შინაარსი

შეუძლებელია ზუსტად განვსაზღვროთ, თუ რომელი ჯიშები იზრდება უკეთ ქუჩის პირობებში. შედეგი დამოკიდებულია კულტივირების ადგილის კლიმატზე, ამიტომ პირველ რიგში რეკომენდირებულია კლიმატურ პირობებზე ორიენტირება და შემდეგ მცენარეების შერჩევა.

რუსეთის დიდი ნაწილი, რომელიც მიეკუთვნება სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატს, ყველა გაყიდვადი კანაბისის კულტივირების საშუალებას იძლევა. რაც უფრო ახლოს არის ქვეყანა ჩრდილოეთ ნაწილთან, თესლების მით უფრო მცირე არჩევანია წარმოდგენილი. გროვერის წინაშე დგება ამოცანა: უნდა შეიძინოს კანაფის ისეთი თესლები, რომლებიც ნაყოფს შემოდგომის გრილ ამინდებამდე იძლევა. ამ მიზეზით პირველ რიგში საჭიროა კლიმატის შესწავლა თქვენს გარემოში და მხოლოდ შემდეგ შეარჩიოთ შესაბამისი ვარიანტები. მოემზადეთ, რომ ასორტიმენტი იქნება ფართო, და მოგიწევთ არჩევნის გაკეთება პირად გემოვნურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, სასურველ ეფექტზე, ყვავილობის სისწრაფეზე და მოვლის სიმარტივეზე.

როგორ განვსაზღვროთ აუთდორში კანაბისის კულტივირების ხანგრძლივობის ოპტიმალური პერიოდი

როგორ განვსაზღვროთ აუთდორში კანაბისის კულტივირების ხანგრძლივობის ოპტიმალური პერიოდი

ხელსაყრელი ამინდის გათვლის საუკეთესო საშუალებაა კონკრეტული ადგილის ამინდის პროგნოზის საარქივო მონაცემების შესწავლა. ინტერნეტში თავისუფლად შეიძლება მრავალი სერვისის ნახვა, რომლებიც ინახავენ ინფორმაციას ამინდის შესახებ, ასე რომ ამ მხრივ პრობლემა არ შეგექმნებათ.

თუ აპირებთ ნიადაგში თესლების დარგვას, თავდაპირველად დაახლოებით განსაზღვრეთ პირველი დღის თარიღი, რომლის შემდეგაც ღამის მინიმალური ტემპერატურა არ იქნება 10 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები. ყველაზე ხშირად ასეთი დღეები ემთხვევა იასამნის ყვავილობას. მოცემულ დროს სრულდება ყინვები, შესაბამისად იწყება შესანიშნავი დრო კულტივირებისთვის.

ეს პერიოდი სრულდება შემოდგომით, იმ დღეს, რომლის შემდეგაც ტემპერატურა ღამით 15 გრადუსზე ქვევით იწევს. არსებობს ყინვაგამძლე შტამები, რომლებისთვისაც ეს ტემპერატურა არ ქმნის საფრთხეს. ისინი კარგად იზრდება 10 გრადუს სითბომდე. საუბარია ტემპერატურის სტაბილურ კლებაზე მზის ჩასვლის შემდეგ. თუ ყინვები იშვიათად დგება, კანაფი ამასაც მარტივად უმკლავდება. თუმცა სხვა საქმეა როდესაც ყინვა რეგულარულ სახეს იღებს. მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მებაღეები ოპტიმალური პერიოდის დასასრულად თვლიან ღამის ასეთი დაბალი ტემპერატურის პირველ დღეს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა გათვლა უბრალოდ მაგალითია. ერთი კანაბისი თავს შეიძლება კარგად 10 გრადუსზე გრძნობდეს, მეორე კი კაპრიზულობას 20-ზე დაიწყებს. ამინდის მაჩვენებლები გამოიყენება შესაფერისი შტამის ასარჩევად მოცემული რეგიონისთვის. დარგვის და მოსავლის აღების ზუსტი დღეები დაფუძნებულია რეალურ ამინდზე. სტრეინის ან ხარვესტის სიკვდილის ალბათობის შემცირება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მისი სასიცოცხლო ციკლი გათვალისწინებულზე რამოდენიმე კვირით.

როგორ შევარჩიოთ კანაბისის ფოტოპერიოდული ჯიშები ქუჩაში კულტივირებისთვის

როგორ შევარჩიოთ კანაბისის ფოტოპერიოდული ჯიშები ქუჩაში კულტივირებისთვის

100%-იანი სატივა

სუფთა სატივამ სიმაღლეში შეიძლება 4 მეტრს მიაღწიოს. მისი ყვავილობის პერიოდი 23 სექტემბრამდე 1 თვით ადრე იწყება. ყვავილობის სტადია გრძელდება 2-3 თვე, ამიტომ მოსავლის აღება შესაძლებელი იქნება შემოდგომის ბოლოს - დეკემბერში.სატივას მოყვანა რეკომენდირებულია სუბტროპიკებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მიიღებთ სასურველ შედეგს .

ინდიკა და ჰიბრიდები

100%-იანი ინდიკას და შერეული გენეტიკის შტამების ყვავილობა იწყება სატივაზე ადრე. ეს ჯიშები მებაღეს მწიფე გირჩებით სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში აჯილდოვებს. მათი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება ვეგეტაციის პერიოდი, მით უფრო მაღალი და გაშლილი იზრდება მცენარე. ლოგიკურია, რომ დიდ სტრეინებზე ყვავილედების მასა უფრო მძიმე იქნება.

სატივას ეფექტის ფანებისთვის - სატივას უპირატესობის მქონე ჰიბრიდები, რომელთა ყვავილობის ხანგრძლივობა მათ ინდიკასგან დაჰყვათ. ასეთი ჰიბრიდების დარგვა თავისუფლად შეიძლება გაზაფხულის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში მიიღებთ ხარვესტს.

როგორ ავირჩიოთ ავტომოყვავილეები აუთდორისთვის

როგორ ავირჩიოთ ავტომოყვავილეები აუთდორისთვის

მსოფლიოში პირველი ავტომოყვავილე Lowryder შექმნა მწარმოებელმა Joint Doctor.

წარმოდგენილმა ავტომოყვავილე ჯიშმა სრულიად შეცვალა აუთდორული კულტივაცია. იმ მომენტიდან კულტივირება ღია ცის ქვეშ შესაძლებელი გახდა ისეთ ადგილებში, სადაც მოკლე ზაფხულია. მასში შემავალი რუდერალისის წყალობით, მცენარეებს ყვავილობის ეტაპზე გადასვლა შეუძლიათ სინათლის დღის მიუხედავად. აყვავებას ნაყოფი იწყებს მცენარის ზრდის განსაზღვრულ ეტაპზე, რომელიც მასში გენეტიკურად არის ჩადებული. საბოლოოდ მებაღე არ მკითხაობს და არ ითვლის, არამედ ზუსტად იცის ბალახის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა.

ბაზარზე წარმოდგენილი ავტომოყვავილეების დიდი ნაწილი სასიცოცხლო ციკლს ასრულებს 60-80 დღე-ღამეში. ჩრდილოეთ განედებისთვის ეს დრო საკმარისია ხარისხიანი ხარვესტისთვის. აღმოსავლეთ რეგიონებისთვის შესაძლებელია სეზონზე რამოდენიმე მოსავლის აღება. ველური კანაფის გენეტიკამ დააჯილდოვა ავტიკები ძლიერი იმუნური სისტემით, რაც ბევრად ამარტივებს მათი მოყვანის პროცესს. ამ ჯიშების ერთად-ერთი ნაკლია შედარებით მცირე რაოდენობის მოსავალი, თუმცა ეს კომპენსირდება დარგული სტრეინების რაოდენობით და ყვავილობის სისწრაფით.

კანაბისის საუკეთესო ჯიშები აუთდორისთვის

კანაბისის საუკეთესო ჯიშები აუთდორისთვის

ჩვენ შეგირჩიეთ ყველაზე გავრცელებული შტამები აუთდორში კულტივირებისათვის. ამ შტამებმა გაუსწრეს წინამორბედებს საიმედოობითა და მოსავლიანობით. მართალია გროვერების ფორუმზე შეიძლება უკმაყოფილებებსაც შეხვდეთ, მაგრამ მათი გაყიდვების რაოდენობა ამტკიცებს, რომ ამ გენეტიკების ხარისხი ნამდვილად მაღალია. გირჩევთ უპირატესობა სწორედ მათ მიანიჭოთ.

Girl Scout Cookies

წარმოდგენილი ავტომოყვავილე შექმნილია ამერიკელი მწარმოებლის Fast Buds-ის მიერ. მისი სასიცოცხლო ციკლი შეადგენს 8-9 კვირას, მოსავალი 300 გრამს აღწევს. მზა პროდუქტის შემადგენლობაში ტგკ 22%-ია, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ ეფექტს, სწევს განწყობას და ამაღლებს შემოქმედებით უნარს. სახელწოდებაში სიტყვა «Cookies» ტყუილად როდია, რადგან მას აქვს ორცხობილის გემო.

LSD-25

ეს ნამდვილი მონაპოვარია იმ მებაღეებისათვის, რომლებიც ახლა ადგებიან გროვერობის გზას. ამტანი ავტომოყვავილე მზად არის მოსავლის ასაღებად თესლების გრუნტში გადატანიდან 8-9 კვირის შემდეგ. ყველა ბუჩქს შეუძლია 50-250 გრამი მზა ყვავილედის მოცემა, რომელიც 21-23% ტგკ-ს შეიცავს. გემოში იგრძნობა მომჟავო-მოტკბო ნოტები, სკანკისა და დიზელის ელფერით. ზემოქმედება უძლიერესია, შეიძლება ჰალუცინაციებიც კი გამოიწვიოს.

West Coast O.G.

ეს მცენარე ამერიკიდან გვეახლა, სასიცოცხლო ციკლი 8-9 კვირას შეადგენს, აქვს მსხვილი, მკვრივი გირჩები, რომელლიც დაფარულია ქარვის ფერი კუპრით და ქათქათა ტრიქომებით. ბუჩქის სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატება. მცირე გაბარიტების მიუხედავად, ის 300 გრამ ყვავილედს იკავებს. ეფექტი იდეალლურად დაბალანსებულია.

B. Lee Auto

დომინანტი ინდიკას მქონე შტამს დაარქვეს აღმოსავლური ბრძოლების მასტერის სახელი, ამაშია სწორედ აზრი, ის ძლიერ ურტყავს და დიდი ხნით აგდებს ნოკაუტში. დიდი ძალისხმევის გარეშე ის რამოდენიმე საათით მოგწყვეტთ. მცენარე განთქმულია სწრაფი სასიცოცხლო ციკლით, რომელიც რამოდენიმე თვე გრძელდება.

Big Devil 2

ესპანურმა სიდბანკმა «SweetSeeds» შექმნა ერთ-ერთი ყველაზე მასიური შტამი მსოფლიოში. მისი სიმაღლე 1,5 მეტრს აღწევს, ხოლო მოსავალი ბუჩქიდან 300 გრამს. გაღვივების მომენტიდან მოსავლის მიღებამდე 9 კვირა არის საჭირო. მწეველი გრძნობს ტკბილ გემოს, საკმეველის სუნს და მოდის ძლიერი სტოუნი, რომელიც შესანიშნავია მოდუნებსთვის.

დასკვნა

აუთდორისთვის საუკეთესო კანაფი - სუბიექტური გაგებაა, რადგან თითოეული მებაღისათვის მნიშვნელოვანი სხვა და სხვა მაჩვენებლებია. თუ გავაერთიანებთ, ქუჩის პირობებში განვითარებისთვის, მცენარე უნდა იყოს ამტანი. მნიშვნელოვანია ასევე სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობა. მცენარე უნდა მომწიფდეს ყინვებამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე გაფუჭდება ან დაიღუპება.