1. პირველი, რაც გასაკეთებელია, შენახვის წინ თესლის გაშრობაა. მაგრამ ზედმეტად ნუ გადააშრობთ!
  2. თუ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აპირებთ თესლის შენახვას, უნდა დარწმუნდეთ, რომ მათ ძალიან ძლიერი ნაჭუჭი აქვთ. ყურადღება მიაქციეთ, არის თუ არა თესლი კარგად მომწიფებული სანამ შეფუტავთ და შესანახად გაამწესებთ.
  3. თესლის შენახვის ადგილის ტემპერატურა უნდა იყოს მუდმივად არაცვალებადი, ტენიანობის გარეშე.
  4. როდესაც თესლებს კონკრეტულ საცავში შეიტანთ, წინასწარ მიაწერეთ - რა სახის ჯიშია, შეფუთვის თარიღი და სხვა ინფორმაცია თესლებზე. მომავალში დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად. თესლის შენახვა შეგიძლიათ ისეთ კონტეინერებში, როგორიცაა ქილა, საფოსტო კონვერტი, ტომრები, პატარა ჩანთები, ყუთები, ფლაკონები და ა.შ.

ტენიანობა თესლის შესანახ სათავსოში

მაშინაც კი, თუ თესლს მაშინათვე არ გაანაყოფიერებთ, არამედ ინახება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ისინი არ კვდებიან და არ ფუჭდებიან, მხოლოდ და მხოლოდ აფერხებენ თავიანთ სასიცოცხლო ფუნქციებს. თესლებს აქვთ ჰაერიდან ტენიანობის შთანთქმის თვისება. ამავე დროს - თესლისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებები. თუ ჰაერში ძალიან მაღალი ტენიანობაა, თესლი ძალიან სწრაფად დაწვავს მათში შემავალ ყველა ჰორმონსა და საკვებ ნივთიერებებს, რაც სითბოს წარმოქმნის. ამის გამო, თესლის გაღვივების ალბათობა მცირდება. ასე რომ, თესლის შენახვის დროს, მათი მთელი სასიცოცხლო პროცესი მაქსიმალურად უნდა შეჩერდეს. ამის წყალობით, თესლი უფრო დიდხანს შეიძლება ინახებოდეს. ითვლება, რომ, იდეალურად, ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 6-9% -ს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანაფის თესლი უბრალოდ დაკარგავს თავის ფუნქციას. როგორც წესი, ეს ყველაზე ხშირად ემართებათ გამოუცდელ გროვერებს. იმის შესამოწმებლად, რომ დაადგინოთ თესლი საკმარისად გამომშრალია თუ არა, უბრალოდ განათავსეთ ისინი შუშის ქილაში რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ ტენიანობა შეინიშნება ქილის კედლებზე, მაშინ თესლი საკმარისად არ გამშრალა. მკვლევარებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: თესლი განათავსეს ბეტონზე სხვადასხვა ხარისხის ტენიანობით და მათ ჩაქუჩი დაარტყეს. შედეგად, თესლი, რომელსაც ქონდა ტენიანობის 8% გაიბზარნენ, შედარებით მაღალი ტენიანობის თესლები კი გაბრტყელდნენ. ასე რომ კონტეინერში, სადაც თესლს ინახავთ, ტენიანობის სტაბილურ დონეზე შესანარჩუნებლად მოათავსეთ კარგად გამომშრალი ბრინჯის მარცვალები. კანაფის თესლის გრძელვადიანი შენახვისთვის, პროფესიონალები რეკომენდაციას უწევენ ალუმინის Zipper ჩანთებს, რომელიც შემდგომ მოთავსებული უნდა იქნას ქილაში, ბრინჯთან ერთად. ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მაღალი სიმშრალე ასევე საზიანოა თესლისთვის!

ტემპერატურა

თუ თესლი კარგად არის გამომშრალი, მაშინ მათ შეუძლიათ აიტანონ ძალიან დაბალი ტემპერატურა. გახსოვდეთ, რომ თესლი გაციებულ მდგომარეობაში, ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის სწრაფ და უმნიშვნელო ცვლილებთან მიმართებაში! და თესლებში გადაჭარბებული ტენიანობა, გაყინულ მდგომარეობაში, უკიდურესად უარყოფითად მოქმედებს მომავალში მათ განაყოფიერებაზე.

დაბალ ტემპერატურაზე, გარსის ქვეშ თესლის სიცოცხლე შენელდება. ეს ხელს უწყობს გრძელვადიან შენახვას და დღეს დღეობით თესლის შესანახად საუკეთესო საშუალებაა. თხევადი აზოტის ან კრიოგენეტიკის გამოყენებისას, თესლი შეიძლება ინახებოდეს რამდენიმე ასეული წლის განმავლობაშიც კი!

ასე რომ, თუ თესლი საკმარისად კარგად არის გამომშრალი, მოთავსებულია ჰერმეტულ კონტეინერში, მაშინ მათი შენახვა შესაძლებელია მაცივარში ან თუნდაც საყინულეში, დაახლოებით 4 ° C ტემპერატურაზე. ამავე დროს, უნდა გახსოვდეთ, რომ ტემპერატურის ცვლილებები ძალიან ფატალურია თესლისთვის. ასე რომ, ნუ გამოიღებთ მათ ძალიან ხშირად და ნუ გააჩერებთ დიდი ხნის განმავლობაში.

შუქი

სინათლე ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თესლის განაყოფიერებაში. ასე რომ, შენახვის დროს შეეცადეთ თესლი დაიცვათ სინათლის ზემოქმედებისგან.

ჰაერი

კანაფის თესლის ტყავი ატარებს ჟანგბადს და ტენიანობას, რაც თავის მხრივ იწვევს რეაქციას თესლების გამოღვიძებასა და ფაღვივების პროცესზე. ასე რომ, თუ გინდათ, რომ თესლი უფრო დიდხანს ინახებოდეს და სიცოცხლისუნარიანი იყოს გაღვივებისას, მაშინ თესლი შეინახეთ ჰერმეტულ, ვაკუუმურ შეფუთვაში, ჟანგბადის გარეშე.

თუ თესლის გარე დაცვა არ არის საკმარისი, ალბათობა იმისა, რომ თესლი მიიღებს ძილის რეჟიმს, უკიდურესად მცირეა. ასეთ პირობებში თესლი დიდხანს არ ინახება.

მავნებლები

მავნებლები

ობი და სოკოები

კანაფის თესლის ყველაზე ხშირი მტერი ობი და სოკოებია (მაგალითად, პითუმი ან რიქსიქტონია), ტენიანობის შემცველობა 10-დან 15% -მდე, ხოლო ტემპერატურა 15-დან 20 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

მწერები

ძალიან ხშირად, მწერები ანადგურებენ შენახულ თესლს. მაგრამ, მადლობა - დიატომიურ მიწას, მისი მეშვეობით შესაძლებელია თესლის ეფექტურად და იაფად დაცვა მავნებლებისგან. უფრო მეტიც, ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო და მარტივი მეთოდი. ასეთი მიწა ნებისმიერ აგრონომიულ მაღაზიაში იყიდება.

მღრღნელები

მცირე ზომის მღრღნელებს, თაგვებს, ვირთხებს, უყვართ კანაფის თესლის ჭამა. ასე რომ, დარწმუნდით, რომ თესლი მოათავსეთ პლასტმასის ან მინის კონტეინერში, რათა თავიდან აიცილოთ მსგავსი არასასიამოვნო შემთხვევები.

კანაფის თესლის გაღვივება, შენახვის შემდეგ

თუ თესლი ჯერ კიდევ ახალია, მაშინ ისინი ნაყოფიერდებიან 95% -ზე მეტი ალბათობით.

ისინი რომლებიც 1-2 წლის განმავლობაში ინახება, შეიძლება გაღვივდეს შედარებითუფრო ნელა. ასეთი თესლისგან აღმოცენებულ მცენარეებში იმუნიტეტი უკიდურესად დაბალია. სწორად შენახვისას, თესლი ღვივდება მაშინაც კი, თუ ინახება 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

თუ შენახვის პირობები არ დაირღვა, მაგრამ ამ თესლების 50% მაინც არ გაღვივდა, მაშინ, სავარაუდოდ, ამ თესლების საშუალო შენახვის ვადა ამოიწურა.

თუ თესლს მაცივარში ინახავთ, არ გამოიღოთ ისინი სანამ არ გადაწყვეტთ მათ განაყოფიერებას! ხოლო როდესაც კონტეინერს მაცივრიდან გამოიღებთ, ნუ იჩქარებთ მის გახსნას. მიეცით საშუალება რომ გათბეს ოთახის ტემპერატურამდე თავისით, საშუალოდ 12 საათის განმავლობაში. შემდეგ, უკვე შეგიძლიათ ამოიღოთ და გააღვივოთ თესლი.