შინაარსი

დღეისათვის არსებული გროუბოქსები იმდენად მრავალფეროვანია, რომ არჩევისას გამოცდილი გროვერიც კი იბნევა. ბოქსები განსხვავდება ზომებით, ფორმებით, მასალით. როგორ არ დავიბნეთ მზა მოდელების შერჩევისას, ან როგორ უნდა მოვამზადოთ გროუბოქსი დამოუკიდებლად? რა გათვლებია საჭირო და გჭირდებათ თუ არა დაკომპლექტებული გროუბოქსი? ამ და ყველა სხვა კითხვას განვიხილავთ მოცემულ სტატიაში.

რა არის გროუბოქსი?

რა არის გროუბოქსი?

გროუბოქსს უწოდებენ კონსტრუქციას, განსაზღვრული სივრცით, რომლის შიგნით ნარჩუნდება კანაფისთვის საჭირო მიკროკლიმატი. ფაქტიურად, ეს არის ყუთი მზარდი მცენარეებით.

ინდორში გროვინგისთვის შედარებით მოთხოვნადია კომპაქტური მოდელები ჰორიზონტალური ზომით 1 მეტრი და ორ მეტრამდე სიმაღლის. ტიპიური ვერსიის ნათელი მაგალითია გროუბოქსის ნაკრები „ჯინი“800х800х1600 ფიტო ნათურებით "გაგარინი 2". ასეთი მოდიფიკაციის ძირითადი უპირატესობა არა მხოლოდ მის მინიმალურ ზომაში არსებული სივრცეა, ისინი ასევე მოიხმარენ მინიმალური რაოდენობით ელექტროენერგიას, რაც მეტად მნიშვნელოვანია.

შემოსაზღვრულ სივრცეში ბევრად მარტივია აუცილებელი კლიმატური პირობების ყველა პარამეტრის კონტროლი, ისინი კი, მცენარის სხვა და სხვა სასიცოცხლო ციკლის ეტაპზე განსხვავებულია.

მცდარია მოსაზრება, რომ უბრალოდ ჩითილის მოთავსება ყუთში საკმარისი იქნება რეალური ხარვესტის მისაღებად. იმისათვის, რომ გარანტირებულად მიიღოს შთამბეჭდავი შედეგი, გროვერს დასჭირდება დამატებითი მოწყობილობების მონტაჟი, ტემპერატურის, ტენიანობის, ტემპერატურის კონტროლისათვის, ვენტილაციის სისტემა და სხვა, რაც მოითხოვს გარკვეულ ხარჯებს.

ტენის, შუქის და ჰაერის მოძრაობისგან დაცვა

ტენის, შუქის და ჰაერის მოძრაობისგან დაცვა

შეგიძლიათ თავად დაამზადოთ გროუბოქსი, ან მიენდოთ პროფესიონალებს და შეიძინოთ უკვე გამზადებული. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, უნდა გაითვალისწინოთ წარმატებული ფუნქციოინირებისთვის საჭირო რამდენიმე აუცილებელი პირობა:

  • ხარისხიანი ვენტილაცია;
  • არ უნდა აღწევდეს შუქი;
  • სითბოს და ტენის გაუმტარობა.

განვიხილოთ თითოეული პუნქტი.

ჰაერის მიმოცვლის სისტემა

ეფექტური განიავებისთვის, ყუთის ორ საპირისპირო მხარეს უნდა იყოს მინიმუმ 1 ხვრელი, ერთი ქვედა ნაწილში, საიდანაც ჰაერი შევა ყუთში , მეორე - ზევით, გამწოვი ეფექტით. ნახშირორჟანგის ნაკლებობა დაარღვევს ფოტოსინთეზის პროცესს, რომელიც აუცილებელია ყველა მცენარისათვის. შედეგად მცენარე დაიწყებს გაფუჭებას და შეიძლება ვერც მიაღწიოს სასიცოცხლო ციკლის დასრულებამდე.

ტენისა და სინათლის გაუმტარობა

უნდა გვახსოვდეს, რომ „ძილის“ დროს, უმნიშვნელო სინათლის შეღწევამაც კი, შეიძლება დასტრესოს გროვი, რაც არ არის სასურველი. გროვის განათება მთელ შიდა სივრცეზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად და არ გააღწიოს გარეთ. ამიტომ, მკვრივი გროუტენტის გამოყენება სწორი გადაწვეტილება იქნება.

იმისათვის, რომ მცენარე უზრუნველვყოთ ხარისხიანი განათებით, რეკომენდაციას ვუწევთ ფიტო ნათურებს. ის მოიცავს მთელ საჭირო სპექტრს (წითლისა და ლურჯის ჩათვლით). არ დაგავიწყდეთ კონსტრუქციის სიმყარის მნიშვნელობა. მოწყობილობის ნებისმიერი კვანძის ჩამოვარდნა გამოიწვევს გროვის დაზიანებას ან ხანძარს.

უფრო მოსახერხებელი გროვინგისთვის, სპეციალისტები გვირჩევენ ბოქსისთვის დამატებით პადონის გაკეთებას, წყლის ნარჩენების მოსაგროვებლად.

ვაკეთებთ გროუბოქსს საკუთარი ხელით

ვაკეთებთ გროუბოქსს საკუთარი ხელით

ყველა როდი შეძლებს მზა გროუბოქსის შეძენას. განსაკუთრებით ეს ეხება დამწყებ გროვერებს. ხშირად ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ მწირი ბიუჯეტით, არამედ იმიტომაც, რომ დროთა განმავლობაში გროვერს შეიძლება გაუაროს გატაცებამ და ფული ტყუილად იქნება გადაყრილი. ღირს კი კანაფის მომავალი სახლის დამოუკიდებლად მომზადება? ამ კითხვაზე ყველას თავისი პასუხი აქვს.

ინტერნეტში მილიონობით რეკომენდაციაა. მილიონი რჩევა, რომელთა ნაწილი გამოუსადეგარია. თუმცა, ტუმბოს, კედლის ნიშის ან პერსონალური კომპიუტერის ყუთის გამოყენების რჩევა უაზრობა ნამდვილად არ არის.

თუ გადაწყვეტთ ბოქსის დამზადებას, ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული სტატია. თავდაპირველად უნდა მოიმარაგოთ საკმარისი ინფორმაცია. ბოქსის მოსამზადებლად საკმარისია ჩვეულებრივი დსპ და კარკასის ასაწყობი ძელები. ასევე საჭირო იქნება გეომეტრიის საბაზისო ცოდნა, ინსტრუმენტები და სურვილი. თავდაპირველად, გათვალეთ ზომები, შემდეგ გააკეთეთ კარკასი და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით კედლების და კარების გაკეთებაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ღარი უნდა იყოს ჰერმეტული. კედლების შიდა ზედაპირი არ უნდა შთანთქავდეს სინათლეს, ამიტომ, სასურველია ტენტის დაფარვა სინათლის ამრეკლავი მასალით. განვიხილოთ ამრეკლავი მასალები დაწვრილებით.

თეთრი საღებავი

ყველაზე მარტივი და იაფი ვარიანტია და ამ კრიტერიუმების გამო საკმაოდ გავრცელებული. შეღებვის შემდეგ, ბოქსის შიდა მხარე დაკარგავს ბზინვარებას და სინათლის ნაკადი გახდება თანაბარი და განაწილდება მთელ გროვზე. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ სანათი მოწყობილობების გახურებამ, შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო სუნის გამოყოფა. ასეთი ვარიანტის სინათლის არეკვლის კოეფიციენტი მაქსიმუმ 85%-ია.

ფოლგა

ამოცანის გადაწყვეტის ამაზე მარტივი საშუალების პოვნა შეუძლებელია, რადგან ფოლგის შეძენა ყველა მარკეტში არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, ამაზე უარესი მასალის პოსამშენებლო პენოფილი ვნაც შეუძლებელია, რადგან ფოლგა სინათლეს თანაბრად არ ირეკლავს. ასევე ის იჭმუჭნება და არაკორექტულად ცვლის სხივების მიმართულებას, რაც ზიანს აყენებს მცენარეს. ფოლგის სინათლის არეკვლის კოეფიციენტი 70%-ია.

სამშენებლო პენოფილი

საკმაოდ ეფექტური და ხელმისაწვდომი ვარიანტია, რომლის შეძენა სამშენებლო მასალების მაღაზიებში არის შესაძლებელი. გარდა მაღალი ხარისხის არეკვლისა, ის საკმაოდ კარგად ახდენს ხმის იზოლაციას, ამიტომ ქულერის ხმა არ შეგაწუხებს. კიდევ ერთი თვისება - სითბოს იზოლაციის უნარი, ამიტომ რეკომენდირებულია ფიტო ნათურის გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერი ზედმეტად გაცხელდება.

სინათლის ამრეკლავი ფირი

ნაკლებად ხელმისაწვდომი მასალაა, თუმცა ინტერნეტის საშუალებით მისი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი. დღეისათვის ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თითქმის იდეალურად ფანტავს სინათლის ნაკადს, მსუბუქია, მექანიკური ზემოქმედებისადმი მდგრადი. მთავარი მინუსი - ღირებულებაა. არეკვლის კოეფიციენტი 97%-ია.

გროუბოქსის მაგალითები პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის

გროუბოქსის მაგალითები პროფესიონალებისა და მოყვარულთათვის

მათთვის, ვინც არ აპირებს დროის და ძალების ხარჯვას ბოქსის დამზადებაზე, ყოველთვის არის შესაძლებლობა შეიძინოთ ექსპლუატაციისთვის მზა მოწყობილობა. საკმარისია გააფორმოთ შეკვეთა, ააწყოთ კონსტრუქცია და მიუერთოთ დენის წყაროს. მწარმოებლები ითვალისწინებენ, რომ გროვერი შეიძლება არ იყოს ტექნიკურად განათლებული და აკურატული, ამიტომ გვთავაზობენ მაქსიმალურად მარტივად ასაწყობ, მყარი კარკასის მქონე მოდელებს. კონსტრუქციაზე იჭიმება სპეციალური ნაჭერი, რომელიც არ ატარებს სინათლესა და ტენს. ყველაზე ხშირად გამოიყენება ნეილონი, რომლის შიდა მხარეც იფარება სინათლის ამრეკლავით.

არსებობს გროუბოქსების რამოდენიმე ტიპი, რომლებიც განსხვავდება არა მხოლოდ გაბარიტებით, მასალით და სხვა მახასიათებლებით, არამედ ფუნქციონალური თვისებებითაც.

კლონების გამოსაყვანი

ეს კონსტრუქცია ჰგავს პადონს, გამჭვირვალე თავსახურით. მიეკუთვნება ყველაზე კომპაქტურ გროუბოქსებს, რადგან მათი სიმაღლე იშვიათად აჭარბებს 30-40 სანტიმეტრს. ძირითადი დანიშნულება - თესლების გაღვივება, ჩითილების გამაგრება და ფორმირებული ამონაზარდების გაფესვიანებაა. ამ მიზნებისთვის სინათლის წყარო არ არის აუცილებელი, ამიტომ საკმარისია გამჭვირვალე, ნახვრეტებიანი თავსახური.

სტელს ბოქსი

დასახელებაც მეტყველებს მის გამოყენებაზე ისეთ სიტუაციებში, როდესაც მთავარი ფაქტორია გროვი იყოს დამალული, ანუ გროვერის საქმიანობა მაქსიმალურად უნდა იყოს გასაიდუმლოებული. მთავარი იდეა მცენარის დამალვაა, გამოიყენება ყველა ის ნივთი, რაშიც მცენარეს ვერ დაინახავენ: პერსონალური კომპიუტერის სისტემური ბლოკი, ტელევიზორის ყუთი, ტუმბო და სხვა. ასეთი გადაწყვეტილება მისაღებია მხოლოდ ჯუჯა შტამების მოყვანის დროს (ძირითადად აუტომოყვავილეები).

კლასიკური გროუბოქსი

ყველაზე პოპულარულია სახლის გროვინგისთვის. მეტად მოთხოვნადია შემდეგი გაბარიტების კონსტრუქცია:

  • 400х400х1400 — მოუხდება კომპაქტურ აუტომოყვავილეებსა და ფოტოპერიოდულ შტამების, რომლებიც ექვემდებარება ვარჯიშს (მაქსიმუმ 1 ბუჩქი). ბოქსი საკმაოდ შეუმჩნეველია მისი ზომების გამო.
  • 600х600х1800 — იტევს 2 სტანდარტულ აუტომოყვავილეს ან ერთ ფოტოპერიოდულ ბუჩქს.
  • 1000х1000х2000 — საშუალოდ ეტევა დაახლოებით 6 აუტომოყვავილე ან რამოდენიმე ფოტოპერიოდული. კონსტრუქცია საჭიროებს დიდ ფართს.

გროუბოქს „ჯინში“ 2900х2000х2000 უპრობლემოდ შეიძლება ნებისმიერი ბუჩქის გაზრდა. თუ შეარჩევთ აღნიშნულ მოდელს, არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ, გარდა მორწყვის და კვებისა (კონსტრუქციის აწყობა ყველა სტანდარტულ ბოქსს ეხება).

არ შეიძლება არ ვახსენოთ სახლის პირობებში კანაფის კულტივირების კიდევ 2 ვარიანტი - გროურუმი და კარავი. პირველი წარმოადგენს ოთახს, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ მარიხუანას მოსაყვანად. კარავი - დაკიდებული ტენტია, რომელიც საველე ლაბორატორიას მოგაგონებთ. ორივე შემთხვევაში ბუჩქების რაოდენობა განისაზღვრება ფართის მიხედვით. შესაძლებელია ათეულობით ბუჩქის მოყვანა.

განათება შეარჩიეთ გროუბოქსის ზომების შესაბამისად. კომპაქტური ყუთებისთვის არ არის რეკომენდირებული ნატრიუმის ნათურები, უმჯობესია LED ნათურების გამოყენება. საუკეთესო ვარიანტი ფიტო ნათურებია. დიდი სივრცისთვის უპირატესობა დნატ-ს მიანიჭეთ.

ბუჩქების რაოდენობის განსაზღვრისთვის იხელმძღვანელეთ მარტივი გათვლებით:

ერთ, საშუალო ზომის ფოტოპერიოდულ ბუჩქს სჭირდება დაახლოებით 0.25 კვ.მ.; მაღალი სტრეინის შემთხვევაში (ნახევარ მეტრზე მაღალი), ფართი უნდა გავაორმაგოთ;

ჩვეულებრივი აუტომოყვავილეებისთვის საკმარისია 30სმ. გვერდის მქონე კვადრატი.

დასკვნა

ვიმედოვნებთ, რომ სტატიის წაკითხვის შემდეგ, საბოლოოდ ჩამოყალიბდებით, ღირს თუ არა მზა ბოქსის შეძენა, ან დამოუკიდებლად აწყობა. ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ მომავალში შეძლებთ ზუსტად გათვალოთ ბუჩქების რაოდენობა. თქვენ უკვე მზად ხართ პირველი ნაბიჯებისთვის სახლის გროვინგში.