​რისგან შედგება გროუბოქსი?

GanjaSeeds 05 თებერვალი 2021

შინაარსი

გროუბოქსი ეწოდება სპეციალურ კონსტრუქციას, რომელიც ვიზუალურად კარადას ჰგავს. მას აქვს კარკასი, რომელსაც მოხვეული აქვს სპეციალური ნაჭერი - ტენტი. შიგნით მონტაჟდება ნათურები, ვენტილატორი და სხვა მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა კანაბისის ჯანსაღი და სწრაფი ზრდისთვის. მოწყობილობები აუმჯობესებს კანაფის განვითარებას და კულტივაციის პროცესს ბევრად კომფორტულს ხდის.

სახლის პირობებში კანაბისის მოყვანა გროუბოქსის გარეშე რთულია. ყუთები იქმნება ცეცხლგამძლე, მაღალი ხარისხის მყარი მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ტენის, შუქის და ჰაერის გაუმტარობას. ელვა შესაკრავები გროუბოქსის ჰერმეტულობის გარანტიას იძლევა, რაც ქმნის და ინარჩუნებს ოპტიმალური მიკროკლიმატისთვის საჭირო პირობებს. მარტო გროუბოქსი დიდ სარგებელს არ მოუტანს მცენარეს, მხოლოდ სხვა მოწყობილობებთან ერთად შეიძლება შთამბეჭდავი შედეგების მიღება.

სავენტილაციო სისტემა

სავენტილაციო სისტემა

გროუბოქსში ვენტილაცია შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. რიგ სიტუაციებში ბოქსის გაბარიტების შესაბამისად, გროვერები უბრალოდ აკეთებენ ხვრელებს მოწყობილობის კედლებზე. სხვა შემთხვევაში, საჭირო ხდება სპეციალური მოწყობილობის შეძენა. ეკონომიის გაკეთებას შეძლებთ, თუ ძველი კომპიუტერის ქულერი მოგეპოვებათ. ქულერები ხშირად გამოიყენება პატარა ზომის გროუბოქსებისთვის, რაც იმაზე მეტყველებს, რომ გაგრილების და განიავების წყაროს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მცენარე იყოს სუფთა ჰაერით უზრუნველყოფილი. გირჩევთ არხის ვენტილატორის შეძენას.

ვენტილატორის არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ მან მუდმივად უნდა უზრუნველყოს ჰაერის ტემპერატურა 22-28 გრადუსის ფარგლებში. გაგრილება განსაკუთრებით ვარვარის ნათურების გამოყენების დროს არის აუცილებელი. გროვერის საქმის მაქსიმალურად შემსუბუქებისთვის იყიდება ელექტრო ტაიმერები, ისინი დამოუკიდებლად არეგულირებენ ვენტილაციას: რთავს და თიშავს მას განსაზღვრულ ნიშნულებამდე მიღწევის დროს.

ქულერების გარდა სავენტილაციო სისტემაში შედის ნახშირის ფილტრები, ისინი არაფერს არ აგრილებენ და არ შეუძლიათ ჰაერის ცირკულაცია, უბრალოდ ასუფთავებენ მას. ფილტრების მეშვეობით ბოქსიდან არ გამოდის კანაფის სუნი. როგორც ვიცით, არსებობს ჯიშები, რომლებსაც განსაკუთრებით მძარფი სუნი აქვთ.

განათება

vubor.jpg

მცენარის სინათლით უზრუნველსაყოფად ბევრი საშუალების გამოყენება არის შესაძლებელი: შეგიძლიათ უბრალოდ ოთახის ჭაღი ჩართოთ და დაელოდოთ ხარვესტს, ან დადგათ ქოთანი ფანჯრის რაფაზე. გროუბოქსში ბუჩქის განათება ნებისმიერი მოწყობილობით არის შესაძლებელი, მაგრამ საკითხავია რამდენად ეფექტურია ესა თუ ის განათება. ბალახს არ ეშინია სიბნელის, მათთვის საკმარისია მხოლოდ ნათელი ოთახი. საჭიროა უშუალოდ სინათლის ენერგია!

კანაბისის კულტივაციისთვის განათება უნდა იყოს საკმარისი სიმძლავრის და ჰქონდეს სპექტრების სწორი შემადგენლობა. მხოლოდ ამ ორი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებს სტრეინი თავის პოტენციალის სრულად რეალიზებას. ყველაზე ხშირად გროვერები შემდეგ სინათლის წყაროებს იყენებენ:

  • ნატრიუმის აირგანმუხტვის ნათურები (დნატ);

არც ისე დიდი ხნის წინ, მათ თავის საქმეში საუკეთესოებად მიიჩნევდნენ. ისინი ასხივებენ წითელ და ლურჯ სპექტრს, რაც მცენარისთვის კომფორტს უზრუნველყოფს. ნათურების ძირითადი ნაკლი მუშაობის დროს მათი ძლიერი გახურებაა. ხურდება არა მხოლოდ მოწყობილობა, არამედ ჰაერიც, ასევე მცენარესთან ახლოს განთავსების დროს, შესაძლებელია ფოთლების დაწვა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ხარისხიანი სავენტილაციო სისტემა. ნათურები ასევე შეიცავს მავნე აირებს, რომლებმაც არა მხოლოდ პლანტაციას, მებაღესაც შეიძლება ავნოს.

  • ენერგოეფექტური ნათურები (ესლ);

წინა ვარიანტთან შედარებით, ელექტრო ენერგიის მოხმარება ბევრად მცირეა. ნათურები პრაქტიკულად არ ცხელდება ფუნქციონირების დროს, რაც უმნიშვნელოდ მოქმედებს ტემპერატურაზე. მარიხუანას მოყვანისთვის გამოდგება მხოლოდ ორი ნათურა: 2700კ და 6400კ.სრულფასოვანი განათებისთვის საჭირო იქნება ერთდროულად ორივე ნათურის გამოყენება, რადგან ერთს აქვს დომინანტი ლურჯი სპექტრი, მეორეს - წითელი. დამატებითი განათებისთვის შეიძლება მათი ცალკე გამოყენება.

  • შუქდიოდური ნათურები(LED);

სპეციალური შუქდიოდური ფიტო ნათურები კანაფის გროვინგისთვის ყველაზე შესაფერისი ვარიანტია, ამასთანავე არც ძვირი ღირს. ფიტო ნათურები მცირე რაოდენობის ელექტრო ენერგიას მოიხმარს და არ ხურდება. მაქსიმალური ტემპერატურა 40 გრადუსია. გაყიდვაშია ბიოქოლორული, მულტიქოლორული და სრული სპექტრის ნათურები. ჩვენ გირჩევთ ისეთი ვარიანტის განხილვას, როგორიცაა ხაზოვანი შუქდიოდური სანათი სოიუზ 2 - ბიუჯეტური მოწყობილობა, რომელსაც აქვს სინათლის სრული სპექტრი და უწყვეტი მუშაობის რეჟიმში 50 000 საათი ძლებს.

კლიმატ-კონტროლი

კლიმატ-კონტროლი


უკვე ჩამოთვლილი ხელსაწყოები კანაბისის ბოქსში კულტივირებისთვის აუცილებელია, რაც შეეხება კლიმატ-კონტროლს, ის უბრალოდ უმარტივებს გროვერს საქმეს. თუ გაქვთ კლიმატ-კონტროლი, მორწყვის გარდა პრაქტიკულად არაფრის კეთება არ მოგიწევთ.

სისტემა დამოუკიდებლად განსაზღვრავს ტენიანობის დონეს, ტემპერატურას და გამოსახავს ეკრანზე, რათა გროვერმა დაინახოს რა ხდება ბოქსში. საჭიროა მხოლოდ მიკროკლიმატის იმ მაჩვენებლების განსაზღვრა, რომლებიც უნდა იყოს შენარჩუნებული ბოქსში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სისტემა „ჯარვისი“, რომელიც ყველაფერზე თავად იზრუნებს. განათება, ვენტილაცია, ტემპერატურული რეჟიმი - ჯარვისი ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებს.

ასეთი „ზარმაცი“ გროვინგი იმ ადამიანებისთვისა არის, ვინც აფასებს კანაფის მოყვანის პროცესს. მათთვის მნიშვნელოვანია კანაბისის სიცოცხლის ყველა ეტაპის კონტროლი და რეგულირება რეკორდული მოსავლის მისაღებად.

საუკეთესო გროუბოქსის ნიმუში

464cc872fa.jpg

თუ არ გსურთ მოწყობილობებზე, მათ გაბარიტებზე და სიმძლავრეზე ზრუნვა, გირჩევთ შეიძინოთ გროუბოქსის კომპლექტი, ყველა საჭირო მოწყობილობით. ნებისმიერი ბოქსი „ჯინი“-ს ხაზიდან აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს კანაფის კარგი „სახლისთვის“.

ყველა ბოქსი მეტალის არის და აქვს ტენტი. მეტალი ალუმინია, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქით, სიმყარით და საიმედოობით. კარკასს ეცმევა სპეციალური ნაჭერი, რომელიც სრულ ჰერმეტულობას უზრუნველყოფს. ნაჭერი არ ატარებს ჰაერს, ტენს, შუქს და მტვერს. გროუტენტს აქვს სპეციალური ფანჯარა, პროცესზე დაკვირვებისთვის, ასევე აქვს კარი, გროვერის ბოქსში შესასვლელად. ბოქსის დაშლა და აწყობა მარტივია, ყველა კომპლექტში არის ინსტრუქცია. დაშლილ მდგომარეობაში არ იკავებს დიდ ადგილს, ამიტომ მისი შენახვა პრობლემას არ შეგიქმნით.

კედელი შიდა მხრიდან დაფარულია ალუმინის სინათლის ამრეკლავით. შუქის ნაკადი ირეკლება და სტრეინის ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც ხვდება. მაშინაც კი, თუ შუქი არ ხვდება მცენარეს, ის მაინც ირეკლება და მიემართება დანიშნულების პუნქტში.

რაც შეეხება განათებას, ყველა ბოქსში არის „გაგარინის“ ხაზის ფიტო განათება. ისინი მუშაობენ შუქდიოდებზე და აქვთ სინათლის სრული სპექტრი. სიმძლავრე გათვლილია ბოქსის გაბარიტების შესაბამისად. ვენტილაციას უზრუნველყოფს არხის ვენტილატორი და ნახშირის ფილტრები. კომპლექტს მოჰყვება კლიმატ-კონტროლის სისტემა „ჯარვისი“. კონსტრუქციის ჩასართავად არ დაგჭირდებათ დამატებითი ხელსაწყოები.

კომპლექტის მოდელი შეარჩიეთ პლანტაციის ზომის მიხედვით:

დასკვნა

სტატიის წაკითხვის შემდეგ, გაარკვევთ, თუ რომელი მოწყობილობებია გროუბოქსში მარიხუანას მაქსიმალურად ეფექტური გროვინგისთვის. გარდა ამისა გეცოდინებათ, თუ რომელი უნდა აირჩიოთ ანალოგებს შორის. მარტივი არჩევნისთვის წარმოგიდგინეთ რამოდენიმე მაგალითი. ამ მომენტიდან არ უნდა შეგექმნათ სირთულეები კანაბისის კულტივირების დროს.