შინაარსი

THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) წარმოადგენს ძირითად ფსიქოაქტიურ ნივთიერებას მარიხუანაში, რომელიც მოქმედებს ადამიანის გონებაზე. კანაბისი შეიცავს 120-ზე მეტ ნაერთს, რომლებსაც სხვა და სხვა მოქმედება გააჩნია, მაგრამ THC იწვევს ყველაზე ძლიერ ეფექტს. ის მოქმედებს ტვინის რეცეპტორებზე და იწვევს ხასიათის, დეპრესიის, სუიციდური აზრების, მეხსიერების პრობლემების და სწავლის უნარის დარღვევების ცვლილებას. მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება.

კვლევები ცხადყოფს, რომ ეს ნივთიერება აუმჯობესებს მადას (არაოფიციალურად ცნობილია როგორც «munchies»)და გადუნებთ,ასევე მოქმედებს ყნოსვაზე, სმენასა და მხედველობაზე. THC შესაძლებელია გახდეს დაღლილობის მიზეზი. ზოგი ადამიანი მისი მოქმედების შემდეგ ხდება ნაკლებად აგრესიული. ამ ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა შესაძლებელია მარიხუანას მოწევის შედეგად. შესაძლებელია მისი ზეთის სახით მიღება, საკვებ პროდუქტებთან ერთად, ასევე ნაყენების, კაფსულების და სხვა სახით მიღება.

რა არის THC?

რა არის THC?

THC, იგივე ტეტრაჰიდროკანაბინოლი, გახლავთ კანაბისში არსებული ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც ადამიანში „აღმაფრენის“ შეგრძნებას იწვევს. მისი ქიმიური ნაერთი, C₂₁H₃₀O₂, ფორმულით ძალიან ჰგავს თავის ანალოგს CBD-ს, რომელიც ფაქტიურად ებრძვის THC-ს ეფექტს.

მოცემული ჰალუცინოგენი თავისი სტრუქტურითახდენს ბუნებრივი ქიმიური სუბსტანციის - ანანდამიდის (რომელიც ტვინში გამომუშავდება) იმიტაციას და მოქმედებს ინფორმაციის გადაცემის ფუნქციაზე. ამგვარად, ტვინის ნორმალური მოქმედების ნაცვლად, რომელიც ხდება ნეირონებით, ემატება THC და იცვლება აზროვნების უნარი.

მარიხუანას ბოროტად მოხმარებასთან ბრძოლის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით (NIDA), ნაერთი მოქმედებს ფსიქიკაზე, მეხსიერებაზე, ემოციებზე, მოძრაობაზე, კონცენტრაციაზე, კოორდინაციაზე, ასევე სენსორულ აღქმაზე და დროის შეგრძნებაზე. მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, ისეთი ქმედებები, როგორიცაა მძიმე ტექნიკის ან ავტომობილის მართვა ჰალუცინოგენის ზემოქმედების ქვეშ, შესაძლოა სახიფათო იყოს.

THC მოქმედების ჩამონათვალი არ გახლავთ სრული (განსაკუთრებით მარიხუანას მოხმარების დროს). მისი გამოყენება შეიძლება სამედიცინო მიზნებისათვის: პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის, დეპრესიის, ეპილეფსიის მკურნალობის დროს.

ნარკოტიკის ისტორია

არსებობს ცნობები, რომ კანაბისის გამოყენება მედიცინაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 16 საუკუნეში დაიწყო ძველ ეგვიპტეში. შემდეგ მას იყენებდნენ ბერძნები და რომაელები. ასევე მოიპოვება ცნობები, რომ მას 5000-ზე მეტი წლის წინ იყენებდნენ რუმინეთში.

სხვა ცნობების მიხედვით, კანაფი ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოიყენებოდა ინდოეთში. არქეოლოგიური და ისტორიული წყაროების ცნობით, კანაფი მოჰყავდათ ბოჭკოების მისაღებად ჩინეთში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000წლიდან.

მარიხუანას ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს THC მეტაბოლიტებს, ნაპოვნი იყო ისრაელში, ახალგაზრდა ქალის საფლავში, რომელიც მშობიარობის დროს გარდაიცვალა. არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ მარიხუანა გამოიყენებოდა სამშობიარო ტკივილების შესამსუბუქებლად.

პირველად, ეს ნივთიერება იდენტიფიცირებული და კანაფიდან გამოყოფილ იქნა 1964 წელს ვეიცმანის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ, ისრაელში, ქალაქ რეხოვოტში. რაფაელ მეშულამი და ეხიელ გაონი, ნარკოტიკების პირველი აღმომჩენები, შემდეგ წლებშიც აგრძელებდნენ მის შესწავლას. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ჰალუცინოგენების აგრეგატული მდგომარეობა დამოკიდებულია მის ტემპერატურაზე: მაღალი ტემპერატურისმას აქვს წებოვანი კონსისტენცია, ხოლო გაგრილების შემდეგ შემდეგ ხდება მკვრივი და გამჭვირვალე. ასევე THC თითქმის არ ერევა წყალს, მაგრამ რაც შეეხება ორგანულ გამხსნელებს (მაგალითად სუფთა მეთანოლი, ეთანოლი, გექსანი და ა.შ.), ამ შემთხვევაში ის შესანიშნავად ავლენს თავის თვისებებს.

ადამიანის ცნობიერების ცვლილების უნარის გამო, ნაერთი შეტანილი იყო 1 კანონში კონტროლირებადი ნივთიერებების შესახებ. რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისათვის იყო აკრძალული. 1972წლიდან, არაერთხელ განიხილებოდა მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებული ზომების შემსუბუქება. მედიკამენტოზური დამოკიდებულების მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კომიტეტის ექსპერტების 33-ე სხდომაზე, 2003 წელს, მიღებული იყო შეთანხმება, მისი სამედიცინო გამოყენების და მავნებლობის დაბალი პოტენციალის შესახებ და მოხდა THC-ს გადატანა IV კონვენციის სიაში.

2015 წელს გენური ინჟინერიის დახმარებით, აღმოჩენილი იყო აღნიშნული ნაერთის ხელოვნური სინთეზით მიღების მეთოდი. ამისათვის გამოყვანილ იქნა საფუარის სპეციალური სახეობა, რომელსაც შეეძლო ნარკოტიკის გამომუშავება. ასეთი მეთოდი იძლევა ნივთიერების მიღების საშუალებას ნაკლები ფინანსებითა და ძალისხმევით. ხელოვნური ჰალუცინოგენი არაფრით ჩამოუვარდება ნატურალურს, ზოგჯერ უფრო ძლიერიც კი არის. ასევე მეთოდი იძლევა საშუალებას შევწყვიტოთ კანაფის მოყვანა ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს არ არის ლეგალური. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ ასეთ მეთოდებს ნარკომოვაჭრეები გამოიყენებენ.

THC-ს კვლევა და გამოყენება დღევანდელობაში

THC-ს კვლევა და გამოყენება დღევანდელობაში

ნივთიერება გამოირჩევა მრავალმხრივი მოხმარებით, როგორც მედიცინაში, ასევე დასვენებისთვის. მისი გამოყენება შეიძლება სიროფებში, საკვებში, ზეთებში, რომლებიც ნაყენებისთვის გამოიყენება, წვეთებში, წამლებში და ადგილობრივი გამოყენების საშუალებებში, ლოსიონებისა და ბალზამების სახით, რომლების ანთების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. THC და კანაბისი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცხოველებში ტკივილის შესამცრებლად და დასამშვიდებლად.

კანაბინოიდი გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს:

  • ტკივილები;
  • გულის რევის შეგრძნება;
  • კიბო;
  • მადის დაქვეითება;
  • ალცჰეიმერის დაავადება;
  • გლაუკომა;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • კუნთების სპაზმები.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნარკოტიკის გამოყენებას ყოველთვის არ აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ მოცემული ნივთიერებით არ არის რეკომენდირებული დამოუკიდებლად მკურნალობა. ასევე, ექიმებს არ აქვთ ერთი აზრი პრეპარატის ეფექტურობაზე ზოგიერთი დაავადების დროს.

ნეიროპათიული ტკივილი

ხუთი კლინიკის კვლევების ანალიზმა გვაჩვენა, რომ შესუნთქული კანაბისი (რომელიც უზრუნველყოფს დღეში 1,6-9მგ ტგკ-ს) ამცირებს შიდსით, ტრავმით, ქიმიოთერაპიით და სხვა მიზეზებით გამოწვეულ ნეიროპათიულ ტკივილებს 2 კვირის განმავლობაში.

ერთ კლინიკურ კვლევაში, შესუნთქული მარიხუანა (შეიცავდა 2,9% ან 6,7% ტგკ-ს) ამცირებდა ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეულ ნეიროპათიულ ტკივილს. ეფექტი დგებოდა თითქმის მომენტალურად და გრძელდებოდა 2 საათის განმავლობაში.

ზოგიერთმა ექსპერიმენტმა ადამიანებზე, სხვა ტიპის ტკივილებზე, აჩვენა ჰალუცინოგენის გამოყენების შერეული შედეგები. მაგალითად მზის დამწვრობის, ანთებების დროს, ზოგიერთი მოხალისე თავს უკეთ გრძნობდა, ზოგი კი არანაირ ცვლილებას არ აფიქსირებდა.

2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების შედეგები, არ იძლევა დასკვნებს იმის შესახებ, რომ THC-ს შეუძლია შეამციროს ტკივილი და ოპოიდების მოთხოვნილება კიბოთი გამოწვეული ტკივილების დროს. თუმცა კანაბისის მოხმარება ძირითადად იყო უკანონო და არ გამოიყენებოდა სამედიცინო დანიშნულებისთვის.

მადის დაქვეთება და გულის რევის შეგრძნების შემცირება სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების დროს

აივ ინფექცია, კიბო და სიცოცხლისთვის საშიში სხვა დაავადებები ხშირად ამცირებს საკვების მოთხოვნილებას და იწვევს კუნთების დასუსტებას. ტგკ და კანაფის ექსტრაქტი შესწავლილი იყო მადის სტიმულირებისთვის და კახექსიის შესამცირებლად (ორგანიზმის სისუსტე, რომელსაც ახლავს წონის და კუნთოვანი მასის დაკარგვა) ასეთი პაციენტებისათვის. თუმცა დასკვნები არ არის საკმარისი მისი ეფექტურობის შეფასებისთვის.

ერთ-ერთ სამეცნიერო კვლევაში კანაბისის ექსტრაქტი (ტგკ 2,5მგ და კბდ 1მგ დღეში ორჯერ) არ მატებდა მადას პლაცებოსთან შედარებით კიბოსგან გამოწვეული ანორექსია - კახექსიის პაციენტებში.

სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების მქონე პაციენტებში მადაზე, გულის რევის შეგრძნებაზე და კუნთების დასუსტებაზემარიხუანას მოქმედების დასადგენად საჭიროა უფრო სრულყოფილი კვლევების ჩატარება.

სხვა მცირე კვლევაში, რომელიც ეძღვნებოდა აივ ინფექციის მქონე პაციენტებს, ტგკ-ს შესუნთქვა აქვეითებდა პეპტიდების დონეს PYY (მადის დამქვეითებელი), ასევე მატებდა ლეპტინის და გრელინის დონეს.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულის რევის შეგრძნება და ღებინება

ქიმიოთერაპიით გამოწვეული გულის რევის შეგრძნება და ღებინება

გულის რევის შეგრძნება და გულის რევა, რომელიც იწყება ქიმიოთერაპიის შედეგად (მას ასევე CINV უწოდებენ), მრავალი ონკო პაციენტისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელიც შეიცავდა სტანდარტიზერებულ კანაბისის ექსტრაქტს, ამცირებდა აღნიშნულ სიმპტომებს. დადებითი გავლენა იყო 71%-ის შემთხვევაში, იმ პაციენტების 22%-თან შედარებით, რომლებიც იყენებდნენ პლაცებოს.

გლაუკომა

მიუხედავად არსებული მონაცემებისა, დღემდე არ არის ცნობილი, აუმჯობესებს თუ არა ტგკ მდგომარეობას გლაუკომის დროს. ნარკოტიკული ნივთიერების მოწევა, სავარაუდოდ, ამცირებს თვალის წნევას, მაგრამ ეფექტი გრძელდება სულ რაღაც 3-4 საათი.

ზოგიერთ მეცნიერ მიაჩნია, რომ მარიხუანას მოწევა დაბლა სწევს თვალის წნევას, ასევე ამცირებს სისხლის მიწოდებას თვალისთვის. სისხლის მიმოქცევის შემცირებას, შეუძლია გამოიწვიოს სიბრმავე. მარიხუანას სარგებლობის შესახებ გლაუკომის შემთხვევაში, საჭიროა დამატებითი კვლევები.

უძილობა და ღრმა ძილი

მრავალი კვლევა აჩვენებს, რომ მარიხუანა ძლიერ მოქმედებს ძილზე, რაც შეიძლება მავნებელი იყოს ხანგრძლივ პერსპექტივაში. ერთი კვლევის თანახმად, ტგკ და შებოლილი მარიხუანა, ამცირებდა დასაძინებლად საჭირო დროს და ახანგრძლივებდა ძილს მეოთხე სტადიაზე (ღრმა ძილი). ხალხი, რომელიც წყვეტს მარიხუანას მოხმარებას, ხშირად აფიქსირებს უძილობის შემთხვევებს, ხშირ გამოღვიძებას და უცნაურ სიზმრებს ხანმოკლე ძილის დროს.

ორგანიზმზე ზემოქმედება

ორგანიზმზე ზემოქმედება

მრავალ წლიანი კვლევების შედეგად მეცნიერებმა, რომლებიც შეისწავლიდნენ მარიხუანას, გააკეთეს რამოდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა. გარდა იმისა, რომ მათ მოახდინეს აქტიური ინგრედიენტის იდენტიფიცირება, მათ ასევე აღმოაჩინეს, სად და როგორ მოქმედებს ის ტვინზე - ნერვული სისტემის დახმარებით, რომელსაც მათ ენდოკანაბინოიდური სისტემა უწოდეს (EC). სახელწოდება მას ეწოდა Cannabissativa-ს და მისი აქტიური ინგრედიანეტის დელტა-9-ტეტრაკანაბინოლის (ტგკ) პატივსაცემად, ეს გახლავთ ტვინისა და ორგანიზმის უნიკალური სისტემური კავშირი, რომელიც მოქმედებს მრავალ მნიშვნელოვან ფუნქციაზე, იმის ჩათვლით, რომლითაც ადამიანი გრძნობს, მოძრაობს და რეაგირებს.

კანაფი შეიცავს 120-ზე მეტ კანაბინიოდს. მათი მოქმედება ორგანიზმზე ბოლომდე არ არის შესწავლილი, მაგრამ ყველაზე ძლიერი ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ფსიქიკაზე, არის ტგკ. კანაბისის მოწევის დროს, ტგკ სწრაფად ხვდება სისხლში. მას შეუძლია მიაღწიოს ტვინამდე სულ რამოდენიმე წუთში. ჰალუცინოგენის ათვისება ხდება შედარებით ნელა, თუ მას მიირთმევენ, რის გამოც მოქმედება შედარებით გვიან იწყება, დაახლოებით 2 საათში. ასეთ შემთხვევაში, მოქმედებაც უფრო დიდ ხანს გაგრძელდება.

THC და სხვა ქიმიური ნაერთები კანაფში, გვანან კანაბინოიდებს, რომლებსაც ორგანიზმი გამოიმუშავებს. ეს ბუნებრივი ნივთიერებები ახდენენ ისეთივე ეფექტს, როგორსაც ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც აგზავნიან შეტყობინებას ნერვულ უჯრედებს შორის (ნეირონებში) მთელს ნერვულ სისტემაში. ტგკ-ს ქიმიური სტრუქტურა ტვინის ანანდამიდის სტრუქტურის მსგავსია. სტრუქტურების შესაბამისობა სხეულს აძლევს საშუალებას ამოიცნოს ნარკოტიკი და შეცვალოს თავის ტვინის ნორმალური მუშაობა.

როდესაც ადამიანი მოიხმარს მარიხუანას, THC გადადის EC სისტემაში, სწრაფად უერთდება კანაბინოიდურ რეცეპტორებს მთელ ტვინში და სხეულში. ეს ხელს უშლის ხელს ბუნებრივ კანაბინოიდებს შეასრულონ თავის საქმე ნეირონებს შორის კავშირში, რამაც შეიძლება წონასწორობიდან გამოიყვანოს მთელი სისტემა. მაგალითად, ტგკ ააქტიურებს რეცეპტორის ტიპს, რომელსაც CB1 ეწოდება, რომელიც კონცენტრირდება ნერვულ სისტემაში და წარმოქმნის „მაღალ“ ფსიქოაქტიურ ეფექტს. ნივთიერება ასევე უკავშირდება CB2 რეცეპტორს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნურ სისტემაში.

რამდენადაც კანაბინოიდური რეცეპტორები არსებობს სხეულის და ტვინის მრავალ ნაწილში, ტგკ-ს ეფექტები განსხვავებულია: მან შეიძლება შეანელოს ადამიანის რეაქცია (რამაც შეიძლება გააუარესოს ავტომობილის მართვის უნარი), შესაძლებელია დაგავიწყდეთ წამების წინ მომხდარი ამბავი, გამოიწვიოს შფოთვა, გააუარესოს გადაწყვეტილების მიღების უნარი. ნაერთი ასევე მოქმედებს ტვინის იმ ნაწილებზე, რომლებიც ადამიანს კარგად ყოფნაში ეხმარებიან, რა დროსაც დგება „აღმაფრენის“ მომენტი. მაგრამ დროთა განმავლობაში, ტგკ-ს შეუძლია გააუარესოს EC სისტემის მუშაობა ტვინის ამ ნაწილებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ასევე მეხსიერების დაფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

ბევრი ადამიანი ჰალუცინოგენს მოიხმარს აღფრთოვანების განცდის, ან უბრალოდ განტვირთვისთვის. კანაფი ასევე იწვევს სენსორული აღქმის ცვლილებას; შესაძლებელია ფერები გახდეს უფრო კაშკაშა, ხმები უფრო ძლიერი, ემოციები უფრო გაჯერებული. ზოგიერთები განიცდიან შიშს და პარანოიასაც კი.

როდესაც ადამიანები მარიხუანას მოიხმარენ რეკრეაციული მიზნებისათვის, შესაძლებელია შემდეგი შედეგების მიღება:

ადამიანის მიერ მარიხუანას მოხმარების შესამოწმებლად ჩატარებულმა ტესტმა შესაძლებელია აჩვენოს დადებითი პასუხი რამოდენიმე კვირაშიც კი ნივთიერების ბოლო მოხმარებიდან. ეს დამოკიდებულია მოხმარებული მარიხუანას რაოდენობასა და მისი მოხმარების სიხშირეზე.

უარყოფითი ეფექტები

უარყოფითი ეფექტები

მარიხუანას მოხმარებით გამოწვეული გავრცელებული უარყოფითი შედეგებია:

  • თავის ტკივილი;
  • თავბრუსხვევა;
  • ძილიანობა;
  • დაღლილობა;
  • პირის სიმშრალე;
  • გულის რევის შეგრძნება;
  • მეხსიერების დაკარგვა;
  • თვალების სიწითლე;
  • პარანოიდული აზროვნება და დისოციაცია.

ნაერთის გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს რიგი ისეთი ნეგატიური შედეგებისა, როგორიცაა:

  • ტვინის ფუნქციონირების დაქვეითება: მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც მარიხუანას მოხმარება დაიწყეს 15 წლამდე ასაკში, ვერ აჩვენეს ისეთი შედეგები ტვინის მუშაობის ანალიზის დროს, როგორიც მათმა თანატოლებმა, რომლებმაც მოხმარება უფრო გვიან ასაკში დაიწყეს;
  • იმუნიტეტის დაქვეითება: ერთი ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ნივთიერებას შეუძლია დააქვეითოს ორგანიზმის იმუნური სისტემა. რასაც შეუძლია გამოიწვიოს კიბოთი და სხვა და სხვა ინფექციებით დაავადების რისკის ზრდა;
  • კანაბისის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანებში განავითაროს ფსიქოზი;
  • 2019 წელს ჩატარებულმა მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ფსიქოზიანი ადამიანების 34%-ში, რომელიც ტგკ- გამოყენებით იყო გამოწვეული, მარიხუანას შემდგომმა მოხმარებამ გამოიწვია მდგომარეობის გაუარესება და შიზოფრენია;
  • შესაძლებელია აპათიის განვითარება და მოტივაციის დაქვეითება;
  • რეპროდუქციული სისტემის პრობლემები: კვლევების თანახმად, მცენარის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური დისფუნქცია;
  • მეხსიერების დაკარგვა: ბრიტანელ მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი შტამების მწეველებს (მაგალითად სკუნსის), მეხსიერების დაკარგვის უფრო დიდი რისკი აქვთ;
  • სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება;
  • ღრძილების დაავადების რისკი: კვლევამ აჩვენა, რომ ტგკ- მოწევა ზრდის ღრძილების დაავადების რისკს, იმის მიუხედავად, მოიხმარს თუ არა მწეველი თამბაქოს;
  • რეაქციის დაქვეითება: BMJ კვლევამ აჩვენა, რომ მძღოლს ბევრად დიდი შანსი აქვს ავარიის, თუ ის მარიხუანას მოწევიდან 3საათის განმავლობაში დაჯდება საჭესთან;
  • ადამიანის დნმ-ის ცვლილება: ბრიტანულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კანაბისის ბოლი აზიანებს დნმ-ს, ისე, რომ ორგანიზმი შეიძლება უფრო ადვილად დაავადდეს კიბოთი;
  • სათესლის კიბო: 2015 წლის მიმოხილვამ და მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ტგკ- ხშირი მოხმარება ზრდის სათესლის კიბოს განვითარების რისკს, მაგრამ აღნიშნულის დასადგენად საჭიროა კიდევ ჩატარდეს კვლევები.

კანაბინოიდი ინახება ორგანიზმის ცხიმოვან ქსოვილში. ამიტომ ნარკოტესტის პასუხი ბოლო მოხმარებიდან სამი კვირის შემდეგაც შეიძლება იყოს დადებითი.

დამოკიდებულება

THC-მ შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება, ხოლო ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები. დაახლოებით 10-დან 1 ადამიანი, რომელიც მოიხმარს კანაფს, გახდება დამოკიდებული. მათთვის, ვინც მარიხუანას მოიხმარს 18წლამდე ასაკიდან, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. დროთა განმავლობაში იწყება ნეიროტრანსმისტერების ძლიერი სტიმულაცია, რომელიც დაკავშირებულია კანაბინოიდურ რეცეპტორებთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები ტვინში და მიგვიყვანოს ფსიქიკურ აშლილობამდე, ან გამოიწვიოს მარიხუანაზე დამოკიდებულება.

დამოკიდებულების ნიშნებია:

  • ტგკ- მოხმარების შეწყვეტის უშედეგო მცდელობები;
  • მნიშვნელოვან საქმეებზე უარის თქმა, მეგობრებთან დიდი დროის გატარება ნარკოტიკის მიღების მიზნით;
  • ჰალუცინოგენის გამოყენება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას მოჰყვება პრობლემები სამუშაოს შესრულების, სახლის საქმეების, სკოლის დროს.

NIDA-ს მონაცემების თანახმად, ადამიანები, რომლებმაც მარიხუანას მოხმარება ახალგაზრდა ასაკში დაიწყეს და მოიხმარდნენ მას ხშირად, ბევრად მიდრეკილები არიან ფსიქიკური აშლილობებისადმი, ისეთებისადმი, როგორიცაა შიზოფრენია, ვიდრე ისინი, ვინც ჰალუცინოგენის მოხმარება შედარებით გვიან დაიწყეს. ზოგ შემთხვევაში ეფექტის მისაღწევად, ადამიანს სჭირდება ტგკ-ს დოზის გაზრდა.

დამოკიდებულებასთან ბრძოლა

დამოკიდებულებასთან ბრძოლა

მარიხუანას მოხმარების მომენტალური შეწყვეტა იწვევს დისკომფორტს, მაგრამ არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისათვის. პირველი ნეგატიური იწყება შეწყვეტიდან მეორე დღეს და შეიძლება რამოდენიმე კვირა გაგრძელდეს. ჰალუცინოგენის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი მუცლის არეში;
  • გაღიზიანებადობა;
  • უძილობა;
  • შფოთვა;
  • მადის დაქვეითება.

ძილის პრობლემები შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. რისკების სრული ჩამონათვალი და ხარისხი მუდმივი მოხმარებისას დღეისათვის სრულად არ არის ცნობილი. შეუძლებელია განსაზღვრა, თუ ვის განუვითარდება სერიოზული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სხვა არასურველი რეაქციები და ვის არ ექნება არანაირი პრობლემა.

ლეგალურობა

დღეისათვის ტგკ (უფრო სწორად კანაბისი) ნებადართულია სამედიცინო თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტაბების 29 შტატში, მაშინ, როდესაც რეკრეაციული კანაბისი დაშვებულია მხოლოდ 9 შტატში. ვაშინგტონში, კოლუმბიაში. ამის მიუხედავად, სხვა და სხვა ცნობები მიგვანიშნებს, რომ დეკრიმინალიზაცია მომავალში უფრო გავრცელდება.

არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ „კანაფის რეგულირებადი ბაზრის დადებითი ეფექტი... აღემატება პოტენციურ ნეგატიურ შედეგებს“, აცხადებს «NewYorkDailyNews».

THC (მარიხუანაში) ხდება სულ უფრო მნიშვნელოვანი თემა ლეგალიზაციაზე დისკუსიებში. „დაკანონების პროცესი და ჰალუცინოგენის მოხმარების რეგულირება უნდა იქნეს სერიოზულად განხილული და წაიწიოს წინ“, განაცხადა ნიუ-იორკის სენატის დემოკრატების ლიდერმა, ანდრესა სტიუარტ-კაზინსმა (D-Westchester). „სულ უფრო მეტი ნიუ-იორკელი ხვდება, რამხელა ზარალი იქნა მიღებული კანაფის კრიმინალიზაციით, ახალგაზრდების დაკავებით და ჩრდილში მყოფი ბაზრების ხელშეწყობით. ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ პოლიტიკით მიღებული ზარალის ანაზღაურება, რაც ნიშნავს, ლეგალიზაციის აუცილებლობას“.

THC CBD-ს (კანაბიდიოლი) წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ნაერთი ფლობს ერთნაირ ქიმიურ შემადგენლობას, THC და CBD მოქმედებს სხვა და სხვაგვარად.

THC არის მარიხუანას ფსიქოაქტიური კომპონენტი, რომელიც ადამიანს „აღმაფრენის“ შეგრძნებას ანიჭებს, ხოლო CBD ამცირებს THC მოქმედებას, მაშინ, როდესაც ტგკ იწვევს ძილიანობას და ჰალუცინაციებს, კბდ-ს შეიძლება შეგმატოთ ენერგია. კბდ ხშირად არბილებს ტგკ-ს ეფექტს, რითიც ამცირებს შფოთვას და სტრესს.

სხვა ნარკოტიკებთან ურთიერთქმედება

სხვა ნარკოტიკებთან ურთიერთქმედება

ტგკ-ს მიღება შესაძლებელია მრავალ სამედიცინო საშუალებასთან ერთად. შესაძლებელია შემდეგი ჯგუფის პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

  • ანესთეზიის ნარკოტიკები;
  • ჰიპნოტონიკები და სედატიური საშუალებები;
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკი და სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;
  • ოპოიდური ტკივილგამაყუჩებლები;
  • სისხლის გასათხელებელი საშუალებები;
  • კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებები;
  • ზოგიერთი ანტიდეპრესანტი.

ჰალუცინოგენური ნაერთების გამოყენებისას უნდა მოერიდოთ ალკოჰოლს.

ტგკ არის კანაბისის ძირითადი ფსიქოაქტიური კომპონენტი. მისი მოქმედება ორგანიზმზე შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ნივთიერება გამოიყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მაგრამ ექიმის კონსულტაციის გარეშე მისმა რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური შედეგები.