Stealth Growing: როგორ დავიცვათ გროვი

GanjaSeeds 09 სექტემბერი 2020

შინაარსი

თუ თქვენ ოდესმე შესულხართ ფორუმზე კანაბისის მოყვანის შესახებ რჩევების გასაცნობად, ნახავდით, რომ ყველა მებაღეს შეუძლია მიაღწიოს საუკეთესო შედეგებს.

ახალი ჯიშებისა და მეთოდების შესწავლა იძლევა წარმატებული გროვინგის საშუალებას და გეხმარებათ მოსავლიანობის ამაღლებაში. თუმცა არის ერთი რამ, რაც მნიშვნელოვანია თქვენი მცენარის განვითარებისათვის.

იმის დამოუკიდებლად, თუ რამდენად კარგი მებაღე ხართ, თუ თქვენი ქმედებები კანონსაწინააღმდეგოა, თქვენ ვერაფერს მიაღწევთ. მაშინაც კი, თუ თქვენი კანაბისის მოყვანა კანონიერია, ყოველთვის გამოჩნდება თქვენი ბაღის დაუფლების მსურველი. ასევე არსებობენ ცნობისმოყვარე მეზობლები, რომლებიც დაინტერესდებიან თქვენი გატაცებით.

არ იდარდოთ! ჩვენ თავი მოვუყარეთ სიას, რომელიც დაგეხმარებათ არ მოხვდეთ იმ ხალხის ყურადღების ცენტრში, რომელთაც შეიძლება გავნონ.

დაიმახსოვრეთ, ერთადერთი, რაც გაზრდის თქვენი გროვის პოტენციალს და მოსავალს, არის დარწმუნება იმაში, რომ თქვენ მისი შენარჩუნება შეგიძლიათ.

Stealth Growing: როგორ დავიცვათ გროვი

განვიხილოთ რამოდენიმე რჩევა „პარტიზანული“ გროვინგისათვის, რომლის მიზანიცაა შეინარჩუნოთ გროვი სხვა პირების კონტროლის გარეშე.

პირველ რიგში დაიმახსოვრეთ: „გააქრე კანაბისის სუნი, არ გაყიდო და არ მოჰყვე არავისთან არაფერი“. არავის მოუყვეთ მარიხუანას შესახებ!

არსებობს უსაფრთხოების მრავალი გზა, წარმოგიდგენთ მოკლე მონახაზს:

  • არავითარი სუნი - არავინ არ უნდა იგრძნოს თქვენი გროვის სუნი.
  • არ გაყიდოთ - სტატისტიკურად, ადამიანები, რომლებიც ზრდიან კანაბისს პირადი მოხმარებისთვის, აწყდებიან ბევრად ნაკლებ იურიდიულ და კრიმინალურ პრობლემებს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ყიდიან კანაბისს. ეს ასეა ისეთ ადგილებშიც კი, როგორიცაა ამერიკის კოლორადოს შტატი. სადაც მსგავსი ქმედებები კანონიერია.
  • არ უთხრათ არავის - რაც უფრო ნაკლებმა ადამიანებმა იციან თქვენი გროვის შესახებ, ავტომატურად მცირდება გროვის დაკარგვის ალბათობა სამართალდამცავებთან კონტაქტის და ქურდობის შედეგად. მართალია, საკმაოდ რთულია არ გაუზიაროთ ვინმეს თქვენი მიღწევები, მაგრამ გირჩევთ დაიტოვეთ საიდუმლოდ! საკუთარი გროვის შესახებ ვინმესთვის მოყოლა - ყველაზე მარტივი გზა არის პრობლემების შესაქმნელად. სხვა საქმეა ინტერნეტი და მაქსიმალური კონფიდენციალურობა.

გროვინგი შენობაში და ღია სივრცეში

კანაბისის მოყვანის ამ ორივე მეთოდს აქვს თავის უპირატესობანი, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ფარულად მოყვანას, რა თქმა უნდა შენობაში მოყვანა სჯობს. ინდორში თქვენ სრულად შეგიძლიათ აკონტროლოთ სუნი და თქვენი მცენარე არავისთვის არ იქნება თვალსაჩინო. ღია სივრცეში მოყვანა ქმნის ამ დიდ პრობლემას. შენობაში მებაღე დაცულია სხვა ადამიანებისგან! ეს ყოველივე განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაშინ, როდესაც მცენარე მოგყავთ საკუთარ ტერიტორიაზე. ისტორიას მრავალი მაგალითი ახსოვს, თუ როგორ დაკარგეს მებაღეებმა გროვი ცნობისმოყვარე მეზობლების, სამართალდამცავების, ან უბრალოდ ცუდი ამინდის გამო (მაგალითად წყალდიდობის შედეგად აღმოჩენილი იყო დამალული მარიხუანას პლანტაცია). თუ შეძლებთ დაკავდეთ გროვინგით შენობაში, მას ვერავინ იპოვის!

სუნი

ვეგეტაციის სტადიაზე (ზოგიერთი ჯიში თავიდანვე გამოყოფს კანაბისის ინტენსიურ სუნს), მცენარეების უმეტესობა გამოყოფს სუფთა, ჩვეულებრივი ბალახის მსგავს სუნს. მაგრამ, როგორც კი იწყება ყვავილობა, სუნი შეიძლება გახდეს მძაფრი.

Stealth Growing: როგორ დავიცვათ გროვი

საბედნიეროდ ამის გამოსწორება რამდენიმე ინსტრუმენტის და სუნის ნეიტრალიზატორის საშუალებით არის შესაძლებელი. ზოგიერთი მებაღე იყენებს დიფუზორებს ან სანთლებს. გარდა ამისა, შეგიძლიათ გაზარდოთ კანაბისის ის შტამები, რომლებსაც შედარებით ნეიტრალური სუნი აქვთ. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სუნი არ გასცდეს თქვენს სივრცეს და არ მოხვდეს დასახლებულ შენობებში.

მნიშვნელოვანი შენიშვნა: სუნის არომატიანი ნეიტრალიზატორები არ უნდა „მუშაობდეს“ იმავე ჰაერთან, რომელშიც თქვენი მცენარეებია, რაც ნიშნავს, რომ ისინი არ უნდა გამოიყენოთ გროურუმში ან გროუბოქსში კანაფთან ერთად, რადგან სუნამოს სუნი შეიძლება გირჩებს შეერიოს.

მსუბუქი სუნის მქონე კანაფის ჯიშები არ არის სრულიად სანდო, მაგრამ შესაძლებელია გაგიმარტივონ საქმე!

ხმაური

არავის მისცეთ საშუალება ესმოდეთ თქვენი „ფერმის“! ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობის შეძენისას ნახეთ გამოხმაურებები მის შესახებ, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ჩუმად მუშაობს. უხარისხო გამწოვი ვენტილატორი ან ჰაერის ნასოსი გამოიწვევს ეჭვებს, რამდენადაც ისინი გამოსცემენ ხმას და როგორც წესი მუშაობენ დღე და ღამე.

უხარისხო გამწოვი ვენტილატორები და ჰაერის ნასოსები კიდევ უფრო მეტ ეჭვს ახდენს ვიბრაციის გამო. ამან შეიძლება თქვენი გროვი რამდენიმე კედლის მიღმაც კი გახადოს შესამჩნევი!

რჩევები ჩუმად მუშაობის შესახებ

არ გამოიყენოთ ძალიან მძლავრი ვენტილატორი, რადგან ის ძალიან ხმაურიანია.

Stealth Growing: როგორ დავიცვათ გროვი

დაამონტაჟეთ გამწოვი ვენტილატორი გროუბოქსში შიგნით, ისე რომ არ ეხებოდეს სხვა ელემენტებს. ვენტილატორის შიგნით ჩამოკიდება (რაც მარტივად არის შესაძლებელი თოკის სამაგრების, დიდი საჭერების და ბანჟა-შნურის საშუალებით) მნიშვნელოვნად შეამცირებს ხმაურს.

ჰაერის გამწოვის მილი უნდა იყოს რაც შეიძლება სწორი და მოკლე. დამატებითი მოხრილობა და სიგრძე აძლიერებს ხმაურს გამავალი ჰაერის გამო, ასევე ასეთ შემთხვევაში გამწოვი უფრო ძლიერი დატვირთვით მუშაობს და ხმაურიც შესაბამისად მეტია.

გამოიყენეთ იზოლირებული გამწოვი.

დარწმუნდით, რომ ხვრელი, საიდანაც გამოდის გრილი ჰაერი, საკმაოდ დიდია. შემავალი ჰაერის ხვრელი, საიდანაც ღებულობთ ჰაერს, უნდა იყოს სივრცის ქვედა ნაწილში. მისი ზომა დაახლოებით ოთხჯერ დიდი უნდა იყოს გამავალი ჰაერის ხვრელზე. თუ ვენტილატორს შეექმნა პრობლემა საკმარისი რაოდენობის ჰაერის მიღებასთან დაკავშირებით, ის უფრო ხმაურიანად დაიწყებს მუშაობას და ვენტილატორზეც უარყოფითად იმოქმედებს.

გამოიყენეთ ყველა საშუალება, რაც დაახშობს ხმაურს, ეს შეიძლება იყოს კვერცხის ლატოკები, ან ქაფი. თუ ვენტილატორს და იმ ადგილს შორის, სადაც ის მონტაჟდება, არის ქაფი, ვიბრაციაც მცირდება. ზოგი მებაღე იზოლირებულ ყუთსაც იყენებს ვენტილატორის გარშემო.

ყურადღება მიაქციეთ საით უფრო ისმის ხმაური. იქონიეთ ვენტილატორი საერთო კედლების, ოთახში შესასვლელის, ფანჯრებისგან მოშორებით.

ნიშნები თქვენს წინააღმდეგ

გარემოსთვის თქვენი გროვინგი უნდა აღიქმებოდეს, თითქოს რაღაც ჩვეულებრივს აკეთებდეთ. რამდენად პარანოიულადაც არ უნდა ჟღერდეს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ნებისმიერს, ვინც დაინახავს რას აკეთებთ, ეცოდინება, თუ რა არის ეს და აუცილებლად შეგიქმნით პრობლემებს.

ნებისმიერი დანადგარი გადააადგილეთ მხოლოდ ღამით, რათა რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა დაგინახოთ. ასევე კარგი იდეაა ყველა მოწყობილობა ნაგვის პარკებით გადაიტანოთ. ამგვარად ვერავინ დაინახავს თუ რა მიგაქვთ!

დააკვირდით რას აგდებთ ნაგვის ბუნკერში. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგიწევთ კანაბისთან დაკავშირებული ნარჩენების გადაყრა (მაგალითად ტოტები), დაფარეთ ნაგვით, რომ არავის გაუჩნდეს ქექვის სურვილი.

დარწმუნდით რომ არავის, არაფერი ხვდება თვალში. მიმოიხედეთ სახლში, ხომ არაფერია შესამჩნევი, მაგალითად დააკვირდით, საღამოობით ხომ არ ჩანს ყვითელი განათება (HPS).

იყავით კარგი მეზობელი! ბევრს ჰგონია, რომ კანაფის მომყვანი ადამიანები, ცუდები არიან. როდესაც მოიქცევით ჭკვიანად, კარგად აღზრდილი, მეგობრული ადამიანივით, თქვენი მეზობლები ნაკლებად იფიქრებენ თქვენზე ცუდს.

არ დაემსგავსოთ სტერეოტიპულ მწეველს. რას ჩაიცვამთ, თქვენი საქმეა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ პოლიცია და ეჭვიანი მეზობლები ხშირად დიდ ყურადღებას აქცევენ თქვენს გარეგნობას.

Stealth Growing: როგორ დავიცვათ გროვი

ელექტრონული უსაფრთხოება

თუ Google-ში მოძებნით თემას „სახლში მარიხუანა დაიწვა“, იპოვეთ ბევრ ინფორმაციას, როდესაც ელექტრო დამოკლების გამო გაჩენილი ცეცხლის შედეგად ადამიანებს დაეწვათ თავის კანაბისი, სახლი და ყველაფერი. უბედური შემთხვევების უმეტესობა, დაკავშირებული ელექტრო უსაფრთხოებასთან, რაც შეიძლება აღმოიფხვრას შემდეგი ჩვევების საშუალებით:

შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი მოწყობილობები. ხარისხიანი დეტალები ამცირებს მსგავსი შემთხვევების შანსებს.

წყალი (სხვა სითხეებიც) და ელექტრო მოწყობილობები იქონიეთ დიდი დაშორებით.

მაშინვე მოაშორეთ დაღვრილი წყალი.

შეიძინეთ GFCI! ეს მოწყობილობა განკუთვნილია ელექტროენერგიის შესაწყვეტად მისი სიმძლავრის პრობლემის წარმოქმნისთანავე. ამ დანადგარს ასევე შეუძლია დაგიცვან დენის დარტყმისგან, ამიტომ არ ღირს მასზე ფულის დაზოგვა.

Stealth Growing: როგორ დავიცვათ გროვი

არ გადატვირთოთ თქვენი სქემები. თუ ცხოვრობთ ძველ სახლში და არ იცით რამდენს გაუძლებს თქვენი ელექტრო გაყვანილობა, ალბათ არ გენდომებათ, რომ ერთ ოთახში იმუშავოს 1000 Вт HPS სიმძლავრის ორმა ნათურამ და ძლიერმა გამწოვმა ვენტილატორებმა. გამოიყენეთ მხოლოდ ის, რაც აუცილებელია. მაგალითად დახურულ შენობაში, როცა მარიხუანა მოგყავთ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, 600 ვატიანი ერთი განათება შეძლებს თქვენი მცენარისთვის კომფორტის შექმნას მთელი წლის განმავლობაში.

ტექნოლოგია

ჩვენი კომუნიკაციის ტექნოლოგიები და საშუალებები იმდენად სწრაფად იცვლება, რომ ბევრი ვერ აღიქვამს, რომ ზოგჯერ ჩვენი ქცევები ბევრ ინფორმაციას იძლევა ჩვენი საქმიანობის შესახებ. წარმოდგენილი რჩევები მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ კონფიდენციალურობა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში:

  • პროქსი: ბევრი საიტი ადევნებს თვალს ინფორმაციას თქვენი კომპიუტერის შესახებ. პროქსი აიძულებს საიტებს იფიქრონ, რომ თქვენ სხვა ადგილზე იმყოფებით.
  • ანონიმური ძებნა: ყველას უყვარს Google და ხშირად იყენებენ მას, მაგრამ გუგლი ადევნებს ინფორმაციას თქვენი ძებნის ისტორიების შესახებ. გუგლის მოხმარება უსაფრთხოა, მაგრამ მარიხუანასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიებას ისეთი სისტემით გირჩევთ, რომელიც არ აკონტროლებს ინფორმაციას, მაგალითად duckduckgo.com.
  • Exifdata - ეს ინფორმაციის ნაწილია, რომელიც მიმაგრებულია პრაქტიკულად ყველა ფოტოზე, რაც შეიძლება იყოს საშიში, თუ ფოტო გადაღებულია GPS-ის მქონე მოწყობილობაზე (მაგალითად სმარტფონი), რადგან მონაცემები შეიცავს ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ! თუ გსურთ სადმე ფოტოს განთავსება, წაშალეთ მასზე მონაცემები.

კანონების ცოდნა

ამერიკის მრავალ შტატს აქვს საკუთარი კანონები მარიხუანას მოყვანასა და მოხმარებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი შტატი გროვერს უშვებს ციხეში, სხვები აძლევენ კონსულტაციებს, მესამენი უბრალოდ აჯარიმებენ, ზოგი კი სულაც არაფერს არ მოიმოქმედებენ. აუცილებლად შეისწავლეთ კანონები კულტივირების დაწყებამდე.