ვირჩევთ კანაბისის საუკეთესო ჯიშებს აუთდორისთვის

GanjaSeeds 21 მარტი 2021

შინაარსი

თუ ეძებთ მოკლე და მარტივ პასუხს, გეტყვით, რომ არ არსებობს ერთი უნივერსალური კანაბისის ჯიში, რომელიც სხვა ჯიშებზე უკეთ ყვავილობს ღია გრუნტში. საბოლოო შედეგზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველი ფაქტორი თქვენი რეგიონის კლიმატია. თესლების მომწოდებლები ყოველთვის იძლევიან შტამის კულტივირების რეკომენდაციებს, ამიტომ საუკეთესო ჯიშის შერჩევა სირთულეს არ წარმოადგენს.

ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატის რეგიონებში, დღეისათვის ხელმისაწვდომი ასორტიმენტის ყველა სტრეინის კულტივირება არის დაშვებული. რაც უფრო ცივი კლიმატი არის თქვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი, მით უფრო მცირეა ეფექტური ჯიშების ჩამონათვალი (საუბარია ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე). გროვერის ამოცანაა მოასწროს გროვის დასრულება შემოდგომის ყინვებამდე. კანაბისის თესლების შერჩევის ალგორითმი ასეთია:

  • თქვენი რეგიონის კლიმატი
  • მოვლის შესაძლებლობა (აქვს თუ არა გროვერს თავისუფალი დრო გროვთან სამუშაოდ)
  • ყვავილობის სისწრაფე
  • მოსავლიანობა
  • თქვენთვის სასურველი გემო და ეფექტი

გამოცდილი გროვერები კიდევ მრავალ კრიტერიუმს არჩევენ. თუ ინტერნეტ მაღაზიაში ყურადღებით წაიკითხავთ ნებისმიერი სტრეინის აღწერას, ნახავთ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია საინტერესო.

განვსაზღვროთ დრო ღია გრუნტში კულტივირებისთვის

განვსაზღვროთ დრო ღია გრუნტში კულტივირებისთვის

იმისათვის, რომ განსაზღვროთ გარანტირებულად რამდენი დრო გაქვთ აუთდორში კანაფის მოსაყვანად, მოიძიეთ მეტეოროლოგიური პროგნოზების არქივი. ინტერნეტში ამის მოძიება არ გაგიჭირდებათ. გახსენით ამინდის პროგნოზის რამოდენიმე საიტი და აუცილებლად იპოვით გასული წლების საარქივო მონაცემებს.

დაგეგმვის და მიახლოებითი გათვლების შემდეგ დროა დაიწყოთ მოქმედება. თესვა უნდა დაიწყოთ იმ მომენტიდან, როდესაც დღე-ღამის საშუალო ტემპერატურა სტაბილურად +10 გრადუსზე მაღალია. თუ ყურადღებით იქნებით, შეამჩნევთ, რომ დაახლოებით ამ დროს იწყებს ყვავილობას იასამანი. ამ პერიოდში არაფერი შეუშლის ხელს თესლების გაღვივებას და ზრდას.

სეზონის ფინალური ნაწილი დგება მაშინ, როდესაც ღამით ტემპერატურა +10 გრადუსზე ნაკლებია. ეს წესი ეხება შტამების უმრავლესობას, თუმცა ბრიდერები ცალკე ჯგუფად გამოყოფენ ყინვაგამძლე შტამებს, რომლებისთვისაც ეს ტემპერატურა არ ქმნის დისკომფორტს. პერიოდული ყინვები ზიანს არ აყენებს კანაბისს, ის აგრძელებს ხარვესტისკენ სწრაფვას. როგორც კი დაიწყება ცივი სეზონი, სასწრაფოდ იფიქრეთ მოსავლის აღებაზე.

და მაინც, წარმოდგენილი რჩევები ზოგადია. ყველა შტამი თავისებურად უნიკალურია, ამიტომ ერთისთვის ნორმა შეიძლება +10, მეორესთვის კი +20 იყოს. პროგნოზირება და დაგეგმვა საჭიროა ზოგადად, სეზონების განსაზღვრისთვის. თესვის და ხარვესტის ზუსტ ვადებს არსებული ამინდის მიხედვით ადგენენ.

კანაფის ფოტოპერიოდული ჯიშების შერჩევის წესი აუთდორისთვის

კანაფის ფოტოპერიოდული ჯიშების შერჩევის წესი აუთდორისთვის

სუფთა Cannabis sativa

ხშირად ფიქსირდება სატივას შტამების 4 მეტრიანი, რეკორდული სიმაღლე. ასეთი ჯიშები ყვავილობას აგვისტოს ბოლო დეკადამდე იწყებს. ორიენტირად შეიძლება ჩაითვალოს ბუნიობა (23 სექტემბერი), დაახლოებით 1 თვით ადრე მცენარემ აუცილებლად უნდა დაიწყოს ყვავილობა. ყვავილობის ფაზა ორიდან სამ კვირამდე გრძელდება, ამიტომ ხარვესტს ნოემბერ-დეკემბრის ზღვარზე უნდა ელოდეთ.

Cannabis indica და ჰიბრიდები

ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორი ჯგუფი, სატივას შტამებთან შედარებით, ყვავილობის სტადიაზე ადრეული გადასვლის გამო. ტრადიციულად, დროული დარგვის შემთხვევაში, სექტემბერ-ოქტომბრის ზღვარზე, ასეთი მახასიათებლების სტრეინების გროვები უკვე აღებულია. მცენარეები დამოკიდებულნი არიან ვეგეტაციის პერიოდზე. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება ის, მით უფრო მაღალი და მსხვილი იქნება ბუჩქები. რაც გროვერს დიდ მოსავალს მისცემს.

თუ სატივას ეფექტი ინდიკას გირჩევნიათ, შეგიძლიათ შეარჩიოთ დომინანტი სატივას სტრეინი, რომელიც ინდიკას მსგავსად ვითარდება. მსგავსი ჰიბრიდების კულტივირება დიდი სიამოვნებაა. თესვა იწყება გაზაფხულის ბოლო თვეში, შემოდგომის დასაწყისში კი უკვე გექნებათ ძლიერი ეფექტის გირჩები.

რჩევები ავტომოყვავილე სტრეინების შესარჩევად

რჩევები ავტომოყვავილე სტრეინების შესარჩევად

ყველამ იცის, რომ ავტომოყვავილე სტრეინებში პირმშო იყო Lowryder, რომელიც ლეგენდარულმა ბრიდერმა JointDoctor აღმოაჩინა. მან გადატრიალება მოახდინა კანაბისის კომერციულ ბაზარზე. მისი გამოჩენის მომენტიდან ჩრდილოეთ განედების რეგიონების გროვერებისთვის კანაბისის ღია გრუნტში მოყვანა გახდა შესაძლებელი. მანამდე, მოკლე ზაფხული არ იძლეოდა სრულფასოვანი გროვის რეალიზების საშუალებას, მაშინაც კი, თუ გრუნტში მოზრდილი ჩითილი გადაჰქონდათ. Cannabis ruderalis კანაბისის გენების არსებობამ მოსპო კანაბისის დამოკიდებულება სინათლის დღის ხანგრძლივობაზე. კანაფი ყველა ცვლილების მიუხედავად ყვავილობდა. კანაბისისთვის გენეტიკურ დონეზე არის განსაზღვრული კონკრეტულ „ასაკში“ ყვავილობა. ამან მნიშვნელოვნად გაამარტივა კულტივირების პროცესი. მებაღემ მინიშნებამდე იცის, თუ როდის გადავა მისი გროვი ყვავილობის ეტაპზე და როდის დადგება მოსავლის აღების დრო.

დღეისათვის წარმოდგენილი ავტომოყვავილე ჰიბრიდების დიდი ნაწილი სრული სასიცოცხლო ციკლის გავლას ორ-ორთვენახევარს ანდომებს. მკაცრი კონტინენტალური კლიმატის რეგიონებშიც კი, ეს დრო საკმარისია ხარისხიანი სტაფის მისაღებად. სამხრეთ ნაწილში ერთი სეზონის განმავლობაში რამდენიმე გროვის რეალიზება არის შესაძლებელი. რუდერალისის არსებობა მატებს არა მხოლოდ ავტოყვავილობის ოპციას, ის კულტურის იმუნიტეტსაც აძლიერებს. ბევრ სიკეთესთან ერთად, ავტომოყვავილეები სამწუხაროდ ვერ გაგაოცებენ დიდი რაოდენობის მოსავლით. მოსავალი, ბუჩქების ზომის მსგავსად, შედარებით მცირეა.

კანაფის საუკეთესო ჯიშები აუთდორისთვის

კანაფის საუკეთესო ჯიშები აუთდორისთვის

გთავაზობთ გაეცნოთ საუკეთესო აუტდორული შტამების რეიტინგების ტოპ-ვარსკვლავებს. თუ ნახავთ აღნიშნულ სტრეინებზე ნეგატიურ კომენტარებს, სავარაუდოდ, ეს წარუმატებელი გროვერების კომენტარებია. თუ გსურთ ღია გრუნტისთვის ნამდვილად იდეალური ჯიში, ყურადღებით გაეცანით ჩამოთვლილ შტამებს.

Girl Scout Cookies

ცნობილი სიდბანკის FastBuds-ის სელექციონერებმა ბევრი იშრომეს და გვაჩუქეს შედარებით მოკლე სასიცოცხლო ციკლის მქონე (8-9კვირა), საოცარი არომატის ავტომოყვავილე ჰიბრიდი. ბუჩქი სეზონზე 300 გრამ იდეალურ განჯას იძლევა, რომელშიც ტეტრაკანაბინოლის დონე 22%-ზე ქვევით არ ჩამოდის. მწეველზე მოქმედება ენერგიული, შემოქმედებითი საწყისების მასტიმულირებელი, ეჭვების და ბარიერების გამქარწყლებელია. პეჩენიის გემრიელი გემო დამატებითი ბონუსია.

LSD-25

ერთ-ერთი საუკეთესო ჰიბრიდია დამწყები მებაღეებისათვის. მაქსიმალურად მდგრადი და ამტანი შტამი თესლების გაღვივებიდან-ხარვესტამდე 2 თვეს ანდომებს. მოსავალი მერყეობს 50-250 გრამს შორის. გემო მომჟავო-მოტკბოა, დიზელის და სკანკის მკვეთრად გამოხატული ტონებით. ეფექტი არაერთგვაროვანია, ძლიერი, ჰალუცინეციების გამოვლინებამდეც კი. ტგკ- პროცენტი 21-23%-ს შეადგენს.

West Coast O.G.

ჩრდილოეთ ამერიკული ჯიში, გამოირჩევა ყვავილედების სიმკვრივით და მათი შთამბეჭდავი ზომებით. სიმწიფის პიკზე კანაფის გირჩები იფარება კუპრით. ზრდასრული ბუჩქის სიმაღლე ერთ მეტრამდე აღწევს. ასეთი კომპაქტური ბუჩქიდან 300 გრამი მოსავალი ნამდვილად შთამბეჭდავი სიურპრიზი იქნება. ეფექტი დაბალანსებულია, პოზიტიური და მომადუნებელი.

B.Lee Auto

ინდიკას ჯიშების მოყვარულთათვის საუკეთესო ვარიანტია. დომინანტი ინდიკას ჰიბრიდმა სახელი ბრიუს ლის საპატივსაცემოდ მიიღო. ეფექტი არის ძლიერი და ხანგრძლივი, ამიტომ მისი დოზები სიფრთხილით უნდა განსაზღვროთ. კულტურა სწრაფად ვითარდება, უმკლავდება არა ხელსაყრელ პირობებს და გროვერის შეცდომებს.

Big Devil 2

ცნობილი სიდბანკი GanjaSeeds რეგულარულად გვთავაზობს კანაბისის საინტერესო ჯიშების სათეს მასალას. BigDevil 2 გამორჩეულია სხვა ჯიშებს შორის. ის ჯუჯა ავტომოყვავილეებს შორის საუკეთესოა. მაქსიმალური სიმაღლე 150 გრამია, მოსავალი ბუჩქიდან 300 გრამია. სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა 9 კვირის შუალედში მერყეობს. ეფექტი მომხმარებელს განტვირთავს მას. გემოში იგრძნობა საკმეველის ტკბილი ნოტები.

რეზიუმე

ტექსტიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ არსებობს ისეთი ჯიში, რომელიც ყველა გროვერისთვის იდეალური იქნება. აუცილებელია შევარჩიოთ სტრეინი, რომელიც შეესაბამება ადგილობრივ კლიმატს. შერჩევის სხვა კრიტერიუმები პერსონალური ინიციატივაა. საბედნიეროდ შტამების არჩევანი დიდია და აუცილებლად შეძლებთ თქვენთვის სასურველი შტამის შერჩევას.