კანაფის მოყვანა - რჩევები პროფესიონალებისგან

GanjaSeeds 08 მაისი 2020

შინაარსი

  1. ბრეტ იტონი. მებაღეობის დირექტორი, American Cannabis Co. / / დენვერი, კოლორადო
  2. სკოტ ლოური. აღმასრულებელი დირექტორი Global Organics || ტეკომსე, ონტარიო
  3. სტენ გორსკი. Gorski Is Growing მფლობელი // კოლუმბუსი, ოჰაიო
  4. დევინ ლაილზი. წარმოების ვიცე პრეზიდენტი, ფერმა // ბოულდერი, კოლო
  5. ნიკ იზლი და ადამ კოხი. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი თანამშრომელი 3C-comprehensive cannabis counseling // დენვერი, კოლორადო

კანაბისის ინდუსტრიის ზრდასთან ერთად იზრდება ცოდნის ბაზაც, რომელსაც კანაფის საქმის მსხვილი მოთამაშეები გვიზიარებენ. Cannabis Business Times ჩაატარეს გამოკითხვა მსხვილ მაგნატებს და კერძო მონაწილეებს შორის, მათი პრაქტიკის შესახებ, რომელიც მთლიანად ზრდის პროცესს მოიცავდა - განათებიდან და სასუქებიდან დაწყებული, კულტივაციის სპეციალიზირებული მეთოდებითა და დიზაინერული ინოვაციებით დამთავრებული (აეროპონიკა და მცენარეთა ვერტიკალური მოთავსების ტექნიკა).

კანაფის მოყვანა

ამ სტატიაში ჩვენ შევარჩიეთ საუკეთესო ხრიკები და რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ მიიღოთ მაქსიმალურად დიდი და კარგი მოსავალი, მინიმალური ძალისხმევით. პროფესიონალებმა გაგვიზიარეს რჩევები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ როგორც დამწყებმა, ასევე გამოცდილმა გროვერებმა.

1. ბრეტ იტონი. მებაღეობის დირექტორი, American Cannabis Co. / / დენვერი, კოლორადო

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია არსებული ფართის მთლიანად გამოყენება

სახლის პირობებში კანაფის მოყვანა, როგორც წესი, გულისხმობს მხოლოდ ჰორიზონტალური ზედაპირის გამოყენებას. სტრანდარტული აზროვნებით, გროვერი უგულებელყოფს შესაძლებლობას გამოიყენოს არა მხოლოდ ძირი, არამედ კედლებიც, მათზე ნაჭრის „ჯიბეების“ განლაგების საშუალებით.

პროფესიონალიზმი

ყველაზე ხარისხიანი მოსავალი მიიღება კვალიფიცირებული პერსონალის ხარჯზე, რომელსაც ესმის კულტივაციის სისტემის წვრილმანი ნიუანსები. გროვერები, რომელთაც სურთ მიიღონ ღირსეული მოსავალი, უნდა ფლობდნენ საკმარის თეორიულ ბაზას და გამოცდილებას. ზედმეტი არ იქნება სასარგებლო სტატიების გადაკითხვა მიკროკლიმატისა და მოწყობილობების გამოყენების შესახებ. კანაფის საწარმოო მასშტაბებით წარმოება გულისხმობს გამოცდილი სპეციალისტების აყვანას, რომელთაც ესმით, როგორ დააპროექტონ და გააკეთონ მოწყობილობა კულტივაციისთვის, როგორ შეინარჩუნონ გარემოს პარამეტრები, შეეძლოთ ხარჯების ანალიზი და სარგებელი, მართონ სამუშაო პროცესები.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა მცირე მონაკვეთებზე

სიახლეების დანერგვა ზოგჯერ იწვევს არასასურველ შედეგებს. მაგალითად, მოწყობილობის დამატებამ გარემოს პარამეტრების გათვალისწინების გარეშე ან ენერგომოხმარებამ შეიძლება შექმნას პრობლემები. გარდა ამისა, მებაღემ არასდროს არ უნდა დატესტოს ახალი ტექნიკა ფერმის სრულ ფართობზე.

არ იფიქროთ, რომ სარდაფში ზრდის მეთოდები გამოდგება დიდ მასშტაბებზე

სარდაფში და გროუბოქსში გამოყენებული კულტივაციის ტექნოლოგიის გატანა დიდ მასშტაბებზე არ შეიძლება.

2. სკოტ ლოური. აღმასრულებელი დირექტორი Global Organics || ტეკომსე, ონტარიო

კანაფის მოყვანა

დიდი ფესვები - მეტი გირჩები

ფესვთა სისტემის ზრდის დაჩქარების ერთ-ერთ გავრცელებულ მეთოდს წარმოადგენს მიკორიზული დანამატები, რომლებიც იყენებენ სიმბიოტურ ასოციაციას სოკოსა და ფესვებს შორის. სოკო ახდენს ფესვების ზრდის სტიმულირებას და ზრდის საკვები ნივთიერებების შთანთქმის უნარს ნებისმიერი გარემოდან, რომელსაც თქვენ ირჩევთ (ჰიდროპონიკა, ნიადაგი, ქოქოსის ბოჭკო და სხვა).

მცენარის დანამვის გრაფიკი

კანაბისის პათოგენებით და ანტიგენებით დანამვის მუდმივი ღამის გრაფიკით, მოახდენს ფესვების ზრდის სტიმულირებას და გააუმჯობესებს ყვავილედების წარმოქმნას.

ვარჯიში მცირე სტრესით

LST ტექნიკით მარიხუანის მოყვანა გახლავთ მოსავლის გაზრდის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი. ის გულისხმობს ტოტების გადახრას საჭირო მიმართულებით, რის ხარჯზეც მთელი მცენარე ღებულობს საჭირო განათებას. ფერმერების უმრავლესობა, რომელიც იყენებს LST, ცდილობს მოახდინოს საშუალო სიმაღლის ხშირი ბუჩქების ფორმირება.

Super-cropping

შემოჭრის ეს ტიპი არ ჰგავს მეთოდს, როდესაც მებაღე ნერგის ფაქტიურად ნაწილს ჭრის. ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გადაიხაროს ის ტოტები, რომლებიც მთავარ ღეროსთან მდებარეობს, რის შემდეგაც სწრაფად იზრდება ქვევით მდებარე ტოტები.

FIMming

ეს მეთოდი გულისხმობს ბუჩქის ზედა ნაწილის გაშლას (მიმაგრებას). ეს გახლავთ შედარებით მარტივი ტექნიკა, რომელიც დაეხმარება ბუჩქს მიიღოს სინათლის შეღწევისთვის მოსახერხებელი ფორმა. ასეთი მეთოდის გამოყენების დროს თითოეული ტოტი ისხამს დიდი რაოდენობით გირჩებს და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბუჩქს ერთდროულად რამდენიმე მთავარი ღერო აქვს.

არ შეამციროთ ვეგეტაციის პერიოდი

ამ მინიშნების ფორმულა მარტივია - რაც უფრო დიდია ზომა, მით მეტია მოსავალი. არ დააჩქაროთ მცენარეები და მიეცით მათ ვეგეტაციის პერიოდში ყოფნის საშუალება 8-10 ვირის განმავლობაში.

შეინარჩუნეთ CO2 მაღალი დონე

ნახშირრორჟანგის სტაბილურად მაღალი დონე, დაახლოებით 1500 წილი მილიონზე, განაპირობებს მოსავლის ზრდას 30%-მდე, თუ ყველაფერი შესრულდება სწორად. მცენარე ნახშირრორჟანგს იყენებს ფოტოსინთეზიზსთვის. СО2 დადებითად მოქმედებს კვირტების სიმკვრივეზე.

ყურადღება გაამახვილეთ ხარისხზე

ხარისხი შემოსავლის მაქსიმიზაციაზე მნიშვნელოვანია.

კანაფის მოყვანა

დარჩით მზარდი ტენდენციების საქმის კურსში

TLO ანუ კულტივაციის ორგანული სტილი - ნამდვილად მაღალი დონის მეთოდია, თუმცა მებაღე წირავს ჰიდროპონიკის პერსპექტივებს, პროდუქცია TLO ფასდება ბევრად მეტად.

თვალი ადევნეთ ტრენდებს

თვალი ადევნეთ კანაბისის ინდუსტრიის სიახლეებს, გამოცადეთ კულტივაციის ახალი ტექნიკები, სცადეთ ახალი ჯიშების მოყვანა. იყავით მოვლენების საქმის კურსში. შეიძინეთ სამაგიდო წიგნი კულტივაციის თითოეული პროცედურის აღწერით.

3. სტენ გორსკი. Gorski Is Growing მფლობელი // კოლუმბუსი, ოჰაიო

ქვედა ტოტების შემოჭრა

მიუხედავად იმისა, რომ ქვედა ტოტები არ მიიღებენ სინათლის საკმარის რაოდენობას, ისინი მაინც აკლებენ ზედა ტოტებს ენერგიას. ყვავილობის მეორე კვირას, როდესაც ბუჩქები 80%-ით მიაღწევენ თავის ზომას, ქვედა ტოტები მთლიანად შორდება. თუ ბუჩქის სიმაღლე შეადგენს 150 სანტიმეტრს, თამამად შეგიძლიათ მოაშოროთ ქვედა ტოტები სუბსტრატიდან 30 სანტიმეტრ სიმაღლეზე.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც აშორებენ გაშლილ ფოთლებს, მაგრამ უმჯობესია მათი დატოვება. ფოთლები ინახავენ საკვებს მცენარეებისთვის. თუ ბუჩქს აქვს დეფიციტი და ის საჭიროებს რამეს, პირველი, რასაც ის აკეთებს, - ფოთლებიდან იღებს ენერგიას.

მოიპოვეთ ინფორმაციის სანდო წყაროები

ინფორმაციულ საუკუნეში ძალიან რთულია სიმართლისა და ტყუილის გარჩევა სხვა და სხვა წყაროებს შორის. თემატურ ფორუმებზე ინფორმაციის წაკითხვისას არასდროს შეიძლება დანამდვილებით ითქვას, აქვს თუ არა ავტორს წარმოდგენა კანაფის მოყვანაზე და ესმის თუ არა მას ფლორის წარმომადგენლების. ყველაფერი, რაც მებაღემ უნდა იცოდეს, მოიძებნება ხორხე სერვანტესის წიგნში.

დაიწყეთ ერთი ჯიშით

კანაფის მოყვანა - საინტერესო საქმიანობაა და გროვერს სურს ერთდროულად რამოდენიმე შტამის მოყვანის მცდელობა განახორციელოს. დამწყებ მებაღეებს ურჩიეთ მოძებნონ ის ჯიში, რომელიც მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. ისწავლეთ მისი მოყვანა, გაიგეთ არჩეული ჰიბრიდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ზოგიერთ გროვერს მოჰყავს ერთი შტამი 10-15 წელი. განახორციელეთ კლონირება.

როგორც კი თქვენ შეძლებთ ერთი ფენოტიპისგან საუკეთესო პროდუქტის მიღებას, თამამად შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა შტამებზე. თქვენ შეძლებთ შეადაროთ მახასიათებლები, უფრო მარტივად შეძლებთ გამოავლინოთ პრობლემები.

4. დევინ ლაილზი. წარმოების ვიცე პრეზიდენტი, ფერმა // ბოულდერი, კოლო

კანაფის მოყვანა

იპოვეთ ბალანსი

მე ვიტყოდი, რომ ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ მაქსმალურად გავზარდოთ სივრცე და დავტიოთ მასში რაც შეიძლება მეტი მცენარე. ბევრს არ ესმის, რომ ეს ყოველივე უნდა იყოს დაბალანსებული, შენარჩუნებული უნდა იყოს ოპტიმალური მიკროკლიმატი, რომლის დროსაც არ წარმოიქმნება მავნებლების შემოსევის რისკი და ობის ეპიდემია.

ერთ-ერთ ოქროს წესში იგულისხმება, რომ შეუზღუდავად იყოს ხელმისაწვდომი თითოეული ნარგავი. ქოთნების მჭიდროდ განლაგება გროვერს არ აძლევს საშუალებას დროულად აღმოაჩინოს დაზიანების კერა და აღმოფხვრას იგი.

იპოვეთ ეფექტური ტექნოლოგიები

გროვერის ძირითადი ამოცანაა - გააკეთოს ყველაფერი, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს სივრცე. დღეისათვის გაყიდვაში არის განათებები HPS ორმაგი ნათურებით. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მათი გამოყენებით შესაძლებელია კვადრატული მეტრიდან ბევრად მეტი სარგებლის ნახვა.

5. ნიკ იზლი და ადამ კოხი. მთავარი აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი თანამშრომელი 3C-comprehensive cannabis counseling // დენვერი, კოლორადო

კანაფის მოყვანა

შეარჩიეთ სანდო, ხარისხიანი განათება

კანაფის მოყვანისთვის საჭიროა არა მხოლოდ დრო, არამედ საჭირო მოწყობილობებიც. სინათლის ხარისხი გახლავთ ერთ- ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოსავლის ხარისხს.

გამორეცხვა

იმისათვის, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის პროდუქტი, პლანტაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს სუფთა, pH ოსმოსურად სწორად დაბალანსებული წყლით, ყვავილედების მოკრეფამდე 2 კვირით ადრე მაინც. 3 კვირის განმავლობაში ასეთი გამორეცხვა განაპირობებს სირბილეს მოწევისას გირჩების დაძველების გარეშეც კი.

არ გააშროთ ზედმეტად

თქვენ შეიძლება იყოთ მსოფლიოში საუკეთესო გროვერი, მაგრამ თუ არ გააშრობთ გირჩებს სწორად, მათი ხარისხი არ იქნება დამაკმაყოფილებელი. გაშრობა უნდა მოხდეს შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება და რომელშიც არის ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი. გამოშრობა ხდება სიბნელეში. ყვავილედების ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება მათი შუშის ქილებში შენახვის შემდეგ, არანაკლებ 1 თვისა.

გახსოვდეთ: მეტი - არ ნიშნავს უკეთესს

ზოგიერთი გროვერი აყენებს დიდი რაოდენობით ნათურებს გროუბოქსში. ისინი ფიქრობენ, რომ ბევრი სინათლე განაპირობებს დიდ მოსავალს, მაგრამ ავიწყდებათ ჰაერის გათბობის ტენიანობის დონის შესახებ, რასაც მივყავართ მოსავლის რაოდენობის შემცირებასა და სხვა პრობლემებთან. ზოგი ზედმეტად კვებავს მცენარეს, ფიქრობენ, რომ აზოტის, ფოსფორის და კალიუმის დიდი რაოდენობა მისცემთ დიდი და მკვრივი კვირტების ფორმირებამდე. ასეთ ქმედებებს შეუძლიათ საფრთხე შეუქმნან მცენარეებს.

არ შეგეშინდეთ მავნებლების

მებაღეები ამუშავებენ მცენარეებს პესტიციდებით. ზოგჯერ ძალიან ხშირად ან ძალიან მაღალი კონცენტრაციით. ასეთი მიდგომა არასწორია. ქიმიკატების ზედმეტი რაოდენობა იწვევს მრავალ დაავადებას. ყველაზე კარგია მოხდეს მავნებლის დიაგნოსტირება და აღმოიფხვრას პრობლემა. მაგალითად თუ მრავლდება ტკიპა ყოველ 5 დღეში, მცენარის ყოველ მეორე დღეს დამუშავება სარგებლის ნაცვლად ზიანს მოგვიტანს.

არ გადატვირთოთ თქვენი სივრცე

კულტივაციისთვის კეთილმოწყობილ ოთახებში რთულია გადაადგილება. სირთულეებია სევე წარმოიქმნება მორწყვის, შემოჭრის, საკვები დანამატების შეტანის და სხვა მებაღეების დავალებების სირთულეები. დამწყებმა შეიშლება მაქსიმალურად აითვისოს სივრცე მოსავლისთვის და შემდეგ ვერ შეასრულოს საჭირო პროცედურები.

ყველა რჩევის გათვალისწინებით, კანაფის მწარმოებლის თეორიული ბაზის დონე იზრდება, ხოლო ცოდნის გამოყენებით პრაქტიკაში ის მიიღებს ახალ რეკორდულ შედეგებს.