მაშ ასე, კანაფის თესლი გაღვივდა და ჩარგული იქნა მიწაში. მას შემდეგ, რაც ის გაფესვიანდება, დაიწყება მცენარის ზრდის ახალი ეტაპი - ვეგეტაცია. ამ ეტაპზე, თუ ყველა პირობა დაკმაყოფილებულია, კანაფი იწყებს ზრდა, იძენს მასას, იწყება ცენტრალური ღერძის წარმოქმნა, ბუჩქის სტრუქტურის ფორმირება, ყალიბდება ტოტები და ფოთლები. 3-6 კვირის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ განსაზღვროთ - მცენარის სქესი. ეს ნიშნავს, რომ მცენარე მზად არის შემდეგი ნაბიჯისთვის - ყვავილობისთვის.
ვეგეტაციის სტადია შეიძლება გაგრძელდეს ძალიან დიდხანს, რეალურად უსასრულობამდე, ყვავილობა ხომ მთლიანად დამოკიდებულია განათების რეჟიმზე, გარდა ავტოყვავილებადი კანაფის ჯიშებისა, მაგალითად როგორიც არის Lowryder. განათების რეჟიმი ვეგეტაციური პერიოდისას ფოტოპერიოდული ჯიშებისთვის სტანდარტულია. როგორც წესი, ეს არის 18 საათიანი ნათება და 6 საათი სიბნელის რეჟიმი (18/6). პრინციპში, საკმარისია შუქზე დარჩეს 14 საათზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ მცენარემ გააგრძელოს ვეგეტაციის პერიოდი. მხოლოდ განათების რეჟიმის შეცვლით 12/12 -ზე, მცენარე იწყებს ყვავილობას.
თუ მცენარეს 24 საათის განმავლობაში ამყოფებთ განათების ქვეშ მისი გამორთვის გარეშე, მაშინ 12/12 რეჟიმზე გადაყვანა შეგიძლიათ მაშინვე, განათების პერიოდის თანდათანობით შემცირების გარეშე. მცენარე კარგად იტანს მსგავს მოქმედებას.
იყავი პირველი!