შინაარსი

გროვერს შეიძლება გამოუჩნდეს მრავალი მიზეზი მცენარის განვითარების პროცესის დასაჩქარებლად. ყველაზე თვალნათელია - ზრდის ტემპის შენელება და დახარჯული დროის კომპენსაცია. მოცემულ მასალაში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ რამოდენიმე შედარებით მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას ზრდის სტიმულაციისთვის, საბოლოო შედეგისთვის ზიანის მიუყენებლად.

მორწყვა

მორწყვა

სწორად შერჩეული ქოთნის ზომა - ბევრად მარტივია მორწყვის კონტროლი, თუ მცენარე იზრდება შესაფერისი ზომის ქოთნებში. მცენარეები მალე იზრდება პატარა ქოთნებში, სადაც ისინი დაცულები არიან ზედმეტი მორწყვისგან.

კარგი დრენაჟი - ნიადაგი ან ქოქოსი არ უნდა მოგვეჩვენოს ჭუჭყიანი, მჭიდრო, ან მონოლითური. წყალს უნდა ქონდეს მოცულობის ძირიდან მარტივად გამოსვლის საშუალება (თუ არ არის დრენაჟული ხვრელები, მოგიწევთ თავად დამატება).

მდიდარი კომპოსტური ნიადაგი მცირე რაოდენობის პერლიტით დამატებითი დრენაჟისათვის, საშუალებას მოგცემთ მარტივად მორწყათ კანაბისი!

ეცადეთ მორწყათ ყოველ 2-3 დღეში ერთხელ - დაასხით საკმარისი რაოდენობის წყალი, რათა უზრუნველყოთ სტაბილური, სწრაფი ზრდა და გამოუმუშაოთ ჩვევა მცენარეს. ყოველდღიური მორწყვა განაპირობებს კარგ ზრდას, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ, არ მიაწოდოთ ზედმეტი წყალი. საჭიროა გამოცდილება და ცოტა ინტუიცია. ახალბედებისთვის რეკომენდირებულია ყოველ 2-3 დღეში მორწყვა. ასე თქვენ თავიდან აიცილებთ მრავალ შეცდომას.

ქოთნები უნდა იყოს მსუბუქი, ნიადაგის ზედა ფენა მშრალი, იმ დროისათვის, როდესაც დააპირებთ მორწყვას. თუ მორწყვისას ასხამთ იმდენ წყალს, რომ ნიადაგი არ შრება 4 დღეზე მეტ ხანს, მოსალოდნელია დიდი ეფექტურობა, ვიდრე ცოტა წყლის დასხმის დროს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი გროვერი ირჩევს სიფრთხილით მოვლას და არ არიან ნელა ზრდის წინააღმდეგნი. თუ გჭირდებათ ხშირად მორწყვა, დღეში ერთზე მეტჯერ, მცენარეს აშკარად სჭირდება დიდი ქოთანი!

საკვები ნივთიერებები და PH- დარწმუნდით, რომ თქვენი მცენარე ღებულობს საჭირო საკვებ ნივთიერებებს. რაც შეეხება pH, ზოგ მებაღეს უმართლებს და მათ აქვთ იდეალური წყალი კანაბისისთვის. თუმცა, თუ თქვენი მცენარეები უჩვეულოდ იქცევიან, pH-ის მაღალი ან დაბალი დონე გახლავთ ამის ერთ-ერთი მეტად გავრცელებული მიზეზი. თუ თქვენი მცენარე გასაჭირშია, და საერთოდ არ შეგიმოწმებიათ pH დონე, შეიძინეთ კომპლექტი PH Test და გაზომეთ. ძალიან მარტივია PH რეგულირება (უბრალოდ დაამატეთ წყალს «PH Up» ან «PH Down»). აუცილებელია იცოდეთ, რამდენი უნდა დაამატოთ, ამის გაგება ტესტის გარეშე შეუძლებელია!

გარემო

გარემო

ტენიანობა

გროვის სტაბილური განვითარებისთვის შეინარჩუნეთ ტენიანობა 50%-მდე. მცენარე შეიძლება იზრდებოდეს უფრო მაღალი ან დაბალი ტენის პირობებშიც, მაგრამ ზოგიერთი ასეთ შემთხვევაში განიცდის სირთულეს, ვინაიდან ტენიანობა მოქმედებს წყლის მოძრაობაზე უშუალოდ მცენარემდე. ვინაიდან თითოეული ფოთოლი მუდმივად გამოყოფს ორთქლს, მებაღეებს უფრო ხშირად უწევთ ბრძოლა მაღალ ტენთან.

მშრალი ჰაერი 35% ტენთან შესაბამისობაში ზღუდავს მცენარის ზრდას, ხოლო მაჩვენებლის დაწევისას 25%-მდე, იწვევს ჭკნობას ან მცენარის არა ჯანსაღი მდგომარეობის სიმპტომების გამოვლენას.

70%-ზე მაღალ ტენიანობას ხშირად მივყავართ მცენარის შენელებულ ზრდამდე. ყვავილობის სტადიაზე მაღალმა ტენიანობამ, შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ ყვავილედები არ იქნება მკვრივი. ყველამ ვიცით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყვავილედების სიმკვრივე.

თუ გროურუმში ჰაერი მშრალია, შეგიძლიათ გამორთოთ ვენტილატორები, რათა შეინარჩუნოთ ტენიანობა მცენარეების გარშემო. უკიდურესი ზომებისთვის საჭიროა დამატენიანებლის გამოყენება (ამაღლებს ტემპერატურას და ტენიანობას) ან ასაორთქლებელი გამაგრილებელი (ამცირებს ტემპერატურას, მატებს ტენიანობას).

მაღალ ტენიანობასთან ბრძოლაში, რეკომენდირებულია გამწოვი ვენტილატორის გამოყენება, რათა გაიწოვოს ტენიანი და მიაწოდოს მშრალი ჰაერი. გროუბოქსში მდებარე მცენარეებისთვის, სწორად დამონტაჟებულ გამწოვ ვენტილატორს შეუძლია შეინარჩუნოს ცოტა მეტი ტენი, ვიდრე შენობაშია. თუ მოსაყვან სივრცეში ტენიანობა უფრო მაღალია, ვიდრე გარეთ, უნდა გაათანაბროთ იგი გამწოვი/გამშვები ვენტილატორის, ან განიავების საშუალებით. როცა ოთახის ტენიანობა მაღალია, ვენტილატორების ვერანაირი რაოდენობა ვერ დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ჰაერის გამშრობი (მატებს ტემპერატურას, ამცირებს ტენს).

ტემპერატურა

კანაბისის ახალგაზრდა მცენარეებს უყვართ სითბო, მაგრამ არა სიცხე. მცენარე, როგორც წესი, ეფექტურად ვითარდება 21 გრადუს ტემპერატურაზე ღამით და 26-ზე ჩართული განათების დროს. მცენარეს შეუძლია კარგად ზრდა, როდესაც მიკროკლიმატი უმნიშვნელოდ უფრო გრილი ან თბილია, მაგრამ გროვერი ყოველთვის ისწრაფვის იდეალური ტემპერატურისკენ, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. ყველაზე მარტივი მეთოდი ასეთია: თუ მებაღე კომფორტულად არის, მისი „ქვეშევრდომი“-ც კომფორტულადაა.

ჰაერის ცირკულაცია

ისევე, როგორც ტემპერატურის შემთხვევაში, მარიხუანაც ადამიანივით კარგად გრძნობს თავს, როდესაც უბერავს გრილი ნიავი.

ჰაერის ცირკულაცია ხელს უშლის ცხელი ჰაერის დაგროვებას. სუფთა ჰაერი შეიცავს CO2, რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ფოტოსინთეზისათვის (სინათლიდან ენერგიის გამომუშავება). ჰაერის დიდი რაოდენობით მიწოდების შედეგად მცენარე არა მხოლოდ მალე იზრდება, არამედ უფრო მდგრადია ფქვილისებური ნამის, ობის, სოკოს კოღოების, ობობისებრი ტკიპების და სხვა მავნებლების წინააღმდეგ.

ჰაერის შესანიშნავი ცირკულაცია და ზოგადი ჰაერის ნაკადი ხდის მცენარეს მაქსიმალურად ძლიერს და ჯანმრთელს!

მიკროკლიმატის გაუმჯობესების მოკლე სახელმძღვანელო

მიკროკლიმატის გაუმჯობესების მოკლე სახელმძღვანელო

ვენტილატორები: ათანაბრებს ტემპერატურას და ტენიანობას ორ ზონას შორის. მათ შეუძლიათ ზოგადი ტემპერატურის და ტენიანობის შეცვლა.

  • ჰაერის დამატენიანებელი: მატებს ტემპერატურას, მატებს ტენიანობას.
  • ამაორთქლებელი გამაგრილებელი: აქვეითებს ტემპერატურას, მატებს ტენიანობას.
  • გამაშრობელი: მატებს ტემპერატურას და ამცირებს ტენიანობას.
  • კონდიციონერი (AC): ამცირებს ტემპერატურას, ამცირებს ტენს.

ტემპერატურის, ტენიანობის და ჰაერის ცირკულაციის კონტროლი რეალურად ზრდის მოსავლიანობას და მცენარის ზრდის ტემპს.

გააუმჯობესეთ განათება

შეარჩიეთ ხარისხიანი შუქი და იქონიეთ მცენარისგან რეკომენდირებული დაშორებით. ძირითადად, განათების მწარმოებელი იძლევა ინსტრუქციას სინათლის წყაროს სწორ განლაგებაზე. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ შეიმჩნევა მსუბუქი სტრესის ნიშნები და შესაძლოა მოგიწიოთ დაშორების მანძილის გაზრდა. თუ მცენარის დონეზე ხელის დაჭერისას იგრძნობთ ზედმეტ სითბოს, აუცილებელია სინათლის წყაროს გაწევა. შედარებით სწრაფი ვეგეტაციური პროცესი მიმდინარეობს CMH / LEC ქვეშ, ესეც მაქსიმალურად კორექტული გამოყენებისას.

კლნ (კომპაქტური ლუმინესცენტური ნათურები)

იქონიეთ კლნ რაც შეიძლება ახლოს, დააკვირდით, რომ მცენარე არ იზრდებოდეს ფესვებში. იმის მერე, რაც კონსტრუქცია დამონტაჟდება, მოათავსეთ კლნ სულ რამოდენიმე სანტიმეტრის მოშორებით. გამოიყენეთ „ხელის ტესტი“ (იხილეთ ქვევით), რათა განსაზღვროთ რამდენად უნდა დააშოროთ განათება.

„ხელის ტესტი“: ასწიეთ ხელი მცენარის სიმაღლეზე 30 წამით, თუ იგრძნობა სიცხე, საჭიროა განათების გაწევა. კლნ 6500კ სპექტრით ყველაზე შესაფერისია ვეგეტაციისთვის, ხოლო ყვავილობის სტადიაზე საჭიროა დამატება 2700კ.

ფლუორესცენტური შუქი T5(ძლიერი)

ტრადიციული სანათები T5- ლუმინესცენტური ნათურებია, რომლებიც გამოიყენება ანალოგიური პრინციპით, რომელიც უკვე აღვწერეთ. T5წარმოქმნის უფრო ინტენსიურ შუქს, ვიდრე კლნ და მათი განთავსება შედარებით მოშორებით უნდა მოხდეს. მიჰყევით მწარმოებლის მითითებებს, ან დაიწყეთ 30 სანტიმეტრის დაშორებით, თუ არ ხართ დარწმუნებული, შეამცირეთ ყოველდღიურად. გამოიყენეთ „ხელის ტესტი“, რათა განსაზღვროთ საჭირო მანძილი.

სინათლის გამოსხივების დიოდები

სინათლის გამოსხივების დიოდების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში. არის კარგი და ცუდი ბრენდები, მაგრამ არსებობს სპეციალურად კანაფის მოსაყვანად შემუშავებული ახალი პროდუქტების მასა. საუკეთესოები უზრუნველყოფენ შესანიშნავ ხარისხსა და მოსავლიანობას, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი ბრენდის შერჩევა. რამდენადაც თითოეული მოდელი ძალიან განსხვავდება, ყოველთვის უნდა შეამოწმოთ მწარმოებლის სპეციფიკაციები, რათა განსაზღვროთ სწორი დაშორება. ზოგიერთი მოწყობილია ისე, რომ ოპტიმალური იყოს ვეგეტაციისთვის, ზოგი ყვავილობისთვის, ან ორივე ერთად. მიაქციეთ ყურადღება, სინათლის გამოსხივების დიოდები ყვავილობის სტადიისთვის (მაგალითად,HLG 300L R-spec) ანელებს ახალგაზრდა მცენარეების განვითარების ტემპს, მაგრამ კარგია ვეგეტაციის სტადიაზე და იძლევიან საუკეთესო მოსავალს, რადგან მოქმედებენ გირჩებზე ყვავილობის დროს. თუ გესაჭიროებათ მხოლოდ ერთი სინათლის გამოსხივების დიოდი, უმჯობესია აირჩიოთ ის, რომელიც აწყობილია ყვავილობის სტადიისთვის, რათა გაზარდოთ მოსავალი, მაშინაც კი, თუ ის შეანელებს სასიცოცხლო ციკლის პირველ ფაზებს. უნივერსალური სინათლის გამოსხივების დიოდი (ViparSpectra PAR600) იძლევა რიგ უპირატესობებს, სპექტრის ნაწილის ჩართვას და გამორთვას, რათა მოხდეს ნათურის ადაპტირება სასიცოცხლო ციკლის შესაბამისად. ყვავილობის სტადიაზე მრავალ ფუნქციური მოწყობილობები არ მუშაობს ისე კარგად, როგორც ყვავილობისთვის სპეციალიზირებული ნათურები.

სინათლის გამოსხივების დიოდები სრული სიმძლავრით ძირითადად იდგმება 60-100სმ. დაშორებით ახალგაზრდა მცენარეებისგან. ეს მიახლოებითი მაჩვენებელია. არსებობს პროდუქტების ხაზი, რომელიც უნდა იყოს შესამჩნევი ახალგაზრდა მცენარეებისთვის და სითბოს კონტროლისთვის. ვინაიდან თითოეული სინათლის გამოსხივების დიოდს აქვს საკუთარი თავისებურებანი, ყოველთვის უნდა დაიწყოთ მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული მანძილით.

მეტალოჰალოგენური ნათურები (MH)

მეტალოჰალოგენური ნათურები (MH)

ახდენს ხშირი, ჯანმრთელი, სწრაფად მზარდი მცენარეების ფორმირების სტიმულირებას. ტრადიციულად გამოიყენებდნენ MH, ყვავილობის სტადიაში გადადიოდნენ HPS-ზე. სინათლის გამოსხივების დიოდების ტექნოლოგიების სრულყოფასთან ერთად, MH / HPS აღარ არის პოპულარული, თუმცა ბიუჯეტურია.

მნიშვნელოვანია! ძლიერი და მასიური აგრეგატები (400ვატზე ზევით) შესაძლოა ძლიერ ცხელდებოდეს, თუ არ აგრილებთ ბოქსს ვენტილატორით.

მაღალი წნევის ნატრიუმის ნათურები (HPS)

MH და HPS ძირითადად გამოიყენება ერთად. გროვერები არჩევენ ერთნაირი სიმძლავრის მოწყობილობებს, რაც ყოველთვის გამართლებული როდია. მთავარია გაითვალისწინოთ, რომ HPS ოპტიმალურია ყვავილობისთვის და არა ვეგეტაციისთვის.

CMH / LEC

ყოველი მოდელი განსხვავებულია, ამიტომ შეისწავლეთ მწარმოებლის სპეციფიკაციები, რათა განსაზღვროთ საუკეთესო მანძილი მცენარემდე. CMH ნათურები უნდა გქონდეთ მოშორებით, ვიდრე იგივე სიმძლავრის MH / HPS. CMH სანათები (ასევე ცნობილი როგორც LEC ) აღჭურვილია სხვა და სხვა სპექტრის ნათურებით, რომლების გამოყენებაც შეიძლება. ნათურა 4000k / 4100k (შედარებით ლურჯი) იძლევა ყველაზე სწრაფ ვეგეტაციურ ზრდას. მის ერთადერთ ნაკლს წარმოადგენს ის, რომ მცენარე CMH -ს შემთხვევაში მცენარე შედარებით მაღალი იზრდება, ვიდრე MH-ს ქვეშ. 3100კ (შედარებით წითელი) ნათურა CMH მუშაობს HPS-ს ანალოგიურად, ამიტომ ეცადეთ არ გამოიყენოთ ვეგეტაციის სტადიაში, თუ ეს შესაძლებელია.

თესლები/გენეტიკა

დაიწყეთ კარგი გენეტიკით (კარგი თესლებით/კლონებით), რათა მიაღწიოთ რეალურად კარგ შედეგს. ძველი თესლები, ნაპოვნი თესლები და არაჯანსაღი კლონები გამოიწვევს მცენარის ნელ ზრდას. დაიწყეთ შემოწმებული გენეტიკით საიმედო ბრიდერი/სიდბანკისგან.

გადაწყვიტეთ რა გსურთ. შედარებით გამოცდილი სელექციონერები, როგორც წესი გთავაზობენ საუკეთესო სათეს მასალას. ახალი ბრენდები ხშირად ყიდიან თესლებს, რომლებიც იძლევიან მეტ კვირტებს, მაგრამ მცენარე ყოველთვის მალე არ ვითარდება.

მოახდინეთ სწრაფი რეაგირება პრობლემებზე

ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი მცენარეები, რამოდენიმე წუთი მაინც დღის განმავლობაში. შესაძლებელია გამოგეპაროთ მომენტი, როდესაც არის სიტუაციის გამოსწორების შესაძლბელობა. წუთის დაკარგვით იმაზე, რომ კარგად დაათვალიეროთ მცენარე, თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ პრობლემა მისი წარმოშობისთანავე.