შინაარსი

კანაფის ღია გრუნტში მოყვანა, ბუნებრივ გარემოში, შესანიშნავი მცენარეების მიღების იდეალური საშუალებაა. ასეთი ვარიანტისთვის შეცდომად უნდა ჩაითვალოს მოსაზრება, რომ საკმარისია ჩავრგოთ თესლები მიწაში და უმოქმედოდ ველოდოთ მოსავალს. ასე მოქცევაც შეიძლება, მაგრამ შედეგად მიიღებთ მცირე მოსავალს, ისიც შესაძლებელია, რომ მცენარემ ხარვესტამდე ვერც მიაღწიოს. რეგულარული მორწყვა გროვერის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. კანაფს მუდმივად სჭირდება წყალი, ბუნება კი ამას ყოველთვის არ უზრუნველყოფს, ზოგჯერ მშრალი ამინდები საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება. სწორედ ამ დროს დგება გროვერის მონაწილეობის დროც. მოცემული მასალა სრულად მოიცავს კანაფის მორწყვის ყველა ასპექტს.

მორწყვის სიხშირე და წყლის მოცულობა კანაფის განვითარების ფაზების მიხედვით

მორწყვის სიხშირე და წყლის მოცულობა კანაფის განვითარების ფაზების მიხედვით

მორწყვის სიხშირე განსხვავდება კანაფის განვითარების ეტაპების მიხედვით. განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი.

ვეგეტატიური ზრდა

კულტურის განვითარების საწყის ეტაპზე ამონაზარდი სწრაფად იზრდება, იკრეფს მწვანე მასას და ავითარებს ფესვებს. პირველი სამი-ხუთი კვირა მცენარეს სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემა აქვს, რომლის გაბარიტები არ იძლევა მიწის სიღრმეში არსებული წყლის შთანთქმის საშუალებას. როგორც ექსპერტების უმრავლესობა თვლის, ვეგის პერიოდში, მცენარეს დღე-ღამეში 200 მილილიტრი წყალი სჭირდება. წყლის რაოდენობა დამოკიდებულია გრუნტის ტიპზე. შეფასება მარტივია, თუ მომავალ ვიზიტზე, ჰუმუსი ტენიანი გხვდებათ, მორწყვა დღე-გამოშვებით შეიძლება. ზედმეტი მორწყვა ფესვების ლპობას იწვევს.

ყვავილობის პერიოდი

ყვავილობის დაწყების მომენტისათვის, ფესვთა სისტემა საბოლოოდ არის ფორმირებული და მცენარე უპრობლემოდ შთანთქავს წყალს ნიადაგის სიღრმეებიდან. ამიტომ მორწყვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც უნალექო ამინდები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება,. ნომინალურად, მორწყვა საჭიროა კვირაში 1-2-ჯერ, ფოკუსირება უნდა მოხდეს ნიადაგის სიმშრალეზე 4-5 დღის შუალედებში ბოლო მორწყვიდან. თითქმის ფორმირებული ბუჩქი გაცილებით ბევრ წყალს საჭიროებს, წყლის რაოდენობა 3 ლიტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სიმწიფის პიკზე

გროვინგის მთავარი მომენტის მოახლოებისას, მოხმარებული წყლის რაოდენობა ეტაპობრივად უნდა შეამციროთ. იგივე ეხება მორწყვის სიხშირესაც. ამით არა მხოლოდ გირჩებს მისცემთ კუპრით შევსების საშუალებას, ასევე საგრძნობლად ამცირებთ მზა სტაფის გაშრობის და მკურნალობის დროს. მცირდება ობის და სოკოს ინფექციების წარმოშობის რისკი.

რომელი წყალი გამოიყენება მოსარწყავად

რომელი წყალი გამოიყენება მოსარწყავად

შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი წყალი, მთავარია მისი ხარისხი შეესაბამებოდეს საბაზისო მოთხოვნებს. უნდა იყოს სუფთა და ჰქონდეს მჟავიანობის მისაღები დონე. მჟავიანობის რეგულირებაც შესაძლებელია, სპეციალური დანამატების საშუალებით. გახსოვდეთ, რომ კანაფის ზრდისთვის pH ოპტიმალური დონე 5.5 – 6.5 ფარგლებშია.

წარმოგიდგენთ ღია გურნტში წყალთან დაკავშირებული ძირითადი წესების ჩამონათვალს:

  • ონკანის წყლის გამოყენებისას, წყალს წინასწარ იღებენ და აჩერებენ 1 დღე-ღამის განმავლობაში, რათა ამ დროის განმავლობაში ნაწილობრივ მაინც აორთქლდეს ქლორის შემცველი ნაერთები;
  • აუცილებლად გაზომეთ pH და წყლის დაბინძურების დონე;
  • ყველაზე მოსახერხებელი და ოპტიმალური ვარიანტია წვიმის წყლის გამოყენება, ნაკვეთთან ახლოს მოათავსეთ მოცულობა წყლის შესაგროვებლად.

ერთი სიტყვით შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი წყალი. მთავარია უზრუნველყოთ თქვენი და გროვის უსაფრთხოება, ასევე მიწოდებული წყლის ხარისხი.

როგორ ირწყვება კანაფი ქოთანში

მრავალი მებაღე ღია გრუნტში კულტივირებისას, ქოთნების გამოყენებას ანიჭებს უპირატესობას. ასეთ შემთხვევაში მებაღე საგრძნობლად ამცირებს მცენარის სუბსტრატიდან დაავადების რისკს, უფრო საგულდაგულოდ აკვირდება საკვები ნივთიერებების შემცველობას და რაც მთავარია, ბუჩქის ტრანსპორტირება ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი. ასევე მნიშვნელოვანია ბუჩქის უამინდობისგან დაცვა. მორწყვის სიხშირე ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია, ტენიანობა იზომება ნაკლებ სიღრმეზე - 2-3 სანტიმეტრზე. წყლის რაოდენობას განსაზღვრავენ ქოთნის მოცულობის მიხედვით და ის უნდა იყოს დაახლოებით ქოთნის მოცულობის მეოთხედის რაოდენობით.

მორწყვის დრო

კანაფის მორწყვა სასურველია მზის ჩასვლის შემდეგ, ან დილით ადრე. სპეციალისტების აზრით, საუკეთესო დრო დილის 9 საათამდეა.

როგორ გავიგოთ, რომ კანაფს სჭირდება მორწყვა

როგორ გავიგოთ, რომ კანაფს სჭირდება მორწყვა

არსი იმაში მდგომარეობს, რომ მთავარ ორიენტირს თქვენთვის, უშუალოდ ნიადაგი და არა მცენარე წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ როგოც მორწყვის დაკლება, ასევე მისი სიჭარბე, მცენარეზე თითქმის ერთნაირად აისახება: ფოთლების სიყვითლე, ფოთლების და ღეროების ჭკნობა, ზრდის ტემპის შემცირება. ყველაზე მარტივი წესი მდგომარეობს გრუნტის მდგომარეობის განსაზღვრა მორწყვიდან მორწყვამდე. თუ ნიადაგის 7-10 სანტიმეტრზე სისველე არ არის, მცენარეს სასწრაფოდ უნდა მიაწოდოთ წყალი. თუ მიწა ისევ სველია, შემდეგი მორწყვა დროებით გადადეთ.