შინაარსი

ჰალუცინოგენური სოკოების ზემოქმედების ქვეშ ჰარმონიული მდგომარეობის მისაღწევად ტრანსცედენტურ სამყაროში, მოგზაურს აქვს ფორმირებული ხედვა ქცევისა და ძირითადი ტექნიკის შესახებ. სოკოების პირველი ცერემონია - სერიოზული ნაბიჯია ამოუცნობისაკენ. ის ტოვებს კვალს ცხოვრებაში და მისი დავიწყება შეუძლებელია. დამწყები ადეპტები ნახარშის გამოყენების წინ ნერვიულობენ. ეს კარგია! ფსიქოდელიური მოგზაურობა - ინტენსიური განცდაა, ზოგისთვის წმინდა, ამიტომ გირჩევთ პატივისცემით მიუდგეთ მას. სტატიაში წარმოდგენილია 9 გააზრებული ნაბიჯი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რათა უზრუნველყოთ მისტიური ცერემონიისგან დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება.

მზად იყავით მოვლენების მისაღებად

ნაბიჯი 1. მზად იყავით მოვლენების მისაღებად

ტრიპის წინ ღელვა ახასიათებს ყველას, მოსამზადებელი პერიოდის მიუხედავად. მზად იყავით სიცილის, ღვთაებრივი შეგრძნებების, საოცარი ხილვების , შფოთვის და დისკომფორტისთვისაც კი, მოკლედ რომ ვთქვათ, მზად იყავით მიიღოთ ყველაფერი, რაც გზად შეგხვდებათ.

მოგზაურობის დაწყებამდე დადებითი განწყობა იქონიებს დიდ გავლენას ტრიპზე . თუ განიცდით "ნორმალურ" მომენტებს, ეს დროებითია. დაჯექით და დაელოდეთ როდის გაივლის. რაც უფრო შეეწინააღმდეგებით მოვლენებს, პროცესი უფრო გართულდება.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყოველი ადამიანი, რომელიც ღებულობს ჯადოსნურ სოკოებს, რეაგირებს სხვა და სხვანაირად, ამიტომ მიღება უნდა დაიწყოთ მცირე დოზებით (დოზების შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ).

ნაბიჯი 2. მოახდინეთ გონების და გარემოს ოპტიმიზირება

ადეპტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის გულისხმობს აზრებს, განწყობას და მოლოდინს. ტრიპი ბევრად სასიამოვნოა, როდესაც ცერემონიის დღეს ვიმყოფებით კარგ ხასიათზე. განწყობის შესაქმნელად კარგი ინსტრუმენტია მედიტაცია. დღის განმავლობაში სუნთქვაზე უბრალო დაკვირვებაც კი უზრუნველყოფს კარგ მოგზაურობას და მოგცემთ მშვიდობით დაბრუნების საშუალებას.

ყველაზე მნიშვნელოვანია განეწყოთ მოვლენების სრ უ ლად აღსაქმელად. როგორც კი დაიწყება აღმაფრენა, მიეცით საშუალება გონებას წავიდეს თავის ნებაზე.

სესიის ჩატარების ადგილს დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნდით, რომ გარემო არ გაღიზიანებთ, რომ მასში თავს კომფორტულად გრძნობთ. თავს აუცილებლად უნდა გრძნობდეთ უსაფრთხოდ.

ჰალუცინოგენური სოკოების გამოყენება ბუნებაში - ნიშნავს მიიღოთ საკუთარ თავთან ერთობის ნეტარება, მაგრამ იქონიეთ მხედველობაში, რომ ბუნებაში ყოფნა ზრდის მოულოდნელი მოვლენების შანსს (შემთხვევითი გამვლელები, ცხოველები, ამინდის ცვალებადობა, კოღოები და სხვა). ტყეში სეირნობისას შეიძლება დაიკარგოთ . დარწმუნდით, რომ ადგილები თქვენთვის ნაცნობია, მოინახულეთ ისინი ცერემონიის დაწყებამდე.

ნაბიჯი 3. შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც გიყვართ და ვისაც ენდობით

ჯადოსნური სოკოს გამოცდილება - ძლიერი გამოცდილებაა, მაგრამ ძალიან სათუთი. განიცადეთ ის იმადამიანებთან ერთად, რომლებიც არ გაგკიცხავენ და არ ინერვიულებენ ტრიპის დაწყებისას. თუ ეს პირველი მოგზაურობაა , სასურველია მიიღოთ ნახარში გამოცდილ მეგობართან ერთად, რომელიც თანახმა იქნება დარჩეს ფხიზელი და დააკვირდეს თქვენს მდგომარეობას. დარწმუნდით, რომ მას აქვს რამოდენიმე ტრიპის გამოცდილება.

განსაზღვრეთ სწორი დოზა

ნაბიჯი 4. განსაზღვრეთ სწორი დოზა

პსილოციბინური სოკოები, როგორც წესი, გამოიყენება მშრალი სახით. საწყისი დოზა შეადგენს 1-2,5 გრამს. გამოცდილი ადეპტები იტყვიან, რომ ეს ცოტაა, მაგრამ ეს დოზა უფრო უსაფრთხო იქნება დამწყებისთვის. სწორის დოზის განსაზღვრისთვის, საჭირო იქნება რამდენიმე ექსპერიმენტის ჩატარება. დაიწყეთ მინიმუმით (1 გრამით) და გაზარდეთ დოზა ეტაპობრივად. მნიშვნელოვანია იპოვოთ ოქროს შუალედი, როდესაც ტრიპს არ ახლავს სინანული, ნაღველი, სირცხვილის შეგრძნება, უარყოფითი აზრები და დემონური ხილვები.

შენიშვნა! ეძებთ თქვენთვის სასურველი ტრიპის აღწერას? გაეცანით ჩვენს სტატიას " ფსიქოდელიური მოგზაურობების ბარდო".

ნაბიჯი 5. ზრახვა და მიზანი

რას ეძებთ მოგზაურობაში? მხიარულებას? ფილოსოფიურ საუბრებს? საკუთარი პიროვნების შეფასებას? თუ ძლიერ ვიზუალურ ეფექტებს? მას შემდეგ, რაც მოლეკულების აკრობატული ცეკვა გახდება უწყვეტი, მიჰყევით დინებას, მაგრამ წინასწარ განსაზღვრეთ მიზანი. მიზანი მისცემს მიმართულებას თქვენს მოგზაურობას და გადააქცევს რეკრეაციულ პროცესიას სულიერ გულახდილობად , რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრების შეცვლა. გახსოვდეთ მოგზაურობის მიზანი! როდესაც მოგზაურობა გართულდება, დაუბრუნდით საწყის მიზანს, ეს დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ უარყოფითი აზრებისგან და დაუბრუნდეთ სინათლეს.

ნაბიჯი 6. ადეპტის სამოსი

არაფერია იმაზე უარესი, რომ შეგცივდეთ ტრიპის დროს. თუ მოგზაურობა იგეგმება ბუნებაში, იზრუნეთ თბილ სამოსზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მზად იყოთ ნებისმიერი ამინდისთვის. ჩაიცვით ის, რისი დასვრაც არ გენანებათ. შესაძლებელია, რომ ტრიპმა აიძულოს მოგზაური წამოწვეს ან იკოტრიალოს ფოთლებში, ამიტომ გამოსასვლელი სამოსი არ გამოგადგებათ.

ნაბიჯი 7. არ მიირთვათ ბევრი საკვები და მოიმარაგეთ სასმელი წყალი

საუკეთესო შედეგის მისაღწევად რეკომენდირებულია ჰალუცინოგენური სოკოების მიღება უზმოზე. ზედმეტი ნაყროვნება გამოიწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, დაწყებული გულის რევის შეგრძნებიდან - ყველაზე უხერხულ მომენტებამდე .

მზად იყავით მოულოდნელობებისთვის

ნაბიჯი 8. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის

როგორც კი ჯადოსნური სოკო დაიწყებს მოქმედებას, სამყაროს აღქმა შეიცვლება. თუ დახუჭავთ თვალებს, დაინახავთ კაშკაშა ფერებს და სხვადასხვა გეომეტრიულ ორნამენტებს. ზოგჯერ მოგზაურობამ მოლეუკლების მოცეკვავე მორევშიც შეიძლება ჩაგითრიოთ . შეინარჩუნეთ სიმშვიდე!

მოგზაურებს სრულად შეუძლიათ ტრიპის კონტროლი. ეს გახლავთ საკუთარი „მე“-ს შეცნობის საუკეთესო საშუალება. შეგიძლიათ თვალებში ჩახედოთ გადაუჭრელ პრობლემებს და შეინარჩუნოთ მოგზაურობის მიზანი.

ნაბიჯი 9. რაც უფრო კაშკაშაა სოკოებთან დიალოგი, მით უკეთესია

ტრიპში გამცილებლებთან საუბარი - კარგი საშუალებაა გამოხვიდეთ ცუდი ტრიპიდან და თავი აარიდოთ ცუდი ფიქრების შავ ხვრელში მოხვედრას. მოექეცით სოკოს ისე, როგორც მასწავლებელს, ცოცხალ არსებას და არა როგორც ნარკოტიკს.

პსილოციბინური სოკოები წამალია

მსოფლიო კვლევები გვიჩვენებს პსილოციბინური სოკოების მაღალ თერაპიულ პოტენციალს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კვლევა ჩატარებული იყო ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში 2012 წელს. კიბოთო დაავადებული ადამიანები იყენებდნენ პსილოციბინების ნახარშს და აბებს, მათ შეძლეს გადაეტანათ ყველაზე მნიშვნელოვანი განცდები. ეს კვლევა ცხადჰყოფს , რომ მაგიური გამცილებლები უნდა გამოიყენებოდეს არამხოლოდ რეაკრეაციული მიზნებისთვის. მოექეცით მათ, როგორც წმინდა არსებას, როგორც იქცეოდნენ აცკეტები და სხვა ერები ათასწლეულების მანძილზე.

იყავით მოვლენების საქმის კურსში!

თვალი ადევნეთ მსოფლიო სიახლეებს. ყოველთვიურად თქვენი ეჭვები სოკოების შესახებ გაქარწყლდება და თქვენ მიემხრობით იმ ადამიანთა აზრებს, რომლების ისტორია უკავშირდება ფსიქოდელიკების მოხმარების კულტურას.