შინაარსი
- სამი პრინციპის ცოდნა
- აუცილებელია სრულად აღიქვამდეთ კანაფის სასიცოცხლო ციკლს
- კანაფის თესლების გაღვივება
- ვეგეტაცია
- კანაფის ყვავილობა
- ხარვესტი
- მებაღემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სწორად შერჩეული ხელსაწყოები
- ყოველთვის დაიწყეთ ხარისხიანი გენეტიკით
მათ, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს დამოუკიდებელ გროვინგში, პროცესი შეიძლება რთული და შრომატევადი მოეჩვენოთ. რით უნდა დავიწყოთ და რა მიმართულებით წავიდეთ? მოცემული სტატიის წაკითხვის შემდეგ გაიგებთ საქმის არსს და გზას მიზნის მისაღწევად. მთავარია გაიაზროთ სამი ძირითადი მიმართულება და შედეგი არ დააყოვნებს!
სამი პრინციპის ცოდნა
სამი პრინციპის ცოდნა არ იძლევა საუკეთესო ხარვესტის გარანტიას, თუმცა ზუსტად გეცოდინებათ, რომ სწორ გზას ადგახართ:
- აუცილებელია სრულად აღიქვამდეთ კანაფის სასიცოცხლო ციკლს;
- მებაღემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სწორად შერჩეული ხელსაწყოები
- ყოველთვის დაიწყეთ ხარისხიანი გენეტიკით.
თითქოს რთული არაფერია. დროა სიღრმისეულად ჩავწვდეთ საქმის არსს.
აუცილებელია სრულად აღიქვამდეთ კანაფის სასიცოცხლო ციკლს
ამის საფუძვლების ცოდნა აგროტექნიკას ათჯერ გაამარტივებს.
კანაფის თესლების გაღვივება
წარმოგიდგენთ რამოდენიმე საბაზისო რჩევას გაღვივებასთან დაკავშირებით:
- გამოიყენეთ თესლების გაღვივების მხოლოდ გამოცდილი მეთოდები;
- შეინახეთ თესლები თბილ და ტენიან მდგომარეობაში, მაგრამ არ დაალბოთ არავითარ შემთხვევაში.
ვეგეტაცია
შემდეგი ვეგეტაციური ზრდის ფაზაა, რომლის არსი ღეროების და ფოთლების განვითარებაა. ამ ფაზაზე, კანაფი აღწევს საბოლოო ზომის თითქმის ნახევარს. რამოდენიმე რეკომენდაცია:
- ყოველთვის შეაფასეთ კლიმატური პირობები, რომლებშიც მოგყავთ კანაფი (თუ თქვენთვის არის კომფორტული, კანაფისთვისაც კომფორტია);
- გამოიმუშავეთ სწორად მორწყვის ჩვევა და მომენტალურად მოახდინეთ რეაგირება ჭკნობაზე;
- სასუქის დამატება დაიწყეთ „სტარტიდან“ მინიმუმ 4 კვირაში, ხოლო ქოქოსში ან ჰიდროპონიკაში კვება დაიწყეთ თავიდანვე;
- მცენარის ვარჯიში აუცილებელი არ არის, მაგრამ ის მოგცემთ მოსავლის რაოდენობის საგრძნობლად გაზრდის საშუალებას; თუ ეჭვი გეპარებათ საკუთარ ძალებში, მცდელობა სამომავლოდ გადადეთ.
კანაფის ყვავილობა
ზრდასრული მცენარის ზომების ცოდნის შემთხვევაში, როდესაც ის სავარაუდო გაბარიტების ნახევარს მიაღწევს, დროა გადახვიდეთ შემდეგ ეტაპზე. სწორედ ყვავილობის ფაზაზე აორმაგებს ბუჩქი თავის ზომებს. სწორედ თქვენ უნდა განსაზღვროთ, თუ როდის გადაიყვანთ მცენარეს ყვავილობის ფაზაზე.
ყველაფერი იწყება კანაფის 12/12 განათების რეჟიმზე გადაყვანით. ეს არის სიგნალი, რომ მცენარემ ყვავილედების ფორმირება უნდა დაიწყოს.
მნიშვნელოვანია! მოცემული პირობა არ ეხება აუტომოყვავილე შტამებს, ისინი სამ-ოთხ კვირაში დამოუკიდებლად იწყებენ ყვავილობას, განათების რეჟიმის მიუხედავად.
სასარგებლო რჩევები:
- დიდი ყურადღება მიაქციეთ ტემპერატურასა და ტენიანობის დონეს, ყვავილობაზე მათი მაჩვენებლების შემცირება არის რეკომენდირებული;
- მორწყეთ ისეთივე ინტენსივობით, როგორც მანამდე;
- განაგრძეთ სასუქის დამატება, აქცენტი გააკეთეთ უშუალოდ ყვავილობაზე;
- შეინარჩუნეთ ბუჩქის ფორმა ვარჯიშის საშუალებით (ბრტყელი ზედაპირი და არა ნაძვი - ეს მოგცემთ მოსავლის გაზრდის საშუალებას).
ვეგეტაციის ფაზისგან განსხვავებით, ყვავილობის ეტაპზე, ხშირად შეიმჩნევა ფოთლების ანომალიები. არ დაპანიკდეთ, მაგრამ აუცილებლად დააფიქსირეთ ნებისმიერი გადახრა. შეძლებისდაგვარად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ გროვერთან.
ყვავილობის სტადიაზე მცენარე ბევრად მომთხოვნია გარემო პირობებისა და საკვები ნივთიერებებისადმი, მაგრამ შედეგით აუცილებლად გაგახარებთ ჩვენი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში.
ხარვესტი
დასკვნითი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება მოსავლის აღება. რის შემდეგაც გირჩებს ხარისხიანად აშრობენ, ინახავენ ქილებში „სამკურნალოდ“ და შესანახად.
სასარგებლო რჩევები:
- არ არსებობს გირჩების სიმწიფის განსაზღვრის უნივერსალური მეთოდი. ყველაზე ხშირად, ამ მომენტისათვის, ბუსუსები ყვავილედებზე მუქდება და იხვევა;
- გააშრეთ ნაყოფი სწორი მეთოდით, რადგან ეს პროცედურა პირდაპირ მოქმედებს მარიხუანას საბოლოო ხარისხზე, ეს იქნება სტაფის ხარისხის მაჩვენებლების გაუმჯობესების რამოდენიმე კვირა.
მებაღემ უნდა გამოიყენოს მხოლოდ სწორად შერჩეული ხელსაწყოები
მცენარისთვის შექმნილი მიკროკლიმატი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. როგორც წესი, სათესი მასალის მწარმოებლები უთითებენ აუთდორში კანაფის მოყვანისთვის ოპტიმალურ რეგიონს. ასეთ მახასიათებლებზე დაყრდნობა შესაძლებელია, ან გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ გროვერებთან. ხარისხიანი განათების, რეკომენდირებული ტემპერატურის და ტენიანობის დონის უზრუნველყოფით, მარტივად მიაღწევთ სასურველ შედეგებს.
სამუშაო სივრცედ შეიძლება გამოიყენოთ „კარავი“, თვითნაკეთი ან პროფესიონალური გროუბოქსი, მაგალითად ნებისმიერი ბოქსი „ჯინი“-ს ხაზიდან. ამ შემთხვევაში არ დაგჭირდებათ დამატებით სინათლის წყაროს, ტემპერატურის კონტროლის მოწყობილობის და სხვა საჭირო ინვენტარის შეძენა.
თუ მაინც გადაწყვიტეთ კომპლექტის აწყობა, აუცილებლად დაგჭირდებათ ვენტილატორი. განათების შერჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ ნატრიუმის ნათურებს, თუ შენობაში, სადაც მოგყავთ მარიხუანა, სიგრილე იქნება, ხოლო თუ ტემპერატურა სტაბილურად „პლიუსებშია“, სასურველია გამოიყენოთ შუქდიოდური ფიტონათურები.
რაც შეეხება სუბსტრატს, კარგ შედეგებს იძლევა ნიადაგის ნარევი ქოქოსის კოირასა და პერლიტთან. ასევე საინტერესოა ჰიდროპონური მოწყობილობა. თუ გროვერის გზის დასაწყისში ხართ, უმჯობესია გამოიყენოთ ნიადაგის კლასიკური ვარიანტი. მისი მომზადება შესაძლებელია დამოუკიდებლად, ან შეიძინეთ ნებისმიერ მებაღეობის მაღაზიაში.
სასუქი და საკვები ნივთიერებები ყველა მცენარისთვის ზრდის სტიმულატორს წარმოადგენს. თუ სუბსტრატად სუპერ ნიადაგს იყენებთ, არ არის საჭირო დამატებითი პროდუქტები. მნიშვნელოვანია! განასხვავეთ სასუქი ვეგეტაციური ზრდისა და უშუალოდ ყვავილობის ფაზისათვის. განსხვავება მათში აზოტის შემცველობაა. ასევე მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ქოქოსის კოირაში ან ჰიდროპონიკაში სასუქის დამატება იწყება კულტივირების პირველივე დღეებიდან, ჩვეულებრივ გრუნტში კი დაახლოებით 4 კვირაში.
ყოველთვის დაიწყეთ ხარისხიანი გენეტიკით
დამწყებ მებაღეებს საწყის ეტაპზე ვურჩევთ ფემინიზირებული თესლების გამოყენებას, ცნობილი სიდბანკისა და ბრიდერისგან. ფემინიზირებული თესლები ნიშნავს, რომ თითოეული ფორმირებული მცენარე იქნება მდედრი, განსხვავებით რეგულარულებისგან, რომლებისგანაც დაახლოებით ნახევარი, მამრი მცენარე იზრდება. შეგახსენებთ, რომ მამრი მცენარე არ წარმოადგენს ფასეულობას იმ გროვერისთვის, რომელსაც კანაბინოიდების მაღალი შემცველობის მქონე მცენარის მიღება სურს. არ მიაქციოთ ყურადღება კაკლების ფერს, ფერი არაფერს ნიშნავს.
კანაფის ჯიშის შერჩევისას, ორიენტირებული იყავით შემდეგ მახასიათებლებზე:
- ტჰკ-ს მაქსიმალურად მაღალი დონე;
- თერაპიული მიზნებისათვის (ეს არის კანაბიდიოლის მაღალი შემცველობის მქონე შტამები, ტჰკ-ს დაბალი მაჩვენებლით);
- მაღალმოსავლიანი ჰიბრიდები (აუცილებლად მიიღებთ დიდ მოსავალს);
- კულტივირების სიმარტივე (შედარებით მარტივი მოსაყვანია აუტოფემები, თუმცა მათ შორისაც შეიძლება იყოს „პრობლემურები“, ყურადღებით წაიკითხეთ მომწოდებლის აღწერა);
- სწრაფად მზარდი ჯიშები (მათ განეკუთვნება აუტომოყვავილეები).
გამოიყენეთ ღირსეული ინტერნეტ-მაღაზიაების ძებნის ფილტრები, ამგვარად მარტივად შეძლებთ საჭირო კრიტერიუმების დაჯგუფებას და სასურველი ჯიშის პოვნას.
სტატიაში გაეცანით გროვინგის სამ ძირითად მომენტს, შესაბამისად შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯები პროფესიონალური გროვერობისკენ.
იყავი პირველი!