შინაარსი

კანაფი - ეს არის მცენარე, რომელიც ახდენს ორგანიზმზე ფართო სპექტრის მოქმედებას, რომელთაგან ბევრი უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის იმუნურ სისტემასთან. კანაბინოიდები ფლობს იმუნომოდულირების თვისებებს. აძლიერებს თუ არა ის იმუნური სისტემის ფუნქციას?

წინასიტყვაობა

წინასიტყვაობა

ჩვენს ორგანიზმს მუდმივად ემუქრება ინფექციური დაავადებები, რომლებსაც იწვევს ბაქტერიები, ვირუსული ინფექციები ან სხვა მიკროორგანიზმები. დაცვის გარეშე მათთან ბრძოლა შეუძლებელი იქნებოდა. საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს იმუნური სისტემა, რომელიც გვიცავს. ის წარმოადგენს ქსოვილების რთულ ქსელს, უჯრედებს და ორგანოებს, რომლებიც სრული სიზუსტით მუშაობენ, რათა შეგვინარჩუნონ ჯანმრთელობა.

იმუნური სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეფექტური უჯრედების აღმოჩენაში და გარანტიას იძლევა, რომ ისინი არ განაგრძობენ ზრდას უჯრედის სიკვდილის წყალობით. უჯრედების სიკვდილი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოცანას ჯანმრთელი იმუნური სისტემისთვის. მაგალითად, თუ ორგანიზმში ძალიან ბევრი უჯრედია, შეიძლება წარმოიქმნას აუტოიმუნური დაავადება; საპირისპირო სიტუაციამ შეიძლება გამოიწვიოს იდეალური პირობები კიბოს განვითარებისთვის.

კვლევები აჩვენებს, რომ კანაბინოიდები (ძირითადად ტგკ და კბდ) გახლავთ იმუნოდეპრესანტები (ანუ აქვეითებენ ჩვენს იმუნურ სისტემას), რითიც შეიძლება აიხსნას მდგომარეობის შემსუბუქება, რომელსაც ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები გრძნობენ სამედიცინო კანაბისის მოხმარებისას. სხვა კვლევები ამტკიცებს, რომ კანაბისის რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ლეიკოციტების ზრდა დარღვეული იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში, რაც გულისხმობს იმუნო მასტიმულიერბელ ეფექტს.

ყველაფერი ბევრად რთულდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ კანაბისის მოქმედება მიმართულია ენდოკანაბინოიდურ სისტემაზე. მეცნიერები თვლიან, რომ ნაერთები, რომლებსაც კანაბისი შეიცავს, ურთიერთქმედებენ თავის ბიოლოგიურ აქტიურობასთან, ჩვენი იმუნური სისტემის ჩათვლით. დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაგები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს მარიხუანა იმუნურ სისტემაზე. სტატიაში მოგიყვებით თუ რა არის დღეისათვის ცნობილი.

ანთებითი პროცესი - ორმხრივი მოქმედება

კანაბისი აქვეითებს ჩვენს იმუნურ სისტემას და შესანიშნავია ანთებითი პროცესების და ტკივილის დროს. ეს ყოველივე სხვა და სხვა სიტუაციაში შეიძლება კარგიც იყოს და ცუდიც. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება მიმართულია ინფექციის პრევენციისთვის. თავის მხრივ, ეს არის რეაქცია, რომელიც ახდენს დაზიანებული ნაწილების იზოლაციას და აფერხებს ვირუსებისა და ტოქსინების ორგანიზმში გავრცელებას. ანთებითი პროცესის შეჩერება იმუნური რეაქციის მიერ, შეიძლება სინამდვილეში კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს, რამდენადაც, შეიძლება პათოგენებს მისცეს დამატებითი დრო ორგანიზმზე მოქმედებისთვის.

მაგალითად, ბევრი ადამიანი თვლის, რომ კანაბისის მოხმარების ნებისმიერი ფორმით, შეიძლება გაიზარდოს კორონა ვირუსის რისკი, როგორც წერია ჟურნალში ნეიროიმუნომოდულაციის შესახებ. კვლევები ჩატარებული იყო ვირუსული გრიპით დაავადებულთაგვებზე, რომლებსაც აძლევდნენ ტგკ-ს. ამ კვლევის თანახმად, თაგვებს აღენიშნებოდათ ვირუსული ზეწოლის ზრდა და იმუნური სისტემის დასუსტება.

ძლიერმა ანთებითმა პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დაავადებები. ზოგჯერ იმუნური სისტემა მუშაობს შეცდომით, როდესაც აწყდება შინაგან საფრთხეს და დაავადებული უჯრედების ნაცვლად ეჯახება ჯანმრთელ უჯრედებს. ამან შესაძლებელია გამოიწვიოს რიგი დაავადებები, ისეთები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი (როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის სახსრების ქსოვილებს), პარკინსონის დაავადება (იმუნური სისტემა სავარაუდოდ ანგრევს ტვინის უჯრედებს, რომლებიც ახდენენ დოფამინის პროდუცირებას), ან გაფანტული სკლეროზი (როდესაც იმუნიტეტი აზიანებს მიელინის გარსს ნეირონების გარშემო). დადასტურებულია, რომ ამ დაავადებების დროს, კანაბისი ეფექტურად აქვეითებს ანთებით რეაქციას.

კანაბისი შესაძლებელია დაეხმაროს იმუნურ სისტემას

კანაბისი შესაძლებელია დაეხმაროს იმუნურ სისტემას

სხვა კვლევები გვიჩვენებს, რომ კანაბისი მოქმედებს სულ სხვანაირად, აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას და ეხმარება მას აღადგინოს წონასწორობა ინფექციებთან ბრძოლაში. ასეთი რამ ხდება აივ ინფექციის დროს: ვირუსი ანადგურებს Т უჯრედებს, რომლებიც გახლავთ ლიმფოციტები, ისინი ანადგურებენ მავნე პათოგენებს. მოვლენების მსგავსი განვითარება აივ დაავადებულებს ხდისშედარებით დაუცველს ინფექციების მიმართ, რომლებიც როგორც წესი არ არის საშიში. რამოდენიმე კვლევამ დაამტკიცა, რომ კანაბისის მოხმარებელ აივ დაავადებულებს აქვთ მეტი Т უჯრედი. შესაბამისად, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ კანაბისი ეხმარება პაციენტებს გაუმკლავდნენ სიმპტომებს და აძლიერებენ ორგანიზმის რეაქციას დაავადებაზე.

კანაბისმა ასევე შეიძლება მოახდინოს ნეიროგენეზის და ნეიროდეგენერაციის მოდულირება. იმუნური სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ფუნქციების დარღვევით გამოწვეულ პათოლოგიების დროს. ცხოველებზე ჩატარებულმა პირველმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ კანაბისი შესაძლოა სასარგებლო იყოს ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, როგორიც არის ცერებროვასკულარული დაზიანება, თავის ტრავმა და ცერებრალური იშემია.

აპოპტოზი ანუ უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი

აპოპტოზი - ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც იმუნური სისტემა აცნობებს დაავადებულ უჯრედებს, რომ ისინი უნდა მოკვდნენ. კიბოს უჯრედები პრაქტიკულად აიგნორებენ ამ პროცესს და განაგრძობენ ზრდას. სულ ცოტა ხნის წინ ერთადერთი გამართლებული თერაპია კიბოსთან ბრძოლაში გახლდათ ქიმიოთერაპია, რომელიც ანადგურებს არა მხოლოდ კიბოს უჯრედებს, არამედ ჯანმრთელებსაც. რამოდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კანაბისს შეუძლია აპოპტოზის განსაზღვრული სახეობების გაძლიერება. კიბოს ზოგიერთი სახეობა მეტად აღიქვამს აპოპტოზს, რომელსაც იწვევს კანაბინოიდები. ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ კანაბისს შეუძლია კიბოს მორჩენა, თუმცა სარგებელი რიგ შემთხვევებში აშკარაა.

აპოპტოზი ანუ უჯრედების დაპროგრამებული სიკვდილი

არის თუ არა საიდუმლო ენდოკანაბინოიდურ სისტემაში?

ენდოკანაბინოიდური სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმუნური სისტემის რეგულირებასა და მის ზოგად ფუნქციაში. იმუნურ უჯრედებში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნერვულ სისტემაში, ტვინში და სახსრების ქსოვილებში არსებობს დიდი რაოდენობის კანაბინოიდური რეცეპტორი (CB1 и CB2). ჯანმრთელ ორგანიზმში არსებული ენდოგენური კანაბინოიდები (ან ენდოკანაბინოიდები) ურთიერთქმედებენ ამ რეცეპტორებთან, რათა შეინარჩუნონ იმუნური სისტემის ნორმალური მდგომარეობა.

ზოგიერთი კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ანანდამიდი, ბუნებრივი კანაბინოიდი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი წარმოქმნის, ურთიერთქმედებს CB რეცეპტორებთან კუჭნაწლავის ტრაქტში არსებული იმუნური უჯრედების აქტივობის შესამცირებლად, რითაც ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების წარმოქმნას. კანაბისის ფიტოკანაბინოიდები, რომლებიც ავსებენ ენდოკანაბინოიდებს, აღადგენენ თანასწორობას იმუნურ სისტემაში.

ენდოკანაბინოიდური სისტემის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, ისშესაძლებელია გახდეს მრავალი დაავადების მკურნალობის საშუალება.

რამოდენიმე ისტორია

მეცნიერებამ, ენდოკანაბინოიდური სისტემის შესახებ დაახლოებით 25 წელია იცის. 1990 წელს ჯგუფმა, მოკელურული ბიოლოგის ლიზა.ა. მაცუდას ხელმძღვანელობით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში, ლაბორატორიული თაგვების თავში პირველად აღმოაჩინა კანაბინოიდური რეცეპტორი, რომელიცმგრძნობიარე იყო ტგკ-ს მიმართ.

მეცნიერები ცდილობდნენ გაეგოთ რა იყო, კანაბისში შემავალი ძირითადი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. მათ აღმოაჩინეს CB1 რეცეპტორები, უჯრედების რეცეპტორების რთული ქსოვილი, რომელიც აღმოჩენილი იყო ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. მოგვიანებით აღმოჩენილ იქნა CB2 რეცეპტორები. ისინი ძირითადად იძებნებიან იმუნურ სისტემაში, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ბევრ ძირითად ორგანოში.

როგორ მიმდინარეობს პროცესი

როგორ მიმდინარეობს პროცესი

ჩვენი უჯრედების ზედაპირზე მდებარეობს რეცეპტორები, რომლებიც „უსმენენ“ უჯრედის გარე პირობებს. შემდეგ ისინი გადასცემენ ინფორმაციას უჯრედს შიგნით, რაც ააქტიურებს შესაბამის პასუხს.

ეს რეცეპტორები - ისტორიის მხოლოდ ნახევარია. რატომ წარმოქმნის ადამიანის სხეული რეცეპტორებს, თუ მას არ აქვს ბუნებრივი კანაბინოიდები? CB1 და CB2 რეცეპტორების აღმოჩენამ განაპირობა მეცნიერების ინტერესი, ადამიანის ორგანიზმში აღმოეჩინათ კანაბინოიდების მსგავსი ქიმიური ნივთიერება, რომელიც მოახდენდა ურთიერთქმედებას ამ რეცეპტორებთან. სწორედ ასე მოხდა ენდოკანაბინოიდების აღმოჩენა, რომლებიც „ენდოგენური კანაბინოიდების“ სახელით არის ცნობილი. ეს მარიხუანას კანაბინოიდების მსგავსი ბუნებრივი, ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული მოლეკულები, რომლებიც მოქმედებენ ისევე როგორც ქიმიურები და ეხმარებიან იმ ყველაფრის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ვფიქრობთ და ვაკეთებთ რეგულირებასა და კოორდინირებაში.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კანაფი ავლენს თავის ეფექტებს ნაწილობრივ ჩვენი ენდოკანაბინოიდების იმიტირებით. აქამდე მეცნიერებმა წარმატებით განსაზღვრეს ორი ძირითადი ენდოკანაბინოიდი: 2 - არახიდონი (2-AG) და ანანდამიდი.

მეცნიერება ასევე აღმოაჩინეს ამ ურთიერთქმედების მესამე ძირითადი მოთამაშე: მეტაბოლური ფერმენტი. მას შემდეგ, რაც კანაბინოიდები უერთდება კანაბინოიდურ რეცეპტორებს და ასრულებენ თავის სიგნალის ფუნქციას, ფერმენტები სისტემაში მუშაობენ ენდოკანაბინოიდების დაშლაზე და ამით აფერხებენ მათ ზედმეტ დაგროვებას.

ორი ძირითადი ფერმენტი შესწავლილი იყო საგულდაგულოდ: ცხიმოვანი ქსოვილების ამიდ ჰიდროლაზა (FAAH) და აცილ გლიცეროლ ლიპაზა (MAGL). ისინი შლიან ორ ცნობილ ენდოკანაბინოიდს და უზრუნველყოფენ მათ საჭიროებისამებრ გამოყენებას. ეს განასხვავებს ენდოკანაბინოიდებს სხვა მრავალი მოლეკულური სიგნალებისგან, ისეთებისგან, როგორიცაა ჰორმონები ან ნეიროტრანსმიტერები.

რას აკეთებს კონკრეტულად ენდოკანაბინოიდური სისტემა?

ორი სიტყვით რომ ვთქვათ - ის ეხმარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციების რეგულირებას. ძირითადი ფუნქციები მდგომარეობს გარემო პირობების ცვლილების საპასუხოდჰომეოსტაზების მხარდაჭერასა და ორგანიზმის ბიოლოგიურ ჰარმონიაში. ეს მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის ყველა სისტემაზე და მათ ფუნქციებზე. მათ შორის ძილზე, მადაზე, ტკივილზე, ანთებაზე, მეხსიერებაზე, განწყობაზე და გამრავლებაზეც კი.

ყოველთვის, როდესაც ჩვენ გვექმნება ჯანმრთელობის პრობლემები, ენდოკანაბინოიდური სისტემა ათავისუფლებს თავის ენდოგენურ კანაბინოიდებს, რათა აღადგინოს თანასწორობა ორგანიზმის ყველა ფუნქციაში, შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად. თუმცა ზოგჯერ, მხოლოდ ეს ერთი სისტემა შეიძლება არასაკმარისი აღმოჩნდეს, რაც მიგვიყვანს რიგ ქრონიკულ დაავადებებამდე. ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც ეკზოგენური კანაბინოიდები იწყებენ მოქმედებას, რათა აღადგინონ და გააუმჯობესონ სიგნალები.

ისინი არა მხოლოდ არეგულირებენ ჩვენს შინაგან და უჯრედების ჰომეოსტაზს, არამედ გავლენას ახდენენ ჩვენი და გარემოს ურთიერთ ქმედებაზე, მოქმედებენ ჩვენს ქცევებზე და გვაძლევენ იდეების გაცვლის, ხუმრობის და შემოქმედების საშუალებას.

4 ძირითადი მომენტი, რომელიც უკეთესად გაგაცნობთ ენდოკანაბინოიდურ სისტემას

4 ძირითადი მომენტი, რომელიც უკეთესად გაგაცნობთ ენდოკანაბინოიდურ სისტემას

მეცნიერებმა შეადარეს კანაბინოიდების რეცეპტორების გენეტიკა სხვა და სხვა ცხოველებში და აღნიშნეს, რომ ენდოკანაბინოიდური სისტემა პრიმიტიულ ცხოველებში განვითარდა 600 მილიონი წლის წინ.

  • ყველა ცხოველს აქვს ენდოკანაბინოიდური სისტემა (ერთი და იგივე ფუნქციებით);
  • ენდოკანაბინოიდური სისტემა პასუხობს კითხვას, თუ რატომ არის ფიტოკანაბინოიდები ასეთი ფასეული თერაპიული თვალსაზრისით (კანაბისით მკურნალობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები დადასტურებულია თანამედროვე კვლევებით );
  • ფიზიკური დიეტა და ვარჯიში ასევე ურთიერთქმედებს ენდოკანაბინოიდურ სისტემასთან (აერობიკა და კარდიო მატებს ანანდამიდის დონეს; შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების გამოყენება ასტიმულირებს ენდოკანაბინოიდების სიგნალიზაციის პროცესს);
  • მიკროდოზირება შესაძლებელია იყოს ბევრად ეფექტური გადაწყვეტა (დამტკიცებულია, რომ კანაბინოიდების მიკროდოზები ასევე ახდენენ რეცეპტორების წარმოქმნის სტიმულირებას ).

ზუსტად არავინ იცის

კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. საბოლოოდ, ჩვენ ცოტა რამ ვიცით კანაბისის იმუნურ სისტემაზე მოქმედების შესახებ, რადგან არ არის ჩატარებული საკმარისი კვლევები ამ მიმართულებით. მაშინაც კი, თუ კანაბისი რიგ შემთხვევაში ეხმარება იმუნური სისტემის ფუნქციას, ის შესაძლებელია სხვა რამისთვის იყოს მავნებელი.

მანამ, სანამ განვიხილავთ კანაბისის გამოყენების შესაძლებლობას სხვა და სხვა დაავადების სამკურნალოდ, უნდა მივმართოთ კვალიფიცირებულ ექიმს, რათა დავრწმუნდეთ, არის თუ არა კანაბისი ჩვენთვის სასარგებლო კონკრეტული დაავადების შემთხვევაში.