შინაარსი

ყვითელი ფოთლები, ყავისფერი ლაქები და სხვა შემთხვევითი დეფექტები - ყვავილობის სტადიის გავრცელებული პრობლემებია. რატომ ხდება ასე? სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ თითქმის ყოველთვის მიზეზი საკვები ნივთიერებების უკმარისობაა. რა არის პრობლემის მიზეზი? რატომ აკლდება მცენარეს საკვები ნივთიერებები სწორედ ყვავილობის ეტაპზე? ყვავილობის დროს მცენარე წყვეტს ახალი ფოთლების წარმოქმნას და აქცენტი ყვავილედებზე გადადის. დაავადებული ან გაუფერულებული ფოთლები რჩება მცენარეზე მოსავლის აღებამდე და თუ თქვენ არ აღმოფხვრით პრობლემას, ფოთლები კვდება და პრობლემა ვრცელდება მცენარის სხვა ნაწილებზე. იმან, რაც ვეგეტაციის სტადიაზე პატარა პრობლემას წარმოადგენს, ყვავილობისას შეიძლება მთელი მცენარე მოიცვას და დააზიანოს. სამწუხაროდ, კანაბისის მცენარე ყვავილედების წარმოქმნის შემდეგ, ბევრად მგრძნობიარე ხდება.

არ შეგეშინდეთ! მოცემულ სტატიაში ახსნილია, თუ რა იწვევს პრობლემას და როგორ შეიძლება მისი გამოსწორება. მოცემული მასალა მოიცავს უშუალოდ მცენარეზე მოქმედ შიდა ფაქტორებს.

მცენარის მოვლა

მცენარის მოვლა - მასზე ყოველდღიური ზრუნვაა. განვიხილოთ ამ რთულ პროცესთან დაკავშირებით ხშირად დასმული კითხვები.

არასწორი pH დონე

არასწორი pH დონე ფესვებთან - ყველაზე ხშირი პრობლემა არის, რომლის მიზეზითაც გროვერები აფიქსირებენ საკვები ნივთიერებების დეფიციტს. pH მოქმედებს იმაზე, თუ რამდენად კარგად ითვისებს ფესვები ყველა საჭირო ელემენტს, რადგან ყველა საკვები ნივთიერება pH-ის დონის მიხედვით იღებს განსხვავებულ ქიმიურ ფორმას და ფესვები მათ სხვა და სხვა გვარად ითვისებს. მაშინაც კი, თუ ვეგეტაციის სტადიაზე მცენარე pH-ის რეგულირების გარეშეც კარგად გამოიყურება, ყვავილობის სტადიაზე საკვები ნივთიერებების დეფიციტის შემჩნევისთანავე პირველი, რაც უნდა გააკეთოთ - pH ბალანსის შემოწმებაა.

 არასწორი pH დონე

pH-ის ჟავა-ტუტოვანი ბალანსის დიაგრამა - დეფიციტის აღმოფხვრა ფესვებთან pH სწორი ბალანსის საშუალებით (მარცხნიდან მარჯვნივ: მჟავე-ნეიტრალური-ტუტოვანი).

pH დაბალი დონე - ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ მცენარეს უყვარს ფესვების დაბალი მჟავიანობის პირობები (5,5-6,5 pH ქოქოსში/ჰიდროში და 6-7 pH ნიადაგში), ზედმეტად დაბალმა დონემ შეიძლება პრობლემები გამოიწვიოს. რამდენადაც, ნეიტრალურ წყალს pH აქვს დაახლოებით 7, ონკანისას კი ხშირად უფრო მეტიც (რამდენადაც წყალი მუშავდება), ბევრი მებაღე ამატებს PH Down-ს (ძლიერ მჟავას), რათა მცენარის მორწყვამდე წყალში შეამციროს PH დონე. იმ შემთხვევაში, თუ გროვერი არ აწვდის მცენარეს საკმარისი რაოდენობით წყალს მისი გადინების უზრუნველყოფისთვის, დროთა განმავლობაში PH Down შეიძლება დაგროვდეს და ფესვებთან PH დონე გახდეს მიწოდებულ წყალში არსებულ დონეზე დაბალი. გარდა ამისა, მრავალი საკვები ნივთიერება ასევე ამცირებს pH დონეს, შესაბამისად საკვები ნივთიერებების დაგროვებამაც შეიძლება გამოიწვიოს იგივე პრობლემა.

ასევე შესაძლებელია წარმოიქმნას pH მაღალი დონე. თუ დაამატებთ PH Up-ს წყალში, ის შეიძლება დაგროვდეს. სხვა პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ მებაღე არ ზომავს PH დონეს წყალში. მცენარე, რომელიც არ რეაგირებს ვეგეტაციის სტადიაზე, შეიძლება ძალიან მგრძნობიარე გახდეს PH-ის მიმართ ყვავილობის დროს. თუ ატყობთ მცენარეს საკვები ნივთიერებების დეფიციტს, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ PH დონეს. მაღალი PH დონე გავრცელებულია ჰიდროპონურ სისტემებში, რადგან მცენარე უფრო მეტად შთანთქავს მჟავა საკვებ ნივთიერებებს, ვიდრე წყალს.

ექსპერტის რჩევა

გაზომეთ და დაარეგულირეთ PH დონე წყალში მანამ, სანამ მიაწვდით მას მცენარეს. დაამატეთ წყალს ყველა საკვები ნივთიერება და დანამატი. გაზომეთ წყალში PH ზოლების, წვეთების ან დონის საზომი კალმის საშუალებით.

გაზომეთ ქოთნიდან გამოსული წყლის pH დონე. თუ ის ბევრად მაღალია თქვენს მიერ დამატებული წყლის pH დონეზე, მომდევნო რამოდენიმე მორწყვისთვის დასწიეთ ის დიაპაზონის ქვედა ზღვრამდე. ხოლო, თუ ის ბევრად დაბალია, მომდევნო რამოდენიმე მორწყვის დროს მიაწოდეთ pH მაქსიმალური დონის მქონე წყალი.

თუ თქვენ იყენებთ ნეიტრალური წყლის მაღალ ხარისხიან წყაროს, მაგალითად წყაროს წყალს, სავარაუდოდ არ მოგიწევთ pH-ზე ღელვა და შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენი პრობლემის დიაგნოსტირების შემდეგ საფეხურზე. მაგრამ, თუ თქვენ იყენებთ ონკანის წყალს და არეგულირებთ pH-ს (თუნდაც NaturalUp და NaturalDown საშუალებით), შესაძლებელია რეგულატორები გროვდებოდეს ნიადაგში ცუდი გადინების გამო. ამ შემთხვევაში გაქვთ რამოდენიმე ვარიანტი. შეგიძლიათ ერთჯერადად მიაწოდოთ ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობით წყალი, რათა მოხდეს მცირე გადინება და შეძლოთ pH-ის გაზომვა. თუ გამოსული წყლის pH დონე უფრო მაღალი ან დაბალია, პრობლემა ნაპოვნია. სხვა (უკეთესი) ვარიანტი არის - გამოიყენოთ შედარებით ხარისხიანი წყლის წყარო, რომელიც არ მოითხოვს pH-ის კორექტირებას.

ზედმეტი მორწყვა

ფოტოპერიოდული მცენარეები 12/12-ზე გადასვლისთანავე ხშირად მოიხმარენ ნაკლებ წყალს. თუ ყვავილობა კარგად მიმდინარეობს და მცენარე იზრდება, მოხმარებული წყლის რაოდენობა კვლავ იზრდება. თუ ყვავილობის სტადიაზე გადასვლისთანავე განაგრძობთ იგივე რაოდენობის წყლის მიწოდებას, შესაძლებელია მოხდეს მცენარის ზედმეტად მორწყვა. ბევრი მებაღე შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ ზედმეტმა მორწყვამ (იშვიათად მორწყვის ნაკლებობამ) შიძლება გამოიწვიოს გროვის დასუსტება და ყველაფერი დასრულდეს საკვები ნივთიერებების დეფიციტით. ეს ყოველივე გამოწვეულია იმით, რომ წყალი საჭიროებისამებრ არ ნაწილდება მცენარეში.

ზედმეტი მორწყვა

ზედმეტმა მორწყვამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი სიმპტომები, რომლებიც არ ჰგავს საკვები ნივთიერებების ნაკლებობით გამოწვეულ ნიშნებს. ეს ყავისფერი დამწვრობები კალციუმის ნაკლებობას წააგავს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი ქრონიკული წყლის სიჭარბის შედეგს წარმოადგენენ.

ექსპერტის რჩევა

12/12 რეჟიმზე გადასვლისას ყურადღება მიაქციეთ ნიადაგის ტენიანობას. თუ შეატყობთ მომატებულ ტენს, ეცადეთ შეამციროთ მორწყვის სიხშირე, ან წყლის რაოდენობა. ზედმეტი მორწყვის ნიშნებია ჭკნობა და ფოთლებზე ყავისფერი ლაქების გაჩენა.

ზედმეტად აგრესიული დეფოლაცია

დეფოლაცია - მცენარიდან ფოთლების მოშორების პროცესია. ყვავილობის სტადიაზე ვარჯიშის ამ მეთოდის სტრატეგიული გამოყენება საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვნად გავზარდოთ მოსავლის რაოდენობა, ყვავილედების სიმკვრივე და ხარისხი. თუმცა, ზრდის რამოდენიმე კვირის შედეგ, ბევრ მცენარეს აღარ ამოსდის ახალი ფოთლები, რაც დაშვებული შეცდომის შედეგს წარმოადგენს.

დამწყებთათვის არ არის რეკომენდირებული დეფოლაცია მანამ, სანამ ყვავილობის სტადიაზე მცენარე არ გახდება „შიშველი“. ამან შეიძლება გამოიწვიოს ზრდის შეფერხება და მომავალში საკვებ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემები.

არ მოაშოროთ ფოთლები მას შემდეგ, რაც მცენარემ შეწყვიტა ზრდა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფოთლები ფერ მკრთალი გეჩვენებათ ან, თუ შეწყვეტთ საკვები ნივთიერებების დამატებას.

ზედმეტად აგრესიული დეფოლაცია

მაგალითად ამ მცენარეებისთვის არ არის რეკომენდირებული დეფოლაცია, რადგან ისინი არ ღებულობენ დამატებით საკვებ ნივთიერებებს (მათ აქვთ მხოლოდ ის, რასაც ნიადაგი შეიცავს) და ყვავილობის სტადიაში იმყოფებიან. ყოველი ფოთოლი აგროვებს საკვებ ნივთიერებას, რომლის გამოყენებაც მცენარეს მოგვიანებით შეუძლია, ასე რომ არ ღირს მცენარეს მოაკლოთ მარაგი.

ექსპერტის რჩევა

სიფრთხილე გამოიჩინეთ, რათა არ მოჭრათ ბევრი ფოთოლი ყვავილობის დროს, განსაკუთრებით მეექვსე კვირის შემდეგ. დამწყებებისთვის რეკომენდირებულია არ „გააშიშვლონ“ მცენარე, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ აქვთ რაიმე სახის პრობლემები, ან საკვები ნივთიერებების დეფიციტი. მოკლედ, განსაკუთრებით ყურადღებით და ფრთხილად იყავით მცენარეებთან მოსავლის აღების მოახლოების დროს.

მათთვის, ვინც არ იყენებს დამატებით ნივთიერებებს, რჩევა განსხვავებულია. უბრალოდ შეამცირეთ დეფოლაციის მასშტაბები (ან საერთოდაც უარი თქვით მასზე), რათა შეინარჩუნოთ საკვები ნივთიერებები ნიადაგსა და ფოთლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ვერ მიაღწევს მოსავლის აღებამდე.

თუ ამოიწურა საკვები ნივთიერებები

ზოგ შემთხვევაში დეფიციტი გამოწვეულია იმით, რომ საკვები ნივთიერებები უბრალოდ ფაქტიურად გათავდა. საბედნიეროდ, ადვილია განვსაზღვროთ, თუ როდის სჭირდება მცენარეს დამატებითი კვება. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით დანამატი მცენარეს სჭირდება კვირტების წარმოქმნისათვის და დანაკლისის სიმპტომები აშკარად ვლინდება.

მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე ამატებთ ნივთიერებებს დანამატის სახით ან უშუალოდ წყალში, გამოვლენილი სიმპტომები მიგანიშნებთ რომ საჭიროა მათი რაოდენობის გაზრდა.

პრობლემის ნიშნები:

  • მკრთალი სალათის ფერი ფოთლები, განსაკუთრებით სინათლესთან და დიდ ყვავილედებთან მდებარე ფოთლები (ეს ყველაზე მძიმედ მომუშავე ფოთლებია).
  • ქვედა ფოთლები ყვითლდება, ჭკნება, შემდეგ კი ცვივა (აზოტის აშკარა დეფიციტი).

შესაძლებელია გამოვლინდეს სხვა და სხვა ნიშნები, მაგრამ ძირითადი ზემოაღნიშნული 2 სიმპტომია.

მოცემული სურათი დაგეხმარებათ განასხვაოთ, თუ როგორ გამოიყურება სრულიად ჯანმრთელი (მარჯვნივ) და საკვები ნივთიერებების დანაკლისის მქონე (მარცხნივ) ფოთლები.

თუ ამოიწურა საკვები ნივთიერებები

მარცხნივ მოცემული მცენარეები საჭიროებენ მეტი რაოდენობით საკვებ ნივთიერებებს. მიაქციეთ ყურადღება ყველა მუშა ფოთლების მკრთალ ფერს, ასევე ყვითელ და დამჭკნარ ქვედა/შუა ნაწილის ფოთლებს. ყველაზე ხშირად ეს დიდი ყვავილედების მქონე მცენარეებს ემართებათ. თუ არ დაუჯერებთ ჩვენს რჩევას, დაკარგავთ ბევრ ფოთოლს და თქვენი ყვავილედები არ გაიზრდება დიდი ზომის.

ძირითადი ნიშანი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება: ქვედა ფოთლები ყვითლდება, ჭკნება და ცვივა თავისთავად (ფოთლები არ „ეწებება“). თუ ასეთ სურათს ხედავთ, პრობლემა საკვები ნივთიერებების დაბალი შემცველობაა.

აზოტის უკმარისობის დროს კანაბისის ქვედა ნაწილში ყვითელი ფოთლები იწყებს ცვენას.

ექსპერტის რჩევა

ჰიდროპონურ ან ქოქოსის კოირის გრუნტში კულტივირებისას საკითხი ეხება საკვები ნივთიერებების რაოდენობის გაზრდას წყალში. თუ კანაფი მოგყავთ ჩვეულებრივ ნიადაგში, სუბსტრატის ტიპისა და სხვა და სხვა კრიტერიუმების შესაბამისად გაქვთ რამოდენიმე ვარიანტი:

გრუნტთან მუშაობის ვარიანტები

  • დაიწყეთ ნიადაგში დამატებითი საკვები ნივთიერებების შეტანა (ყველაზე მარტივი და სწრაფი საშუალება);
  • კვება ნატურალური დანამატებით (მაგალითად, კვირის განმავლობაში 1-2 ჩაის კოვზი SuperSoil მცენარეზე);
  • ნიადაგზე მოსაყრელი (მაგალითადEarthDust);
  • „ჩაი“ (ჩაი ჭიებით, კომპოსტური ჩაი და ა.შ.);
  • მცენარის გადარგვა ახალ ნიადაგში (შეიძლება მხოლოდ დასაწყისში, ან უშუალოდ ყვავილობის წინ, რათა არ შეჩერდეს მცენარის ზრდა).

რჩევები ჰიდროპონიკისა და ქოქოსისათვის

ქოქოსისა და ჰიდროპონიკის დროს პრობლემის მარტივად გადაჭრის გზა არის - გაზარდოთ თქვენს მიერ გამოყენებული ნივთიერებების რაოდენობის გაზრდა. რაოდენობის გაზრდა შეგიძლიათ ფრაქციის საშუალებით (მაგალითად, თუ ამატებდით 1,5 კოვზს 10 ლიტრზე, შეგიძლიათ მისცეთ ½ კოვზი 1 ლიტრზე). შედარებით მარტივი ვარიანტია გამოიყენოთ იგივე რაოდენობის ნივთიერებები, ხოლო წყალი 10-20%-ით შეამციროთ. ამგვარად ნარჩუნდება იგივე თანაფარდობა, მაგრამ საკვები ნივთიერებების მეტი კონცენტრაცია.

საკვები ნივთიერებების დონის ცვლილებისას, აუცილებლად აკონტროლეთ წყლის pH.

ეს გახლავთ ყველა „შიდა“ ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ყვავილობის დროს საკვები ნივთიერებების ნაკლებობაზე. შემდგომში დეტალურად განვიხილავთ გარე ფაქტორებს.