შინაარსი

ყველა ჩვენთაგანი შეცდომებზე სწავლობს. შეცდომებზე ვსწავლობთ, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. რაც უფრო მეტად ცდება ადამიანი, მით უკეთესად გამოსდის მომავალში ესა თუ ის ქმედება, ყველაფერი პრაქტიკასთან ერთად მოდის.

კანაბისის ჯანსაღი ზრდისა და კარგი ხარვესტისთვის საჭიროა ცოდნა და უნარები. კულტივირებას წლობით სწავლობენ, თუმცა ახლა სწავლის პროცესის დაჩქარება ინტერნეტის საშუალებით არის შესაძლებელი. ინფორმაციის მიღება და გადაცემა ძალიან მარტივია. სტატიები, ვიდეოები, გროუპორტები, კომენტარები - ეს ყოველივე მარტივად გასწავლით კანაფის კულტივირებას. ჩვენც მოგიყვებით, თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ გროვინგის დროს.

თესლების გაღვივება

თესლების გაღვივება

გადაჭარბებული ყურადღება თესლების მიმართ

ბევრი მებაღე შეცდომას პროცესის დაწყებისთანავე უშვებს, ის ზედმეტად დიდ ყურადღებას აქცევს დამბალ ან უკვე დარგულ თესლებს. გახსნისა და გაღვივების პროცესი დელიკატურია, მასთან სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ბამბის რეგულარული შემოწმება არ ავნებს თესლებს, მაგრამ ნიადაგის ჩიჩქვნა და თესლების თხრა - ცუდი შედეგის გარანტიაა. უზრუნველჰყავით თესლები სიმშვიდით, ნუ უშლით განვითარებაში ხელს.

ტამპონში ან ჰიდროგელში დამბალი თესლების გაღვივების ლოდინი 2-დან 7 დღე-ღამემდე მოგიწევთ. თესლების მიწაში გადატანისას ამონაზარდის ამოსვლამდე 3 კვირა არის საჭირო, ეს უკიდურესი ვადაა, ხშირ შემთხვევაში ის 1 კვირაში ამოდის. დრო დამოკიდებულია კონკრეტული შტამის გენეტიკაზე და გარემო პირობებზე.

გაურკვეველი წარმოშობის თესლების დარგვა

ხშირად მებაღეებს საცდელად გაურკვეველ თესლებს ჩუქნიან. ასეთი საჩუქრისგან ჯანმრთელი და ნაყოფიერი მცენარის მიღება სავარაუდოდ არ გამოგივათ შემდეგი მიზეზების გამო:

  • გენეტიკა უცნობია, გროვერს არ შეუძლია ოპტიმალური პირობების განსაზღვრა;
  • თუ დამატებითი თესლები მზა გირჩებიდან მიიღეთ, სავარაუდოდ გაზარდილია ჰერმაფროდიტი. მცენარე 2 სქესიანი იქნება, შესაბამისად არც მოსავალი იქნება უხვი და ხარისხიანი;
  • თუ თესლები ნაცნობმა გაჩუქათ და გარწმუნებთ, რომ შტამი შესანიშნავია, აჯობებს დაუბრუნოთ ის მას. ნუ გარისკავთ, იზრუნეთ თქვენს კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე.

დარგვა გაღვივების გარეშე

ნებისმიერი მებაღე და აგრონომი გეტყვით, რომ თესლის აღმოცენების ალბათობის გაზრდა მისი წინასწარი გაღვივებით არის შესაძლებელი. თუ ამას არ გააკეთებთ, გარანტირებული შედეგის გარეშე, მხოლოდ გამართლების იმედზე მოგიწევთ ყოფნა. ასე უპასუხისმგებლოდ თესლების დარგვა მხოლოდ იმ შემთხვევაში არის გამართლებული, თუ ასობით და ათასობით კაკლები გაქვთ: რომელიღაც გაიზრდება, რომელიღაც არა, მოსავალს ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებთ, ხოლო თუ თითოეული თესლი გათვლილი გაქვთ, მსგავსი მიდგომა მიუღებელია. შეინახეთ თესლები სწორად შერჩეულ პირობებში, რათა ისინი აღმოცენდნენ და გაიდგან ფესვები, მხოლოდ ამის მერე გადარგეთ სუბსტრატში. ამგვარად მიუახლოვდებით გიგანტურ ხარვესტს.

არასწორი გაღვივება

არასწორი გაღვივება

თესლების გაღვივება შესაბამის გარემოში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სარგებელს არ მოიტანს. სიდებისთვის მთავარი ტენიანობაა. სწორედ სითხე ააქტიურებს თესლების სიცოცხლისუნარიანობის პროცესებს და აიძულებს მათ ზრდასა და განვითარებას. გაღვივების პერიოდში თესლი უნდა იყოს ისეთ ადგილზე, სადაც ტენიანობა 80%-მდე არ იკლებს. ტენიანობის დაწევისას, ამონაზარდი დაზიანდება, შესაძლებელია მოკვდეს კიდეც. აღმოცენების დროს მიაქციეთ ყურადღება თესლებს, ისინი არ უნდა იყვნენ ზედმეტად ტენიან გარემოში.

გაღვივების დროს არ გააჩეროთ თესლები სინათლეზე. „მწვანე“ კულტურას უყვარს მზის ენერგია, მაგრამ გაღვივება მიწის ქვეშ ხდება, სადაც სხივები არ აღწევს. სწორედ სინათლის სიყვარული აიძულებს ამონაზარდს სიმაღლეში ზრდას, მზისკენ.

ასევე მნიშვნელოვანია ტემპერატურა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ტემპერატურა 25-28 გრადუსი. ბუნებაში თესლები აქტიურდება 7-8 გრადუსზე, მაგრამ სითბო აღმოცენების შანსებს ზრდის.

მარიხუანას მოვლა

მარიხუანას მოვლა

აღჭურვილობაზე ეკონომიის გაწევა

შეიძლება ეცადოთ ეკონომიის გაკეთება, მაგრამ ძალიან გარისკავთ. ბევრ მებაღეს მიაჩნია, რომ გროუბოქსის გაკეთება მარტივია, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდებიან, რომ ეს ასე არ არის. მრავალი ნიუანსი და უზუსტობა გათვლებში, შეიძლება გახდეს წარუმატებელი ხარვესტის მიზეზი.

არ გააკეთოთ ეკონომია გროუბოქსის კომპლექტებზე, რადგან სწორედ მათი საშუალებით ხდება ოპტიმალური მიკროკლიმატის შექმნა, რაზეც დამოკიდებულია მცენარის ზრდა და განვითარება. სჯობს ერთხელ შეიძინოთ ხარისხიანი აღჭურვილობა, დაიხარჯოთ, რადგან ის წლების განმავლობაში გამოგადგებათ. ეკონომიით თქვენს გროვინგს საფრთხის წინაშე დააყენებთ.

გარემო პირობების უგულებელყოფა

ყველა ჯიშს აქვს გენეტიკური თავისებურებანი, რომლებსაც უნდა დაეყრდნოთ გროვინგის დროს. ერთი შტამი უკეთ იტანს სიცხეს, მეორე - ყინვას. არსებობს ძლიერი და უპრეტენზიო შტამები, ასევე გვხვდება სუსტი შტამები, რომლებიც ნორმების უმნიშვნელო გადახრის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაიღუპნენ. რომელიმე პირობის დაუცველობის დროს ყველა მცენარე ერთდროულად არ მოკვდება, მაგრამ თქვენი შეცდომები აისახება მზა ყვავილედების ხარისხსა და რაოდენობაზე.

ყოველთვის ეცადეთ შექმნათ მწარმოებლის რეკომენდაციებთან მაქსიმალურად მიახლოებული პირობები. სიდბანკს რამოდენიმეჯერ მოჰყავს ერთი და იგივე ჯიში, ამიტომ მათ უკეთ იციან, თუ რა არის უკეთესი მცენარისთვის.

ზედმეტი ან არასაკმარისი მორწყვა

ზედმეტი ან არასაკმარისი მორწყვა

მრავალი მებაღე ზედმეტად ზრუნავს თავის მცენარეზე და გამუდმებით რწყავს მას. ამით ის არ ეხმარება მარიხუანას, პირიქით, ავნებს კიდეც. ზარალდება ფესვთა სისტემა, ასევე იზრდება ობის გაჩენის ალბათობა. ზედმეტი ტენი არ აძლევს ფესვებს სასარგებლო კომპონენტების შთანთქმის საშუალებას, რაც დაავადებებს იწვევს. ზედმეტი ტენიანობისგან წარმოიქმნება ობი, უარესდება მცენარის მდგომარეობა. გროვერების ნაწილი რწყავს პლანტაციას თვეში რამდენჯერმე, რადგან ზედმეტი ტენიანობის ეშინია. შედეგად მცენარე შრება და სუსტდება.

კანაფის მორწყვის იდეალური სახელმძღვანელო არ არსებობს, რადგან მისი სიხშირე დამოკიდებულია კანაფის მოყვანის პირობებსა და შტამზე. დამოუკიდებლად განსაზღვრეთ მორწყვის მომენტი. თავდაპირველად გაგიჭირდებათ, მაგრამ პრაქტიკაში ცოდნას აუცილებლად შეიძენთ. შეამოწმეთ მიწა თითით. თუ 4 სმ. სიღრმეზე მიწა სველია, პლანტაციის მორწყვა ჯერ ადრეა. როდესაც ასეთ სიღრმეზე გრუნტი გაშრება, არც მაშინ არის საჭირო სასწრაფოდ მორწყვა. მოიცადეთ 1-2 დღე და შემდეგ მიაწოდეთ მცენარეს წყალი. კანაბისი წყლის სიმცირეს უკეთ უმკლავდება, ვიდრე ზედმეტ ტენს.

საკვები ნივთიერებების ზედმეტობა ან დეფიციტი

ჯანმრთელი ზრდისა და განვითარების უზრუნველსაყოფად მოიმარაგეთ სასუქი. გრუნტში არსებული საკვები არ არის საკმარისი რეკორდული მაჩვენებლების მისაღწევად. მებაღეები ხშირად არ იღლიან თავს კვების პროცედურის კონტროლით და სასუქს მორწყვის დროს წყალს ურევენ, რაც საკვების სიჭარბეს იწვევს. გროვერების სხვა ნაწილი კი პირიქით, აკლებს საკვებს, რაც მცენარის „შიმშილის“ გამომწვევია.

კანაფი იღებს საჭირო რაოდენობის ელემენტებს მხოლოდ მაშინ, როცა მებაღე თვალს ადევნებს მიწის ელექტროგამტარობის მაჩვენებელს. ეს გვეხმარება შევინარჩუნოთ გრუნტში კომპონენტების აუცილებელი კონცენტრაცია, რაც კანაბისის ჯანმრთელ ზრდასა და განვითარებას უზრუნველყოფს. მაჩვენებელი 0.75-დან 2.0-მდე შუალედში უნდა იყოს შენარჩუნებული.

pH არასწორი დონე

გრუნტის მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შესაძლებელს ხდის მასში მცენარის ოპტიმალური განვითარებისთვის საკმარისი რაოდენობის იონების კონტროლს. შეინარჩუნეთ рН დონე 5.5 – 6.5 შუალედში. დაკლებული ბალანსი იწვევს მიწის მჟავა, ზრდა კი ტუტოვან გარემოდ გარდაქმნას. ასეთი პირობები არღვევს ფესვების ნორმალურ ქმედითუნარიანობას, კანაფის მიწის ზედა ნაწილი სრულყოფილად არ იღებს საკვებ კომპონენტებს, შედეგად ის ავადდება.

სასუქის დამზადება საეჭვო რეცეპტების მიხედვით

სასუქის დამზადება საეჭვო რეცეპტების მიხედვით

დამწყები მებაღეებისთვის არ არის რეკომენდირებული სასუქზე ექსპერიმენტების ჩატარება. სასუქის დამზადების გამოუცდელობის გამო შესაძლებელია ავნოთ მცენარეს. ნივთიერებები შეიძლება იყოს სასარგებლო, თუმცა მათი არასწორი ნაერთების სახით გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ქიმიური რეაქციები და სავალალო შედეგი მოუტანოს არა მხოლოდ მცენარეს, არამედ გროვერსაც. პირველი და მეორე გროვის დროს გამოყენებული უნდა იყოს ორგანული წარმომავლობის დაბალანსებული სასუქი, რომელიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდება.

უხარისხო წყალი

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ წყალს. გამოიყენეთ წყალი მავნე მინარევების და მყარი ნაწილაკების გარეშე. გაითვალისწინეთ ასევე pH დონე, რომელიც ფესვებს სასარგებლო ნივთიერებების შთანთქმაში ეხმარება. ბალანსი უნდა იყოს 5.5-დან 6.5 შუალედში.

ნიადაგის დატენიანების შედარებით მარტივი ხერხია - მაღაზიაში შეძენილი ბოთლის წყლის გამოყენება. ეს მოსახერხებელი და ეკონომიურია მცირე პლანტაციების შემთხვევაში, თუმცა კომერციული წარმოების დროს ფინანსური ხარჯი დიდია. მოსახერხებელია ფილტრის გამოყენება, რომელსაც ხშირად სახლშიც ვიყენებთ.

ვეგეტაციის პერიოდის გახანგრძლივება

ფოტოპერიოდების კულტივირებისას გროვერმა არ უნდა გაახანგრძლივოს ვეგეტაციის სტადია. არ დაგავიწყდეთ, რომ ბუჩქმა შეიძლება გააგრძელოს ზრდა ყვავილობის დაწყებიდან 1 თვის განმავლობაში. სატივას ჯიშები მოსავლის აღებამდე იზრდება. თუ მცენარეს დროულად არ გადაიყვანთ შემდეგ ეტაპზე, ის ზედმეტად გაიზრდება და არ დაეტევა მისთვის განკუთვნილ ადგილზე. საჭირო გახდება გაკრეჭვა და მისი სხვა და სხვა მეთოდებით ტრავმირება, რაც ნეგატიურად აისახება გირჩებზე.

ხშირ შემთხვევაში ვეგეტაცია გრძელდება 4-7კვირა, ყველაფერი დამოკიდებულია შტამზე და სხვა და სხვა ფაქტორებზე.

საორგანიზაციო შეცდომები

საორგანიზაციო შეცდომები

დიდი მოსავლის მიღების მცდელობა - შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ხშირად ზედმეტი მეთოდების გამოყენება პირიქით, აზიანებს მოსავალს. მცენარე ან კვდება, ან მცირე ხარვესტს იძლევა.

შეინარჩუნეთ სისუფთავე. ინფექციები, მავნებლები, ობი - ყველაფერი შეიძლება გაჩნდეს, თუ არ მოუვლით გროუბოქსს. თუ შემთხვევით ქოთანში საკვების პატარა ნაჭერი დაგრჩებათ, ტენი გააკეთებს თავის საქმეს და ცოტა ხანში შეამჩნევთ ბუჩქზე ობს. თითქოს უმნიშვნელოა, მაგრამ ამან შეიძლება დაღუპოს თქვენი გროვი.

დასკვნა

სპეციალიზირებულ საიტებსა და ფორუმებზე შესაძლებელია ბევრად მეტი რჩევის მიღება. სტატიაში მოთხრობილია ძირითადი წარუმატებლობების და მათი მიზეზების შესახებ. არ გეგონოთ, რომ აქ ყველაფერი სრულდება, მარიხუანას მოყვანის შემდეგ გელით ხარვესტის აღების და მზა პროდუქტის დაძველების ეტაპები. მოსავალზე ზრუნვა მოგიწევთ მის დეგუსტაციამდე.