როგორ მივხვდეთ, როდის არის მოსავლის აღების საუკეთესო დრო, ისე რომ THC დონე უკვე საკმარისად მაღალი იყოს? სელექციონერების მხრიდან მთელს მსოფლიოში დიდი ხანია მიმდინარეობს ამ თემაზე მწვავე დებატები. როდის არის მოსავლის აღების საუკეთესო დრო, ისე რომ კონუსებმა აჩვენონ თავიანთი სრული პოტენციალი ჯერჯერობით შეუძლებელია 100% ითქვას. ნათელია, რომ ამ დავასთან დაკავშირებით ჯერ არ მიღწეულა კომპრომისი. ამასთან, ყველანი თანხმდებიან, იმაზე რომ მოსავლის აღებამდე, კონუსები უნდა გაიჟღინთოს ზეთით და THC დიდი რაოდენობით.

მოსავლის მზადყოფნას ვადგენთ ვიზუალური ნიშნებით

თუმცა, ბევრი მევენახე უგულებელყოფს ასეთ არგუმენტებსა და მოსავალს ადრეულ პერიოდში იღებს, რაც დიდ გავლენას ახდენს მის ხარისხსა და ძალაზე. მაგრამ ასევე არ ღირს მოსავალის აღების ძალიან დიდი ხნით გაჭიანურება. რაც უფრო ხანგრძლივია კანაფის მომწიფება, მით ძლიერია მისი სედატიური ეფექტი მოწევის დროს. ზოგჯერ ეფექტი ისეთი ძლიერია, რომ ადამიანზე ზემოქმედებს როგორც საძილე აბი, გამოცდილი მწეველებისთვისაც კი.

საკმაოდ ადვილია კანაფის დამწიფების ეტაპის დადგენა, საკმარისია დააკვირდეთ მცენარის ზედაპირს. ამისათვის თქვენ უნდა გამოიყენოთ გამადიდებელი ლუპა ან მიკროსკოპი, რადგან ტრიქომები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ძალიან მცირე ზომისაა და შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახავთ. ტრიქომების სიმწიფის ხარისხის უფრო ზუსტი ანალიზისთვის, მცენარე ჯერ უნდა გაიწმინდოს არასასურველი ნივთიერებებისგან. ჩაუტარეც გამორეცხვა მცენარეს შესწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე. თუ ჰიდროპონიკაში იზრდება თქვენი მცენარე, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს გამოკვლევამდე რამდენიმე დღით ადრე.

იმის დასადგენად, თუ რამდენად მომწიფდა მცენარე, აუცილებელია უფრო ძირფესვიანად იქნეს შეისწავლილი კვირტები. კერძოდ, ეგრეთ წოდებული სტიგმები, რომლებიც ყვავილების ზედაპირზე ვითარდებიან ყვავილობის დროს. ისინი თეთრ თმებს ჰგვანან. ამ სტიგმებზე არის ტრიქომები, რომლითაც შეგიძლიათ განსაზღვროთ კანაფის მომწიფების ხარისხი. მათი ზომა იმდენად მცირეა, რომ ძლიერი გამადიდებელი შუშის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია მათი განხილვა, რათა ზუსტად ითქვას, თუ რა ეტაპზეა მცენარის ყვავილობა.

დასაწყისისთვის, განვიხილავთ მომწიფების ეტაპებს და იმას, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ ისინი.

თუ სტიგმა თეთრია, მაშინ ეს შეიძლება მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდეს, მცენარე ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მწიფე მოსავლის მისაღებად. მინიმუმ კიდევ რამდენიმე კვირა მაინც უნდა დაელოდოთ.

როგორც კი სტიგმის ზედაპირი იწყებს გამუქებას და დახვევას, ეს ნიშნავს იმას, რომ მცენარე უკვე მომწიფების ეტაპზეა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც სტიგმის უმეტესობა უკვე გამუქდა, კონუსები მხოლოდ ცოტათი მომწიფდება. ასე რომ, მცენარის მოჭრა ჯერ კიდევ ნაადრევია, თუმცა შესაძლებელია. მიზანშეწონილია დაელოდოთ კიდევ მინიმუმ კვირანახევარი, ისე რომ კონუსების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს არომატის, გემოს და სხეულზე ზემოქმედების თვალსაზისით.

ერთი ან ორი კვირის შემდეგ, შეგიძლიათ მშვიდად აიღოთ მოსავალი. იმის გათვალისწინებით, რომ THC შემცველობა კონუსებში იყოს მაღალი, მინიმუმ 60-70%, სტიგმის ზედაპირმა უნდა შეიცვალოს ფერი.

შემდეგ კი იწყება გადამწიფების შემდეგი ეტაპი. 80-90% სტიგმის გამუქება იწვევს იმ ფაქტს, რომ THC-ის შემცველობა მცირდება და გადაქცევა CBN-ად. ეს ნიშნავს იმას, რომ მზა პროდუქტს, მოხმარების დროს ექნება დამამშვიდებელი გავლენა სხეულზე.

ზოგჯერ საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო, შესაძლოა, ახალი სტიგმები, თეთრი ფერის გამოვლინებით გამოჩნდეს გირჩებზე. მაგრამ თქვენ არ უნდა დაელოდოთ მის გამუქებას, რადგან რისკავთ, შესაძლოა თქვენმა კონუსებმა საძილე აბებად გადაქცევა დაიწყოს. დაიწყეთ მოსავლის აღება.

კანაფის სახეობების დიდი რაოდენობის გამო, რთულია სიმწიფის ეტაპის დადგენა ერთი და იმავე პრინციპის შესაბამისად. არსებობს ჯიშები, რომლებსაც ყვავილობის ბოლო დღეებში, აქვთ გრძელი და ნათელი სტიგმა. თუმცაღა, სხვა ჯიშებს აქვთ მუქი სტიგმა ყვავილობის ადრეულ ეტაპზევე.

ასე რომ, პირველ რიგში, გაეცანით ინფორმაციას იმ ჯიშის შესახებ, რომლის მოშენებასაც აპირებთ. უფრო ზუსტი ანალიზისთვის კი, განათავსეთ გამადიდებელი მინის ქვეშ.

როგორ გავარკვიოთ კონუსების სიმწიფის ეტაპი THC კრისტალების კონცენტრაციით ტრიქომებზე?

ამ მეთოდის წყალობით, შეგიძლიათ უფრო ზუსტად განსაზღვროთ კანაფის მომწიფების ეტაპი. ეს ყველაფერი შესაძლებელია იმის წყალობით რომ ტრიქომებზე ახლოდან დაკვირვება არის შესაძლებელი. მაგრამ ამ მეთოდისთვის, თქვენ უნდა შეიძინოთ ძლიერი გამადიდებელი ან მიკროსკოპი.

ჩამობანეთ მცენარეები შემოწმებამდე. ტრიქომის ზედაპირზე, ყვავილობის დროს, წარმოიქმნება სუფთა, ნათელი და ბრწყინვალე THC-ის კრისტალიზებული კონცენტრაცია. კანაბინოიდების წვეთები იქმნება ტრიქომების მწვერვალებში, ისინი გარკვეულწილად სოკოებს ჰგვანან. თუ მსგავსი რამ ვერ აღმოაჩინეთ დაკვირვების პროცესში, მაშინ ეს იმაზე მეტყველებს, რომ კანაფმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია კანაბინოიდების გამომუშავების სტადიას. თუმცა თუ პირიქით მოხდება, კონუსები ძირითადად დაიფარება ამ კრისტალებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარე შეიცავს უამრავ ზეთს და უკვე აქვს ფსიქოაქტიური თვისებები.

თუ არ გაქვთ მიკროსკოპი ან ციფრული გამადიდებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ფოტოაპარატი დიდი გაფართოებით, ასე რომ მოგვიანებით კომპიუტერში შეძლებთ გამოსახულების გაფართოებას და განსაზღვროთ მომწიფების ეტაპი. ასევე გირჩების სიმწიფე შეიძლება განისაზღვროს შეხებით. თუ კონუსებზე შეხების დროს გიცხიმიანდებათ ხელები და წებოვნებას გრძნობთ თითებზე, ეს ნიშნავს იმას რომ კონუსები უკვე მომწიფდა და შეგიძლიათ მოსავალიც აიღოთ.

ყველაზე ხშირად, თუნდაც ძალიან ძლიერი აღჭურვილობის საშუალებით, კამერის ან ციფრული გამადიდებლის სახით, თითქმის შეუძლებელია ტრიქომების და კრისტალების დეტალური დათვალიერება.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კონუსებზე სტიგმა ღია ფერისაა და ვერტიკალურ მდგომარეობაში იმყოფება ჯგუფებად, ეს იმას ნიშნავს, რომ მცენარე ჯერ კიდევ არ მომწიფებულა საკმარისად. მაგრამ, თუ კონუსების ზედაპირი გამუქდა, ხოლო სტიგმა, THC, CBD და CBN კრისტალების დიდი რაოდენობის გამო დაიხარა, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსავლის აღება შესაძლებელია და უნდა აიღოთ კიდეც. ასევე ითვლება, რომ მოსავლის მიღება უკვე შესაძლებელია, თუ სტიგმის ზედაპირის მინიმუმ 40% უკვა გამუქდა ან ახალი ყლორტების წარმოქმნა შეჩერდა. თუმცა, ამ ეტაპზე, კანაფის ძალა ძალიან სუსტი იქნება. კონუსებს, რომლებსაც აქვთ თითქმის მთლიანად მუქი ზედაპირი, აქვთ ძალიან ძლიერი სედატიური და დამამშვიდებელი ეფექტი.

თუ თქვენს შეფასებაში ეჭვობთ, უბრალოდ შეარჩიეთ ერთ-ერთი კონუსი დეგუსტაციისთვის.

თუ თქვენ მხოლოდ ერთი ბუჩქი დარგეთ, მაგრამ გსურთ მიიღოთ მზა პროდუქცია სხვადასხვა ეფექტებით, უბრალოდ შეაგროვეთ მთლიანი მოსავალი ნაწილებად, ნაცვლად იმისა რომ მოჭრათ მთლიანი ბუჩქი.