მარიხუანას მრავალ მოყვარულს გროვინგის აღჭურვილობის ღირებულება მიუწვდომლად მიაჩნია, რის გამოც სასურველი გროვის გადადება უწევთ სამომავლოდ, ფულის შეგროვებამდე, ან სულაც უარს ამბობენ ამ წამოწყებაზე.

კანაფის მოყვანა მცირე დანახარჯით: სახლის პირობებში გროუბოქსის გარეშე

ნუ იჩქარებთ ჯვრის დასმას. სურვილის შემთხვევაში მცენარე აივანზეც შეიძლება მოიყვანოთ. საკმარისია ჩავდოთ საქმეში განსაზღვრული თანხა და შევქმნათ საკუთარი გროუბოქსი, ასე ვთქვათ handmade. მოცემულ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ ამისათვის საჭირო ყველა კომპონენტს.

ფანქრების ყუთში..

გროუბოქსი - ფქტიურად არის ყუთი, რომლის დახმარებითაც მარტივია საჭირო კლიმატის, ტენიანობის და ტემპერატურის უზრუნველყოფა. მცირე, განსაზღვრულ გარემოში ამ ყოველივეს რეალიზება მარტივია. საკმაოდ ძვირი მზა კონსტრუქციების ალტერნატივად შეიძლება შემდეგი ვარიანტების გამოყენება:

  • საკუთარი ხელით დამზადებული ტენტი (კონსტრუქცია პენოფოლში გახვეული ფიცრებისგან);
  • კარადა, ტუმბო;
  • მაცივარი;
  • ჩვეულებრივი ყუთი.

იდეალურია ტენტის შეძენა, ან მისი აწყობა, მაგრამ სხვა ვერსიებიც ასევე მუშაობს. კონსტრუქცია ასრულებს ისეთ დავალებებს, როგორიცაა:

  • მიკროკლიმატის რეგულირება;
  • განათების კონტროლი;
  • შენიღბვა.

მნიშვნელოვანია! უნდა შეარჩიოთ მარიხუანას ნაკლებად არომატული ჯიშები. ამით ნახშირის ფილტრზე გასწევთ ეკონომიას. ძლიერი არომატის მქონე ჯიშებისთვის, აუცილებელია ხარისხიანი ვენტილაციის მონტაჟი!

დაე იყოს სინათლე

განათება - ინდორის პირობებში ხარისხიანი კულტივაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. პროფესიონალური განათების შესაძენად სახსრების არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ მოიძიოთ მეორადი ნათურები და რეფლექტორები. გროვერების სექონდ-ჰენდი არ არის ურიგო საშუალება, რადგან სანათები არ კარგავენ ძალას და გამოგადგებათ.

თუ მაინც ძვირია, მიბრძანდით უახლოეს მაღაზიაში, ელექტრო მასალების განყოფილებაში. შეიძლება არჩევანი არ იყოს დიდი, მაგრამ შესაძლებელია ღირსეული შემცვლელის შეძენა. შესაძლებელია რომ ამრეკლები ნატრიუმის ნათურებისთვის სულაც არ აღმოჩნდეს ასორტიმენტში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია თუნუქის ფურცლების ან კანისტრის გამოყენება.

ვენტილაცია

ამ ელემენტის გარეშე შესაძლებელია გროვინგი, მაგრამ მოსავალი და მცენარეების განვითარების დინამიკა ვერ იქნება ისეთი როგორსაც თქვენ ელით. როგორც წესი საკმარისია ერთი ვენტილატორის დაყენება და რამოდენიმე ხვრელი ტენტის ზედა და ქვედა ნაწილში. წლის თბილ პერიოდში ძლიერი ვენტილაცია აუცილებელია. თუ თქვენ შეარჩიეთ არომატული ჯიში, აუცილებლად მოგიწევთ ნახშირის ფილტრის ან სუნის ჩამხშობი გელის შეძენა.

დამატებითი კვება

კვება ასევე არ არის კრიტიკული. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იყენებთ ხარისხიან გრუნტს. ავტომოყვავილე კანაბისისთვის საკმარისია 20 ლიტრი მიწა, ფოტოპერიოდულისთვის - ორჯერ მეტი. მოსავალი აღმოჩნდება ნაკლები, ვიდრე მწარმოებელს აქვს აღწერაში მითითებული.

დამატებითი საკვების შეძენის გადაწყვეტილების შემთხვევაში, აღმოაჩენთ, რომ ფასი არ არის მცირე. ეწვიეთ ყვავილების ან მებაღეების მაღაზიებს. იქ აუცილებლად იპოვით სასუქს, რომელიც შესაფერისი იქნება თქვენი ჰობისთვის. შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს: მაკროელემენტების წილი (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი).

თესლები ინდორისთვის

კარგად წაიკითხეთ შტამების აღწერა. სანდო მწარმოებელი ყოველთვის მიუთითებს სტრეინი ინდორისთვის სჯობს თუ აუთდორისთვის. ინტერნეტ მაღაზია BangSeeds-ში მსგავსი სათესი მასალის დიდი არჩევანია. საკმარისია ჩართოთ საჭირო ფილტრი: კანაფის ჯიშები გროუბოქსისთვის. ამ შემთხვევაში ეკონომია უადგილოა და სათეს მასალაზე ნამდვილად არ ღირს თანხის დაზოგვა.