კანაფის ხელით მორწყვის წესები

GanjaSeeds 10 ნოემბერი 2020

შინაარსი

დამწყები მებაღისთვის პერსონალური კანაფის მოყვანის გადაწყვეტისას ჩნდება უამრავი კითხვა. ქოთნის რა ზომა იქნება ოპტიმალური და რა ტიპის ქოთანს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა? როგორ შევარჩიოთ სუბსტრატი? რომელი სასუქი უნდა შევარჩიოთ კულტურის ზრდის სტიმულირებისთვის? უამრავი მსგავსი კითხვა იბადება და ყველა მათგანი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ხელით მორწყვის ორგანიზების საკითხი.

კანაფის მორწყვის ძირითადი პრინციპები

კანაფის მორწყვის ძირითადი პრინციპები

კანაფის მორწყვა - ნამდვილი ხელოვნებაა. მსგავსი აზრი შეიძლება გაზვიადებული მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს ასე არ არის, განსაკუთრებით თუ გაიხსენებთ, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს უწყლობამ თქვენს გროვზე.

გამოუცდელი მებაღეები მიმართავენ სპეციალისტებს, ან უბრალოდ მცოდნეებს სასუქსა და მორწყვასთან დაკავშირებული შეკითხვებით. რა თქმა უნდა, არსებობს ზოგადი ინფორმაცია. თავისუფლად შეიძლება მისი წარმოდგენა და ამით თემის დახურვა. მაგრამ, თქვენ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ არსებობს უამრავი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო, იმისათვის, რომ მიიღოთ რეალურად ღირსეული შედეგი. მოცემულ სტატიაში ვეცდებით დეტალურად განვიხილოთ მთელი პრობლემატიკა.

მცენარის მორწყვაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორებია:

  • კლიმატი;
  • მოცულობის ზომა;
  • სუბსტრატის ტიპი;
  • შტამის დამახასიათებელი თავისებურებანი და ფენოტიპი.

ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთიანი წესი არ არსებობს.

კანაფის მოყვანისას აუცილებელია გვახსოვდეს ფენოტიპური ვარიაციების შესახებ, რამდენადაც თითოეული მცენარის თვისებები განსხვავებულია, ისევე, როგორც მათი კვების მოთხოვნები. მთავარია იმის ცოდნა, თუ როგორ მოახდინოთ ადაპტაცია სიტუაციის შესაბამისად.

კლიმატური პირობები

როგორც გარეთ, ასევე დახურულ შენობაში, კლიმატი გახლავთ ფუნდამენტური ფაქტორი მცენარის ეფექტური მორწყვის დასაგეგმად. შენობაში კლიმატი და გარემო პირობები (ტემპერატურა და ტენიანობა) უნდა კონტროლდებოდეს კანაბისის მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, დიახ, არა კვირაში ერთხელ, არამედ ფაქტიურად 24/7.

წვიმებს და ჰაერის დაბალ ტემპერატურას ღია სივრცეში, შეუძლია საფრთხის წინაშე დააყენოს მცენარის განვითარება. ასეთი პირობები ხელს უწყობს ვეგეტაციის შენელებას და არც თუ ისე იშვიათად იწვევს სოკოს ინფექციებს, ობს, მავნე მწერებს. შენობაში გავლენა ამდენად არსებითი არ არის, მაგრამ საბოლოო შედეგი თითქმის იგივეა.

ადგილმდებარეობის მიუხედავად (ინდორი/აუთდორი), გროვერი დიდი ყურადღებით უნდა იყოს ტემპერატურის და ტენიანობის ცვლილების მიმართ, როგორც დღის, ასევე ღამის საათებში. ეს გახლავთ მცენარის მოთხოვნების საუკეთესო მაჩვენებლები.

თუ მცენარე მოგყავთ მაღალი ტემპერატურის გარემოში, შესაძლებელია ზოგადი ფონის გაუმჯობესება, სუბსტრატზე თივის დადებით ან ქოქოსის ბოჭკოს, პერლიტის ნიადაგში დამატებით. ამგვარად მებაღე შეძლებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ნიადაგში ტენიანობის შენარჩუნების უნარი და შეამციროს მისი აორთქლება. მორწყვის ყოველი სეანსი შეინარჩუნებს შედარებით ხანგრძლივ ეფექტს, რითიც გამორიცხავს მცენარის ჰიდრავლიკურ სტრესს.

შემოდგომის გრილ ამინდთან და წვიმებთან დაკავშირებით, რეკომენდირებულია შედარებით იშვიათი მორწყვა, რათა თავიდან ავიცილოთ სოკოს ინფექციები და ობი. როგორც უკვე ვახსენეთ, ნებისმიერ სიტუაციასთან ადაპტირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გროვისა და საბოლოო შედეგისთვის.

ქოთნის ზომა და სუბსტრატის რაოდენობა

ქოთნის ზომა და სუბსტრატის რაოდენობა

ქოთნის მოცულობასა და სუბსტრატის რაოდენობას შორის არის პირდაპირი კავშირი. რაც უფრო დიდი არის ქოთანი, მით უფრო მეტი წყალი და საკვები ნივთიერებები არის საჭირო მისთვის. ახალგაზრდა, ან უბრალოდ კომპაქტურ მცენარეებს, არა უმეტეს სამი კვირისა, რომლებიც იზრდება დიდ ქოთნებში (25-40ლ.) დასჭირდებათ მცირე რაოდენობის წყალი.

ამიტომ, გროვერისთვის აუცილებელია, დარწმუნდეს, რომ მცენარე გრაფიკით ირწყვება კვირაში ერთხელ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იცვლება რეგიონის კლიმატზე დამოკიდებულებით.

საწყისი ეტაპი დამწყებებს შეიძლება რთული მოეჩვენოთ, ამიტომ ეცადეთ გაითვალისწინოთ ეს მცირე, მაგრამ რეალურად სასარგებლო რჩევები. გამოუცდელ გროვერებს საწყის ეტაპზე უჩნდებათ ბევრი შეკითხვა.

ფესვები, რომლებსაც არ შეუძლიათ სწორად „სუნთქვა“ და აითვისოს საკვები ნივთიერებები, ანელებენ მთელ პროცესს.

მებაღემ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება გროვს, რადგან სასუქით ზედმეტად გაჯერებულმა ნიადაგმა შეიძლება გამოიწვიოს ფესვების ლპობა და სოკოს ინფექციების გაჩენა.

შედეგად, თქვენი მცენარეები იქნება პატარა და შეუხედავი (დაზიანებული, უფერული ან „დაშტრიხული“ ფოთლებით). როგორც კი ბუჩქი აღწევს 70-100სმ. სიმაღლეს, შეცდომები შედარებით მცირე ზიანის მომტანია. რადგან ამ ეტაპიდან შთანთქმის უნარი იმატებს და ადვილი ხდება მორწყვის რეგულირება.

სასურველი სუბსტრატის ტიპი, რომელიც უნდა შეარჩიოთ პირდაპირ გავლენას ახდენს მცენარისთვის საჭირო წყლის რაოდენობაზე. ქოქოსის ბოჭკო შედარებით ჰაეროვანია, მსუბუქი და ნაკლებად მკვრივი, ამიტომ ის შრება მალე. ნიადაგი უფრო მკვრივი და მძიმეა, მის გასაშრობად ბევრად მეტი დრო არის საჭირო.

ძირითადი წესი - დარწმუნდით, რომ წყლის რაოდენობა, რომელსაც მცენარეს აწვდით, შეესაბამება მის ზომებს, კლიმატს (მიკროკლიმატს) და სუბსტრატს, რომელშიც ის იზრდება.

მცენარის ზომა

რაც უფრო მცირე არის მცენარე, მით ნაკლები წყალი ესაჭიროება მას. მსხვილი მცენარეები პირიქით, მნიშვნელოვნად მეტ წყალს მოითხოვს.

მთავარია დაიმახსოვროთ, რომ უნდა იმოქმედოთ რაციონალურად. კლიმატი იცვლება ისევე, როგორც ზრდა და თითოეული მცენარის სპეციფიკური მოთხოვნები.

პირველი სამი კვირის განმავლობაში უნდა მოერიდოთ ზედმეტ მორწყვას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოიშვას პრობლემები არა მხოლოდ განვითარებასა და მოსავალთან დაკავშირებით, არამედ იმუნურ სისტემაზეც, გამოიწვიოს ფესვების ლპობა და მავნე პათოგენები.

3-4 კვირის შემდეგ სიტუაციის შეფასება და საჭირო წყლის რაოდენობის განსაზღვრა ბევრად მარტივია. თუ ისწავლით მცენარის სწორად მორწყვას, მიიღებთ ჯანმრთელ მცენარეებს. ფემინიზირებულთან შედარებით, ავტომოყვავილე ჯიშები რთულად უმკლავდება ჭარბ წყალს.ნებისმიერ შემთხვევაში დარწმუნდით, რომ არ დატბორეთ კანაბისი.

გენეტიკა

კანაფის ხარისხიანი თესლები ზოგადად ხასიათდება სწორხაზოვანი განვითარებით, რომლის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მცენარე იზრდება თანაბრად განვითარების ყველა ეტაპზე.

არსებობს შტამები, გამოყვანილი თესლებიდან, რომელთა გენეტიკური თავსებურებები ვარირებს ფენოტიპის მიხედვით. მცენარეები სხვა და სხვა ტემპებით ვითარდება. რაც ნიშნავს, რომ ერთი მათგანი მეორეზე უკეთ შეიძლება იყოს განვითარებული. ყველა ფენოტიპს აქვს საკუთარი თავისებურებანი, რაც გავლენას ახდენს მის სტრუქტურასა და მახასიათებლებზე.

ხშირად დებიუტანტი გროვერები თვლიან, რომ მცენარეს რაღაც სჭირს და ეს შეიძლება მართალიც იყოს. მებაღეს არ აქვს შეცდომების უფლება. ყველაფერი, რის გაკეთებაც მათ შეუძლიათ, უნდა შეარჩიონ მორწყვის სიხშირე მცენარის ზომის შესაბამისად. ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, უნდა მიაწოდოთ კანაბისს საკვები ნივთიერებების საჭირო რაოდენობა და წყალი, მათი ზომების და მოთხოვნების შესაბამისად.

კანაბისის მორწყვის ძირითადი პრინციპები

კანაბისის მორწყვის ძირითადი პრინციპები

შეჯამებისას, გაგაცნობთ ზოგად წესებს, ნებისმიერი შტამის და ნებისმიერი პირობებისთვის.

  • მორწყეთ მცენარე დილით ადრე (ღია გრუნტში); განათების სისტემის ჩართვამდე (დახურულ გრუნტში). დღის საათებში მორწყვამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვთა სისტემის და ფოთლების „დამწვრობა“. ამავდროულად, ღამით მორწყვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს ტენიანობა, რაც აუცილებლად გამოიწვევს სოკოსა და მწერებთან დაკავშირებულ პრობლემებს.
  • აიღეთ ორი ერთნაირი ზომის მოცულობა და აავსეთ ერთი და იგივე სახის სუბსტრატით. ერთ-ერთს დაამატეთ საჭირო რაოდენობის წყალი ან საკვები ხსნარი, დაიმახსოვრეთ წონა და ადგილი სადაც მოათავსებთ. აწონეთ „მშრალი წონა“. ეს ყოველივე იმისთვის არის საჭირო, რომ შეიქმნათ წარმოდგენა მშრალ და მორწყული ქოთნის წონაზე. ეს მეთოდი დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როდის საჭიროებს მცენარე მორწყვას. ძალიან მცირე დროში, მხოლოდ ქოთნის აწევით, მარტივად მიხვდებით მორწყვის საჭიროებას.
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ტენიანობის საზომი მოწყობილობა. რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. ზევით მოყვანილ მაგალითში კი არანაირი ხარჯის გაღება არ მოგიწევთ. წინა მეთოდს იყენებს თითქმის ყველა მებაღე, სიმარტივის და მოხერხებულობის გამო.
  • იმისათვის, რომ შეამციროთ სითბური სტრესის რისკის დონე, მოსარწყავად გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. ამისათვის საკმარისია სულ რამოდენიმე საათით დადგათ წყალი ოთახში.
  • არ დაელოდოთ ფოთლების ჭკნობას, რადგან ეს არის წყლის დეფიციტის პირველი ნიშანი. მართალია სისუსტეს სხვა მიზეზებიც შეიძლება იწვევდეს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, საქმე სწორედ ტენიანობაშია. ზემოთ ხსენებული „ქოთნის აწევის“ ტექნიკა აუცილებლად იქნება თქვენთვის საუკეთესო მრჩეველი და ექსპერტი.
  • დაამატეთ ყველა სასუქი pH და EC საკვები ხსნარის დონის გაზომვამდე. თანამედროვე საკვები დანამატების უმეტესობას, ბუფერული ეფექტის წყალობით აქვს pH სტაბილური დონე.ამის მიუხედავად, პირველადი გაზომვა რეკომენდირებულია, რათა გაიგოთ საწყისი მონაცემები, რომლებთანაც შემდგომში მოგიწევთ მუშაობა.
  • თუ თქვენ იყენებთ pH და EC საზომ მოწყობილობებს, აუცილებელია მათი კალიბრირება 3-5 დღეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში მაჩვენებლები არ იქნება ზუსტი, შედეგები შეიძლება აღმოჩნდეს საკმაოდ სერიოზული. ზონდის გასუფთავებას ყოველი გამოყენების შემდეგ, ასევე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
  • არ შეინახოთ საკვები ხსნარი 24 საათზე დიდ ხანს. ყველაზე კარგია მოამზადოთ ის უშუალოდ გამოყენების წინ. დარწმუნდით, რომ სასუქს ინახავთ მათთვის საჭირო პირობებში (ტემპერატურა, ტენიანობა, პირდაპირი მზის სხივების არარსებობა).
  • არ არის რეკომენდირებული ხანგრძლივი შენახვა. გირჩევთ მოიმარაგოთ სხვა და სხვა საშუალებები, რამდენადაც მოთხოვნები ყველა სტადიაზე იცვლება და აქვს განსხვავებული სპეციფიკა. თუ იგრძნობთ ბოთლიდან გამომავალ ძლიერ, ამიაკის მსგავს სუნს, გადააგდეთ. ეს ნიშნავს, რომ მისი შემცველობა ძველია და არ გამოდგება.

გირჩევთ ასევე გაეცნოთ რამოდენიმე რეკომენდაციას ქოქოსის კოირის მქონე ქოთნების მორწყვასთან დაკავშირებით:

  • მორწყვა უნდა მოხდეს ყოველ დღე, ან დღე გამოშვებით.
  • ქოთნიდან უნდა გამოედინებოდეს დასხმული წყლის მინიმუმ 10% (ამგვარად თქვენ არ დაუშვებთ ზედმეტი საკვები ნივთიერებების დაგროვებას სუბსტრატში).
  • თუ სუბსტრატი 1 დღეზე მალე შრება, სავარაუდოდ საჭიროა მცენარის დიდ ქოთანში გადარგვა.
  • თუ სუბსტრატი მესამე დღეს ჯერ კიდევ სველია, საჭიროა პაუზა და მოცდა, სანამ შეამჩნევთ წყლის საჭიროებას.
  • ქოქოსის კოირამ უნდა მიიღოს მოყავისფრო ელფერი, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი მორწყვა.

სულ ეს იყო. მიჰყევით მარტივ რეკომენდაციებს და თქვენი გროვი აუცილებლად იქნება წარმატებული. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში. წარმატებულ გროვს გისურვებთ!