კანაფი და ალელოპათია

GanjaSeeds 09 ივლისი 2020

შინაარსი

რა არის ალელოპათია?

ალელოპათია - ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დროსაც ორგანიზმის მიერ გამომუშავებული განსაზღვრული ბიოქიმიური ნაერთები ახდენენ გავლენას სხვა ორგანიზმების ზრდასა და განვითარებაზე. ამ ნაერთების მოქმედება შეიძლება იყოს დადებითი (ხელს უწყობდეს სხვა კულტურების განვითარებას) ან უარყოფითი (რომელიც ზიანს აყენებს ზოგიერთ (ან ყველა) მცენარეს). ბიოქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ამ თვისებებს ფლობენ, იწოდებიან ალელოქიმიკატებად . მათი თვისებების შესწავლა ათწლეულებია მიმდინარეობს სხვა და სხვა მიზნებისათვის. ამ ფუნქციის წყალობით შესაძლებელია ზოგიერთი მცენარის გამოყენება სხვა მცენარეების ზრდის შესაფერხებლად და მწერების გასაქრობად, რაც ამცირებს ინსექტიციდების გამოყენებას. ეს მეთოდი გამოიყენება მსოფლიოს ფერმერების მიერ. არსებობს სხვა, ნაკლებად ცნობილი ურთიერთქმედებები . მოცემულ სტატიაში სრულად იქნება გავრცობილი თემა „კანაბისი და ალელოპათია “.

ალელოპათია კონტროლირებად გარემოში

ალელოპათია კონტროლირებად გარემოში

ზოგიერთი მცენარის ალელოპათიური ნიშნების გათვალისწინებით, მათი გამოყენება ხდება როგორც მოსავლიანობის ზრდისთვის, ასევე მავნებლების და დაავადებების გაჩენის რისკის შესამცირებლად. ვის არ უნახავს პომიდვრებით გარშემორტყმული ლამაზი ყვავილების რიგი? ისინი იქ ნაკვეთის გასალამაზებლად როდია! ზოგი ყვავილი ალელოქიმიური ნივთიერებების წყალობით გახლავთ ნემატორების ეფექტური რეპელენტი . ამ ნაერთების უმრავლესობა გამოიყოფა ფესვებში (შესაძლებელია გამოიყოფოდეს ღეროს, ფოთლებსა და ყვავილებშიც ) და მოქმედებს გარშემო მყოფ მცენარეზე, ფაუნაზე, სოკოებსა და ბაქტერიებზეც კი.

ამ ნივთიერებებში არის ტერპენები , არომატული ნაერთები. მათი აქტივობა ზოგადად უარყოფითია, რადგან ისინი იზიდავენ მწერებს, ან უშლიან ახლო მდებარე თესლების გაღვივებას. ასეთ მაგალითს წარმოადგენს ფიჭვი და ევკალიპტი (მათ ქვეშ არ იზრდება არცერთი სხვა მცენარე).

ამგვარად, ვლინდება ათეულობით ნიმუში, რომელიც მოქმედებს მათ გარშემო არსებულ მცენარეებზე, ახდენს სიმბიოტურ (დადებით) ან ანტაგონისტურ (უარყოფით) მოქმედებას. ვიდრე შეარჩევთ ადგილს თქვენი მცენარის მოსაყვანად ღია გრუნტში, მოკლედ განვიხილოთ ამ ტიპის მცენარეები.

ალელოპათიური მცენარეების ტიპები

პირობითად ისინი შემდეგ კატეგორიებად იყოფიან:

კომპანიონები

მცენარის დარგვის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ მოვათავსოთ ის განსაზღვრულ მცენარეებთან ახლოს ხეირის მისაღებად. იქმნება ასოციაცია, რომელსაც მოაქვს სარგებელი ერთი ან ორივე მცენარისთვის. ეს გულისხმობს სხვა და სხვა მცენარეების გაერთიანებას მავნებლების შემოსევის რისკის შესამცირებლად სხვა მეთოდებთან შედარებით ( მონოკულტურა ).

ერთ ერთი მაგალითი, რომელიც საინტერესოა კანაბის მწარმოებლებისათვის გახლავთ ჭინჭარი, რომელიც ასუსტებს მცენარის გარშემო მის სუნს. შესაძლებელია გამოიყენოთ ჭინჭრის ფხვნილი Urtifer მწარმოებელი - Trabe, რომელიც იყიდება თხევადი სახით, ან დარგოთ მცენარე ჭინჭრიან მინდორში.

ხშირად გამოყენებადი კომპანიონი მცენარეებია:

  • ნიორი;
  • მარწყვი;
  • ნიახური;
  • სტაფილო;
  • სალათი ( ყრდელი );
  • პომიდორი;
  • სიმინდი;
  • კიტრი;
  • ხახვი;
  • ბადრიჯანი;
  • კომბოსტო;
  • გულყვითელა;
  • ბარდა;
  • ძლიერი სუნის მქონე კულტურები.

მცენარეები, რომლებიც იგერიებენ მწერებს

ინტენსიური არომატი ხშირად აფრთხობს მავნებელ მწერებს. მცენარის კონკრეტული სახეობა ებრძვის კონკრეტული ტიპის მწერებს. არომა - მწერის დამფრთხობითვისებები შეიძლება აღწევდეს 10 მეტრს. მრავალი სურნელოვანი მცენარე გამოიყენება სუსტი კულტურების დასაცავად. გამონაკლისს წარმოადგენს კამა - არ გაეკაროთ მას!

რომელი მცენარეების ეშინიათ კანაფისთვის მავნე მწერებს?

გადახედეთ წარმოდგენილ სიას:

  • ფრთათეთრა: ბაზილიკი, gardennasturtium, გულყვითელა, სალბი, პიტნა;
  • ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა: ბაზილიკი, horsetail, კორიცა ;
  • ბუგრები : oregano, უსუპი , basil, ნასტურიტი ;
  • თრიფსები : შვიტა, ბაზილიკი, ქრიზანტემა ;
  • ნემატოდები, მრგვალი ჭიები: გულყვითელა, ზაფრანა;
  • ჭიანჭველები: gardennasturtium, ორეგანო, mint;
  • ლოკოკინები: gardennasturtium, უსუპი ;
  • მუხლოხო : bacillusthuringiensis;
  • სოკო: Equisétum.

ხაფანგი (იზიდავს მავნებლებს)

ხაფანგი (იზიდავს მავნებლებს)

ეს არის მცენარე, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ფრთათეთრასა და აბლაბუდიანი ტკიპასთვის . მისი კანაბისისგან მოშორებით დარგვით მწერები მალევე ახდენენ მის კოლონიზირებას , რითიც მცირდება მათი კანაბისისადმი საფრთხე. ასევე საინტერესო ტექნიკაა იმ მცენარეების დარგვა, რომლებიც ხელს უწყობენ მწერების ბუნებრივი მტაცებლების გამრავლებას, რაც 100%-ით დაგვეხმარება ბუნებრივი, ბიოლოგიური, მწერებთან ბრძოლის მხარდაჭერაში.

ხშირად გამოყენებადი და ძალიან სასარგებლო მცენარე გახლავთ თამბაქო, რომელიც იზიდავს ალეროიდებს , ამიტომ ისინი შორდებიან კანაფს, რაც ამსუბუქებს მათ შემდგომ განადგურებას.

ალელოპათია კანაბისის კულტივაციის დროს

მოცემული ინფორმაცია მოგცემთ პესტიციდებზე ეკონომიის გაკეთების საშუალებას, როგორც ეკონომიური, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით, ამიტომ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველა მებაღემ.

ალელოქიმიკატების შესახებ მოცემული ინფორმაცია შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც ცოცხალი მცენარის შემთხვევაში, ასევე ჩაის, ნაყენების ან თხევადი ნაკელის შემთხვევაში. კომერციულ პროდუქტებში, რომლებიც ფლობენ ამ თვისებებს, შეიძლება მოიძებნოს როგორც ინსექტიციდები , ასევე ფუნგიციდები .

საკვები ნივთიერებების, ან დამატებების შეძენისას, გროვერი ირჩევს ალელოპათიური უპირატესობის მქონე შემადგენლობის საშუალებებს, სპეციფიური ბიოლოგიური აქტივობის სტიმულაციისა და საბოლოო მოსავლის მაქსიმიზაციისთვის .

Cannabis - არის თუ არა ალელოპათია ?

Cannabis - არის თუ არა ალელოპათია ?

მოქმედებს თუ არა კანაბისი სხვა მცენარეებზე? ტერპენები მიეკუთვნება ალელოქიმიკატების ჯგუფს, რომლებსაც გამოყოფს მცენარე, ხოლო კანაბისი - ამ არომატული ნაერთების წარმომქმნელია , პასუხი ლოგიკურია. კანაბისის მოქმედება სხვა მცენარეებზე ტერპენებით არ მთავრდება.

2015 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ Sativa L. კანაბისმა მოახდინა სალათის ფოთლების (Lactucasativa L.) აღმოცენების ინგიბირება . იგივე ტესტი ჩატარდა ფესვების ექსტრაქტზე სხვა და სხვა შედეგებით: თუმცა ექსტრაქტი არ ახდენს სალათის თესლების აღმოცენების სისწრაფეზე გავლენას, მან მოახდინა ღერების და ფესვების ზრდის სტიმულირება. სხვა კვლევაში გამოყენებული იყო მდედრი კანაბისის ფოთლებიდან მინერალების გამორეცხვა Partheniumhysterophorus ნიმუშებზე (ცნობილი როგორც SantaMaria ),აღინიშნებოდა ბიოლოგიური აქტივობის შემცირება, რომელმაც აღმოცენების სისწრაფის შემცირება გამოიწვია, ნაკლები წონა და პიგმენტის შემცველობის შემცირება.
ეს მხოლოდ ორი მაგალითია იმის, თუ როგორი გავლენა შეუძლია იქონიოს ჩვენმა საყვარელმა მცენარემ. ეს მოქმედება შედარებით სუსტია და შემოიფარგლება ზოგიერთი კონკურენტი მცენარის დათრგუნვით. ტერპენები და კანაბინოიდები ინახავს არა მცენარეს, არამედ თესლებს მომდევნო გაზაფხულამდე. კანაბისი კვდება, მისი ნაწილები იყრება მიწაზე და როდესაც მცენარე ლპება, ის გამოყოფს კანაბინოიდებს და ტერპენებს , რომლებიც ერთის მხრივ აფერხებს სხვა მცენარეების გაჩენას, მეორეს მხრივ იცავენ საკუთარ თავს.

სანამ შეუდგებით მომდევნო პროექტს, გაითვალისწინეთ წარმოდგენილი მასალა. ის დაგეხმარებათ კულტივაციის სრულყოფაში, გახდის პროცესს უფრო ეფექტურს და ეკოლოგიურს .

წარმატებული ხარვესტი გქონოდეთ!