როდესაც მარიხუანა ასრულებს ზრდას, გროვერები მოუთმენლად ელიან მრავალ თვიანი შრომის შედეგის მიღებას.

თუ ხართ გროვერი, გახსოვდეთ, რომ მოსავლის ასაღებად საჭირო დროის შერჩევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე.

როდის სჯობს მარიხუანას მოსავლის აღება?

თუ გსურთ ხარვესტისთვის საუკეთესო დროის შერჩევა, გაეცანით სტატიას, მასში ჩვენ გაგიმხელთ საიდუმლოებებს ხელსაყრელი დროის შერჩევის შესახებ.

მარიხუანას მოსავლის აღებისთვის საუკეთესო დღეების შერჩევა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე (ამინდი, მცენარის მდგომარეობა, გენეტიკა და სხვა). განვიხილოთ სხვა და სხვა სიტუაციები, რათა სწორად გავაკეთოთ არჩევანი კონკრეტულ შემთხვევაში.

შინაარსი

გენეტიკა: აუტომოყვავილე თუ ფემინიზირებული ჯიში?

გენეტიკა: აუტომოყვავილე თუ ფემინიზირებული ჯიში?

გენეტიკური ფაქტორი გავლენას ახდენს მოსავლის ასაღებად სწორი დროის შერჩევაზე; კაკლების ტიპის მიხედვით, საჭირო იქნება შემდეგი ცვლილებების გათვალისწინება:

  • კანაფის აუტომოყვავილე ჯიშები: შეიძლება ითქვას, რომ მარიხუანას ეს ჯიში აღმოცენების მომენტიდან, სწრაფად იზრდება. აუტომოყვავილეებს აქვთ მოსავლის აღების ფიქსირებული ვადა, შესაბამისად, მისი წინასწარ განსაზღვრა მარტივია.
  • კანაფის ფემინიზირებული ჯიშები: მოსავლის აღების სწორი დრო დამოკიდებული იქნება ჯიშზე; არსებობს გენეტიკა, რომელიც შედარებით სწრაფად იზრდება, სხვებს კი მოსამწიფებლად რამდენიმე დღით, ზოგჯერ კვირით მეტიც კი სჭირდება. თუ ფემინიზირებული ჯიში დარგეთ, გაარკვიეთ, თუ როდის იქნება ოპტიმალური დრო მოსავლის ასაღებად შტამის თავისებურებების მიხედვით (მომწოდებელი ყოველთვის გაწვდით ინფორმაციას ამის შესახებ).

ზრდის ადგილი

მარიხუნას მოყვანისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ამინდის ფაქტორი. თუმცა მოსავლის აღების იდეალური დრო, როგორც წესი 10-დან 15 ოქტომბრამდე დგება, თუ ხედავთ, რომ ხშირია წვიმები და ამინდის პროგნოზი ცუდია, გირჩევთ აიღოთ მოსავალი. უმჯობესია ხარვესტი ცოტა ადრე დაიწყოთ, რათა თავიდან აირიდოთ ზედმეტი ტენის, სოკოს და ა.შ. საფრთხე.

თქვენი მოსავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თქვენი მოსავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა

თუ მცენარე ჯანმრთელია და კლიმატი მზიანი, შეგიძლიათ დაელოდოთ მოსავლის აღების იდეალურ დროს. თუ ამინდი კარგია, მაგრამ მცენარე დაავადებულია მავნებლებით ან სოკოთი (წითელი ობობა, ბოტრიტისი ან სხვა), ეს იქნება მოსავლის დროზე ადრე აღების მიზეზი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი მცენარე აუტომოყვავილეა.

თუ იძულებული ხართ მოსავალი დროზე ადრე აიღოთ

თუ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო, გირჩების მოჭრას ადრე გადაწყვეტთ, მიზანშეწონილი იქნება, მოსავალი ოპტიმალურ ვადაზე მინიმუმ 10 დღით ადრე აიღოთ. თუ სიტუაცია ძალიან სერიოზულად არის (მავლენლების პრობლემა ან ცუდი ამინდი) და გადაწყვეტთ მოსავლის ადრე აღებას, მარიხუანა ვერ მოასწრებს მომწიფებას და სრულად ვერ შეიძენს თავის თვისებებს.

თქვენ შეძლებთ მოსავლის ადრე აღებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უარესდება მარიხუანას გემო; ყვავილედებში იქნება მეტი ქლოროფილი, გემო იქნება შედარებით „მწვანე“, ტერპენების კონცენტრაცია ნაკლები. მიუხედავად იმისა, რომ მცენარე აგრძელებს ზრდას, ის ვერ დაასრულებს სასიცოცხლო ციკლს, ამიტომ ვერ შეძლებს არომატული პოტენციალის სრულად გახსნას. იგივე ხდება ეფექტის შემთხვევაში.

როგორ მოვახდინოთ ადრეული მოსავლის კომპენსირება

იმისათვის, რომ გემო და ეფექტი იყოს შედარებით უკეთესი, კანაფის საჭირო თვისებების შესაძენად, უნდა გახანგრძლივდეს შრობის და დაძველების დრო.

რა მოხდება, თუ კანაფის მოსავალს გვიან აიღებთ?

ღია გრუნტში ზრდის დროს, შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში, გროვერები მოსავალის აღებას ოქტომბრის ბოლომდე სწევენ. მაგალითად, ასეთი მიდგომა ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და ესპანეთის შუა რაიონებში ბევრად დადებით შედეგებს იძლევა, ვიდრე ატლანტის ოკეანის სანაპიროებზე, სადაც სექტემბერში ნალექი და ტენიანობა უფრო ხშირი და ინტენსიურია.

მომწიფებისას, გირჩები იზრდება. ყვავილობის სტადიის ბოლოს, ძირითადი ფოთლები ყვითლდება, რადგან შაქარი ყვავილედებში კონცენტრირდება.

თუ კანაფი გადამწიფდა, მეორადი ფოთლებიც იწყებს გაყვითლებას. თუ მსგავს მოვლენას არ მიაქციეთ ყურადღება და მოსავლის აღების ოპტიმალური დროის შემდეგაც მიეცით კანაფს ზრდის საშუალება, მოსავალში იქნება ნაკლები მინარევი, რადგან დროთა განმავლობაში, ქრება დაგროვებული სასუქის კვალი. ეს ყოველივე არბილებს და ამსუბუქებს გემოს.

რა მოხდება, თუ კანაფის მოსავალს გვიან აიღებთ?

ლიტერატურაში ნახსენებია, რომ ასეთი მარიხუანას მოხმარება შედარებით ძლიერია, რამდენადაც მცენარეში არსებული THC, დეგრადირდება CBN-ში (ნარკოტიკული თვისებების მქონე კანაბინოიდი). შესაბამისად, ეს იქნება შედარებით მძიმე სედატიური მოქმედების, ფსიქოაქტიური ეფექტის მქონე კანაფი (რადგან ტჰკ რჩება მის შემადგენლობაში). მოხმარებისას, შეამჩნევთ, რომ გემო შედარებით რბილია, რადგან ქლოროფილი მეტაბოლიზდება.

სიმწიფის მიხედვით, ერთი და იგივე ჯიშისგნან, შეგიძლიათ მიიღოთ თქვენი გემოვნების შესაბამისი ეფექტის მქონე მარიხუანა. ერთი ბუჩქიდან, სხვა და სხვა დროს აღებული მოსავალი განსხვავდება გემოს და ეფექტის მიხედვით.

როდის არის უმჯობესი მოსავლის აღება?

მოსავლის აღების ოპტიმალური დროის განსაზღვრისთვის, უნდა დააკვირდეთ გირჩზე კუპრის რაოდენობას. ამისათვის საჭიროა გამადიდებელი შუშა, რათა უკეთ შეძლოთ ტრიქომების მორფოლოგიაზე დაკვირვება.

რა არის ტრიქომა?

რა არის ტრიქომა?

ტრიქომები მდებარეობს კანაფის ყვავილედზე და პასუხისმგებელია THCA, CBDA და სხვა კანაბინოიდების წარმოქმნაზე. ამ პატარა ჯირკვლებს აქვთ სასიცოცხლო ციკლი. მისი სასიცოცხლო ციკლის ეტაპის განსაზღვრის შემდეგ, შეძლებთ განსაზღვროთ, თუ რამდენად მომწიფებულია თქვენი მცენარე.

ციკლის დასაწყისში, ტრიქომები პატარა ბურთულებს წარმოადგენენ, მათ საბაზისო ტრიქომებს უწოდებენ, მომწიფებისას კი მოგრძო ფორმას იძენენ.

შემდეგ ეტაპზე ტრიქომები ხდება შედარებით გამჭვირვალე, რძისფერი-თეთრი, შემდეგ კი ქარვისფერი.

თუ გამოტოვებთ მოსავლის აღების ოპტიმალურ დროს, შეამჩნევთ, რომ ტრიქომებს შედარებით მუქი, ყავის ფერი აქვთ. ოპტიმალური დრო განისაზღვრება მაშინ, როდესაც ტრიქომების უმეტესობა რძის ფერი - თეთრია, ნაწილი კი (დაახლოებით 25%) - ქარვის ფერი. მოსავლის აღების ოპტიმალური დროის განსაზღვრისთვის, აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ:

  • კუპრის ფორმირებამ პიკს მიაღწია;
  • ყვავილების მოცულობა აღარ იზრდება;
  • მეორადი ფოთლები კარგავს ფერს, ძირითადები კი დაცვივდა.

გამადიდებელი შუშის მეშვეობით, დარწმუნდით, რომ ტრიქომების უმეტესობა რძისფერი-თეთრია, ნაწილი კი ქარვისფერი.