როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

GanjaSeeds 20 ივლისი 2020

შინაარსი

იცოდით, რომ კანაბისის კლონირება შესაძლებელია მხოლოდ ღეროს წყალში მოთავსებით? მოათავსეთ ჭიქა თბილ, მზიან ადგილზე და დაელოდეთ რამოდენიმე კვირა. მაგ დროისათვის ფესვები ფრომირდება და თქვენ მიიღებთ დასარგავად მზა ნერგს.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

ყოველი ასეთი ჩითილი მშობელი მცენარის ზუსტი ასლია.

წინასიტყვაობა

კლონირება - ერთდროულად რამდენიმე ბუჩქის შექმნის პრაქტიკულად უფასო საშუალებაა. თუ თესლების შეძენა თქვენთვის ძვირია, კლონირება ხელმისაწვდომს გახდის მოსავლის მოყვანას. კლონირება „ჭიქების მეთოდით“ მარტივია, იკავებს ცოტა ადგილს, მცირე ძალისხმევას და მოწყობილობებს.

ამ სახელმძღვანელოდან თქვენ გაიგებთ როგორ შექმნათ კლონები წყლიან ჭიქებში.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება „ჭიქების მეთოდით“

საჭირო ინსტრუმენტების სია:

  • კანაფის მცენარე არა ნაკლებ 15 სანტიმეტრიანი ტოტებით (სწორედ ისინი იქნება თქვენი კლონები );
  • მჭრელი მაკრატელი;
  • სუფთა, ახალი წყალი (უმჯობესია წყაროს წყალი, თუმცა ჩვეულებრივი სასმელი წყალიც გამოდგება);
  • ჭიქა, ან ნებისმიერი სხვა მოცულობა კლონირებისთვის.

არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია:

  • ზოგადი დანიშნულების ან ბუნებრივი წარმოშობის საკვები ნივთიერებები (წყალში დასამატებლად);
  • კლონირების ფხვნილი ან გელი.

გამჭვირვალობის საკითხი

შესაძლებელია თუ არა გამჭვირვალე მოცულობებმა ზიანი მოუტანოს ფესვებს? როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ეს არ არის პრინციპული საკითხი. ეცადეთ ფესვებს არ ხვდებოდეს მზის პირდაპირი სხივები. გაფანტული შუქი არანაირად არ იმოქმედებს. ბერად მოსახერხებელია გამჭვირვალე მოცულობების გამოყენება, რათა მარტივად დააკვირდეთ ფესვების ფორმირების პროცესს.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

კლონირება შეგიძლიათ პრაქტიკულად ყველა ჭიქასა და კონტეინერში.

კლონირების ეტაპობრივი ინსტრუქცია

თუ პირველად ახდენთ კლონირებას, შეარჩიეთ ტოტები მხოლოდ ვეგეტაციის პერიოდში, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ყვავილობა (კვირტებისა და გირჩების გარეშე). ასეთი ტოტები ბევრად მარტივად ფესვიანდება. მოყვავილე ტოტებს, ბევრად მეტი დრო სჭირდებათ გაფესვიანებისთვის . გამოცდილი გროვერები კლონირებისთვის იყენებენ მოყვავილე ტოტებს, მაგრამ monstercropping ტექნიკა, ყველასათვის მოსახერხებელი როდია.

ნაბიჯი 0: მომზადება კლონირებისთვის

მოამზადეთ ყველა საჭირო მასალა. აიღეთ მცენარე, ჭიქა წყლით, მაკრატელი, რათა შეძლოთ ტოტების მოჭრა და მაშინვე წყალში მოთავსება.

კლონირების გელის და ფხვნილის შესახებ - თქვენ შეგიძლიათ მოათავსოთ ღეროების ბოლოები კლონირების გელში ან ფხვნილში, რომელიც მათ უფრო სწრაფ გაფესვიანებაში დაეხმარება.

რომელი წყლის გამოყენებაა უმჯობესი? რა თქმა უნდა წყაროს წყლის. მასში არის ყველა საჭირო მიკროელემენტი, რითიც ვერ დაიკვეხნის გაფილტრული ან დისტილირებული წყალი. გარდა ამისა, ონკანის წყლისგან განსხვავებით, წყაროს წყალში არ არის შემთხვევითი „მინარევები“. თუ არ გაქვთ საშუალება, გამოიყენოთ წყაროს წყალი, გამოიყენეთ ჩვეულებრივი გაფილტრული, ან ონკანის წყალი. უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება გახდეს საჭირო Ph ბალანსის კორექტირება.

საკვები ნივთიერებების გამოყენების შესახებ

თქვენ შეგიძლიათ კლონირება წყაროს წყალში. თუმცა, კლონებისათვის უმჯობესია მცირე დოზით საკვები ნივთიერებების მიწოდება წყალში დამატებით. თუ უკვე გაქვთ დანამატები, რომლების გამოყენებასაც მოყვანისას აპირებთ, გირჩევთ გამოიყენოთ ისინი შეფუთვაზე მოცემული მითითებების შესაბამისად. თუ დაჩითილებისას გამოყენების რეკომენდაციები არ არის მითითებული, გამოიყენეთ იმის ნახევარი, რასაც ვეგეტაციის პერიოდში აპირებდით. თუ არ აპირებდით სუპერ ნიადაგის გამოყენებას, კლონირებისთვის გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი, რათა არ გქონდეთ ზედმეტი ხარჯი.

ნაბიჯი 1: გაზომეთ ტოტები კლონირებისთვის

დამწყები გროვერებისთვის რეკომენდირებულია მოიჭრას კლონები 15-18სმ. ზომის. უნდა განსაზღვროთ, რომელი ტოტები არის მშობელ მცენარეზე აღნიშნული სიგრძის, ან უფრო გრძელი. ეს ზომა დაეტევა ჩვეულებრივ ჭიქაში.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

კლონები უნდა იყოს საკმაოდ დიდი, რათა მოთავსდეს ჭიქაში და შემდეგ შეძლოს „ფრთების“ გაშლა.

შეგიძლიათ მოჭრათ უფრო მოკლე კლონი, მაგრამ ის მეტ დროს მოითხოვს. მაგალითად საბაზისო სიგრძეზე ორჯერ მოკლე კლონის დაფესვიანებას შესაძლოა ორ თვემდე ელოდოთ.

როგორ ვაიძულოთ მცენარე წარმოქმნას გრძელი ტოტები კლონებისათვის

თუ ტოტები მცენარეზე მოკლეა, უნდა აიძულოთ იგი გატოტიანდეს და მისცეთ მათ დრო სასურველი სიგრძის მისაღებად.

თუ ჯერ არ აჭრით მცენარეს კენწეროს, მოაჭერით ახლა (მოაჭერით ძირითადი ღეროს წვერი). ეს აიძულებს მცენარეს ბუნებრივი გზით გაზარდოს მეტი გვერდითი ტოტი.

ტოტები არ გაიზრდება სინათლის გარეშე. ეცადეთ გადაღუნოთ მცენარე, გადახარეთ ყველაზე დიდი ტოტები, რათა ყველა პატარა ამონაზარდმაც მიიღოს სინათლე და დაიწყონ ინტენსიური ზრდა.

მიაწოდეთ თქვენს მცენარეს ძლიერი განათება, რათა ყველა ახალი ამონაზარდი მალე გაიზარდოს.

მნიშვნელოვანია! არ შეიძლება ზედმეტი შუქი. აუცილებლად მიჰყევით ბრიდერების და განათების მწარმოებლების რჩევებს, თუ რამხელა დაშორებით უნდა იყოს განთავსებული სანათი . სინათლის წყაროს ახლოს განთავსებამ, შესაძლებელია პირიქით, შეანელოს მცენარის განვითარება.

აუცილებლად გაერკვიეთ ყველა პრობლემაში, რომლებიც მცენარის ზრდას აფერხებენ.

თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში თქვენ მიიღებთ კლონებისათვის საჭირო რამოდენიმე ტოტს.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო გრძელი ტოტების გამოყენება. ზოგი მებაღე იყენებს 30 სმ. სიგრძის ტოტებს. ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ აეროკლონერი . ის ფაქტი, რომ უფრო გრძელ მასალას აქვს უფრო ძლიერი სტრუქტურა, ხდის მას უფრო საინტერესოს. მაგრამ ასეთი კლონები რთულად ექვემდებარება ფორმის კორექციას.

ნაბიჯი 2: მოჭერით ტოტები ფოთლების ზედა წყვილამდე

აუცილებლად გაასუფთავეთ ღეროები, რათა წყალში არ იყოს ფოთლები. შედარებით მსუბუქად გაასუფთავეთ ღეროს გვერდითი მხარეები. მოჭერით მომზადებისას ტოტები ისე, რომ ისინი მაქსიმალურად გლუვი იყოს.

ზოგადად ნორმად ითვლება ფოთლების ზედა ორი წყვილის დატოვება. ეს უნდა იყოს მაქსიმალურად ფორმირებული ფოთლები. დარწმუნდით რომ დარჩენილია რამდენიმე ფოთოლი მაინც!

ნაბიჯი 3: მოჭერით კლონები და მოათავსეთ წყალში

არ დაგავიწყდეთ მოცულობებზე შტამის სახელის დაწერა, რადგან ადვილია დაგავიწყდეთ სად, რომელი სტრეინი მოათავსეთ.

ეცადეთ ფრთხილად მოჭრათ ტოტი 45გრადუსი კუთხით. მნიშვნელოვანია მოჭრათ უშუალოდ კვანძთან/ფოთლებთან, თუ ეს შესაძლებელია. ამგვარად თქვენ დაეხმარებით კლონებს სწრაფ დაფესვიანებაში .

სასწრაფოდ მოათავსეთ მოჭრილი ტოტები წყალში. არ დააყოვნოთ ისინი, რადგან შეიძლება მოკვდნენ!

რაც უფრო დიდ ხანს დააყოვნებთ ტოტს მოჭრის შემდეგ, მით უფრო დიდია მის ქსოვილებში ჰაერის მოხვედრის შანსი, რაც მის გაფუჭებას იწვევს. ამიტომ, მოჭრისთანავე მოათავსეთ წყალში.

მიაქციეთ ყურადღება! თუ თქვენ იყენებთ კლონირების გელს ან ფხვნილს, სწრაფად ჩაუშვით ღეროს ბოლო ნივთიერებაში და ამის შემდეგ მოათავსეთ წყალში. ზოგი მებაღე კარგი შედეგისათვის, მოჭრილ ტოტს ჯერ დებს გელში , მერე ფხვნილში და მხოლოდ ამის შემდეგ წყალში.

ხშირად გროვერები აჭრიან ფოთლებს ბოლოებს, განსაკუთრებით ყველაზე მსხვილებს . ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ტოტებისთვის რთულია ფესვების გარეშე მიაწოდოს ფოთლებს წყალი. ფოთლების შემოჭრა კარგი იდეაა, მითუმეტეს თუ ისინი გამოშრა. ეს პროცესი ასევე დაგეხმარებათ ტენის შენარჩუნებაში.

მოაჭერით ფოთლებს ბოლოები, თუ ისინი დიდია, ან ჰაერი არის მშრალი (30%-ზე ნაკლები ფარდობითობით ).

ნაბიჯი 4: მოათავსეთ ახალი ჩითილები თბილ, ნათელ ადგილზე, რათა მოხდეს ფესვების ფორმირება

იდეალური ადგილი - მზის მხარეს მდებარე ფანჯრის რაფაა . ბუნებრივი სინათლის პირობებში მოხდება დინამიური განვითარება. პირველი ორი დღის განმავლობაში შექმენით ჩრდილი, რათა კლონმა მიიღოს გაფილტრული შუქი. ორი დღის შემდეგ, შესაძლებელია ჩრდილის მოშორება. ყოველთვის შესაძლებელია მზის სინათლის ფლუორესცენტულით ჩანაცვლება.

იქონიეთ კლონები სითბოში და ტენში . თუ ჰაერი გრილია და მშრალი, ფესვები გვიან წარმოიქმნება.

თუ შეამჩნევთ, რომ წყლის დონემ დაიწია, დაამატეთ წყალი.

უნდა შეიცვალოს თუ არა წყალი? მებაღეების ნაწილი წყალს ყოველ დღიურად ცვლის. ამგვარად ისინი ამდიდრებენ მას ჟანგბადით. აღსანიშნავია, რომ თუ წყალს არ შეცვლით, კლონირება მაინც ხარისხიანად და წარმატებით ჩაივლის.

ნაბიჯი 5: ზოგადად ფესვები წარმოიქმნება 2-3 კვირის განმავლობაში

თუ თქვენ შეასრულებთ ყველა ჩვენს მითითებას, კლონები უნდა შენარჩუნდეს ჯანმრთელი და ვერტიკალურ მდგომარეობაში. რამოდენიმე კვირის შემდეგ გროვერი შეამჩნევს პირველ ფესვებს.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

თავდაპირველად ფესვები გამოიყურება მცირე გირჩების მსგავსად.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

შემდეგ უკვე ემსგავსება ფესვებს.

როგორ მოვახდინოთ კანაბისის კლონირება ჩვეულებრივ წყლის ჭიქაში

ნორმალურია, თუ შეამჩნევთ, რომ ღერო იღებს ყავისფერ შეფერილობას. ეს პროცესის ნაწილია.

ყველა შტამი და მცენარე ფესვიანდება სხვა და სხვა დროს. ამის ნათელი მაგალითია სტრეინი OceanFruit, სადაც ყველა მოჭრილი ტოტი, ფესვიანდება 10-12 დღის შემდეგ. თუმცა, ზოგი მცენარე და შტამი კლონირდება შედარებით რთულად. მაგალითად DurbanPoison ნაკლებად წყალობს კლონირებას. ფესვების გამოჩენას 4კვირაზე მეტი სჭირდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ჯიშის გარდა, მნიშვნელოვანია ბრენდი.

მცენარეების უმრავლესობას ფესვები 2-3 კვირის განმავლობაში უჩნდება. თუმცა ზოგჯერ ერთი და იგივე მცენარის კლონებიც საჭიროებენ სხვა და სხვა დროს. მოთმინების ამბავია. კომპლექსური მიდგომისთვის საჭიროა იმაზე მეტი კლონის შეგროვება, ვიდრე საჭიროა, რათა დატოვოთ ისინი, რომლებიც პირველები გამოუშვებენ ფესვებს. როგორ წესი, ისინი უფრო სწრაფად იზრდებიან!

თუ ფესვები იზრდება დახლართული, მარტივად არის შესაძლებელი მათი განცალკევება. ფრთხილად და ნელა გაშალეთ ისინი. არ მოჰქაჩოთ , ყველა მოქმედება ჩაატარეთ ფრთხილად, წინააღმდეგ შემთხვევაში დააზიანებთ !

ახლა, როდესაც თქვენ გაქვთ დაფესვიანებული კლონები , დროა გადაიტანოთ ისინი შემდეგ „სახლში“.

არ ხართ დარწმუნებული, ღირს თუ არა თქვენი კლონების გადატანა ნიადაგში, ჰიდროსა თუ ქოქოსში ? ეს კლონები შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერ ნიადაგში, ჰიდროპონიკის ჩათვლით. მას შემდეგ, რაც გადაიტანთ მას ნიადაგში, განაგრძეთ მათი პატარა მცენარეებივით მოვლა.