კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

GanjaSeeds 20 მაისი 2020

შინაარსი

თქვენს წინაშეა მოკლე კურსი, რომელიც გასწავლით კანაფის მოყვანას შენობაში. თქვენი ყურადღების სულ რამოდენიმე წუთია საჭირო გროვინგის საბაზისო კურსის მისაღებად. შეასრულეთ 6 ნაბიჯი და თქვენ აუცილებლად მიიღებთ შესანიშნავ მოსავალს თქვენი სადებიუტო გროვის შედეგად. სახლში მოყვანა საშუალებას იძლევა იგრძნოთ თავი დაცულად, დაზოგოთ ფული და მიიღოთ იმაზე ხარისხიანი სტაფი, ვიდრე მისი შეძენაა შესაძლებელი.

ნაბიჯი 1: მომზადება

როდესაც თქვენ გაქვთ ყველაფერი ქვემოთ ჩამოთვლილი - თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ კანაფის მოყვანა შენობაში:

  • ადგილი კანაფის მოსაყვანად (კარადა, კარავი, თავისუფალი ოთახი, აბაზანა და ა.შ.)
  • განათება (დიოდური ან HPS რეკომენდირებულია დამწყებთათვის)
  • სუბსტრატი (ნიადაგი, ქოქოსი, ჰიდრო და ა. შ.)
  • კანაბისისთვის სასარგებლო საკვები ნივთიერებები
  • თესლები ან კლონები .

სპეციალისტები დმწყებთათვის კანაფის მოსაყვანად რეკომენდაციას უწევენ კარავს (მისი ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100დოლარს), რათა შექმნან წყლის გაუმტარი , ამრეკლავი, პორტატული ზონა. ფოტოზე წარმოდგენილია კანაბისის მოსაყვანი კარავი:

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

ნაბიჯი 2: თესლების გაღვივება და ნერგების მოვლა

კაკლების გაღვივების ყველაზე მარტივი და ეფექტური მეთოდია მათი დათესვა პირდაპირ ნიადაგში. ისე როგორც ეს ბუნებრივ პირობებში ხდება. სხვა გავრცელებული ვარიანტი გახლავთ თესლების გასაღვივებელ საცობში გაღვივება და შემდეგ საცობიანად გადარგვა (თუ თესლს აღვივებთ წყალში, აუცილებლად გამოიყენეთ გასაღვივებელი საცობი).

კანაფის თესლები ხშირ შემთხვევაში მუქი ყავისფერია სხვა და სხვა ფერის ლაქებით. გარეგანი შეფერილობა შეიძლება მოშორდეს და თესლებმა შეიცვალოს ფერი, რაც არანაირადარ არის სათესი მასალის ხარისხის მაჩვენებელი.

ფოტოზე წარმოდგენილია კანაფის სიცოცხლის უნარიანი თესლების რამოდენიმე მაგალითი. ყურადღება მიაქციეთ, თუ რამდენად განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

რამოდენიმე რჩევა კანაბისის გაღვივებისთვის

  • დათესეთ კაკლები ღრმად, დაახლოებით თითის ფალანგის ნახევარზე (დაახლოებით 1,5სმ.)
  • თესლების გაღვივებისთვის ძირითადად საჭიროა 1-7 დღე (საშუალოდ 2-4დღე)
  • ყოველთვის იქონიეთ თესლები ტენიან გარემოში
  • გაღვივება დაჩქარდება სითბოში
  • არასდროს არ გამოაშროთ თესლები.

მნიშვნელოვანია! ძველი თესლები ღვივდება შედარებით ნელა და ხშირად აქვთ აღმოცენების ნაკლები მაჩვენებლები. ზოგიერთი ჯიშის თესლები ღვივდება დანარჩენებზე უკეთ და სწრაფად.

მოათავსეთ თესლები დაახლოებით თითის ნახევარ ფალანგზე, უზრუნველყავით ისინი საკმარისი რაოდენობის ტენითა და სითბოთი, მანამ, სანამ არ აღმოცენდება მცენარე.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

კანაბისის ახალგაზრდა, ჯანმრთელი ჩითილი

როგორ მოვრწყათ ჩითილი

ბევრი დამწყები არა რაციონალურად და არა სისტემურად რწყავს ჩითილს, რაც იწვევს შენელებულ ზრდას და საკვები ნივთიერებების უკმარისობას. როგორ უნდა მოვრწყათ მცენარე სწორად:

  • დაასხით 2 ჭიქა წყალი (დაახლოებით 500მლ.) თითოეულ ნარგავზე.
  • ნელ-ნელა დაასხით წყალი ნარგავის ფუძის გარშემო წრეზე.
  • წყლის წრის დაშორება უნდა შეადგენდეს დაახლოებით 5 სანტიმეტრს ფუძიდან ყველა მიმართულებით.
  • არ დაასხათ წყალი, სანამ უკვე დასხმული არ შეიწოვება.
  • გაზარდეთ წყლის რაოდენობა მცენარის ზრდის შესაბამისად, წრე, რომელზეც ასხამთ წყალს, უნდა იყოს დაახლოებით ფოთლების სიგანეზე.
  • ყველა გარემო განსხვავდება, რაც გავლენას ახდენს საჭირო წყლის რაოდენობაზე. საშუალოდ ნარგავი უნდა მოირწყას 2-3 დღეში ერთხელ.

მნიშვნელოვანია! თუ მცენარე მოგყავთ ქოქოსზე ან ჰიდროპონიკაზე , დამატებითი საკვები ნივთიერებები უნდა მიაწოდოთ თავიდანვე (ქოქოსი და წყალი არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს). ქოთანში არ არის აუცილებელი სასუქის დამატება პირველი კვირების განმავლობაში, ამ ეტაპზე მცენარე იზრდება ნიადაგის ხარჯზე. „სუპერ ნიადაგით“ თქვენ არ მოგიწევთ დამატებითი საკვები ნივთიერებების შეტანა სუბსტრატში , რადგან ის თავდაპირველად იყო შემუშავებული ზრდის პროცესში ორგანული ნივთიერებების ეტაპობრივი გამოყოფისთვის .

ფოტოზეა - სწორი მორწყვა „მორწყვის წრის“ ზრდით

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

ნაბიჯი 3: ვეგეტაციის სტადია - მხოლოდ ღერო და ფოთლები

ახლა, როდესაც თქვენ უკვე გაქვთ აღმოცენებული მცენარე, ოფიციალურად გადადიხართ ვეგეტაციის სტადიაზე. განვითარების ამ სტადიაზე მცენარეზე გაჩნდება ახალი ტოტები და ფოთლები, მაგრამ არ მოხდება ყვავილედის ფორმირება. მცენარის მოვლა ამ ეტაპზე სხვა ოთახის მცენარეების მოვლის თითქმის ანალოგიურია.

როგორ მოვუაროთ კანაბისის ჩითილს

  • რეგულარულად მორწყეთ მცენარე (ან აკონტროლეთ ტენის დონე თუ ის იმყოფება ჰიდროპონურ სისტემაში).
  • საკვები ნივთიერებების გამოყენების დროს, დაამატეთ ისინი მათი ვეგეტაციის სტადიაში დამატების შესაბამისად.
  • პერიოდულად მოახდინეთ სინათლის კორექტირება, რათა ნათურები გქონდეთ მცენარის ზომის შესაბამისად, რეკომენდირებულ მანძილზე დაშორებული.
  • მოერიდეთ ისეთ პრობლემებს, როგორიცაა ფოთლების გაუფერულება ან მათი ჭკნობა.
  • დატკბით მათი სილამაზით.

ვეგეტაციის სტადიაზე კანაბისი შეიძლება გამოჯანმრთელდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვლინდება სისუსტის ან დავადების ნიშნები. თქვენი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოთ მცენარე საჭირო რაოდენობის საკვები ნივთიერებებით და სინათლით. თუ თქვენ იყენებთ დიდი რაოდენობით დანამატებს, ეცადეთ პერიოდულად დაამატოთ უბრალო წყალი, რათა აიცილოთ თავიდან საკვების დაგროვება.

ვეგეტაციის პერიოდში იზრდება მხოლოდ ღერო და ფოთლები. არავითარი კვირტები!

მცენარეები 315 CMH განათებისას ვეგეტაციის პერიოდში ხდება უფრო ღია ფერის.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

როგორ მოვრწყათ მცენარე

იმ დროისათვის, როდესაც თქვენი მცენარე რამდენიმე კვირის იქნება (ექნება 5 წყვილი ფოთოლი ან მეტი), მას უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული ფესვთა სისტემა, რომელსაც შეეძლება მეტი წყლის მიღება. ამ ეტაპზე გადაერთეთ მორწყვის ჩვეულ პრაქტიკაზე:

  • მიაწოდეთ მცენარეს საკმარისი რაოდენობის წყალი, იმდენი რომ ძირზე წყლის მცირე დაგროვება დაფიქსირდეს.
  • მოაშორეთ დაგროვებული წყალი (არასდროს დატოვოთ მცენარე წყალში).
  • დაელოდეთ, სანამ გრუნტი თითის ერთი ფალანგის სიღრმეზე არ იქნება მშრალი.
  • გაიმეორეთ პროცედურა.

თუ სუბსტრატი 2 დღეზე ნაკლებ დროში შრება, ეს ნიშნავს, რომ წყალი მეტი რაოდენობით უნდა მიაწოდოთ. თუ შუალედები 3 დღეზე მეტ ხანს გრძელდება, წყლის რაოდენობა შეამცირეთ, სანამ ის არ მოითხოვს მეტს.

საკვები ნივთიერებები (თუ თქვენ მათ იყენებთ)

დაიცავით სასუქის მიწოდების გრაფიკი, ან ვეგეტაციის დროს რეკომენდირებული დოზები.

ურიგო არ იქნება, თუ დაიწყებთ რეკომენდირებული დოზის ნახევრით, რამდენადაც, ხშირად კანაბისისთვის რეკომენდირებული დოზები ზედმეტია.

გაზარდეთ საკვები ნივთიერებების დოზა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეამჩნევთ, რომ მცენარე მკრთალი ფერის არის ან ღია - მწვანეა . ეს გახლავთ ნიშანი იმის, რომ მას სჭირდება სასუქის დიდი პორციები .

როგორც კი თქვენი მცენარე სასურველი ზომების ნახევარს მიაღწევს, დგება შემდეგი ნაბიჯის დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე განაგრძობს ზომებში ზრდას.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

როგორც წესი, ბუჩქები 2-ჯერ დიდი ზომის ხდება სასიცოცხლო ციკლის შემდეგ ეტაპზე. რაც ნიშნავს, რომ სასურველი ზომის ნახევრის მიღწევის შემდეგ გადადიხართ შემდეგ ეტაპზე.

ნაბიჯი 4: ყვავილობის სტადია - კვირტების დრო!

დადგა დრო დაკავდეთ კვირტების ფორმირებით. სიცოცხლის ეს ეტაპი ცნობილია, როგორც „ყვავილობის ეტაპი“.

  • ყვავილობის ეტაპი უნდა დაიწყოს მაშინ, როდესაც თქვენი მცენარე მიაღწევს სასურველი ზომის ნახევარს. ხშირ შემთხვევაში მცენარე ყვავილობის შემდეგ 2-ჯერ დიდი იზრდება, ამიტომ არ ღირს დიდი ხანი ლოდინი.
  • მოახდინეთ მცენარის სტიმულირება, გადაიყვანეთ 12/12 განათების გრაფიკზე.
  • დარწმუნდით, რომ გროვი „ღამის“ განმავლობაში იმყოფება სრულ სიბნელეში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ მიიღებთ ერთიან ყვავილედს .
  • განათების 12/12-ზე გადასვლიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში თქვენი მცენარე სწრაფად გაიზრდება. ზრდის ეს დაჩქარებული პერიოდი ცნობილია, როგორც „ყვავილობის პერიოდი“.
  • „ღამის“ ასეთი ყოველდღიური პერიოდით, თქვენ აძლევთ მცენარეს სიგნალს, რომ დღე იკლებს და მალე აცივდება. მცენარე, როგორც წესი იწყებს კვირტების ფორმირებას 12/12-ზე გადასვლიდან 2-3 კვირაში.

ყვავილობის სტადია

თუ თქვენ იყენებთ სასუქს, ახლა არის ყველაზე ხელსაყრელი დრო, დაიწყოთ მისი დამატება.

12/12 გრაფიკის და სასუქის დამატების გარდა, მცენარის მოვლის მეთოდი იგივეა, რაც ვეგეტაციის სტადიაში.

როდესაც თქვენი მცენარე იწყებს ყვავილობას, უნდა გადაამოწმოთ, რომ იგი ახდენს მდედრი (კვირტების) და არა მამრი კვირტების (მტვრის პარკუჭები ) ფორმირებას. შეგიძლიათ ამ ნაბიჯის იგნორირება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ ფემინიზირებულ თესლებს, რომლებიც მხოლოდ მდედრი კვირტების წარმოქმნის გარანტიას იძლევიან.

მამრი VS მდედრი

თავდაპირველად მდედრი ყვავილები თეთრ თხელ თმას მოგაგონებთ. შედეგად ისინი წარმოქმნიან გირჩებს.

მამრი მცენარე წარმოქმნის მტვრის პარკუჭებს , რომლების ყურძნის მტევანს მოგაგონებთ.

მტვრის პარკუჭები მოსაწევად საუკეთესო სტაფი ნამდვილად არ არის, თუ მტვერი გაიფანტება იმ ყველა კვირტს მოედება.

თუ თქვენ გეგმავთ თესლების მიღებას, რეკომენდირებულია გროვიდან მოაშოროთ მამრები.

გამოარჩიეთ მამრი მცენარეები და რაც შეიძლება მალე მოაშორეთ ისინი, რათა აიცილოთ თავიდან უხარისხო გირჩების მიღება.

მამრი კანაბისი (არ ახდენს გირჩების ფორმირებას) - მებაღეების უმრავლესობა მათ ყრის.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

მდედრი კანაბისი (აქტიურად ახდენს კვირტების ფორმირებას) - მდედრი მცენარე წარმოქმნის სენსიმილიას /კვირტებს, რომლის მიღებაც ყველა მებაღის სურვილია.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

რჩევები ყვავილობის დროს

ყურადღება მიაქციეთ მცენარეს და სწრაფად მოაგვარეთ ყველა პრობლემა.

მცენარეების უმრავლესობა დინამიურ ზრდას წყვეტს 6 კვირაზე, მაგრამ კვირტებს მაქსიმუმის მისაღწევად ჯერ კიდევ სჭირდებათ დრო.

ყველაზე რთულია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იქონიოთ მოთმინება, სანამ კვირტები იკვებება და მწიფდება. შეცდომაა იფიქროთ, რომ კვირტები მზადაა ხარვესტისთვის , მაშინ როდესაც ვიზუალურად ვეგეტაციის ფაზა დასრულდა. მაშინაც კი, როცა თქვენ ამას ვერ ამჩნევთ, გირჩები განაგრძობენ ზრდას და მომწიფებას.

ბუჩქების უმრავლესობა მოსავლის ასაღებად განათების 12/12-ზე გადასვლიდან 8-12 კვირაში მზადაა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ჯიშზე, რის მიხედვითაც დროის შუალედი შეიძლება იცვლებოდეს.

მდედრი - თხელი თმა

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

თანდათან გარდაიქმნება მადის აღმძვრელ გირჩებად

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

ნაბიჯი 5: მოსავლის აღების დრო

როდესაც მცენარე მზად იქნება მოსავლის ასაღებად, გირჩებზე არსებული თეთრი ბუსუსები გამუქდება და დაიხვევა .

მარიხუანას კვირტების მაგალითები, როდესაც ისინი მზად არის ხარვესტისთვის . ყველა ჯიში განსხვავებულია.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

თქვენ გაქვთ უფლება, თავად გადაწყვიტოთ მოსავლის აღების დრო. ამისათვის უნდა დაათვალიეროთ კვირტები გამადიდებელი შუშით, რათა უკეთ განსაზღვროთ მიაღწიეს თუ არა მათ პოტენციურ პიკს. ეს პროცესი ხორციელდება „ ტრიქომების “ დათვალიერებით, რომლებიც კვირტებზე წარმოიქმნება. როდესაც კვირტები აღწევს კანაბინოიდების დონის უმაღლეს ზღვარს, ტრიქომის თავები ხდება რძის ფერი - თეთრი. ლოდინმა, თუ როდის გახდება ტრიქომები ქარვის ფერი/ყვითელი, შესაძლებელია მოგცეთ მეტი სტოუნი და განტვირთვის ეფექტი.

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

როდესაც ტრიქომების თავები არის რძის ფერი - თეთრი , კვირტები აღწევს ტგკ და სხვა კანაბინოიდების ყველაზე მაღალ დონეს.

ნაბიჯი 6: გააშრეთ და დააძველეთ გირჩები

რომელი „მაგიური ინგრედიენტი“ იძლევა თეთრ ფერფლს, სინესტის არომატს და მოხმარებისას ყველაზე მაგარ ეფექტს? სწორი გაშრობა და დაძველება ! ამ ორი მანიპულაციის წყალობით შესაძლებელია განჯის ხარისხის 50%-ით გაზრდა.

გაშრობა (ყველაზე პოპულარული მეთოდი)

  • მოჭერით ტოტები და მოაშორეთ მათ დიდი ფოთლები.
  • დაკიდეთ ისინი ქვედა ნაწილით ზევით, დახურულ სივრცეში, მაგალითად კარადაში ან კარავში.
  • განახორციელეთ ტენიანობის და ტემპერატურის მუდმივი მონიტორინგი. საუკეთესო შედეგის მისაღწევად იდეალური ტენი არის 60%, ტემპერატურა 16-21გრადუსი.
  • თუ ტენიანობა დაბალია, გააშრეთ კვირტები მუყაოს ყუთში.
  • თუ ტენიანობა მაღალია, მალე გაჩნდება ობი და შეიქმნება რეალური პრობლემა. დაფიქრდით გამშრობის გამოყენებაზე.
  • ჰაერის ნაზი ცირკულაცია - მთელი პროცესის სწორ წარმართვას შეუწყობს ხელს.
  • კვირტებს შორის უნდა იყოს მცირე სივრცე. მათი ახლოს მდებარეობის შემთხვევაში ობის გაჩენის შანსები მეტია.
  • შრობის დასრულება მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც წვრილი ღეროები ადვილად ტყდება და არა იღუნება. ასევე კვირტები ადვილად და სუფთად უნდა შორდებოდეს .

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

დაძველება

  • როგორც კი კვირტები გაშრება, მოჭერით ზედმეტი ფოთლები.
  • კვირტები ჩადეთ ლიტრიან ქილებში, აავსეთ ქილა დაახლოებით 80%-ით.
  • დღეში ერთხელ გახსენით ქილები, რათა სუფთა ჰაერის ჩაშვებისას დარწმუნდეთ რომ ისინი არ დაინესტა და არ ეწებება ერთმანეთს.
  • ტენიანობის კონტროლისთვის გამოიყენეთ მინი გიგრომეტრი . იდეალური ტენი 55-62%-ია.
  • სურვილის შემთხვევაში ჩადეთ ქილაში ავტომატური დამატენიანებელი. ის შეინარჩუნებს დაძველებისთვის საჭირო ტენიანობას.
  • 2 კვირის შემდეგ შეგიძლიათ რამდენიმე დღეში გახსნათ ქილები და დროთა განმავლობაში შეამციროთ გახსნების სიმხშირე .

დაძველება დასრულებულად ითვლება 2 კვირაში, მაგრამ გირჩების ხარისხი შეიძლება უმჯობესდებოდეს რამოდენიმე თვის განმავლობაში.

ზოგიერთი შტამი იღებს მეტ სარგებელს დაძველებისგან , ვიდრე დანარჩენები. კანაბისის მოსავლის მიღების მაგალითი კვარცის ქილებში

კანაფის მოყვანის მოკლე სახელმძღვანელო

დროა დააგემოვნოთ თქვენი შრომის შედეგები!