უნივერსალური მიდგომა ჰიდროპონიკით კვებისადმი

GanjaSeeds 28 აპრილი 2020
სათაური

ჩვენი ამოცანა არის მივიღოთ ძლიერი ნაძვები მძიმე წებოვანი თავთავებით. კარგი მოსავლისთვის ბუჩქებს ბევრი სულ არ სჭირდებათ.

სასუქის მომზადება. მაკროელემენტები

მთავარი - N, P და K - და კიდევ სამი ელემენტი, რომლებიც ასევე გახლავთ მაკროელემენტები Ca-Mg-S.

პარამეტრი NPK - ეს გახლავთ სამეული, რომლითაც ჩვენ ვმართავთ სრულ ციკლს მოსავლის მიღებამდე.

საბაზისო საკვები - გახლავთ კონცენტრატების ორკომპონენტიანი კომპლექსი - ბიუჯეტური და აუცილებლად ხარისხიანი. ყურადღებით იყავით შერჩევისას, რადგან ბაზის ხარისხი განაპირობებს ყველა დანარჩენი ქმედების შედეგს.

ხარისხის ძირითადი მახასიათებელი გახლავთ ინფორმაციული ეტიკეტი. თუ ეტიკეტზე გაურკვევლად არის ახსნილი ელემენტების თანაფარდობა, არ შეაჩეროთ არჩევანი. განვიხილოთ იაფი დაბალანსებული სასუქი.

მოცულობა 1

მოცულობა 1

მოცულობა 2

მოცულობა 2

წარწერა არის ინგლისურად, მაგრამ ინგლისურის არ ცოდნის შემთხვევაშიც მარტივად გასაგებია, თუ რა იგულისხმება. მითითებულია მაკროელემენტი, ქიმიური ფორმა და ხსნარში მისი შემადგენლობის პროცენტი.

ნუტრიენტების მიწოდების ზუსტი კონტროლისთვის მოგიწევთ ეტიკეტზე მოცემული ინფორმაციის თარგმნა თქვენთვის გასაგებ ენაზე.

ბოთლიდან სითხეს გავზომავთ მილილიტრებში შპრიცით ან ნებისმიერი სხვა საზომით. ხსნარის მომზადებისას ორიენტირება უნდა მოვახდინოთ ppm მაჩვენებელზე, რაც იმით აიხსნება, რომ ლიტრი წყალი მასით უდრის დაახლოებით ერთ კილოგრამს, ან ათას გრამს, ან მილიონ მილიგრამს. ჩვენს მიერ გამოყენებული აბრევიატურა ppm ნიშნავს "parts per million" - ქართულად "მილიონის ნაწილი".

ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანა იქნება თითოეული ელემენტის მოცულობის განსაზღვრა მილიგრამებში ერთ მილილიტრ კონცეტრატში, რაც შემდგომში დაგვეხმარება ბუჩქებს მივაწოდოთ მინერალების სწორედ ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა კონკრეტულ სიცოცხლის ეტაპზე.

გამოთვლილი ციფრები უნდა ჩავიწეროთ, მაქსიმალური სიზუსტისა და კომფორტისათვის შექმენით ელექტრონული ცხრილი მსგავსად ქვემოთ მოყვანილი მაგალითისა - მიაქციეთ ყურადღება, რომ მასში წარმოდგენილი ზოგიერთი ზოგიერთი სიდიდე უკვე გაანგარიშებული და შეფარდებულია.

 რომ მასში წარმოდგენილი ზოგიერთი ზოგიერთი სიდიდე უკვე გაანგარიშებული და შეფარდებულია

პირველი ორი ხაზი - გახლავთ ჩვენი ბოთლები, მესამეში კი წარმოდგენილია სუფთა ელემენტების ჯამი ორივე მოცულობიდან - თუ ავიღებთ მილილიტრს თითოეულიდან.

შემადგენლობის შესწავლის შემდეგ, ვწყვეტთ, თუ რამდენად მოსახერხებელია მაკროსასუქი სწორი დოზირებისათვის.

ამას ვერ გავაკეთებთ, თუ არ გავიაზრებთ, თუ რა სჭირდება კანაფს მისი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე.

გროვერები ციკლს პირობითად 5 ნაწილად ყოფენ:

  • პრევეგეტაცია;
  • ვეგეტაცია;
  • ყვავილობის წინა პერიოდი;
  • ყვავილობა;
  • მზადება ხარვესტისთვის.

რა თქმა უნდა, ზრდის ყოველ ეტაპზე კვება იქნება განსხვავებული.

არ უნდა დავივიწყოთ აზოტის გლობალური როლი პლანეტაზე და ჩავთვალოთ იგი წამყვან ორიენტირად კვების სისტემაში.

წარმოგიდგენთ ვეგეტაციის ეტაპს, სადაც აზოტი და კალიუმი საჭიროა დიდი რაოდენობით, ხოლო ფოსფორის აუცილებლობა ნაკლებია.

დავუშვათ, რომ ფორმულა შემდეგნაირად გამოიყურება: 150/50/200.

ორივე ბოთლის ეტიკეტებზე წარმოდგენილ ციფრებზე ორიენტირებით ვარჩევთ აზოტის საჭირო კონცენტრაციას.

არსებობს რამოდენიმე ვარიანტი:

  • ავიღოთ 5 მლ. პირველი შეფუთვიდან - ხსნარში არ იქნება ფოსფორი;
  • ავიღოთ 15 მლ. მეორედან -მივიღებთ ფოსფორის სამჯერ გადაჭარბებულ ოდენობას;
  • ავიღოთ 4 პირველიდან და სამი მეორედან, მივიღებთ NPK 150/39/166.

მესამე ვარიანტში აზოტი საკმარისია, მაგრამ გვიწევს დანარჩენი ორი ელემენტის ამოწევა.

ფოსფორი - მეორე მაკროელემენტია, რომელიც ხშირად მოსდით ზედმეტი თავთავების წარმოქმნის სტიმულირების მოყვარულებს. სამაგიეროდ იშვიათად გვხვდება კალიუმის ზედმეტობა, რადგან მას მცენარე ადვილად იტანს.

ჩვენ ვუახლოვდებით "ყვავილობის ბუსერის" თემას, რომელმაც, მწარმოებლების თქმით უნდა მოგვცეს უზარმაზარი და ქვის სიმტკიცის გირჩები.

ყველაზე მარტივია დავამატოთ იაფფასიანი კალიუმის მონოფოსფატი, თუმცა იგი ყოველთვის როდი უხდება მცენარეს, რადგან ფოსფორის დონის მატებისას ყოველთვის არ არის შესაძლებელი კალიუმის დონის ზრდა.

დავუშვათ, რომ გვაქვს Hesi PK და ვამატებთ ნახევარ ნატეხს. მივიღებთ NPK 150/59/226.

იდეალურთან საკმაოდ მიახლოებულია 150/50/200. თქვენი სიტუაციის მიხედვით PK შეიძლება იყოს სასარგებლო ან მავნე. აი სხვა მაგალითი - ჩვენ უნდა ვკვებოთ გირჩები ორი სასტარტო კვირის განმავლობაში 11/13. დავუშვათ თქვენ აირჩიეთ თანაფარდობა მაკრო 120/100/220.

შევურიოთ ჩვენთვის სასურველი სასუქები: : 3 მლ А+ 3 მლ В = 120/39/149 და დავუმატებთ 2 მლ РК, მივიღებთ 120/117/269.

მივიღებთ ზედმეტი რაოდენობის ფოსფორს, რამაც უმნიშვნელო გამოხატულების გარეშეც შეიძლება მიგვიყვანოს სერიოზულ პრობლემებამდე. ხოლო თუ დავამატებთ თუნდაც 1,5მლ РК-ს, მივიღებთ NPK 120/98/239.

ეს პროცესი არ არის რთული, მაგრამ არის უნივერსალური. მაგალითად, ყვავილობის მეხუთე კვირაზე სასურველია კალიუმის შემცველობის მომატება, რათა კვირტები უფრო აქტიურად მწიფდებოდეს.

აი აქ ვაწყდებით ფოსფორ - კალიუმის დანამატების გამოყენების პრობლემას.

საუკეთესო გადაწყვეტილებაა - იპოვოთ და შეიძინოთ მონოკალიუმი და მონოფოსფორი. ცხრილში მოყვანილია ამ ელემენტების შემცველობა - მილიგრამი ლიტრ დანამატში. მონო P და მონო K უფრო შეღავათიანია, ვიდრე მფკ, ეს ინგრედიენტები ადვილად იძებნება ინტერნეტში.

ჩვენ გავერკვიეთ ძირითადი მაკროელემენტების დონის კონტროლში, ახლა მივაქციოთ ყურადღება კალციუმს, მაგნიუმს და გოგირდს. არც ისე იშვიათად მათი შემადგენლობა ონკანის წყალში საკმარისია - ორიენტირება გააკეთეთ TDS-მეტრის ციფრზე 250 ppm შუალედში. 200-ზე დაბალი და 300-ზე მაღალი, სასურველია ოსმოს ფილტრის და ე.წ. CalMag პროდუქტი, - ის ადვილად მზადდება დამოუკიდებლად უბრალო მარილებისა და წყლის გამოყენებით. მიიყვანეთ ოსმოტიკური წყალი 250 ppm კალმაგით და მშვიდობაში მოიხმარეთ.

მაკროელემენტებისადმი მიძღვნილი პუნქტის დასკვნაში, გავიხსენოთ წარმატების შემადგენელი ნაწილები:

  • ორკომპონენტიანი იაფფასიანი ბაზა;
  • მონოფოსფორი და მონოკალიუმი NPK პროპორციების ზუსტი დაცვისათვის, ან მფკ - იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული კომპონენტები არ იშოვება.

ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ ბაზა მიკროელემენტების გარეშე უფრო მიზანშეწონილია - თუ რატომ, შემდგომში გავერკვევით.

მიკროელემენტები

კანაფი საჭიროებს დაახლოებით ერთნაირ კონცენტრაციას ყველა სტადიაზე, ამიტომ ყველაზე ადეკვატური ვარიანტი იქნება შესაფერისი კომპლექსის შეძენა ხელატის სახით.

ასეთი გადაწყვეტილება მოგვცემს საკვები ხსნარის შედარებით მართვად რეგულირების საშუალებას.

ქვემოთ მოცემულია - Valagro ფირმის და შედარებით იაფი ანალოგის Rexolin APN შედარება.

მიკროელემენტები

ხელატი - გარკვეული ელემენტის გარშემო არსებული გარსია, რომელიც მატებს მას ხელმისაწვდომობას და არ აძლევს მას არასასურველ რეაქციებში შესვლის საშუალებას.

თანამედროვე ბაზარზე არსებული ხელატის კომპლექსების უმეტესობა - EDTA- არის პროდუქტები რომლებიც კარგავს სტაბილურობას pH 6.3-დან გარემოში.

პრაქტიკაში კი მომატებული pH უმოკლეს დროში ანგრევს ხელატს და მცენარისთვის მაკროელემენტები ხდება მიუწვდომელი. თუ თქვენ იყენებთ ხელატის შემცველ მაკრო სასუქებს და მოკლე დროში კომპოტი გახდება ბლანტი, დარწმუნებულნი იყავით რომ pH დონემ მოიმატა და ხელატები "წამოცვივდა".

დაიმახსოვრეთ და მიჰყევით წესს: შერევისას დაამატეთ ყველა კომპონენტი გარდა ხელატებისა, შემდეგ დაიცადეთ რამოდენიმე დღეღამე და დაელოდეთ იონების და pH ბალანსის დასტაბილურებას. როდესაც მჟავიანობა გასწორდება, დაწიეთ ის 5,5-მდე და ამატეთ ხელიატის მიკრო. შემდგომ ამოწმეთ მჟავიანობა და არ დაუშვათ მისი მომატება 6,1-ზე მეტად.

მშობელი მცენარეების კვება

ბუჩქები, რომლებიც ხანგრძლივად იმყოფება ვეგეტაციის მდგომარეობაში, მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას.

პირობითად "დედები" შეიძლება განვაკუთვნოთ ორ ჯგუფს - ისინი, რომლებმაც უნდა მოგვცეს ჩითილი მომავალი გროვისათვის და ისინი, რომლებიც დაელოდებიან თავიანთ დროს.

ბოქსი "დედებისთვის" როგორც წესი, არის შედარებით მცირე ზომის, ამიტომ გვიწევს სასურველი ღვივების მისაღებად მეტი სივრცის გამონახვა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ სუსტ კლონებს. შესაბამისად, მოგვიწევს დანარჩენი ბუჩქების შეჩერება.

მაშ ასე, პირველი ჯგუფისათვის სასურველია NPK დამატება 200/100/300 ფარგლებში. ასეთი მიდგომა განაპირობებს წანაზარდების დაგრძელებას და ხშირ ფოთლებს.

ქვემოთ მოყვანილ ფოტოზე ორი მშობელი ნაძვი ემზადება ჩითილის მოსაცემად, დანარჩენები იცდიან.

მშობელი მცენარეების კვება

pH დონე ჰიდროპონიკაში

კრიტიკულად მნიშვნელოვანია მჟავიანობის დონის შენარჩუნება ჰოდროპონიკისათვის მისაღებ ფარგლებში. ამაში დაგეხმარებათ pH მეტრის რეგულარული "კალიბროვკა" და "კალიბროვკის" ხსნარის ცვლა. არ დაგავიწყდეთ შენახვის წინ ელექტროდის გავლება, რათა მასზე გაჩენილმა მარილებმა არ იმოქმედონ დანადგარის ჩვენებაზე. ასევე, უმჯობესია 1-1,5 წელიწადში ერთხელ ელექტროდის ან დანადგარის შეცვლა.

pH გადახრები იწვევენ დისბალანსს კვებაში, ხოლო ამ პრობლემის მოგვარება ცალკეული მონოელემენტების დამატებით საშიშია მოსავლისთვის, სწორედ ასეთ გამოსავალს მიმართავენ ახალბედები. თუ ნარგავები დაავადდა, ან ნელა იზრდება, შეამოწმეთ pH და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ სხვა პრობლემების ძებნა.

მჟავიანობის რყევა - არა მხოლოდ ნორმალური, არამედ სასურველი მოვლენაც არის, რადგან სხვა მაჩვენებლებთან ერთად გვაძლევს კანაფის კვების პროცესზე დაკვირვების საშუალებას.

როგორ ხდება ეს ყოველივე პრაქტიკაში?

შედარებით მარტივად, ვიდრე თეორიაში - რა თქმა უნდა თუ გაგვაჩნია დანადგარები კონტროლისთვის.

გროვერები აღნიშნავენ, რომ წყალში სასუქის დამატება ამცირებს მის მჟავიანობას, რაც მეტია დოზა, მით უფრო იკლებს pH.

ეს თვისება მეტად გამოკვეთილია მოყვავილე კანაბისის სასუქში, რადგან კალიუმი და ფოსფორი სასუქში წარმოდგენილია ოქსიდის სახით.

რევერს - სისტემაში ხსნარის კონტროლის ძირითადი წესები

1. ppm ნელა იკლებს, рН ნელა იმატებს.

თუ სახეზე გაქვთ ასეთი სურათი, ყველაფერი წესრიგშია. საკვები ნივთიერებების დაბალი დონე იწვევს დეფიციტს მცენარეებში - არ აძლევს ტენიანობის შეწოვის საშუალებას, თუ ის არ გათავისუფლდება უკვე არსებულისგან. ეს ნიშნავს, რომ მაღალი ტემპერატურა და ინტენსიური განიავება მოითხოვს "კომპოტის" კონცენტრაციის დაწევას, რათა არ გამოიწვიოს ზედმეტი დოზა.

ნორმის დროს მარილის დალექვა ხდება ნელა - თუ ეს პროცესი სწრაფია - მოუმატეთ საკვები ნივთიერებების კონცენტრაციას.

2. ppm იმატებს, рН იკლებს

ასეთ შემთხვევაში სასწრაფოდ დაწიეთ ppm. ასეთი სიტუაცია გამოწვეულია იმით, რომ წყალი ნუტრიენტებზე მალე იხარჯება და ხსნარი იღებს მინერალებს მცენარისგან. არ დაუშვათ მსგავსი სიტუაციები.

ასეთი სიტუაცია მოითხოვს ppm ზომის სასწრაფო ცვლილებას კლებისკენ. ppm მომატება - წყლის დიდი რაოდენობით მოხმარების შედეგია ნუტრიენტებთან შედარებით და მიცემის ნაცვლად, ხსნარი იწოვს მათ მცენარისგან. ანალოგიურად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი ტემპერატურითა და ზედმეტი განიავებით, რის გამოც მცენარე კარგავს ტენიანობას.

3. საუკეთესო ვარიანტი

ppm სტაბილური, рН სტაბილური, ხსნარი აქტიურად იხარჯება.

ასეთი ბალანსის შენარჩუნება დიდი ხნით შეუძლებელია - ნუტრიენებისადმი მოთხოვნა მუდმივად იცვლება, თუმცა გამოცდილებასთან ერთად ამ ვარიანტთან მიახლოება შეიძლება. გამოიყენეთ ჟურნალი მონაცემების ჩასაწერად და ისწავლეთ შემდგომი ციკლებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ჯიში ინდივიდუალურია და მოითხოვს საკუთარ ნორმებს.

4. рН მკვეთრად მერყეობს

ყველაზე ხშირად ეს ხდება სუბსტრატის ცუდად მომზადების შემთხვევაში. კერამზიტი, მაგალითად, მოითხოვს ხანგრძლივ გაშრობას, რათა შემდგომში არ მოგვიწიოს გადახრების გამოსწორება შუა ციკლში.

პრობლემის წინასწარ განსაზღვრა ბევრად მარტივია, ვიდრე შედეგების გამოსწორება, ასე რომ, არ დაიზაროთ და მოამზადეთ სუბსტრატი როგორც საჭიროა.

ფესვთა სისტემის ჯანმრთელობა

თუ ფესვები ხდება მუქი და ლორწოვანი - ეს ლპობის პირველი ნიშანია, მიშვებულ ფორმაში, რომელიც გამოიწვევს მოსავლის სიკვდილს.

დაავადებულ ფესვებზე მასიურად ვრცელდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, რომლების აზიანებს გარემოს თავისი მეტაბოლიზმის პროდუქტებით. ლორწო ფესვებზე აფერხებს სუნთქვას, მასის მატებას ან სრულად აჩერებს ზრდის პროცესს.

ამ დაავადების მიზეზი ბევრია, მაგრამ უფრო ხშირია სასუქის ან სხვადასხვა ელემენტების მაღალი კონცენტრაციის მიერ გამოწვეული ქიმიური დაწვა.

თუ შეამჩნევთ, რომ კანაფი ფუჭდება, პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება ფესვების მდგომარეობას და არ იფიქროთ სასუქის მეტობა/ნაკლებობაზე.

არ დაგავიწყდეთ, რომ იმუნიტეტი ეხმარება მცენარეს ყველა ტრავმის დაძლევაში. ფესვების ლპობასთან ბრძოლის დროს არ დაგავიწყდეთ ადაპტოგენების და იმუნიტეტის სტიმულატორების გამოყენება.

დაავადებათა პროფილაქტიკა

  • აიცილეთ თავიდან სასუქის გადაჭარბება - დანაკლისი ისეთივე საშიშია, როგორც ზედმეტობა;
  • ინტენსიურად ამოწმეთ ხსნარი სისტემის ტიპის მიუხედავად;
  • შეინარჩუნეთ pH ბალანსი 5.4 - 6.1 ფარგლებში;
  • არ გაგიტაცოთ ორგანიკის დამატებამ;
  • მოახდინეთ ავზის სინათლისგან იზოლაცია და დაიცავით იგი მასში ნაგვის მოხვედრისგან - მათ შორის მიწის ზედაპირის ნაწილაკებისგან;
  • სასურველია რევერსიულ სისტემაში სასურველია ხსნარის უხეში ფილტრაციის მოწყობა;
  • არ დაგავიწყდეთ "კომპოტის" გეგმიური ცვლა 14-15 დღეში ერთხელ;
  • გამოიყენეთ სპეციალური ენზიმური პრეპარატები, მაგალითად Hesi Power Zyme. მათ ამზადებენ ტრიხოდერმის სოკოსგან, რომელიც ძირითადად იკვებება უჯრედისით. ენზიმები არ წარმოადგენს საფრთხეს ჯანმრთელი ფესვებისთვის და ხრწნის მხოლოდ მკვდარ ქსოვილებს, რომლების ძირითადად შედგება ცელულოზისგან.

მოსავლის გადარჩენის ზომები

თუ ფესვები დაავადდა, არ ჩავარდეთ პანიკაში - მცენარის გადარჩენა შესაძლებელია, მანამ, სანამ სიტუაცია არ მიუახლოვდება კრიტიკულ ნიშნულს. დაიმახსოვრეთ, რომ ფესვები აღდგება ისევე, როგორც მიწის ზევით მდებარე ორგანოები.

  • პირველ რიგში ჩარგვისას გაავლეთ ფესვები წყალბადის ზეჟანგში, პირველი სტადიისთვის ერთი - ათზე გაზავებით, შედარებით სერიოზული მდგომარეობის შემთხვევაში ერთი - ხუთზე. არ დაასხათ ბევრი, საკმარისია მხოლოდ ფესვების დაფარვა. შემდეგ გარეცხეთ ანტიბაქტერიული საპნით ჰიდროპონური სისტემის ყველა შემადგენელი ნაწილი.
  • გაასუფთავეთ ფესვები ყველა ორგანული ნაგვისაგან.
  • დაალბეთ ფესვები წყალბადის ზეჟანგში ათი წუთით, საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ გავლება და დალბობა.
  • თუ დაზიანებულია ფესვთა სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი - მოაშორეთ ის მაკრატლის საშუალებით.
  • შეძლებისდაგვარად დაამატეთ ენზიმები ახალ ხსნარში.
  • დააბრუნეთ დამუშავებული ბუჩქები გარეცხილ სისტემაში.
  • შეამცირეთ კონცენტრაცია - ძალიან მნიშვნელოვანია კვლავ არ განმეორდეს ქიმიური დაწვა.

გავრცელებული შეცდომები

ჩვენ მოვამზადეთ ხსნარი ონკანის წყლით. დავუშვათ ონკანში 200 ppm, სასუქი დაამატებს კიდევ 400 ppm - სულ 600.

რა თქმა უნდა კარგი სინათლის ქვეშ ბუჩქი ინტენსიურად შთანთქავს მინერალებს და წყალს და თქვენ პერიოდულად ამატებთ სუფთა წყალს ონკანიდან. ამ დროს თქვენ რეგულარულად ზომავთ წყლის მაჩვენებლებს.

აქაც არც თუ ისე იშვიათად, როდესაც ამატებთ ონკანის წყალს საჭირო 600 ppm მდე, თქვენ ხედავთ, თუ როგორი სავსეა ავზი იმ დღეს, როდესაც თქვენ შეავსეთ იგი.

მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენ ინარჩუნებთ მოცულობას უწინდებურ დონეზე, რისთვისაც იყენებთ ჩვეულებრივ წყალს.

ბევრს უჩნდება კითხვა: რას ვაკეთებ არასწორად და რატომ არ მცირდება ppm?

თუ დაფიქრდებით, პასუხს მარტივად იპოვით. ონკანის წყალი შეიცავს მარილებს, რომლებიც მატებენ ppm დონეს.

მცენარე ყოველთვის არ ღებულობს წყალს და მინერალებს ერთნაირი თანაფარდობით. განათების სხვადასხვა რეჟიმის, ტემპერატურის, ვენტილაციის და სხვა ფაქტორების დროს მინერალების/წყლის თანაფარდობა იქნება სხვადასხვა.

განვიხილოთ გავრცელებული ფორმულა: ხსნარის შეცვლის შემდეგ ვამატებთ მხოლოდ წყალს. როდესაც სუფთა წყლის რაოდენობა უტოლდება საწყისს - ვცვლით მთელ მოცულობას. ასეთი მიდგომისას ონკანის წყალთან ერთად ავზში ხვდება ნაერთები, რომლების ათვისებაც არ ხდება. ისინი გროვდება, რაც სწევს ppm დონეს, და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მცენარე არ იკვებება. ეს გახლავთ ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რომ ონკანის წყალზე მომზადებული "კომპოტი" ვცვალოთ მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ.