თვალის მიდევნება
თვალის მიდევნება

თვალის მიდევნების სერვისის არსი იმაში მდგომარეობს რომ თქვენ შეგიძლიათ

on line რეჟიმში გზავნილის ადგილმდებარეობის გაგება – მოხერხებული მომსახურებაა, რომელსაც გთავაზობთ საქართველოსა და სხვა ქვეყნების ფოსტები. ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობისას და შეკვეთების განსახორციელებლად მას ჩვენ აქტიურად ვიყენებთ. თქვენ საშუალება გექნებათ თვალი ადევნოთ და აკონტროლოთ თქვენი გზავნილის ადგილმდებარეობა.

ყოველ გზავნილს ენიჭება საფოსტო იდენტიფიკატორი – ციფრების უნიკალური კომბინაცია. თქვენ უბრალოდ შეგყავთ იდენტიფიკატორი ფოსტის საიტზე და იგებთ ზუსტ ინფორმაციას თუ სად არის თქვენი გზავნილი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. ამ იდენტიფიკატორს ჩვენ ვიღებთ ფოსტაში თქვენი გზავნილის გაგზავნის მომენტში.

ჩვენ დაუყოვნებლივ გაცნობებთ თქვენი გზავნილის იდენტიფიკატორს, თუკი თქვენ მას მოითხოვთ. ამისათვის უნდა მოგვწეროთ მისამართზე mail@ganjaseeds.org, და გომოგვიგზავნოთ შესაბამისი მოთხოვნის ტექსტი,რის შესაბამისადაც ჩვენ გამოგიგზავნით საპასუხო წერილს და გაცნობებთ თქვენი გზავნილის საფოსტო იდენტიფიკატორს.

ამ მექანიზმს აქვს მთელი რიგი ნიუანსები. გზავნილის გაგზავნის შემდეგ მისი იდენტიფიკატორი შეჰყავთ საერთო საფოსტო ბაზაში. თუმცაღა დრო გზავნილის გაგზავნიდან და მის შესახებ პირველი ინფორმაციის გამოჩენამდე ფოსტის საიტზე შეიძლება იყოს განსხვავებული. ხანდახან ეს განსხვავება ძალიან მცირეა და ინფორმაცია გზავნილის გაგზავნისთანავე მომენტალურად ჩნდება საიტზე, ხოლო ხანდახან ეს სხვაობა 7 დღესაც კი აღწევს. ამასთან, ეს ყოველივე სულაც არ მიუთითებს გზავნილთან დაკავშირებულ რაიმე სახის პრობლემებზე, სულაც არა, გზავნილი შესაძლებელია უკვე იმყოფებოდეს მიმღების საფოსტო განყოფილებაში.

მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს გზავნილზე თვალის მიდევნება შეგიძლიათ მოცემულ ბმულებზე: გზავნილის ძიება შესატყვის გრაფაში უნდა შეიყვანოთ იდენტიფიკატორი. საკუთარი გზავნილზე თვალყურის დევნება შეგეძლებათ ნებისმიერი ქვეყნიდან, რომლის საფოსტო სერვისებში შედის თვალყურის მიდევნების სერვისიც. მაგალითად: თუ თქვენ შეუკვეთეთ გზავნილი რუსეთიდან საქართველოში. პირველად იდენტიფიკატორი გზავნილს მიენიჭება რუსეთის ფოსტის მიერ და მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე. როგორც კი გზავნილი დატოვებს რუსეთის საზღვრებს და გადმოვა საქართვველოში, უკვე თვალყურის დევნება შეგეძლებათ საქართველოს ანალოგიური სერვისის საშუალებით.

ჩვენ გვსურს გასაკუთრებულად მივაპყროთ თქვენი ყურადღება იმ ფაქტს, რომ გზავნილის გადაგზავნისა და მიწოდების პროცესზე არ ვიღებთ პასუხისმგებლობას. ამ საკითხთან დაკავშირებული შეკითხვებისა და პრობლემების შემთხვევაში თქვენ უნდა მიმართოთ შესაბამისი საფოსტო ოპერატორის ცხელ ხაზზე.