როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

GanjaSeeds 20 ივლისი 2020

შინაარსი

როგორ გავზარდოთ „მაგიური“ სოკოები პირველივე ცდით

მაიკლ პოლანის წიგნის გამოცემის შემდეგ „როგორ შევცვალოთ საკუთარი ცნობიერება“, სულ უფრო მეტ ადამიანს სურს გაიგოს, როგორ მოვიყვანოთ ჰალუცინოგენები სახლის პირობებში.

ფსიქოდელიკების შესახებ უარყოფითი გამოხმაურებები დაიწყო 1970-იან წლებში პოლიტიკური მიზეზების გამო, მაგრამ ახლა პსილოციბეს (ან ნარკოტიკული ეფექტის მქონე სოკოების) შესახებ მოსაზრებები ხდება უფრო ლიბერალური.

ნარკოტიკების გლობალური კვლევის თანახმად, რომელშიც მონაწილეობდა 115000 ადამიანი, ნაკლებად საშიშ ფსიქოდელიურ ნაერთებად მოისაზრება პსილოციბე.

„ჯადოსნური“ სოკოების მოყვანის შესწავლისას, თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ მზა პროდუქტი, ამგვარად, შეძლებთ ამ ფსიქოდელიკის მავნებლობის შემცირებას.

არსებობს ნარკოტიკის შემცველი სოკოების მოყვანის 2 კონკრეტული მეთოდი, რომლებსაც განვიხილავთ ამ სტატიაში:

  • სპეციალური მოსაყვანი მოწყობილობის გამოყენება
  • მოყვანა ნულიდან (PF Tek მეთოდის გამოყენებით).

სოკოების მოვლა ჩვეულებრივ მცენარეებთან შედარებით რთულია, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ მარტივ მითითებებს, ყველაფერი უფრო მარტივად გამოგივათ.

როგორ გავზარდოთ „მაგიური“ სოკოები სპეციალური მოწყობილობის მეშვეობით

დამწყებებს ხიბლავთ სოკოს კულტივაცია მოსაყვანი მოწყობილობის მეშვეობით. ეს შედარებით ამარტივებს პროცესს, მაგრამ ხდის მას საშიშს უშუალოდ სოკოებისთვის. რამდენადაც, ასეთ შემთხვევაში იზრდება მათი მავნე ნივთიერებებით დაავადების შანსი.

სოკოს მოსაყვანი მოწყობილობის გამოყენება ძალიან მარტივია. მისი ინსტრუქცია ბევრად სასარგებლოა ვიდრე სხვა ნებისმიერი ინფორმაცია (რამდენადაც სახელმძღვანელო შეიძლება იყოს სპეციფიური კონკრეტული კომპლექტისთვის).

ერთი, რაც ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, მისი დაბინძურებაა. აუცილებელია თვალი ადევნოთ სოკოს მისი დათესვის მომენტიდან ზრდის დასასრულამდე. არა სამეცნიერო მიდგომაა - „თუ კარგად გამოიყურება, ესე იგი ყველაფერი კარგად არის“. სოკოს მოყვანისას უფრო მნიშვნელოვანია სიფრთხილე, ვიდრე მოსავალზე დარდი.

დამწყებთათვის ეს მიდგომა არ არის რეკომენდირებული.

ფსიქოდელიკების მოხმარება არ არის კანონიერი, გარდა ზოგიერთი შტატისა (მაგალითად ნიუ-მექსიკო).

ეს შედარებით მარტივი მეთოდია, რომელიც არ მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. რეკომენდირებულია სოკოს საკუთარი ძალებით მოყვანა, თუმცა აქაც გარკვეული ცოდნაა საჭირო.

„მაგიური“ სოკოების მოყვანის PF Tek მეთოდი

რობერტ მაკფერსონმა (ფსევდონიმი:Psylocybe Fanaticus Tek ან PF Tek) შეიმუშავა სოკოების კულტივაციის რევოლუციური მეთოდი 1991 წელს.

1998 წელს გამოჩნდა მისი ტექნოლოგიის ათასობით ვარიანტი, მაგრამ გარკვეული მიზეზებით ის გახდა ყველაზე გავრცელებული.

რა ხდის PF Tek მეთოდს რევოლუციურს, ეს არის ვერმიკულიტის დამატება მარცვლეულის სუბსტრატში, რაც იძლევა ზრდის მეტ საშუალებას და ახდენს ბუნებრივი პირობების იმიტაციას.

სამუშაოს დასაწყისი: რა არის საჭირო სოკოს მოყვანისათვის

რომ დაიწყოთ კულტივირება PK Tek მეთოდით, უნდა მოიმარაგოთ შემდეგი მოწყობილობები და ინგრედიენტები:

მოწყობილობები:

  • 12 განიერ პირიანი ქილა, დაახლოებით ნახევარი ლიტრის მოცულობის (დარწმუნდით რომ პირი საკმაოდ განიერია);
  • საზომი ჭიქა;
  • ჩაქუჩი და პატარა ლურსმანი;
  • დიდი ჯამი და კოვზი;
  • მოსაჭიმი;
  • ფოლგა (მტკიცე);
  • დიდი ქვაბი სახურავით (ან მულტი სახარში);
  • პატარა პირსახოცი;
  • მიკროფორებიანი ლენტი;
  • გამჭვირვალე პლასტიკის შესანახი ყუთი 50-114ლ.;
  • ¼ დიუიმიანი საბურღი (6,35მმ)/დრელი;
  • პერლიტი;
  • პლასტიკის მოცულობა გამაფრქვეველით.

ინგრედიენტები:

  • შპრიცი სპორებით, 10-12 კუბი;
  • ორგანული ყავისფერი ბრინჯი ან ყავისფერი ფქვილი (გამოიყენეთ ყავის საფქვავი, რათა მიიღოთ ყავისფერი ფქვილი ბრინჯისგან);
  • ვერმიკულიტი, საშუალო/წვრილი;
  • სასმელი წყალი (სასურველია დისტირებული).

სანიტარიის ნივთები:

  • 70% იზოპროპილური სპირტი ან ლიზოლი (ან სხვა ანალოგები);
  • სანთებელა (ან პროპანის სანთებელა);
  • ჰაერის სადეზინფექციო საშუალება;
  • ლატექსის ხელთათმანი და ქირურგიული ნიღაბი.

„მაგიური“ სოკოების მოყვანისთვის საჭირო 7 ნაბიჯი

მას შემდეგ, რაც მოიმარაგეთ საჭირო მასალები, დროა შევუდგეთ სოკოს მოყვანას სახლის პირობებში. სოკოს კულტივირება 7 ეტაპად იყოფა:

  • ნაბიჯი 1: მომზადება;
  • ნაბიჯი 2: ინოკულაცია;
  • ნაბიჯი 3: კოლონიზაცია;
  • ნაბიჯი 4: კამერის მომზადება;
  • ნაბიჯი 5: მომწიფება;
  • ნაბიჯი 6: მოსავლის აღება;
  • ნაბიჯი 7: გაშრობა და შენახვა.

ყველა პუნქტს განვიხილავთ სათითაოდ.

ნაბიჯი 1: მომზადება

დეზინფექციისთვის გაწმინდეთ ქილები სპირტით, ამის შემდეგ გამოიყენეთ ჩაქუჩი და ლურსმანი, რათა სახურავებში გააკეთოთ 4 ხვრელი თანაბარი ინტერვალებით. ამგვარად:

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

მოამზადეთ სუბსტრატი, შეურიეთ 2/3 ჭიქა ვერმიკულიტი და ¼ ჭიქა წყალი ჯამში. გადაღვარეთ ზედმეტი წყალი, წინასწარ მოახდინეთ ფილტრის დეზინფექცია.

ჩაყარეთ ჯამში ¼ ჭიქა ყავისფერი ფქვილი (ანუ სულ 3 ჭიქა 12 ქილაზე) და შეურიეთ ნოტიო ვერმიკულიტს. სურათზეა ფქვილი:

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

შემდეგი ნაბიჯია ქილების სუბსტრატით თითქმის პირამდე შევსება (ნარევი უნდა აღწევდეს ნაპირამდე ერთი სანტიმეტრზე ცოტა ქვევით). არ დაპრესოთ. აუცილებლად მოახდინეთ ქილის ზედა ნახევრის სპირტით დეზინფექცია. შემდეგ ნაპირამდე აავსეთ ქილა მშრალი ვერმიკულიტით.

დადგა ორთქლით სტერილიზაციის დრო. მჭიდროდ მოარგეთ ქილებს სახურავები და დააფარეთ ფოლგა. დაამაგრეთ ფოლგა სახურავის ნაპირებზე, რათა არ გაიპაროს კონდენსატი.

მოათავსეთ პატარა პირსახოცი ქვაბში და ჩადგით ქილები. დაასხით ონკანის წყალი ჭურჭლის შუამდე, დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. ქილები უნდა იყოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. დააფარეთ ქვაბს სახურავი და დატოვეთ ორთქლზე 75-90 წუთი.

ამ ეტაპისთვის გამოდგება მულტი სახარში ქვაბი, დააყენეთ 60 წუთზე 1კგ/2სმ წნევაზე.

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

მას შემდეგ, რაც პროცესს დაასრულებთ, დატოვეთ ჭურჭელი ქვაბში რამოდენიმე საათით. ის უნდა გაგრილდეს ოთახის ტემპერატურამდე, რათა დავიწყოთ ინოკულაციის სტადია.

ნაბიჯი 2: ინოკულაცია

სუბსტრატში სპორების შეტანის საუკეთესო საშუალებაა - საჰაერო კამერის გამოყენება. თუ არ გაქვთ მსგავსი მოწყობილობა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა მასალები, მაგრამ ეს ზრდის მავნე ნივთიერებებით დაავადების რისკს. გაასტერილეთ მთელი ზედაპირი. ამისათვის გამოიყენეთ ლატექსის ხელთათმანი.

დაიწყეთ შპრიცის დეზინფექციით. სანთებელის საშუალებით გააცხელეთ ნემსი მის გაწითლებამდე. შემდეგ გააგრილეთ და გაწმინდეთ სპირტით.

ამოტუმბეთ სითხე და შეანჯღრიეთ შპრიცი, რათა სპორები თანაბრად განაწილდეს. მოხსენით ფოლგა ქილებს და შეუშვით ნემსი ერთ-ერთ ხვრელში.

შეუშვით დაახლოებით ¼სმ^3 ხსნარი ქილის კედლის მიმართულებით და არა უშუალოდ სუბსტრატში. გაიმეორეთ იგივე ყველა ხვრელში, ყოველი სპორების შეშვების შემდეგ, გაწმინდეთ ნემსი სპირტით.

დახურეთ ხვრელი მიკროსპორების ლენტით და გადადგით ქილა, ფოლგის მოუხსნელად.

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

ნაბიჯი 3: კოლონიზაცია

თქვენ უკვე დიდი სამუშაო ჩაატარეთ პსილოციბეს შექმნისთვის. შემდეგი ნაბიჯები მოითხოვს მეტ დროს.

შეინახეთ ქილები სუფთა ადგილზე, რომელსაც იშვიათად სტუმრობთ (სარდაფი ან სხვენი). მოარიდეთ მზის სხივებს და შეინარჩუნეთ ტემერატურა 21-27 °C (ოთახის ტემპერატურა).

7-14 დღის შუალედში უნდა გამოჩნდეს თეთრი ფუმფულა მიცელიუმი. თუ შეამჩნევთ უცნაურ ფერს და სუნს, სასწრაფოდ მოახდინეთ მთელი პროდუქტის უტილიზაცია. ზოგიერთი დაბინძურებული ნივთიერება შეიძლება მომაკვდინებელი იყოს ადამიანისთვის.

3-4 კვირის შემდეგ უნდა მიიღოთ მინიმუმ 6 ქილა ხარისხიანი პროდუქტი. ხელი არ ახლოთ მიცელიუმს კიდევ 7 დღე. ყურადღება მიაქციეთ ზოგიერთი მოწყობილობის გამოყენებას, მათ შეუძლიათ დააჩქარონ პროცესი. ამ შემთხვევაში ის მოიცავს 21 დღეს (3 კვირას).

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

ნაბიჯი 4: კამერის მომზადება

ქილების შესანახად აიღეთ პლასტიკის ყუთი და გახვრიტეთ მასში 0,5სმ. დიამეტრის ხვრელები ერთმანეთისგან 5 სანტიმეტრის დაშორებით. ხვრელები უნდა გაკეთდეს ყველა მხრიდან, ძირის და სახურავის ჩათვლით. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ბზარები, გახვრიტეთ შიგნიდან.

თვითნაკეთ ინკუბატორს დასჭირდება ჰაერი ყველა მხრიდან. ამიტომ, სასურველია ის დადგათ 4 საგანზე, რათა ჰაერი ძირიდანაც მიეწოდებოდეს.

მოათავსეთ პერლიტი საცერში და გარეცხეთ ონკანის წყლით. როგორც კი პერლიტი გაშრება, თანაბრად გაანაწილეთ ძირზე. ფენის სისქე უნდა შეადგენდეს 10-12 სანტიმეტრს.

ნაბიჯი 5: მომწიფება

გახსენით ქილები და ამოიღეთ ვერმიკულიტის მშრალი ფენა. შედეგად მიიღებთ სუბსტრატს, რომელიც რომელიც პატარა თეთრ „ფანტელს“ ჰგავს.

გადმოყარეთ ის წყლით სავსე პლასტიკის კონტეინერში (ყურადღება მიაქციეთ, რომ ისინი სრულად იყოს დაფარული სითხით).

მას შემდეგ, რაც ტარაში ჩაასხამთ წყალს, დადგით მასზე კიდევ ერთი პლასტიკის კონტეინერი ქილებით, ისე, რომ ის ჩაფლული იყოს წყალში.

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

შეინახეთ დაახლოებით 24 საათი, რათა მიიღოს ტენი.

შეურიეთ თეთრი „ფანტელი“ ვერმიკულიტს. ამისათვის დაყარეთ მშრალი ვერმიკულიტი და დაამატეთ მას სუბსტრატი, აურიეთ მანამ, სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი. ეს შეინარჩუნებს ტენს.

ცალკეული სოკოს ძირისთვის მოჭერით ფოლგა (დარწმუნდით, რომ ისინი არ ეხებიან პერლიტს) და მოათავსეთ მათზე სუბსტრატი. შემდეგ თანაბრად მოათავსეთ მასალა ინკუბატორში.

გამაფრქვეველით დანამეთ „ფანტელი“, შემდეგ გაანიავეთ. ეს დაახლოებით ასე გამოიყურება:

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

გამოიყენეთ პატარა ბალონები და მორწყეთ დაახლოებით დღეში ოთხჯერ. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არ მოხვდეს უშუალოდ სუბსტრატს. დაუნიავეთ სახურავით დღეში დაახლოებით 6-ჯერ, რათა გაზარდოთ ჰაერის ნაკადი.

ნაბიჯი 6: მოსავლის აღება

ბოლო ნაბიჯი - მოსავლის აღებაა. ნაყოფი თავიდან გირჩებს ჰგავს, შემდეგ ჩნდება ფეხზე ქუდი. დაახლოებით 10-14 დღეში ისინი მზად იქნება მოსაკრეფად.

როდესაც სოკო მომწიფდება, მოკრიფეთ სოკო ძირიდან. რაც უფრო დიდი ხნის არის სოკო, ნაკლებად ეფექტურად მოქმედებს ორგანიზმზე. ამიტომ რეკომენდირებულია მოსავლის დროულად აღება.

როგორ მოვიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები კულტივაციის 7 მარტივი ნაბიჯის მეშვეობით

ნაბიჯი 7: გაშრობა და შენახვა

მოკრეფილი სოკო უწინდებურად ინარჩუნებს ტენს, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს პროდუქტი. ფსიქოდელიკების შენახვა რამოდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება.

არის გაშრობის რამოდენიმე მეთოდი. ყველაზე მარტივია - დატოვოთ სოკო ქაღალდზე ვენტილატორთან, მაგრამ ისინი მაინც ინარჩუნებენ მცირედ ტენს. საუკეთესო საშუალებაა - გამოიყენოთ დეჰიდრატორი. წარმოგიდგენთ მოკლე, 1 წუთიან ვიდეოს სოკოს გაშრობაზე, თუმცა აირღუმელის მეთოდის გამოყენებას არ გირჩევთ.

სოკოს მოყვანა კვლავ და კვლავ...

თქვენ დაასრულეთ მოყვანის პროცესი, გილოცავთ! თქვენ დროულად შეასრულეთ ყველა ნაბიჯი.

იმის შესწავლა, თუ როგორ მოიყვანოთ პსილოციბე, არ დასრულებულა. ჯერ კიდევ შეგიძლიათ განაგრძოთ გზა.

სუბსტრატი, რომელიც თქვენ მოაგროვეთ, შეიძლება გამოიყენოთ განმეორებით. გააშრეთ ის რამოდენიმე დღე და გაიმეორეთ მეთოდი კვლავ (ვერმიკულიტის გარეშე).

მოათავსეთ ნიადაგი კვლავ კამერაში, მორწყეთ და გაანიავეთ და თქვენ მიიღებთ კიდევ მინიმუმ ერთ პარტია სოკოს.

როგორც კი შეამჩნევთ დაავადებას, სასწრაფოდ მოაშორეთ სუბსტრატს.


Psilocybe Cubensis მოყვანის თავისებურებანი

ეს სახელმძღვანელო ამომწურავია. ახლა თქვენ იცით ყველაფერი დამოუკიდებლად სოკოს მოყვანის შესახებ.

როგორც კი ისწავლით psilocybin cubensis-ის და psilocybe azurescens სწორად მოვლას, შეძლებთ მის გარეთ მოყვანასაც (მაგალითად ხის ნაპრალში).

არსებობს მრავალი მეთოდი სხვა და სხვა შტამებისათვის. ზოგი მათგანი შედარებით რთულია.

გსურთ მოიყვანოთ „ჯადოსნური“ სოკოები?

ვიდრე შეისწავლით საკუთარი სოკოების კულტივირებას, საინტერესოა თქვენი მოტივაცია.

თქვენ გსურთ საკუტარი სოკოს მოყვანით გააკეთოთ ფულის ეკონომია?

გრამი მშრალი სოკოს შეძენა შესაძლებელია 5-დან 7 დოლარამდე, რაც არ არის იაფი, რადგან ფსიქოტროპული ეფექტის მისაღებად საჭიროა 2-4 გრამი.

პსილოციბინი სჯობს ლსდ-?

შედარება საკმაოდ რთულია, თუმცა პსილოციბინი ბევრად უსაფრთხოა ლსდ- ქიმიურ შემადგენლობასა და მოქმედებაზე.

არსებობს მრავალი სხვა კითხვა, რომელიც უნდა დაისვას და შეისწავლოს.

არ არის რეკომენდირებული თქვენს ქვეყანაში უკანონობის ჩადენა.

შენიშვნა: აუცილებელია სამედიცინო მუშაკთან გასაუბრება, ვიდრე დაიწყებთ რომელიმე მეთოდის გამოყენებას, განსაკუთრებით ორსული ქალებისათვის.