მარიხუანას მოყვანის დაწყებისას, გროვერს მრავალი კითხვა უჩნდება. რა ზომის ან რა ტიპის ქოთანი სჯობს? რომელი სუბსტრატია უკეთესი? როგორი განათება არის საჭირო? და ა.შ.

შეკითხვებს შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელზეც მებაღეებს პასუხის მოძებნა უჭირთ, გახლავთ მორწყვა. ეს არის ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა. ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა მორწყვასთან დაკავშირებული სტატია, მარტივი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციებით. მარიხუანას მორწყვა - ნამდვილი ხელოვნებაა. მოსაზრება შესაძლოა გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის, უწყლობამ ან წყლის სიჭარბემ თქვენს გროვზე შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს.

გამოუცდელი მებაღეები ხშირად მიმართავენ სპეციალისტებს სასუქსა და მორწყვასთან დაკავშირებული შეკითხვებით. აუცილებელია იცოდეთ, რომ არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მიიღოთ რეალურად ღირსეული შედეგი. მოცემულ სტატიაში ვეცდებით დეტალურად განვიხილოთ საკითხის პრობლემატიკა.

ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ მცენარის მორწყვაზე, გახლავთ კლიმატი, ქოთნის ზომა, სუბსტრატის ტიპი, ბუჩქის თავისებურებანი, ზრდის სტადია და ჯიშის ფენოტიპი.

შინაარსი

კანაფის მოყვანისას აუცილებელია გვახსოვდეს ფენოტიპური ვარიაციების შესახებ, რამდენადაც თითოეული მცენარის თვისებები, კვების საჭიროების მსგავსად, განსხვავდება ერთმანეთისგან. მთავარია შეგწევდეთ პირობებთან ადაპტირების უნარი.

როგორ მოვრწყათ მარიხუანა სწორად?

კლიმატი

როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში, კლიმატი გახლავთ ფუნდამენტური ფაქტორი მცენარის ეფექტური მორწყვის დასაგეგმად. შენობაში კლიმატური და ეკოლოგიური პირობები (ტემპერატურა და ტენიანობა) უნდა კონტროლდებოდეს კანაფის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

წვიმები და დაბალი ტემპერატურა აუთდორში, საფრთხეს უქმნის მცენარის განვითარებას, ანელებს ზრდას და აქვეითებს იმუნიტეტს, რაც ახდენს სოკოს და მავნებლების გაჩენის პროვოცირებას. შენობაში, მათი ზემოქმედება მცენარეზე შედარებით მცირეა, მაგრამ შედეგები გახლავთ მსგავსი.

ადგილმდებარეობის მიუხედავად, დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ ტემპერატურისა და ტენიანობისადმი, უნდა აკონტროლოთ მათი მაჩვენებლების ცვლილება დღის და ღამის მონაკვეთებში. ეს გახლავთ მცენარის მოთხოვნების რეალური მაჩვენებლები. აუცილებელია მათი სწორად შეფასება. თუ მცენარე მოგყავთ მაღალი ტემპერატურის გარემოში, სუბსტრატზე თივის დადებით ან ქოქოსის ბოჭკოს, პერლიტის ნიადაგში დამატებით, შესაძლებელია ზოგადი ფონის გაუმჯობესება. ამგვარად, მებაღე შეძლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნების უნარი და შეამციროს წყლის აორთქლება. მორწყვის ყოველი სეანსი შეინარჩუნებს შედარებით ხანგრძლივ ეფექტს, რაც გამორიცხავს მცენარის ჰიდრავლიკურ სტრესს.

შემოდგომის გრილი ტემპერატურისა და უხვი ნალექის დროს, რეკომენდირებულია მორწყვის სიხშირის შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ სოკოს (ბოტრიტისი, ობი და სხვა) გაჩენა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტირებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გროვისა და საბოლოო შედეგისთვის.

ქოთნის ზომა და სუბსტრატის რაოდენობა

ქოთნის ზომა და სუბსტრატის რაოდენობა

ქოთნის ზომას პირდაპირი გავლენა აქვს სუბსტრატის და წყლის რაოდენობაზე. რაც უფრო დიდია ქოთანი, მით უფრო მეტი წყალი და საკვები ხსნარი არის საჭირო. ახალგაზრდა, პატარა მცენარეებს, რომელთა ასაკი 3 კვირაზე ნაკლებია, დიდ ქოთნებში (25-40ლ.) მცირე რაოდენობით წყალი დასჭირდება. ამიტომ, რეგიონის კლიმატის შესაბამისად, მორწყეთ მცენარე კვირაში ერთხელ. ზრდასთან ერთად იმატებს წყლის და საკვები ხსნარის საჭიროება.

საწყისი ეტაპი, დამწყებ მებაღეებს რთული ეჩვენებათ, ეცადეთ გაითვალისწინოთ ჩვენი რჩევები. გამოუცდელი მებაღეები ხშირად აწყდებიან სირთულეებს ნიშნების გარჩევისას, რომლებსაც მცენარეები ავლენენ, მაგალითად, ზედმეტი მორწყვისას, მცენარე ჭკნება, ფოთლები მუქდება და იპრიხება. ტექნიკური თვალსაზრისით, აღნიშნული მოვლენა დაკავშირებულია სუბსტრატში ჟანგბადის უკმარისობასთან. მცენარის ფესვი ვერ სუნთქავს და ადეკვატურად ვერ ითვისებენ საკვებ ნივთიერებებს, შესაბამისად ნელდება ზრდის პროცესი.

გროვერი ყურადღებით უნდა იყოს, რადგან ზედმეტი წყლით გაჯერებულმა სუბსტრატმა შეიძლება ფესვების ლპობა და სოკოს გაჩენა გამოიწვიოს.

შესაბამისად, მცენარე გაიზრდება პატარა და უშნო (დაზიანებული, ნაოჭებიანი, გაუფერულებული ან წერტილებით დაფარული ფოთლებით). როდესაც ბუჩქი სიმაღლეში 70-100სმ-ს აღწევს, შეცდომებს შედარებით ნაკლები გავლენა აქვს მასზე, რადგან მათი წყლის შეწოვის უნარი იზრდება და მარტივი ხდება მათი მორწყვის რეჟიმის რეგულირება.

სუბსტრატის ტიპი, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ, პირდაპირ მოქმედებს ჩვენი მცენარეების წყლის მოთხოვნილებაზე. ქოქოსის ბოჭკო შედარებით ჰაეროვანი, მსუბუქი და ნაკლებად მკვრივია, ამიტომ ის უფრო მალე შრება. ნიადაგი, ბევრად მკვრივი და მძიმეა, ამიტომ მას მეტი დრო სჭირდება გასაშრობად, მას აქვს წყლის შეკავების შესანიშნავი უნარი.

ძირითადი წესია - დარწმუნდით, რომ წყლის რაოდენობა, რომელსაც მცენარეს აწვდით, შეესაბამება მის ზომას, კლიმატს და სუბსტრატს.

ბუჩქის ზომა

პატარა მცენარეს ცოტა წყალი სჭირდება, დიდს - ბევრი.

უნდა ვიმოქმედოთ რაციონალურად. როგორც იცვლება მარიხუანას ზომა, იცვლება მისი მოთხოვნები, იცვლება კლიმატიც.

უპირველეს ყოვლისა, მცენარის სიცოცხლის პირველი 3 კვირის განმავლობაში, თავიდან უნდა ავირიდოთ წყლის სიჭარბე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამან შეიძლება გამოიწვიოს მცენარის არასწორი განვითარება და გავლენა არა მარტო მოსავალზე, არამედ მცენარის იმუნურ სისტემაზეც იქონიოს, რაც გამოიწვევს ფესვების ლპობას და პათოგენების გაჩენას. 3-4 კვირის შემდეგ, მარტივდება სიტუაციის შეფასება, ადვილია წყლის საჭირო რაოდენობის განსაზღვრა. თუ ისწავლით მცენარის სწორად მორწყვას, მიიღებთ ჯანმრთელ მცენარეს და სასურველ მოსავალს. მაშინ, როდესაც ფემინიზირებული ჯიშები შედარებით მარტივად უმკლავდება წყლის სიჭარბეს, აუტომოყვავილეები ცუდად იტანენ მას. ნებისმიერ შემთხვევაში, არ დაუშვათ მარიხუანას არც ზედმეტი მორწყვა და არც ნიადაგის გამოშრობა.

ბუჩქის ზომა

დაფესვიანება

ზოგიერთ ჯიშს, მოყვანილს ფენოტიპების მიხედვით განსხვავებული გენეტიკური ნიშნების მქონე თესლებიდან, აქვს ცვალებადი ზრდის ტემპი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ჯიშის მცენარეები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან ზრდის ეტაპებითა და დინამიკით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ფენოტიპს აქვს თავისებურებანი, რომლებიც გავლენას ახდენენ მცენარის ზრდასა და სტრუქტურაზე.

გამოუცდელი მებაღეები ფიქრობენ, რომ მცენარეს რაღაც სჭირს, მაგრამ ცდებიან. ყველაფერი, რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ - მორწყვის რეჟიმის ადაპტირებაა ბუჩქის ზომის მიხედვით. მარიხუანა, ჯანსაღი და სწრაფი ზრდისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკვების საჭირო რაოდენობით, სინათლით და წყლით.

მარიხუანას სწორად მორწყვის ძირითადი პრინციპები

მარიხუანას სწორად მორწყვის ძირითადი პრინციპები

მორწყეთ მცენარე დილით ადრე (ღია გრუნტში); განათების სისტემის ჩართვამდე (დახურულ გრუნტში). დღის საათებში მორწყვამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვთა სისტემის და ფოთლების „დამწვრობა“. ამავდროულად, ღამით მორწყვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ტენიანობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს სოკოსა და მწერებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

აიღეთ ორი ერთნაირი ზომის ქოთანი და აავსეთ ერთი და იგივე სახის სუბსტრატით. ერთ-ერთს დაამატეთ საჭირო რაოდენობის წყალი ან საკვები ხსნარი, დაიმახსოვრეთ წონა და ადგილი სადაც მოათავსებთ მას. აწონეთ ქოთანი „მშრალი სუბსტრატით“. ეს ყოველივე იმისთვის არის საჭირო, რომ შეიქმნათ წარმოდგენა მშრალი და ტენიანი ნიადაგით სავსე ქოთნის წონაზე. ეს მეთოდი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როდის საჭიროებს მცენარე მორწყვას. ძალიან მცირე დროში, მხოლოდ ქოთნის აწევით, მარტივად მიხვდებით მორწყვის საჭიროებას.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ტენიანობის საზომი მოწყობილობა. თუმცა, სიმარტივის და მოხერხებულობის გამო, მებაღეების უმრავლესობა ზემოაღნიშნულ მეთოდს იყენებს.

სითბური შოკის რისკის შესამცირებლად, მორწყეთ მცენარე ოთახის ტემპერატურის წყლით. მკვეთრად განსხვავებული ტემპერატურის წყლით მორწყვამ, შეიძლება ავნოს მარიხუანას.

არ დაელოდოთ ფოთლების ჭკნობას, რადგან ეს არის წყლის დეფიციტის პირველი ნიშანი. ზემოთ ხსენებული „ქოთნის აწევის“ ტექნიკა აუცილებლად დაგეხმარებათ.

დაამატეთ ყველა სასუქი pH და EC საკვები ხსნარის დონის გაზომვამდე. თანამედროვე საკვები დანამატების უმეტესობას, ბუფერული ეფექტის წყალობით აქვს pH სტაბილური დონე. რეკომენდირებულია პირველადი გაზომვა, რათა გაიგოთ საწყისი მონაცემები, რომლებთანაც შემდგომში მოგიწევთ მუშაობა.

თუ იყენებთ pH და EC საზომ მოწყობილობებს, აუცილებელია მათი კალიბრირება 3-5 დღეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაჩვენებლები არ იქნება ზუსტი, ზიანი შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ სერიოზული. ზონდის გასუფთავებას ყოველი გამოყენების შემდეგ, ასევე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

არ შეინახოთ საკვები ხსნარი 24 საათზე დიდ ხანს. ყველაზე კარგია მოამზადოთ ის უშუალოდ გამოყენების წინ. დარწმუნდით, რომ სასუქს ინახავთ საჭირო პირობებში, ტემპერატურა და ტენიანობა უნდა იყოს ზომიერი, სასუქს არ უნდა ხვდებოდეს მზის სხივები. არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივი შენახვა. გირჩევთ მოიმარაგოთ სხვა და სხვა საშუალებები, რამდენადაც მოთხოვნები ყველა სტადიაზე იცვლება და აქვს განსხვავებული სპეციფიკა. თუ იგრძნობთ ბოთლიდან გამომავალ ძლიერ, ამიაკის მსგავს სუნს, გადააგდეთ. ეს ნიშნავს, რომ მისი შემცველობა ძველია და გამოყენება არ შეიძლება.

მარიხუანას ზრდისა და განვითარებისთვის, აუცილებლად გაითვალისწინეთ მისი მორწყვის ძირითადი პრინციპები.