ყველა გამოცდილი გროვერი ოდესღაც იყო დამწყები, რომელმაც იგემა შეცდომებისა და წარუმატებელი გროვის გემო. „რომელი ჯიშის კანაფის თესლები შევიძინო?“ - ყველაზე მწვავე საკითხია დამწყები გროვერისათვის. ინტერნეტის გლობალური ქსელი აჭრელებულია ათასობით მაღაზიებით, რომლებიც ამტკიცებენ თავის ინდივიდუალიზმს, ექსკლუზიურობას და თავის საქონლის საუკეთესოობას.

კანაფის თესლები დამწყები მებაღეებისათვის

მრავალფეროვნება აბნევს ახალბედას და ურთულებს არჩევნის გაკეთებას. ნუ აჩქარდებით და ნუ შეიძენთ პირველ შემხვედრ კაკლებს. პირველი გროვი, პირველი სიყვარულივით არის - იწვევს აღფრთოვანებას, უამრავ ემოციას. მისი დავიწყება შეუძლებელია.

ჩვენ ვზრუნავთ მომხმარებლებზე!

Ganja Seeds გუნდი მზად არის დაეხმაროს დამწყებ გროვერს, გაატაროს მაღაზიის რიგებში და მოუყვეს შტამის ინდივიდუალიზმსა და მახასიათებლების შესახებ. მოცემულ სტატიაში საგულდაგულოდ შევარჩიეთ სტრეინები, რომელთაც პოტენციალის სრულად გახსნა მინიმალური მოვლის პირობებშიც კი შეუძლიათ. შერჩეული კაკლები არ იწვევს სირთულეებს კულტივირებაში, სწრაფად ვითარდებიან და ლოიალურნი არიან შეცდომების მიმართ. მცენარეები მდგრადები არიან ობისა და სოკოს მიმართ, არ უშინდებიან ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და არ ისტრესებიან.

რომელი თესლებია უკეთესი?

რომელი თესლებია უკეთესი?

გამოუცდელი მებაღისთვის ყველაზე სანდო კანაფის ფემინიზირებული თესლებია, მათგან ფორმირდება მხოლოდ მდედრი მცენარეები, რაც ამარტივებს კულტივირებას. მებაღეს არ მოუწევს მდედრი მცენარეების გამოცნობა ადრეულ სტადიაზე. კანაფის მოსაყვანად საჭირო იქნება ნაკლები ფართი, რადგან იზრდება სწორედ იმდენი ბუჩქი, რამდენ კაკალსაც დარგავთ. ყველა ამონაზარდი გარდაიქმნება ხარისხიან სენსიმილიად - დაუმტვერავი მდედრი მცენარე, რომელიც გამოირჩევა დიდი მწარმოებლურობით, შესანიშნავი არომატითა და გემოთი. კანაფის ფემინიზირებულ თესლებს შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ ობის და ლპობის ეპიდემიას.

Cannabis რომელი სტრეინებია უმჯობესი პირველი ცდისთვის?

Cannabis რომელი სტრეინებია უმჯობესი პირველი ცდისთვის?

შესაფერისი და ნაკლებად ხარჯიანი ვარიანტია აუტომოყვავილე, სასურველია ფემინიზირებული ჯიშის მარიხუანა. აუტომოყვავილეების ძირითადი უპირატესობა მოყვანის სიმარტივეა. ისინი მარტივად უმკლავდებიან ამინდის კაპრიზებს, აქვთ ძლიერი იმუნიტეტი სოკოსა და მავნებელი მწერებისადმი.

ყველაზე მთავარი პლიუსი - ყვავილობის უნარია სინათლის დღის ხანგრძლივობის მიუხედავად. მათ არ სჭირდებათ განათების რეჟიმის ცვლილება გროუბოქსში, აუთდორში კი მცენარე ყვავილობას 22-30 დღეს დაიწყებს. მოკლე სასიცოცხლო ციკლი (60-70 დღე) სეზონზე რამდენიმე მოსავლის აღების საშუალებას იძლევა. Auto feminised იშვიათად აჭარბებს 90-100 სმ. სიმაღლეს, რაც პლანტაციის მარტივად დამალვის საშუალებას მოგცემთ. სახლის პირობებში საკმარისი იქნება პატარა სივრცე, კარგად იზრდება ტუმბოებში, სისტემურ ბლოკებში, აივანსა და ტერასაზე. კულტივირებისთვის არ იქნება საჭირო დიდი მოცულობის ქოთნები და ძვირად ღირებული სასუქები. სავსებით საკმარისია საკვებით მდიდარი ნიადაგის გამოყენება. სიცოცხლის მოკლე პერიოდში ის ვერ შეძლებს საკვები ელემენტების სრულად შთანთქმას, ამიტომ არ დაგჭირდებათ ზედმეტი ქიმიკატები. სურვილის შემთხვევაში შეიძლება სასუქის დამატება მე-40 დღიდან, გამოიყენეთ მსუბუქი „კომპოტი“ გრანულირებული ნაკელისა და ბიოჰუმუსის ნარევით.

გირჩევთ:

  • Auto Lemon feminised კანაფის თესლებს Ganja Seeds-ისგან. მინიატურული მცენარე სრულად მწიფდება 7-9 კვირაში. გამოირჩევა დაბალანსებული მოქმედებით და ლიმონის არომატით. იზრდება 60-80 სანტიმეტრამდე ინდორში და გაგახარებთ 300 გრამი მოსავლით კვადრატული მეტრიდან ან 30-70 გრამით ბუჩქიდან.
  • Auto Somango feminised Ganja Seeds-ისგან. ადვილად იტანს სტრესებს, და არ უშინდება ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას. მომწიფების დროს აფრქვევს ხილის კომპოზიციას და აქვს მსუბუქი ნარკოტიკული ეფექტი.
  • Auto Super Skunk feminised – კლასიკური სკანკის აუტომოყვავილე ვერსიაა. მზად იყავით ძლიერი სუნის და ძლიერი მოქმედებისთვის. მარტივად მოსაყვანი და მორჩილია. არ უშინდება ვარჯიშს 70-80 დღესაც კი.
რამოდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი დამწყები მებაღეებისათვის

რამოდენიმე მარტივი რჩევა დაგეხმარებათ გააკეთოთ სწორი არჩევანი დამწყები მებაღეებისათვის:

  • ეძებეთ ამტანი კულტურები. ისინი გაპატიებენ კულტივირების დროს დაშვებულ შეცდომებს და მოითხოვენ მინიმალურ ყურადღებას.
  • ცნობილი შტამები, რომლებიც არსებობენ რამოდენიმე წელი, გამოირჩევიან მორჩილებით. მაგალითად, პოპულარული auto Mazar feminised არის ამტანი და მარტივი მოსაყვანი. ის საშუალო სიმაღლის არის და იძლევა შესანიშნავ შედეგებს ჰიდროპონიკასა და ნიადაგში.
  • გარდა ინდიკასა და სატივას თანაფარდობისა, ყურადღება მიაქციეთ ტჰკ-ს დონეს და ეფექტს. სატივა კარგია მხიარულებისა და შემოქმედებითი აღმასვლისთვის, ინდიკა - ფიქრისთვის, რელაქსისა და დასვენებისთვის.
  • მიმართეთ მხოლოდ სანდო მიმწოდებლებს. სამედიცინო და რეკრეაციული მარიხუანას მომხმარებელთა რიცხვი იზრდება, ამიტომ სიდბანკები სულ უფრო იმატებს, გარანტია და ხარისხი კი მცირდება.
  • ახალი შტამები კლასიკას ვერასდროს აჯობებს, უმჯობესია შეარჩიოთ კარგი გამოხმაურებების მქონე ცნობილი სტრეინი.