თუ მარიხუანას მოყვარულები ხართ, მაღალი ხარისხის გირჩების დამოუკიდებლად მოყვანა საუკეთესო ვარიანტია.

რიგი მიზეზების გამო, კანაფის დახურულ გრუნტში მოყვანა დიდ ყურადღებას საჭიროებს.

უპირატესობების მიუხედავად, ინდორში გროვინგი პასიური საქმიანობა ნამდვილად არ არის.

შინაარსი

რა ართულებს კანაფის ინდორში მოყვანას?

რა ართულებს კანაფის ინდორში მოყვანას?

მცენარის მომწიფებამდე მიყვანა მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს. პრობლემას მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება წარმოადგენს.

შენობაში გროვინგის მიზანი იმ ბუნებრივი პირობების მოდელირებაა, რომლებიც საუკეთესოა თქვენს მიერ შერჩეული კანაფის ჯიშისთვის. ამის მიღწევა შესაძლებელია ტემპერატურის, ვენტილაციის, მავნებლების და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის, წყლის ბალანსის და ნიადაგის კვების კონტროლის ხელოვნური სისტემების კომბინაციის ხარჯზე.

ყველა ჩამოთვლილი ფაქტორის ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება მოითხოვს სიფრთხილეს და ყურადღებას. წარმატებული გროვინგის შემთხვევაში, თქვენს მიერ შერჩეული ჯიშის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობის შესაბამისად, 3-7 თვეში შეძლებთ მიიღოთ საუკეთესო მოსავალი.

ნებისმიერ მომენტში შეიძლება ერთი ან რამდენიმე სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, რაც საფრთხეს შეუქმნის პროცესს, ამიტომ აუცილებელია მთელი გროვინგის პროცესში დისციპლინა მაქსიმალურად შეინარჩუნოთ.

ვენტილაცია და ტემპერატურის კონტროლი

ჰაერის ნაკადი გროუბოქსში მცენარის წარმატებული ზრდის ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ცუდი ვენტილალციის პირობებში ხდება არასასურველი აირების დაგროვება, რაც ჰაერში არღვევს ბალანსს. არასაკმარისი ვენტილაცია იწვევს ჰაერის მაღალ ტენიანობას, რაც ობის წარმოქმნას უწყობს ხელს.

მარიხუანას აქვს დამახასიათებელი სურნელი, რომელიც არასათანადო ვენტილაციის პირობებში გააღწევს ბოქსიდან და შეიძლება სახლსაც კი გასცდეს, რაც თქვენი ოჯახის წევრების ან მეზობლების არასასურველ ინტერესს გამოიწვევს.

ტემპერატურის კონტროლი - კიდევ ერთი პარამეტრია, რომელიც ვენტილაციაზე არის დამოკიდებული. აუცილებელია ნათურებისგან წარმოქმნილი სითბოს გაგრილება, ცივ ამინდში კი შესაძლებელია ჰაერის გათბობა გახდეს საჭირო. ტემპერატურა შენარჩუნებული უნდა იყოს 21 ° C (70 ° F) - 23 ° C (73 ° F) ფარგლებში.

ვენტილაცია და ტემპერატურის კონტროლი

განათება

გროუბოქსში კანაფი იზრდება მზის სინათლის გარეშე, ამიტომ მცენარე უნდა უზრუნველვყოთ მაღალი ინტენსივობის განათებით.

ვეგეტაციის ფაზაში, როდესაც მცენარე აქტიურად იზრდება, საჭიროა 16-დან 20 საათამდე განათება.

ყვავილობის გამოწვევისთვის, მცენარე უნდა „დავაფიქროთ“ სეზონების ცვლილებაზე. იმ ჯიშებისთვის, რომლებიც არ არიან აუტომოყვავილეები, ამის მისაღწევად საჭიროა განათების ხანგრძლივობის შემცირება დღე-ღამეში 12 საათამდე.

განათების მართვის პროცესი ძალიან მგრძნობიარეა და თუ მას გავწყვეტთ, მცენარემ შეიძლება გააგრძელოს ზრდა, რასაც მებაღეებში „რე-ვეგეტაციას“ უწოდებენ. ის იწვევს ყვავილობის შეწყვეტას და ვეგეტაციის ეტაპზე დაბრუნებას.

განათება

წყალი და კვება

ცხადია, რომ მცენარე, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი, საჭიროებს რეგულარულ მორწყვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოკვდება. და პირიქით, ზედმეტი მორწყვა იწვევს ფესვების დაზიანებას, ლპობას.

წყლის გარდა, მარიხუანას, ეფექტური ზრდისა და ყვავილობისთვის ესაჭიროება სხვა და სხვა საკვები ნივთიერებები. ნიადაგი და დამატებითი საკვები ნივთიერებები მნიშვნელოვანი ფაქტორებია სასურველი გემოს და ოპტიმალური მოსავლის მისაღებად.

თქვენ შეგიძლიათ დარგოთ მცენარე სხვა და სხვა გრუნტში - ნიადაგში, ბოჭკოსა და ჰიდროპონიკაში, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საჭიროებს რეგულარულ დათვალიერებასა და კორექტირებას.

მორწყვა, სასუქის დამატება გრაფიკით და pH მონიტორინგი ბევრ დროს მოითხოვს.

წყალი და კვება

მწერებთან და დაავადებებთან ბრძოლა

მავნებელ მწერებთან ბრძოლა ინდორში ბევრად მარტივია აუთდორთან შედარებით, რამდენადაც სივრცეში მწერების შეღწევის კონტროლი შესაძლებელია ფიზიკური ბარიერების მეშვეობით.

მიუხედავად ამისა, ობობისებრი ტკიპის და ობის მსგავსი პარაზიტები ხშირად ქმნიან საფრთხეს.

დაავადებების ნიშნების გამოსავლენად აუცილებელია ფოთლების დათვალიერება. შესაძლებელია დაგჭირდეთ პესტიციდების გამოყენება, დაზიანებული მონაკვეთების ან მთლიანად მცენარის მოშორება.

მწერებთან და დაავადებებთან ბრძოლა

უსაფრთხოება

გარდა მუდმივი ყურადღებისა, რომელიც აუცილებელია მცენარის ოპტიმალური ზრდისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ მცენარე (განსაკუთრებით შრობის დროს) და მოწყობილობები ხანძრის საფრთხეს წარმოადგენენ.

გაყვანილობა, რეზინის და პლასტმასის არმატურა ნიშნავს, რომ უმნიშვნელო ელექტრო გაუმართავობამაც კი შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს. ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ვიყოთ ყველა კომპონენტის მიმართ და გამოვავლინოთ პოტენციური კრიტიკული დეფექტები.