შინაარსი
- რა არის ქოქოსის სუბსტრატი?
- უპირატესობანი
- ნაკლოვანებები
- როგორ მოვამზადოთ ქოქოსის სუბსტრატი?
- მორწყვა და საკვები ნივთიერებები
- ქოქოსის შემავსებლის დეზინფექცია
- რა ვუყოთ ნარჩენებს?
ქოქოსის სუბსტრატი დიდი პოპულარობით სარგებლობს მებაღეებს შორის, რაც გამოწვეულია იმით, რომ ის ათავისუფლებს მებაღეს კანაფის ნიადაგში მოყვანისას წარმოშობილი მრავალი პრობლემისგან, ვინაიდან ნიადაგი არაპროგნოზირებადი სუბსტანციაა. განსაკუთრებით რთულია პრობლემების წარმოშობის განსაზღვრა უბრალო, ნაკვეთიდან აღებული ნიადაგის შემთხვევაში. თანამედროვე ინდორ გროვერები, სულ უფრო ხშირად ცვლიან ნიადაგს სხვა შემავსებლებით, რადგან მას უამრავი ნაკლი აქვს:
- მიდრეკილია მარილების სიჭარბისადმი;
- არასტაბილური рН;
- ოპტიმალური ვენტილაციის არარსებობა;
- ხშირად გვხვდება მავნე მიკროორგანიზმები და მწერები;
- სიმძიმე;
- საჭირო მიკროფლორის არარსებობა;
- ობისადმი მიდრეკილება.
მიუხედავად ნიადაგის აშკარა მინუსების და ქოქოსის სუბსტრატის გავრცელებისა, ბევრმა მებაღემ მაინც არ იცის ქოქოსის სუბსტრატის ღირებულებების და ექსპლუატაციის განსაკუთრებულობის შესახებ. სწორედ ამაზე გიამბობთ მოცემულ სტატიაში.
რა არის ქოქოსის სუბსტრატი?
მალაიზიის მოსახლეობა ქოქოსის პალმას წლების განმავლობაში იყენებს. მისი სახელწოდება ნიშნავს „ხე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებას“. ქოქოსის პალმას აქვს უამრავი ფუნქცია, შესაძლებელია მისი:
- დალევა;
- ჭამა;
- სამშენებლო მასალად გამოყენება და სხვა.
გასული ასწლეულის მეორე ნახევრამდე, ვერ პოულობდნენ მხოლოდ ქოქოსის კაკლების ქერქის და მისი შიდა ფენის - ბოჭკოვანი მეზოკარპის დანიშნულებას. ახლა კი, გადამუშავების შედეგად ქერქისგან ღებულობენ ბოჭკოს, რომელიც მანქანების და ავეჯის დამზადებაში გამოიყენება. მის ნიადაგზე მზადდება ავტომობილის სალონის და სავარძლების ზედაპირი, საბურავები, ორთოპედიული მატრასებიც კი. ბოჭკოს გადამუშავების შემდეგ რჩება ნარჩენები, სწორედ ეს ნარჩენები ეხმარება მარიხუანას ზრდაში. დასავლეთში დიდი ხნის წინ გაიგეს, თუ რა სარგებელი მოაქვს მას ორანჟერეებში, სათბურებში და პლანტაციებში ნიადაგის მისით შეცვლის ან შერევის შედეგად.
პოსტ საბჭოურ ქვეყნებში ქოქოსის სუბსტრატის გამოყენება კანაფის მოსაყვანად დაიწყეს რამოდენიმე წლის წინ, ამიტომ მრავალი მებაღე დღემდე არ ენდობა ამ საშუალებას. სკეპტიკური დამოკიდებულების ძირითადი მიზეზია არასაკმარისი ინფორმაცია პროდუქტის შესახებ.
ქოქოსის სუბსტრატი, ეს არის ქოქოსის ქერქის დაქუცმაცებული ნარჩენები, რომლის მესამედი ნაწილი ქოქოსის ფანტელისგან, დანარჩენი ორი მესამედი კი ბოჭკოსგან შედგება. სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, ეს არის თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომლის გამოყენება მოსახერხებელია ნიადაგის დამატების ან მისი სრულად შემცვლელის სახით.
უპირატესობანი
კანაბისის მოსაყვან სხვა შემავსებლებთან შედარებით, ამ სუბსტრატს აქვს უამრავი უპირატესობა:
- ტენიანობის მაღალი ტევადობა 10-ჯერ მეტი მოცულობის წყლის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. შედეგად, კანაფი საჭიროებს შედარებით ნაკლებ მორწყვას, რაც ამარტივებს მცენარის მოვლას;
- სუბსტრატი ორგანულად სუფთაა, არ შეიცავს მავნე მიკროორგანიზმებს და მწერებს, რაც იცავს მას ლპობისგან;
- აქვს მჟავიანობის ნეიტრალური დონე;
- აქვს მსხვილი სტრუქტურა, ის ყოველთვის რჩება ფხვიერი;
- იტევს დიდი რაოდენობის ჰაერს, რის წყალობითაც მარიხუანას ფესვთა სისტემა ვითარდება სწრაფ ტემპში;
- ასტიმულირებს თესლების გაღვივებას, ჩითილების ზრდას;
- მისი გამოყენება შესაძლებელია სუფთა ან მიწასთან შერეული სახით;
- მარტივი შესანახია.
ნაკლოვანებები
როგორც ყველაფერს, ქოქოსის სუბსტრატსაც აქვს მინუსები, რომელთა შესახებაც გროვერმა წინასწარ უნდა იცოდეს:
- პროდუქტის გამოყენებამდე აუცილებელია მისი მომზადება;
- შეიძლება შემთხვევით შეიძინოთ დაბალი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია გააფუჭოს ნარგავები, ან არ მოიტანოს სარგებელი, ამაში დამნაშავე მხოლოდ მომწოდებელია;
- შედარებით ძვირია სხვა პროდუქტებთან შედარებით.
როგორ მოვამზადოთ ქოქოსის სუბსტრატი?
იმისათვის, რომ მოამზადოთ სუბსტრატი, წინასწარ უნდა განსაზღვროთ საჭირო ნიადაგის რაოდენობა. გაითვალისწინეთ, რომ 1000 გრამი მშრალი საშუალებიდან გამოვა 15 ლიტრი გრუნტი. როგორც წესი, მაღაზიებში ყიდიან ბრიკეტებს, რომლებიც 4 ან 7 კგ ქოქოსის გრუნტს იძლევა, მასის შემოწმება შესაძლებელია ეტიკეტზე. შეფუთვაზე ასევე ახსნილია მისი გამოყენების თანმიმდევრობა. წარმოგიდგენთ გრუნტის მომზადების წესს..
საჭირო ინგრედიენტები:
- 10 ლიტრიანი მოცულობა;
- 5 ლიტრი ცხელი წყალი;
- ბრიკეტი.
მაგალითად 7 ლიტრი გრუნტის მოსამზადებლად, ჩადეთ ბრიკეტი სათლში ან თასში და დაასხით მას 3 ლიტრი თბილი წყალი (ოთახის ტემპერატურის მაინც). დააყოვნეთ ნახევარი საათი. ამასობაში ქოქოსი გაფუვდება და დაიშლება. საბოლოოდ თქვენ მიიღებთ ფხვიერ, ჰაეროვან გრუნტს, რომელიც მზად იქნება ექსპლუატაციისათვის.
ქოქოსის გრუნტში არ არის სასარგებლო კომპონენტები, მათი რაოდენობა ძალიან მცირეა ჩითილის კულტივირებისთვის, (ნიადაგში გადატანამდე). საკვები ნივთიერებების ნაკლებობის თავიდან ასარიდებლად გრუნტის მომზადებისას, სითხეში დაამატეთ ნებისმიერი სასუქი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ჩითილი ჯანსაღ განვითარებას მის ღია გრუნტში გადატანამდე.
მორწყვა და საკვები ნივთიერებები
მშრალი ბოჭკო ყავისფერია, ხოლო სველი - მუქი ყავისფერი. ეს კონტრასტი მებაღეს აძლევს საშუალებას გაიგოს, თუ როდის სჭირდება მცენარეს მორწყვა. მასალა საკმაოდ დიდი რაოდენობის ტენს იტევს. ის ინარჩუნებს მხოლოდ საჭირო რაოდენობის სითხეს, ზედმეტი მიედინება დრენაჟში. ტენიანობის დონის რეგულირებისთვის სუბსტრატში შესაძლებელია აგროპერლიტის ან ვერმიკულიტის დამატება. როგორც წესი, ბოჭკოს 15 წილს ემატება მინარევების 5 წილი. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ საჭიროა მისი კვებითი ღირებულების შემოწმება. პალმები იზრდება მარილიან ნიადაგში, ამიტომ ქოქოსი შთანთქავს ბევრ მარილებს, კალიუმს და ნატრიუმს. მათი მაღალი დონის შემთხვევაში აუცილებელია მისი გამორეცხვა და საკვები კომპონენტებით შევსება. კანაბისის კულტივირებისას, ქოქოსის გამოყენებისას, გამოიყენება კვების ისეთივე სქემა, როგორიც მინერალურ ბამბაზე კულტივირების დროს.
ქოქოსის შემავსებლის დეზინფექცია
სუბსტრატი გახლავთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს პათოგენურ მიკროორგანიზმებსა და მწერებს. მიუხედავად ამისა, გამოყენებამდე სასურველია მისი ფიტოსპორინით დანამვა, რის შემდეგაც გრუნტი ბევრად გაჯერებულია სასარგებლო ბაქტერიებით.
რა ვუყოთ ნარჩენებს?
შეიძლება იმაზე მეტი გრუნტი მოამზადეთ, ვიდრე გჭირდებოდათ. მისი გამოყენება განმეორებით არის შესაძლებელი. განმეორებითი გამოყენებისათვის, არ დაახუროთ პროდუქტს და არ შეკრათ ტომარაში (ასეთ შემთხვევაში ის მალე ამჟავდება და გაფუჭდება). ჩადეთ ქოქოსის გრუნტი ღია კონტეინერში, ეს მოგვცემს წყლის აორთქლების საშუალებას. საჭიროების დროს კი კვლავ დაასველეთ გრუნტი და გამოიყენეთ. გამოყენებული პროდუქტი დაყარეთ ბაღში, ლპობის მერე ის სასუქად გადაიქცევა. ასეთი ნაგავი გარემოს ზიანს არ აყენებს.
იყავი პირველი!