი.

2. კანაფის მოყვანისას ნაჭრის ტომრების გამოყენების უპირატესობანი

მცენარეს გააჩნია ტენდენცია განავითაროს დახლართული ფესვთა სისტემა. რამდენადაც ფესვები იზრდება და ფართოვდება, ისინი წარმოქმნიან წრეებს, რის შედეგადაც ჩნდება მჭიდროდ ახლართული ფესვების გროვა, რაც ხელს უშლის მცენარის ზრდას. როდესაც ფესვთა სისტემა ახლართულია, მას არ შეუძლია სრულფასოვნად აითვისოს ჟანგბადი, წყალი და საკვები ნივთიერებები ნიადაგიდან. საბოლოოდ ფესვები ავსებენ ქოთანს, რასაც მივყავართ სტრუქტურულ დაზიანებამდე. ზოგიერთ შემთხვევაში, ცუდი დრენაჟის გამო წარმოიქმნება ობი. პლასტიკის ქოთნები სამწუხაროდ ცნობილია იმით, რომ ხელს უშლიან ფესვების ჰაეროვან შემოჭრას.

ცნობისათვის! ჰაეროვანი შემოჭრა - ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივი გზით წვავს ფესვებს. ასეთი პროცესის დროს ხდება წვა, იზრდება შედარებით ჯანმრთელი ფესვები, რომლებსაც ძალუძთ შთანთქან საკვები ნივთიერებების და წყლის მაქსიმუმი, რაც აჩქარებს ბუჩქის განვითარებას და ზრდას.

ასეთი ქოთნების გამოყენებით, მებაღე არ შეეჯახება ისეთ პრობლემას, როგორიც არის საკვები - მნიშვნელოვანი მიკროელემენტების შთანთქმის შეფერხება და ლპობა.

გრუნტის ტემპერატურა სხვადასხვა ქსოვილის გამოყენების შემთხვევაში

მოცულობის მასალა პირდაპირ ზემოქმედებს ნიადაგის ტემპერატურაზე! მაგალითად, პლასტიკი და მეტალი ინარჩუნებს მეტ სითბოს მზისგან, ხოლო კანაბისის ჯიშების უმრავლესობა საკმაოდ მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ქოთნები, დამზადებული მასალისგან, რომელიც არ სუნთქავს, იკავებს სითბოს და „ხარშავს“ ფესვთა ნაზ სისტემას, რაც იწვევს მის ლპობას და სიკვდილს.

ნაჭრის ტომრები, დამზადებულია ჰაერის გამტარი ნაჭრისგან, რომელიც არ იკავებს სითბოს. ეს განაპირობებს ჰაერის სწორ ცირკულაციას, რომელიც აგრილებს მიწას და ყველა მხრიდან გააქვს სითბო. ეს ყოველივე იძლევა გარანტიას, რომ გრუნტი არასდროს გადახურდება.

ნაჭრის ქოთანს მინუმუმამდე დაჰყავს ზედმეტად დატენიანების რისკი

ნაჭრის ქოთანს მინუმუმამდე დაჰყავს ზედმეტად დატენიანების რისკი

კანაფი ვერ იტანს დაგუბებულ წყალს. ხშირ და ხარისხიან მორწყვას დიდი ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით ჰიბრიდების მოყვანის დროს, რადგან ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან ზედმეტი ტენის მიმართ. მათთვის განსაკუთრებულად არის რეკომენდირებული ტექსტილის ტომრების გამოყენება. დაგუბებულ წყალს შეუძლია გამოიწვიოს ლპობა, რომელის იწვევს ობს, სოკოს და სხვა მრავალ დაავადებას. ქოთნების მასალა, რომელიც სუნთქავს, კანაბისის კულტივაციისას წყლის ჟონვის საშუალებას იძლევა და ტოვებს ზომიერად ტენიან ნიადაგს, ხოლო ტრადიციული პლასტიკი, განსაკუთრებით თუ მას აქვს პატარა წყლის გასასვლელი ხვრელები, იკავებს ზედმეტ სითხეს.

მობილურობა, კომპაქტურობა

ნაჭრის ტომრები მტკიცეა და მაქსიმალურად კომპაქტური. ისინი არ გაიბზარება გათბობის შემთხვევაში (მზეზე) და არ დაიმტვრევა შემთხვევითი დავარდნისას. მათი გადაადგილება მარტივია, რამდენადაც ნაკეთობა დამზადებულია მსუბუქი მასალისგან. კულტივაციის დასრულების შემდგომ ისინი უნდა გათავისუფლდეს მიწისგან, გაშრეს, დაიკეცოს და შეინახოს მომავალი კულტივაციისთვის ( არ იკავებს დიდ ადგილს ). ეკო-მოცულობების განმეორებით გამოყენება შეიძლება ყოველ სეზონზე.

ბაზარზე წარმატებით ხდება ტექსტილის ბიო ტომრების რეალიზაცია, რომლებიც დიდი ბუჩქების მიწაში გადარგვის საშუალებას იძლევა სტრესის გარეშე.

ცნობისათვის! ისინი იმ მებაღეებისთვის არის განსაკუთრებით საინტერესო, რომლებიც სახლის პირობებში მიზანმიმართულად აყოვნებენ ვეგეტაციის ფაზას და გეგმავენ ყვავილობის კონტროლს ბუნებრივ პირობებში.

ნაჭრის ტომრების გამოყენება შესაძლებელია მცირე და დიდი მებაღეობისთვის. ეს შესანიშნავი ვარიანტია ერთ მოცულობაში რამოდენიმე მცენარის გროვისთვის. ისინი არსებობენ სხვა და სხვა ფორმის და ლიტრაჟის, ხოლო მათი ხშირი გამოყენების საშუალება დაგავიწყებთ ყოველ სეზონზე ქოთნების შეძენის საზრუნავს.