როგორ შევარჩიოთ კანაფის საუკეთესო ჯიშები ინდორისათვის

GanjaSeeds 07 მარტი 2021

შინაარსი

კანაბისის თესლების მაღაზიები ასეულობით სახეობას გთავაზობენ. დიდი ასორტიმენტი ყველაზე გამოცდილ გროვერსაც კი აბნევს. რაც არ უნდა რთული იყოს ეს პროცესი, ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ არჩევნის გაკეთება. თქვენი გადაწყვეტილება - კანაფის მოყვანის მთელი პროცესის საფუძველს წარმოადგენს.

რომელი კანაფია საუკეთესო ინდორისათვის?

რომელი კანაფია საუკეთესო ინდორისათვის?

შტამი უნდა შეესაბამებოდეს კულტივირების იმ პირობებს, რომლის შექმნაც გროვერს შეუძლია. დახურულ სივრცეში გროვინგის კონცეფცია რიგ შეზღუდვებს მოიცავს, ასე რომ, სახლის კულტივირებისთვის მცენარის არჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი გარემოებები:

  • ზრდასრული მცენარე არ უნდა იყოს ძალიან დიდი: უმჯობესია მცირე ან საშუალო ზომის;
  • არ უნდა შეგექმნათ პრობლემები ბუჩქის ფორმირების მეთოდების გამოყენებისას;
  • შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც უძლებს მაღალ ტემპერატურას, სოკოს და ობს;
  • კარგად უნდა რეაგირებდეს სინათლის წყაროზე;
  • მსუბუქი არომატი (ძლიერი სუნის მქონე ჯიშები შეზღუდულ სივრცეში ჭკუიდან გადაგიყვანენ და კონსპირაციის პრობლემებიც ხშირია).

ჩამოთვლილი სია შედგენილია ზოგადი რეკომენდაციებისგან. ჩვენ არ განვიხილავთ დეტალურად ამ საკითხს, რადგან მოწყობილობები და გამოცდილება ყველა გროვერს განსხვავებული აქვს. ახლა ვიმსჯელოთ შერჩევის თითოეულ კრიტერიუმზე და გავარკვიოთ მათი მნიშვნელობა.

მნიშვნელოვანია თუ არა ბუჩქის გაბარიტები?

გროუბოქსში ფართი უსასრულო ნამდვილად არ არის. მასში მცენარე უნდა ეტეოდეს ისე, რომ სრულად შეძლოს პოტენციალის გახსნა. მართალია გროვერს შეუძლია შეიძინოს დიდი გროურუმი, მაგრამ ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ფინანსების დახარჯვა მოუწევს. კანაფის საუკეთესო ჯიშები მაქსიმალურად ავსებს სასარგებლო ფართს, რაც მიიღწევა სხვა და სხვა ვარჯიშების საშუალებით, რომელთა მნიშვნელობასაც შემდგომში განვიხილავთ.

ზომები უნდა გავითვალისწინოთ განათების (დღის რეჟიმის) ცვლილების დროს. მაგალითად, ინდიკას ჯიშები, პრაქტიკულად სრულად აჩერებს განვითარებას განათების ამ ეტაპზე გადასვლისას. სატივა - პირიქით, აგრძელებს სიმაღლეში ზრდას და 2-ჯერ დიდიც კი შეიძლება გაიზარდოს. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ კანაფის შტამების უმრავლესობა წარმოადგენს ჰიბრიდს, ამიტომ განვითარების თავისებურებების ზუსტი განსაზღვრა რთულია.

რატომ არის მნიშვნელოვანი ვარჯიშებისადმი მდგრადობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი ვარჯიშებისადმი მდგრადობა?

ვარჯიშების საშუალებით, მებაღეს შეუძლია აკონტროლოს სტრეინის ზრდა და მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს სივრცე კულტივირებისთვის, რაც ზრდის მოსავლის რაოდენობას. შესაძლებელია გამოიყენოთ „ხაზოვანი“ ტექნიკა და სულ არაფერი გაუკეთოს მცენარეს, მაგრამ ვარჯიშების გამოყენება ბევრად მეტ ყვავილედს იძლევა.

დაბალი სტრესის ტექნიკები, ისეთები, როგორიცაა Low Stress Training (LST), ScrOG (Screenof Green), ზომიერი დეფოლაცია, შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი ჯიშის შემთხვევაში. თუ გსურთ თავი გამოსცადოთ უფრო რთულ შემოჭრაში, ფიმინგში, ტოპპინგსა და სხვა მოსავლის გასაზრდელ მაღალ ეფექტურ მეთოდებში, აუცილებლად უნდა დარგოთ ფოტოპერიოდულების თესლები. სასურველია ვეგეტაციის პერიოდში მათი ცოტა ხანგრძლივი გაჩერება ვეგეტაციის პერიოდში, რათა მიეცეთ აღდგენის საშუალება. ავტომოყვავილე კანაბისი მსგავს მეთოდებს ყოველთვის ვერ იტანს.

მნიშვნელოვანია თუ არა მაღალი ტემპერატურისადმი მდგრადობა?

ღია ცის ქვეშ კულტივირებისგან განსხვავებით, ინდორი ყოველთვის გულისხმობს დახურულ სივრცეს. ასეთ პირობებში აიროვანი განმუხტვის ნათურებმა (მაგალითად დნატ), შეიძლება გამოიწვიოს ბოქსში ტემპერატურის მომატება, რაც საკმაოდ კრიტიკულია მაშინ, როცა მებაღე კონტეინერში იყენებს თბოიზოლაციის მასალებს, მაგალითად პენოფოლს. სწორად კონსტრუირებულ სავენტილაციო სისტემას შეუძლია ასეთ სიტუაციასთან გამკლავება, მაგრამ ძალა ყოველთვის არ ჰყოფნის. ამ მიზეზით, კანაფის საუკეთესო თესლები გარდაიქმნება ბუჩქებად, რომლებიც მიჩვეულია ცხელ კლიმატში ზრდას (30 გრადუსზე მეტი). ნახეთ ბუჩქები ეკვატორული და ტროპიკული რეგიონებიდან.

აუცილებელია თუ არა ობისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი?

აუცილებელია თუ არა ობისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი?

ტენიანობის მაღალი დონე - ხშირი მოვლენაა ბოქსის შეზღუდულ გარემოში მოყვანისას. ბუნებრივი გარემოსგან განსხვავებით, სინათლის ხელოვნური წყარო, რომელიც ინდორში გამოიყენება, არ ასხივებს ულტრა იისფერ შუქს, რომელიც აშორებს ობს და მნიშვნელოვნად ამცირებს მის გავრცელებას. ინდორგროვინგისთვის შეიძინეთ ბალახი, რომელიც უძლებს სოკოს და არ უშინდება მაღალ ტენიანობას. რა თქმა უნდა, ეს არ მოგიხსნით ცუდად დამონტაჟებულ ვენტილაციაზე პასუხისმგებლობას, მასზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. ჰაერის უწყვეტი მოძრაობის დროს, როდესაც ნიავდება ფესვებიც და კონტეინერის კუთხეებიც, ნარჩუნდება ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებელი (დაახლოებით 55%).

მცენარე დადებითად უნდა აღიქვამდეს ინტენსიურ განათებას

გროუბოქსის და ტენტის განათება განსხვავდება ბუნებრივისგან. მებაღეებმა ისწავლეს მზის სხივებთან მიახლოებული, კაშკაშა სინათლის ნაკადის შექმნა, თუმცა ამის მიღწევა შესაძლებელია სანათის მცენარის კენწეროსთან მაქსიმალურად ახლოს განთავსებით. გამოდის, რომ მცენარის ნაწილი, რომელიც ზევით მდებარეობს, ღებულობს კონცენტრირებულ კაშკაშა შუქს, ხოლო ქვედა ნაწილი რჩება ჩრდილში, ამიტომ ბუჩქის ზედა ნაწილი მაქსიმალურად უნდა ითვისებდეს სინათლის ენერგიას და უზრუნველყოს ფოტოსინთეზის პროდუქტით მთელი ბუჩქი. კანაბისის რომელი ბუჩქები უმკლავდება მსგავს დავალებას? ისინი, რომლებსაც აქვთ ცოტა ფოთლები და ბრტყელი განიერი კრონა.

უმნიშვნელო სუნის მქონე შტამების პრიორიტეტი

პატარა შენობაში კანაბისის ძლიერ არომატთან გამკლავება რთულია. პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია ნახშირის ფილტრით, თუმცა მათი მეშვეობითაც შეუძლებელია 100%-იანი შედეგის მიღება. შეიძლება გამოვიყენოთ არომატების დამხშობები, დეზოდორანტები, ჰაერის გამასუფთავებლები, არომატული სანთლები და სხვა. იმისათვის, რომ არ მოგიწიოთ არომატებთან ბრძოლა, იზრუნეთ ამ პრობლემაზე თესლების შეძენისას. ჯიშების აღწერაში ყოველთვის არის აღნიშნული მცირის სურნელის თავისებურება, ამიტომ სასურველი არჩევნის გაკეთება არ გაგიჭირდებათ.

ყურადღება მიაქციეთ ავტომოყვავილე კანაბისს

ავტომოყვავილეები განთქმულია როგორც სწრაფად მზარდი და უპრეტენზიო მცენარეები, რომლებსაც აქვთ ძლიერი იმუნური სისტემა, ობისადმი მდგრადობა და შეუძლიათ ზრდა არა ოპტიმალურ გარემო პირობებში. თუ დამწყებ მებაღეს სურს შეამციროს რისკები და დრო, რომელიც საჭიროა მარიხუანას მოსავლელად, რეკომენდაციას ვუწევთ ყურადღება მიაქციონ ავტომოყვავილე კანაფის ჯიშებს.

აუცილებელია გახსოვდეთ ავტიკების ზოგიერთი თავისებურების შესახებ:

  • მათ აქვთ მოკლე ვეგეტაციის პერიოდი. რაც ნიშნავს, რომ გროვერს ცოტა დრო აქვს კულტივირების პირველ ეტაპებზე დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად;
  • ავტომოყვავილეები არ ღებულობენ სტრეინის ფორმირების მაღალ სტრესულ მეთოდებს, რადგან მათ უბრალოდ არ აქვთ სტტრესის შემდეგ აღსადგენი დრო;
  • არ შეიძლება ავტომოყვავილეების კლონირება, ამიტომ, თუ გსურდათ ახალი ამონაზარდების მიღება მშობელი ბუჩქიდან, განიხილეთ სხვა ვარიანტები.

თუ მებაღე არ აპირებს კლონირებას ან ძლიერი ვარჯიშების გამოყენებას, ასევე გამოცდილია და არ უშვებს შეცდომებს, ავტომოყვავილე მისთვის იდეალური ვარიანტია.

ერთ ბოქსში რამოდენიმე ჯიშის გროვინგი

ერთ ბოქსში რამოდენიმე ჯიშის გროვინგი

ამის განხორციელება შესაძლებელია გროვინგისადმი მსგავსი მოთხოვნების, ვეგეტაციის პრაქტიკულად ერთნაირი ვადებისა და ყვავილობის ერთნაირი ეტაპის მქონე თესლების შეძენისას. ოპტიმალური ვარიანტი კვლავ ავტომოყვავილეებია. ამ შემთხვევაში მებაღეს არ მოუწევს განათების გრაფიკზე და ყვავილობის სტადიაზე გადაყვანის პრობლემების მოგვარება. ის შეძლებს მიიღოს სხვა და სხვა თვისებების მქონე გირჩები.

კანაბისის საუკეთესო ჯიშების შერჩევა შენობაში მოსაყვანად

AK-47 Auto

ეს ორიგინალი АК 47 ავტომოყვავილე ვერსიაა. შტამი მარტივი მოსაყვანია, საიმედო და ძლიერია, სწრაფად იზრდება. სასიცოცხლო ციკლი სრულდება 10 კვირაში გრუნტსა და სუბსტრატში, ხოლო ჰიდროპონური მეთოდით მოყვანის მეთოდით მოსავალს 8-9 კვირაში იძლევა. მცენარე 40-80 სმ. იზრდება, ამიტომ მათი კულტივირება პატარა ტარაშიც არის შესაძლებელია. კვადრატული მეტრიდან მოსავალი 400-500 გრამ გირჩებს შეადგენს, ერთი კვალს კი 40-80 გრამი მოსავალი მოაქვს.

Cream Caramel Auto

მარიხუანას ამ ჯიშის ძირითადი განსხვავება სხვა შტამებისგან, მისი სურნელია, რომელიც აერთიანებს თაფლის, კარამელის და ხილის ნოტებს. მცენარე ძალიან კომპაქტურია, სახლის პირობებში სულ რაღაც 40-60სმ. იზრდება. იდეალურია მიკროგროვინგისთვის, სტელსისა და SeaofGreen (SoG) დროს. მცენარე ადვილად იტანს ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას და სატივას წყალობით არც მომატებული ტენი ემუქრება. მოხმარებისას რასტამანი დუნდება და მიემგზავრება სამოგზაუროდ საკუთარ ცნობიერებაში. აქტიური ღონისძიებებისთვის და თავყრილობებისთვის შეარჩიეთ სხვა გირჩები.

LSD Auto

წარმოდგენილი ბალახი - მონაპოვარია იმ დეგუსტატორებისთვის, რომლებსაც უყვართ სტოუნ-მოქმედება, ვიზუალური და ფსიქოდელიური ეფექტებით. სახელწოდებიდან გამომდინარე, არ არის რთული წარმოიდგინოთ, თუ რა ელის მწეველს. ბუჩქის სიმაღლე 70-120 სანტიმეტრია, მოსავალი დამოკიდებულია გროვინგზე: ბუჩქიდან 50-100 გრამიდან 250 გრამამდე (იდეალური ვარიანტი). ყვავილედები მეწამული-იასამნისფერია. მათში 20%-ზე მეტი ტგკ არის. სტრეინებს არ ემუქრება ობი, მაღალი ტენიანობაც არ აზიანებს მათ.

White Widow

კლასიკური ფოტოპერიოდული შტამი „თეთრი ქვრივი“ 80-120 სმ. იზრდება და თითქმის 1 კილოგრამ მოსავალს იძლევა კვადრატული მეტრიდან. გენეტიკაში შემავალი 40% სატივა ეფექტს გამამხნევებელს და გამახალისებელს ხდის. გამოცდილი გროვერები ბუჩქის გაჩერებას ვეგეტაციის სტადიაზე 1 თვის განმავლობაში გვირჩევენ. ყვავილობა კიდე 2 თვეს მოიცავს, რის შემდეგადაც თქვენ მიიღებს სანატრელ მოსავალს.

Afghan Kush

თქვენს წინაშეა სწორედ ის „ავღანკა“, რომელსაც ბევრი თქვენგანი უკვე ათეული წლებია იცნობთ. ეს ფოტოპერიოდული მკვრივი და მდგრადი ჯიში მშობლების წყალობით არის ასეთი ძლიერი. 70-90 სმ. სიმაღლე, მუქი მწვანე მკვრივი ფოთლები და კლასიკური ინდიკას ტრიპი, რომელიც მოდუნების და დასვენების საშუალებას გაძლევთ. ამ შტამის გროვინგის დროს მებაღემ შეიძლება ჩაატაროს ნებისმიერი ექსპერიმენტები ვარჯიშით, რადგან ბუჩქი მოკლე დროში აღიდგენს სტრესის მერე თავს.