პირველ ეტაპზე, გროვერები ჩვეულებრივ იყენებენ კანაფის თესლს. ხოლო შემდგომ, როდესაც უკვე აქვთ დედა მცენარე, მებაღე ყოველთვის დგება დილემის წინაშე- როგორ გააგრძელოს კანაფის გაზრდა. ეკონომიის თვალსაზრისით, კლონების გამოყენება მომგებიანია. მაგრამ კლონების გამოყენება ყოველთვის, არის თუ არა კარგი გადაწყვეტილება? ამ სტატიაში, ჩვენ ვეცდებით გავარკვიოთ ეს.

რომელი უკეთესია - თესლი თუ კლონი?

რა უპირატესობა აქვს კანაფის თესლს?

  • ფოტოპერიოდული ჯიების გარდა, შესაძლებელია ავტომოყვავილის მოყვანაც. ეს ნიშნავს, რომ სწრაფად შეგიძლიათ აიღოთ მოსავალი დ მოწიოთ.
  • თესლის ყიდვა ინტერნეტით ძალიან მარტივია.
  • ჯიშების ფართო არჩევანი, განსხვავებული გენეტკებით.
  • სხვადასხვა ჯიშის ერთდროულად მოყვანა.
  • თესლის შენახვა შესაძლებელია მრავალი წლის მანძილზე, კულტივაციისთვის ოპტიმალური პირობების დაცდამდე.

რა უარყოფითი მხარე აქვს კანაფის თესლს?

  • ფინანსური ხარჯები. თითოეულ თესლზე უნდა გადაიხადოთ თანხა. და თუ ისინი ელიტურია, თანხა არც ისე პატარაა!
  • თესლი შესაძლოა არ გაღივდეს.
  • უფრო მეტად არის გამოვლენილი დაავადებები მასში, და ობის წარმოქმნა.

რა უპირატესობა აქვს კლონებს?

  • თანხის ეკონომია. ერთისგან შესაძლოა რამდენიც გნებავთ იმდენი მცენარის კლონირება.
  • ადგილის ეკონომია. ყლორტები გაცილებით პატარა ადგილს იკავებენ. გაზრდის შემთხვევაში, კლონებს არ ექნებათ ცენტრალური ღერო, რის გამოც ბუჩქს გააჩნია მცირე ზომის ფორმა.
  • დიდი მოსავალი. განსაკუთრებით, თუ ყლორტები დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებიან ვეგეტაციის სტადიაში.
  • რამდენადაც ბუჩქი უკვე ფორმირებულია, ვეგეტაციაში ვაყოვნებთ იმდენ ხანს, სანამ არ დაუფორმირდება ფესვთა სისტემა.
  • კლონებში ნაკლებად ვლინდება სხვადასხვა ტიპის დაავადებები და ობი.

რა უარყოფითი აქვს კლონებს?

  • გამოცდილების არარსებობა. ყველა გროვერს არ შეუძლია კლონირება.
  • მთავარი უარყოფითი კლონებისა, ეს არის ის, რომ შეუძლებელია ავტომოყვავილე ჯიშის კლონირება. იმის გამო რომ კლონებს ესჭიროებათ დიდი ხანი დაყოვნება ვეგეტაციის სტადიაში, ავტომოყვავილეები როგორც წესი იღუპებიან.
  • კლონების შენახვა შეუძლებელია. როგორც კი გამოიყვანთ ჩითილს, ის უნდ აგადარგოთ, რომ არ დაიღუპოს.
  • თუ მდედრი წარმონაქმნი,საიდანაც გამოგყავთ ჩითილი, აქვს გენეტიკური პრობლემა, ასეთივე პრობლემა შეექმნებათ კლონებსაც.
  • არ არსებობს მრავალფეროვნება. თუ იყენებთ კლონებს, მაშინ გემო, სუნი და სხვა მახასიათებლები იქნება ერთნაირი.

გროვერები, რომლებსაც მოყავთ კანაფი გასაყიდად, უფრო მეტად იყენებენ კლონირების მეთოდს.
დამწყები გროვერები კი, რომლებსაც სურთ გაზარდონ ნაძვისხე, უფრო ხშირად იყენებენ კანაფის თესლს.

როგორც ვხედავთ, ორივე მათგანის მოყვანა [რაქტიკულია დ აფართოდ გამოიყენებენ მსოფლიოს გროვერები. რომელია უკეთესი თქვენს შემთხვევაში, თქვენი გადასაწყვეტია. არ არსებობს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი.