შინაარსი

მაღალი ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეში რთული წარმოსადგენია, რომ არსებობს უნიკალური და მისტიური კურსები, სადაც მსურველები რამოდენიმე დღის განმავლობაში მოიხმარენ ფსიქოდელიკებს და ასრულებენ რიტუალურ ცერემონიებს. რეტრიტები ტარდება ბრაზილიურ ჯუნგლებში და ცივილიზაციას მოწყვეტილ სხვა ადგილებში, გამოცდილი შამანების და წინამძღვრების მეთვალყურეობის ქვეშ. სტუდენტებს სთავაზობენ ჩაის, დამზადებულს ცნობილ „ ლიანების სული“-ზე, ჰავაის ვარდზე, იოპოზე , კაქტუსებსა და პსილოციბინურ სოკოებზე, რომლებსაც ეძღვნება ეს სტატია.

რისთვის ტარდება კურსები

რისთვის ტარდება კურსები

რამოდენიმე დღე, გატარებული შეცვლილი აზროვნებით, იძლევა საკუთარი თავის შეცნობის, სულის ვიბრირების , ქვეცნოებიერში შეღწევის და სამყაროს სიყვარულის უნიკალური ცეკვის შეგრძნების საშუალებას. ბევრი უარს ამბობს მავნე ჩვევებზე, მკურნალობენ წარსულის ფსიქოლოგიურ ტრავმებს და პოულობენ სიმშვიდეს, ზოგჯერ ეს ძალიან საჭიროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჰალუცინოგენური სოკოები

ჩვენს პლანეტაზე არსებული მრავალი მაგიური მცენარიდან, სტუდენტები უპირატესობას ანიჭებენ სწორედ ტეონანაკატლს (ამერიკელი ინდოელების წმინდა სოკო, „ღმერთის ხორცი“). მათ განეკუთვნება Psilocybe ოჯახის ყველა სტროფარიების შტამი. მათი უპირატესობა გამართლებულია ნახარშის მსუბუქი და შედარებით ხანმოკლე ზემოქმედებით.

ცნობისათვის! კაქტუსების ზემოქმედების ტრიპი შეიძლება გრძელდებოდეს 10 საათამდე, იმ დროს როდესაც სოკოების მოგზაურობა სრულდება 3-4 საათში.

ამერიკელი ეთნობოტანიკოსი გორდონ უოსსონი წერს: „ პსილოციბინურ სოკოებს აქვს რიგი უპირატესობანი სხვა ალკალოიდების მსგავს მცენარეებთან შედარებით. ისინი უშვებენ მოგზაურს ფანტასმაგორიულ (phantasmagorie) მდგომარეობაში, აძლევენ საშუალებას დაინახონ ყველაფერი უფრო მკაფიოდ, არ ჩაიძირონ მეხსიერების დაკარგვამდე, ასევე მათი ზემოქმედების ქვეშ შესაძლებელია დროის ჰორიზონტში ჩახედვა და არსებობის სხვა განზომილებებში შესვლა“.

საზოგადოება უკვე მზად არის

დღეისათვის არსებობს ბევრი რეტრიტული ცენტრი, რომელიც გთავაზობთ ტეონანაკტალის გამოყენებას. ეს გასაგებია. გარდა იმისა, რომ ოუსსონის წიგნის გამოცემის შემდეგ დაინტერესებულთა საზოგადოება გაიზარდა, მეცნიერებმა დაამტკიცეს ბუნებრივი ფსიქოდელიკების მოხმარების დადებითი ზემოქმედება.

ფსიქოდელიურ სამეცნიერო კონფერენციაზე 2017წელს, რომელიც ოკლენდში ტარდებოდა, კალიფორნიაში და ორგანიზებული იყო ფსიქოდელიური კვლევების საერთაშორისო დისციპლინარული ასოციაციის მიერ (MAPS), მიკოლოგმა , მეცნიერმა პოლ სტამტესმა განმარტა, რომ პსილოციბინი ახდენს დეგრადაციას პსილოციდად , რომელიც მჭიდროდ აკავშირებს და ააქტიურებს სეროტონინის რეცეპტორებს , ასევე ასტიმულირებს ნეიროგენეზს . ის დიდი ხნის განმავლობაში განმარტავდა ამ სტიმულაციის პოტენციალს, სიგანეს და სიღრმეს: ""ღმერთის ხორცის" გავლენის ქვეშ, თქვენ შეგიძლიათ გადალახოთ შიში, ისინი ააქტიურებენ ადამიანის სიმამაცეს და სიკეთეს. "

დღეს შეერთებულ შტატებში და საზღვარგარეთ ტარდება კვლევები ფსიქოაქტიური სოკოების ფართო და მრავალფეროვანი გამოყენების შესახებ. ერთ ერთი კვლევა, რომელიც გამოქვეყნებულია ფსიქოფარმაკოლოგიის ჟურნალში, გვიჩვენებს, რომ პსილოციბინის ერთჯერადი დოზა მიგვიყვანს დეპრესიული განწყობის და შფოთვის ხანგრძლივ დაქვეითებამდე , სიცოცხლის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესებით (Griffiths et al. 2016). ეს ფაქტი მაგიური სოკოების დეკრიმინალიზაციასთან ერთად, დენვერში, კოლორადოში და ოკლენდში, გვაფიქრებინებს, რომ პსილოციბინების მომავალი საკმაოდ რეალურია და სასიხარულო.

ისტორიული ფაქტები

ისტორიული ფაქტები

"ღმერთის ხორცის", როგორც ძლიერი სამკურნალო ინსტრუმენტის ლეგალიზაცია, იმედის მომცემია. წმინდა სოკოების გამოყენებას სულიერ და რიტუალურ პრაქტიკაში აქვს ძველი ფესვები. " ეროვიდ " ცენტრის მონაცემებით, რომელიც გახლავთ არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია ფსიქოაქტიური მცენარეების და ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაციის მოპოვებითა და გავრცელებით, აცხადებს, რომ ჰალუცინოგენური სოკოები ისტორიის ყველაზე ადრეულ ეტაპებზე იყო ჩვენი კულტურის ნაწილი.

მაგალითად amanita muscaria, რომელიც შეიცავს იბოტენის მჟავას და მუკსიმოლს . ის რეგულარულად გამოიყენებოდა შამანურ ტრადიციებში ციმბირის და ბალტიისპირეთის ერებში. ითვლება, რომ სოკოები რომლებიც შეიცავენ პსილოციბინს , ფართოდ გამოიყენებოდა რიტუალებსა და ცერემონიებში მეზოამერიკაში . სოკოების ტაძრების და ქვაზე ხატვის ფაქტები აღმოჩენილია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000-500 წლებში.

ტენონანაკატლის რიტუალური და წმინდა გამოყენება ჩვენს ისტორიაში და საბედნიეროდ 2020 წელს, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნამდვილი შამანური გამოცდილება.

რეტრიტული ცენტრები და ორგანიზაციები მთელს მსოფლიოში წარმოადგენენ სივრცეს და მხარდაჭერას, რომ ყველა მსურველმა შეძლოს მიიღოს პსილოციბინის ლეგალური მოქმედება. წესები სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებულია.

ბრაზილიაში, მაგალითად, ის ლეგალურია და კანონი ვრცელდება სოკოების საკრამენტულ გამოყენებაზე. იამაიკაზე, ისინი არ არის ლეგალური, მაგრამ არც კრიმინალად ითვლება და მისტიური დასვენების ბრონირება სანაპიროზე, შესაძლებელია განხორციელდეს მაუსზე რამოდენიმე კლიკის მეშვეობით. ამსტერდამში რეტრიტების დაჯავშნა ასევე შესაძლებელია ონლაინ, კანონიერების ამბავი კი რთულადაა.

დე - იურე - დე ფაქტო - „კანონზე დაყრდნობით“ „ფაქტობრივად“

ანონზე დაყრდნობით

1971 წლის ვენის კონვენციის თანახმად, აიკრძალა ლსდ , მდმა და პსილოციბინის კულტივაცია და მოხმარება. თუმცა, ტრუფელი , რომელიც შეიცავს ალკალოიდს , მისაწვდომია ონლაინ ამსტერდამში. ეს ჯადოსნური ტრუფელები გახლავთ სკლეროციები , გამკვრივებული მიცელიუმის განსაკუთრებული ნაჭერი, რომელიც ახდენს იგივე ფსიქოაქტიურ ეფექტს. რეტრიტის ცენტრი Synthesis, რომელიც ამსტერდამშია , გთავაზობთ უსაფრთხო, ლეგალურ და თანამედროვე ფსიქოდელიური გამოცდილების მიღებას ტრუფელების გამოყენებით, რათა იგრძნოთ შემოქმედებითი გარღვევები, პიროვნული ზრდა და სულიერი განვითარება.

მექსიკაში 111 ქალაქი იყო დასახელებული Pueblos Magicos (ჯადოსნური ქალაქები), რომლებშიც ადვილად შეიძლება გამოცდილების მიღება psilocybe mexicana გამოყენებით. ამ ჯიშმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სოკოების ცერემონიებში გამოყენების ისტორიაში. ლიზერგინული მჟავის სინთეზის ( ლსდ ) აღმოჩენის შემდეგ, ალბერტ გოფმანი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გამოყო და მოახდინა psilocibin სინთეზი. ოახაკა - ქალაქია, სადაც შეიძლება მიიღოთ ნამდვილი მექსიკური ტრუფელი .

არსებობს სოკოების 10 000 ნაირსახეობა და 180 ცნობილი ჰალუცინოგენური სოკოს და ტრუფელის ჯიში, რომლებიც შეიცავენ psilocybin და psilocin ქიმიურ ნივთიერებებს. ეროვიდ ცენტრის სიის თანახმად, ცნობილი ნაირსახეობებია :

  • cubensis შედარებით ცნობილი და კულტივირებადი ჯიში;
  • cyanescens: ნაკლებად ცნობილი ფსიქოაქტიური.
  • azurescens: აღმოჩენილი სტამეტსის მიერ 90-იანებში, სავარაუდოდ ყველაზე ძლიერი პსილოციბინური სოკოა მსოფლიოში.

რა გველის მაგიურ კურსებზე?

რა ხდება სოკოს რეტრიტის დროს და როგორია სინამდვილეში ზღაპრული მოგზაურობა შეუცნობად სამყაროში? მეცნიერ ორდონ უოსსონს ჰქონდა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც ნებისმიერ სხვა ფსიქოდელიურ გამოცდილებაში, არსებობს სუბიექტურობა, რომლის კვალიფიცირება და ახსნა რთულია. ტრიპის ერთ ერთ თვისებაა, თუ როგორ ეპყრობა მოგზაური ბუნებას. თავის წიგნში „როგორ შევცვალოთ ჩვენი აზრი“ მაიკლ პოლანი აღწერს ერთგვარ „სიმძაფრეს“ და იმის შეგრძნებას, რომ მას აქვს „ზრდადი შეხედულება სამყაროზე“. თავის ჩანაწერებში ის აღწერს „მე მეჩვენებოდა, რომ პირველად უშუალოდ ვეკონტაქტები მცენარეებს და რომ ზოგიერთი იდეა რომლებზეც ბევრს ვფიქრობდი და ვწერდი, გაცოცხლდა და იქცა რეალობად.

ზოგიერთი მცენარის წმინდა ისტორიის გათვალისწინებით და მათი ბუნებაში არსებობით, ლოგიკურია, რომ მისტიური ტრიპი ცდილობს შეგვახსენოს ჩვენი გარემოსთან დამოკიდებულება. ჰალუცინოგენური სოკოები - მიწის ნაწილია, ბუნების, სამყაროს და მათ დიდ სარგებელზე ეჭვი არ უნდა არსებობდეს“.

კურსები ვრცელდება მკაცრი განრიგით, რომელიც ითვლისწინებს:

  • მომზადება;
  • ცერემონია;
  • განხილვა და გააზრება.

ბევრი ცენტრი არკვევს თქვენს შინაგან განწყობას, რა არის შედარებით ახლოს თქვენთან, მუსიკა, სანთლები, სიმღერა. ეს ყოველივე არის ტრიპის გასაღები. ქვემოთ მოყვანილია ტიპიური განრიგის მაგალითი:

დღე 1: მომზადება. ამ დღეს ხდება ხელმძღვანელების გაცნობა. კურსების მონაწილეები მედიტირებენ , განეწყობიან სამყაროს მადლიერების ვიბრაციისადმი . მათ აცნობენ ტრიპის წესებს, უსაფრთხო მოგზაურობის საფუძვლებს და ასახლებენ ოთახებში.

დღე 2: დაჯილდოების ცერემონია . რეტრიტის მეორე დღეს თქვენ მიიღებთ მონაწილეობას ცერემონიაში, პსილოციბინური ტრუფელის გამოყენებით, მცირე, ზომიერი ან დიდი დოზით. მონაწილეები კომფორტულად იგრძნობენ თავს მათთვის იდეალურად ოპტიმიზირებულ გარემოში. მეორე დღის განრიგი:

  • 08: 00-საუზმე
  • 09: 30-სუნთქვითი ვარჯიში/მედიტაცია
  • 12: 00-ნახარშის მიღების ცერემონია
  • 21: 00-ვახშამი
  • 22: 00-საუბრის დრო

დღე 3: გააზრება.

გაღვიძებისას ადეპტები სრულად თავისუფლები არიან განსაზღვრული დისციპლინისგან. სეირნობენ, მედიტირებენ და იაზრებენ ტრიპში ნანახს. საკუთარი განცდების განხილვის მსურველები ესაუბრებიან ხელმძღვანელებს.

დასკვნა

იმისგან დამოუკიდებლად, თუ სად ჩატარდება რეტრიტი (სახლში, თუ სპეციალიზირებულ ცენტრში), სიმართლე რჩება იგივე. მოგზაურობა სამუდამოდ შეცვლის სამყაროს, ბუნების აღქმას და მოგცემთ საშუალებას ჩაიხედოთ საკუთარ სულში. ასეთი ცენტრების წარმოშობა მოწმობს იმას, რომ ჰალუცინოგენების სულიერი, ფსიქოლოგიური და სომატური თვისებები იყო და იქნება ადამიანების ისტორიასთან მჭიდრო კავშირში.