შინაარსი

დახურულ სივრცეში კანაბისის მოყვანის სპეციფიკა მოითხოვს სათუთ მიდგომას კანაფის ჯიშის შერჩევის დროს. სიდბანკები გვთავაზობენ ძალიან დიდ ასორტიმენტს, სადაც არჩევნის გაკეთება გამოცდილ გროვერსაც კი უჭირს. იმაზე, თუ რამდენად სწორად გააკეთებთ არჩევანს, დამოკიდებულია შემდგომი პროცესი და საბოლოო შედეგი. მოცემული მასალა საშუალებას მოგცემთ გაერკვეთ დეტალებში, თუ რაზე უნდა მოახდინოთ ორიენტირება სტრეინის ძებნის დროს და სად არ უნდა დაუშვათ შეცდომები.

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო კანაფი ინდორისათვის

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო კანაფი ინდორისათვის

შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები და კულტივირების პირობები. პირველ რიგში, სტრეინი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს პირობებს. აქედან გამომდინარე ფორმირდება ძირითადი კრიტერიუმების სია:

  • ზრდასრული ბუჩქის სიმაღლე უნდა იყოს საშუალო, ან დაბალი;
  • კულტურა ადვილად უნდა ექვემდებარებოდეს ვარჯიშს (ბუჩქის ფორმირების ტექნიკას);
  • სასურველია ჯიში უძლებდეს მაღალ ტემპერატურას, ჰქონდეს მაღალი იმუნიტეტი სოკოსა და ინფექციების მიმართ;
  • მცენარე პოზიტიურად უნდა რეაგირებდეს სინათლის წყაროზე;
  • არომატი (განსაკუთრებით ყვავილობის დროს) იყოს სუსტი, მინიმალური.

ჩვენ ჩამოვთვალეთ საბაზისო რჩევები, თუმცა თითოეული ჯიშის განხილვისას სავარაუდოდ დამატებითი მოთხოვნები გაგიჩნდებათ. ეს ნორმალურია, მოსალოდნელიც კი. გამოცდილება, უპირატესობანი, შესაძლებლობები - ეს ყველაფერი ახდენს გავლენას საბოლოო არჩევანზე.

მცენარის ზომა

გროუბოქსისთვის დამახასიათებელია შეზღუდული სამუშაო სივრცე, ამიტომ მებაღემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს, დაეტევა თუ არა ზრდასრული ბუჩქი ბოქსის გაბარიტებში. ამასთანავე მცენარემ სრულად უნდა გახსნას პოტენციალი და არ დაისტრესოს ადგილის უკმარისობის გამო. თუ ფინანსები გაძლევთ საშუალებას, უნდა მოაწყოთ გროურუმი, მაშინ კი თავისუფალი სივრცე უხვად გექნებათ. სხვა შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თითოეული კვადრატული სანტიმეტრის ეფექტურად გამოყენება იქნება. სრული ფართის გროვით შევსებაში ვარჯიშები დაგეხმარებათ.

მნიშვნელოვანია! დღე/ღამის რეჟიმის შეცვლის შემდეგ Cannabisindica თითქმის წყვეტს, სატივა კი პირიქით - აგრძელებს ზრდას. ხშირია შემთხვევები, როდესაც სინათლის დღის შემცირების და ყვავილობის ფაზაში გადასვლის შემდეგ, ხარვესტამდე, შტამი თითქმის ორჯერ იზრდება ზომებში. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მრავალი სტრეინი ჰიბრიდია, ამ შემთხვევაში კი გროვის ქმედებების წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია.

მდგრადობა ვარჯიშისადმი

მდგრადობა ვარჯიშისადმი

ვარჯიში გახლავთ გროვერის ძირითადი იარაღი გროვის განვითარების კონტროლისათვის. მეტიც, სწორედ ვარჯიშის მეშვეობით არის შესაძლებელი ხელმისაწვდომი სივრცის ეფექტური ექსპლუატაცია და საუკეთესო მოსავლის მიღება.

ლოიალური, დაბალი სტრესის ტექნიკებით არ ავნებთ მცენარეს, მცირე შეცდომების დაშვების შემთხვევაშიც კი. გავრცელებული ვარჯიშებია:

  • LowStressTraining (LST);
  • ScrOG (ScreenofGreen);
  • ზომიერი დეფოლაცია.

გამოცდილი გროვერები უპირატესობას ტოპპინგს, ფიმმინგს და გაკრეჭვას ანიჭებენ. მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა ფოტოპერიოდული შტამების მოყვანის დროს. ავტომოყვავილეებისთვის ასეთი ტექნიკა იშვიათად მუშაობს კარგად.

ობისა და ლპობისგან დაცვა, მაღალი ტემპერატურის ამტანობა

გროურუმში ან გროუბოქსში ხშირად იყენებენ დნატ ნათურებს. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ტემპერატურას. ტემპერატურის ზრდა განსაკუთრებით მაშინ იგრძნობა, თუ თერმო იზოლაციისთვის გამოიყენება პენოფილი ან სხვა მასალები. საკმაოდ ძლიერი სავენტილაციო სისტემაც კი ხშირად ვერ უმკლავდება ამ სირთულეებს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის, სუბტროპიკული ან ტროპიკული კლიმატისთვის განკუთვნილი შტამები. მათთვის +30 გრადუსი ტემპერატურული რეჟიმი პრობლემას არ წარმოადგენს.

აუცილებელია თუ არა მდგრადობა ობისადმი?

აუცილებელია თუ არა მდგრადობა ობისადმი?

გროუბოქსებში საკმაოდ ხშირია ტენიანობის მუდმივი ზრდა. ამის მიზეზი მზის პირდაპირი (ულტრაიისფერი) სხივების არქონაა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის ობისა და სოკოს გაჩენისთვის. გამოსავალი აშკარაა - ამ შემთხვევაში გჭირდებათ კანაბისი, რომელსაც ძლიერი იმუნიტეტი აქვს მსგავსი ინფექციებისა და დაავადებებისადმი.

მსგავსი სტრეინების შერჩევა არ გულისხმობს იმას, რომ სავენტილაციო სისტემა საჭირო არ იქნება. მხოლოდ კომპლექსში შეძლებთ ტენიანობის მაჩვენებლის შენარჩუნებას მისაღებ, 50%-იან დიაპაზონში.

შტამის შერჩევა განათების გათვალისწინებით

მართალია ხელოვნური სინათლის წყარო ვერასდროს შეედრება მზეს, მაგრამ, გროვერები განათების ეფექტურობით საკმაოდ მიუახლოვდნენ პირველწყაროს. ამის მოხერხება შესაძლებელია ბუჩქის ზედა ნაწილთან ნათურის მაქსიმალურად ახლო მანძილზე განთავსებით. თუმცა, ამას სხვა პრობლემის გამოწვევა შეუძლია - ბუჩქის ზედა ნაწილი მაქსიმალურად არის განათებული, მაგრამ ქვედა ნაწილში მდებარე ფოთლები და ყვავილედები მოკლებულია შუქს. ასეთი დისბალანსის თავიდან ასარიდებლად, შეარჩიეთ ისეთი შტამები, რომლებსაც ფოთლების ნაკლები რაოდენობა და „კრონის“ ჰორიზონტალური სტრუქტურა ახასიათებს.

ყვავილობის დროს წარმოქმნილი სუნი

ყვავილობის დროს ბევრი მცენარე გამოყოფს არომატულ ფიმიამებს, ზოგჯერ იმდენად ინტენსიურად, რომ სუნი ყველგან აღწევს. რაც არა სასიამოვნო შეგრძნებების გარდა გროვის უსაფრთხოების პრობლემასაც ქმნის. იმისათვის, რომ უცხო პირებმა არ იგრძნონ კანაფის სუნი, საჭიროა ნახშირის ფილტრების გამოყენება. ნაკლებად სასარგებლოა აეროზოლების და არომატიზატორების გამოყენება. მსგავსი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად, შეარჩიეთ შტამები, რომლებსაც არ აქვთ მძაფრი სუნი, ან საერთოდ არ გამოყოფენ არომატულ ფიმიამებს. ყველა მწარმოებელი, როგორც წესი, სათეს მასალაზე უთითებს მსგავს ინფორმაციას.

კანაფის ავტომოყვავილე ჯიშები

კანაფის ავტომოყვავილე ჯიშები

ამ კატეგორიისათვის დამახასიათებელია კომპაქტურობა, სწრაფი ზრდა და კულტივაციის პირობებისადმი ამტანობა. დამატებითი პლიუსი - მაღალი იმუნიტეტია, რომელსაც სოკოსა და ობისადმი მდგრადობა ახასიათებს. დამწყები და იმ მებაღეებისთვის, რომლებიც სტაბილურობას ანიჭებენ უპირატესობას და არ აქვს ბევრი დრო, ავტომოყვავილეები იდეალური გადაწყვეტილებაა. მოკლედ აღვნიშნავთ კანაბისის ავტომოყვავილე ჯიშების ძირითად თვისებებს:

  • ზრდის ვეგეტაციის ფაზა სწრაფად მიმდინარეობს და არ იძლევა დაშვებული შეცდომების გამოსწორების დროს;
  • მაღალი სტრესის ვარჯშები ავტომოყვავილეებისთვის რეკომენდირებული არ არის, რადგან მცენარეს ძალების აღსადგენი დრო არ აქვს;
  • კლონირება შეუძლებელია.

თუ აღნიშნული დაბრკოლებები თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, აირჩიეთ ავტომოყვავილეები.

რამდენიმე სტრეინი ერთ გროუბოქსში

თუ ერთ გროუბოქსში სხვა და სხვა ჯიშის სტრეინების ერთდროულად მოყვანა გსურთ, უნდა შეარჩიოთ ერთნაირი კულტივირების პირობების და განვითარების მსგავსი პერიოდის სტრეინები. პირველ რიგში ვეგეტაციის და ყვავილობის სტადიის ხანგრძლივობა უნდა იყოს ერთნაირი. სწორი და მარტივი გადაწყვეტა ავტომოყვავილე შტამების შერჩევაა. მათთვის არ იქნება საჭირო სინათლის რეჟიმის ცვლილება.

კანაბისის საუკეთესო ჯიშები ინდორისათვის

კანაბისის საუკეთესო ჯიშები ინდორისათვის

AK-47 Auto

ლეგენდარული ჯიშის ავტომოყვავილე მოდიფიკაციაში , არსებულ ღირებულებებს დაემატა განვითარების სისწრაფე და კულტივირების სიმარტივე. ნებისმიერ მყარ ნიადაგში 10 კვირიანი სასიცოცხლო ციკლი შეიძლება დაჩქარდეს, თუ გროვერი გროვს ჰიდროპონურ გარემოში განახორციელებს. დრო რამოდენიმე კვირით შემცირდება. მაქსიმალური სიმაღლე 80 სანტიმეტრია. ერთი კვადრატული მეტრიდან მოსავალი 400-500 გრამს შეადგენს.

Cream Caramel Auto

გასაოცარი გემოსა და არომატის მქონე სტრეინი, რომლის არომატში იგრძნობა თაფლის, ხილისა და კარამელის ტონები. ინდორში ბუჩქის სიმაღლე არ აღემატება 60 სანტიმეტრს და შეზღუდულ სივრცეშიც კი მაქსიმალურად ხსნის თავის პოტენციალს SoG ტექნიკის გამოყენებით. კულტურა იტანს ტემპერატურულ ცვლილებებს და მაღალ ტენიანობას.

LSD Auto

თუ ეძებთ ნამდვილ ფსიქოდელიკას და ეფექტის ვიზუალიზაციას, ძლიერი სტოუნი და ზღაპრული ტრიპი გარანტირებული გექნებათ ავტომოყვავილე LSD-ს მოხმარების შემდეგ. სტრეინი საშუალო სიმაღლის იზრდება და მოსავლიანობის კარგი მაჩვენებელი აქვს. სწორად წარმართული აგროტექნიკის შემთხვევაში მოსავალი 250 გრამია. მზა სტაფი გამოირჩევა ტგკ-ს მაღალი (20%-მდე) მაჩვენებლით.

White Widow

მოცემულ ჯიშზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება. ერთი კვადრატული მეტრიდან ინდორში მოსავალი 1 კგ.-ს შეიძლება აღწევდეს, რაც შთამბეჭდავია ყველაზე გამოცდილი გროვერებისთვისაც კი. ეფექტი ადუნებს, ამავდროულად ადამიანი რჩება ტონუსში და ინარჩუნებს კარგ, მხიარულ განწყობას. კულტურის სასიცოცხლო ციკლი სამ თვემდე გრძელდება, მაგრამ ლოდინი ნამდვილად ღირს.

Afghan Kush

ფუძემდებელი კანაფის ჯიში, რომელმაც ასობით ჯიში წარმოშვა. აფგანიკა ფოტოპერიოდულ ჯგუფს განეკუთვნება, მდგრადია გარემოს ნეგატიური ფაქტორების მიმართ. გაბარიტები საშუალოა. ბუჩქის მთელ სიგრძეზე მჭიდროდ იზრდება მუქი ფოთლები. გირჩების მოხმარება ადუნებს და აქვავებს მომხმარებელს. შტამი კარგად რეაგირებს ვარჯიშსა და სტრესულ სიტუაციებზე.