შინაარსი

კანაბისის კულტივაციის პროცესში მებაღე შეიძლება წააწყდეს სხვა და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ ანომალიებს:

  • გროვინგს საბაზისო წესების დაუცველობა;
  • მცენარეების გენეტიკური მუტაცია;
  • მოყვანის პირობების ცვლილება და სხვა ფაქტორები.

მსგავსი ვარიანტების მასა არსებობს, ამიტომ მოცემულ სტატიაში ჩვენ შევარჩიეთ 9 ყველაზე გავრცელებული პირობა. მათი უმრავლესობა არ ავნებს თქვენს გროვს. ჩამოთვლილი ანომალიები გვხვდება როგორც ინდორში, ასევე აუთდორში.

სამფოთლოვანი ამონაზარდები

კანაბისის მთელი ნარგავი, თესლების გაღვივების მიუხედავად, ზრდას დაიწყებს ფოთლების წყვილით, როგორც მოცემულია სურათზე:

სამფოთლოვანი ამონაზარდები

კანაბისის ჩვეულებრივი ჩითილი (ორი ფოთოლი კომპლექტში).

დროთა განმავლობაში მებაღეებს შეხვდებათ ე.წ.სამფოთლიანები. ეს არის გავრცელებული მუტაცია და თქვენ სავარაუდოდ შეხვდებით მას, თუ გააღვივებთ ბევრ თესლს. მსგავსი ამონაზარდი სრულიად ნორმალურად უნდა განიხილოთ.

გამონაკლისად განიხილება ის, რომ მცენარეები წარმოქმნიან დაახლოებით 3ჯერ მეტ გვერდით ტოტებს, ამიტომ ასეთი ნარგავი კარგი კანდიდატია ScrOG ტექნიკის გამოსაყენებლად.

კანაბისის სამფოთლოვანი ნარგავი (სამი ფოთოლი კომპლექტში)

ორფეროვანი ფოთლები

ორფეროვან ფოთლებს ზოგადად აქვთ სწორი ზოლით გაყოფილი შეფერილობა. ეს მუტაცია ძირითადად ეხება ერთ ან ორ ფოთოლს მთელ მცენარეზე, თუმცა ზოგჯერ თქვენ ღებულობთ მთელ ღეროს, ან მცენარის ნაწილს.

ორფეროვანი ფოთლები

ორფეროვანი ფოთლები არაფერზე არ მოქმედებს, თუმცა საოცრად გამოიყურება!

სავარაუდოდ ეს ხდება „გაფერადების“ ან „იდუმალი ქიმერის“ ხარჯზე. იგივე შეიძლება შეემთხვეს სხვა მცენარეებსაც და არა მხოლოდ კანაბისს!

მნიშვნელოვანია! არ აგერიოთ მსგავსი ბუნებრივი მუტაცია საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან. ის ზოგადად აზიანებს მცენარის 1-2 ფოთოლს. არ იდარდოთ! ზოგჯერ ფოთლის ნახევარი შეიძლება გახდეს იასამნისფერი, ყვითელი, ან თეთრი.

ყვავილედები იზრდება ფოთლის ცენტრიდან

გროვერისთვის ფოთლებში ყვავილედის წარმოქმნა ბონუსია.

ყვავილედები იზრდება ფოთლის ცენტრიდან

კანაფის ფოთოლი, რომელზეც იზრდება გირჩები.

ეს არის მუტაცია, რომლის დანახვაც ყველა მებაღეს სურს. მიუხედავად მათი უცნაური განლაგებისა, ასეთი გირჩები ჰგავს სხვა დანარჩენებს. თქვენ უბრალოდ ღებულობთ წყვილ ყვავილედს, სავსეს ტგკ კრისტალებით და ტრიქომებით! მებაღეები ზოგჯერ აღწევენ საოცარ შედეგებს მცენარეების წვრთნით, რაც ცნობილია „ზედმეტი მორწყვის“ სახელით. .

ზოგიერთი ყვავილედი წარმოქმნის „მელიის კუდს“

მელიის კუდის მქონე კვირტები დამახასიათებელია ინდიკას ჯიშებისთვის. მასიური კუდი შეიძლება წარმოადგენდეს გენეტიკურ თავისებურებას და ზოგიერთი შტამი ფლობს ტენდენციას წარმოქმნას კუდები მთელს მცენარეზე. ყველაზე ხშირად ეს ხდება ხეიზის და სატივის გენეტიკის შემთხვევაში. ეს არის საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გაიზარდოს გირჩები, იწოდება მელიის კუდებად, რადგან კვირტებს აქვთ მომრგვალო ფორმით ზრდის ტენდენცია, ფუმფულა ბოლოებით. გარეგნული მსგავსება ნათელია.

ზოგიერთი ყვავილედი წარმოქმნის „მელიის კუდს“

„მელიის კუდების“ მასიური წარმოქმნა ხშირად სიცხის და სტრესის შედეგად ხდება, ძირითადად მცენარის იმ ნაწილებში, რომლებიც განათების ან სიცხის სიახლოვეს არის.

ზოგიერთი ყვავილედი წარმოქმნის „მელიის კუდს“

კანაბისის ბოჭკოვანი ფესვები

ეს არაჩვეულებრივი ფოტო გადაღებული იყო Ramon-ის მიერ. მცენარე თავდაპირველად მოყვანილი იყო ჰიდროპონურ სისტემაში. შემდეგ გადაიტანეს ნიადაგში.

კანაფის გაშიშვლებული ფესვები პირველად ხედავენ სინათლეს.

ზოგიერთი ყვავილედი წარმოქმნის „მელიის კუდს“

კანაბისის თესლებს შეუძლიათ წარმოქმნან „ტყუპები“

ზოგჯერ ერთი თესლიდან შესაძლებელია წარმოიქმნას ორმაგი ფესვი. თითქოს და მცენარეს „შეეძინა“ ტყუპები, რადგაც თითოეული ფესვი შესაძლოა გარდაიქმნას ახალ მცენარედ!

გროვერს დამოუკიდებლად შეუძლია გადაწყვიტოს წარმონაქმნის ბედი. შესაძლებელია ამონაზარდის მოშორება, ან ფრთხილად მისი განცალკევება და ცალკე გადარგვა.

კანაბისის თესლებს შეუძლიათ წარმოქმნან „ტყუპები“

თუ თქვენ ზრდით ორ ამონაზარდს ერთად, ერთ კონტეინერში, ერთი მცენარე მეორეზე დიდი არის ხოლმე. მაგრამ თუ მისცემთ თითოეულ მცენარეს საკუთარ „სახლს“, შესაძლებელია ორივემ გაიხაროს!

„თითები“-ს უცნაური რაოდენობის მქონე ფოთლები

კანაფისთვის ნორმალური და დამახასიათებელია სხვა და სხვა რაოდენობის ფოთლები. ზრდასრული მცენარისთვის ნორმალურია 7 ფოთოლი. თავიდან ჩნდება ერთი ფოთოლი, შემდეგ რაოდენობა იმატებს, ჩნდება ჯერ სამი, შემდეგ ხუთი ფოთოლი და ბოლოს ჩნდება ბოლო წყვილი და ჯამში ვღებულობთ შვიდს.

„თითები“-ს უცნაური რაოდენობის მქონე ფოთლები

კანაბისისთვის ნორმალურია „თითებზე“ ჰქონდეს ცხრა, თერთმეტი ან ცამეტი ფოთოლი. ეს ფოთლების ბუნებრივი ზრდის რითმია.

შაქრის ფოთლები - ნორმალური მოვლენა

მსგავსი ფოთლები ჩვეულებრივთან შედარებით პატარაა. მათ ტრიმსაც უწოდებენ. გრძელდება დავა, ღირს თუ არა მათი დატოვება, თუ სჯობს მოვაშოროთ. გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ. კანაბინოიდის შემცველობა მათში, სხვა, ჩვეულებრივ ფოთლებთან შედარებით მაღალია.

შაქრის ფოთლები - ნორმალური მოვლენა

მოქმედების ხარისხიც ძლიერია გირჩებთან შედარებით. სპეციალისტები „შაქრის ფოთლების“ გამოყენებას გირჩევენ ჰაშიშის წარმოებისთვის, ან საკვებში მისაღებად.

განმეორებითი ვეგეტაციის ფაზა

მცენარის განმეორებითი ვეგეტაცია (რევეგეტაცია) ნიშნავს, რომ თქვენ მოყვავილე მცენარეს აბრუნებთ ვეგეტაციის სტადიაში. მას ასევე „მონსტრკროპინგს“ უწოდებენ. სახელწოდება გამომდინარეობს იქიდან, რომ მცენარე წარმოქმნის უფრო ხშირ ტოტებს.

ზოგიერთი მწარმოებელი სპეციალურად იღებს მცენარეებს მოსავლის აღების შემდეგ.

რევეგეტაციის უპირატესობანი:

  • თქვენ არ გჭირდებათ ახალი კლონის დარგვა;
  • შესაძლებელია ვეგეტაციის პერიოდის შემცირება;
  • არ არის საჭირო პირველადი მცენარისგან განთავისუფლება;
  • განმეორებით მოყვანილი მცენარეები არის უფრო ხშირი.

რევეგეტაციის ნაკლოვანებანი

  • მოყვავილე მცენარის აღდგენას დიდი დრო სჭირდება;
  • მცენარის ვარჯიში შედარებით რთულია;
  • მოსავალი პირველთან შედარებით შეიძლება ნაკლები აღმოჩნდეს;
  • შემოჭრილი „მონსტრი მცენარეები“ უცნაურად გამოიყურება.

ზოგჯერ განმეორებითი ვეგეტაცია ხდება შემთხვევით, მებაღეები რგავენ მოყვავილე მცენარეებს წლის დასაწყისში, შედეგად მცენარე უბრუნდება ვეგეტაციურ ზრდას. არც თუ ისე იშვიათად მებაღეები რგავენ მოყვავილე მცენარეებს და აბრუნებენ ვეგეტაციის სტადიაში. ყველა შემთხვევაში მცენარე ახდენს უცნაურ მრგვალი ფოთლების ფორმირებას რაღაც დროის განმავლობაში, სანამ დაიბრუნებს პირველად რითმს.

განმეორებითი ვეგეტაციის ფაზა


ეს მცენარეები შემთხვევით იყო რევეგეტირებული.

შესაძლებელია მცენარეების გათეთრება ძლიერი შუქით

სინათლით გათეთრება ყველაზე ხშირად გვხვდება ძლიერი დიოდების გამოყენებისას, მსგავსი ეფექტის მოხდენა შეუძლიათ ცუდად ვენტილირებად HPS ნათურებს, რომლებიც მცენარის კენწეროსთან ახლოს მდებარეობს. რა ხდება, როდესაც მცენარე იღებს ძალიან ბევრ სინათლეს. შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითი, როგორ შეიძლება გაღიავდეს თმა, როდესაც დიდ დროს ატარებთ მზეზე.

შესაძლებელია მცენარეების გათეთრება ძლიერი შუქით

როგორც მრავალ წლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, გათეთრებული გირჩები, როგორც წესი, აჩვენებს დაბალ ფსიქოაქტიურობას. არც თუ ისე იშვიათად სტაფში შეიძლება სულ არ იყოს ფსიქოაქტიურობა (ტეტრაჰიდროკანაბინოლის და სხვა კანაბინოიდების პრაქტიკულად ნულოვანი შემცველობა). ამიტომ, მებაღეს მოუწევს კატეგორიულად აირიდოს თავიდან მარტივი გათეთრება!

ზოგჯერ გაუფერულებული კანაბისი ერევათ „ალბინოს კანაბისში“ ან „თეთრ კანაბისში“. მსგავსი შეხედულება არ არის მართებული. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თეთრი ფერი მავნებელია ჯანმრთელობისთვის (მაშინაც კი თუ შესანიშნავად გამოიყურება).

კანაფის მოყვავილე მცენარე გამოყოფს წვენს

არსებობს სხვა და სხვა წარმოდგენა, დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა არის ეს. ბევრი გროვერი ადასტურებს, რომ წვენი ტკბილია და არ შეიცავს უხვი რაოდენობით ტეტრაჰიდროკანაბინოლს.ნივთიერება შედგება შაქრისა და წყლისგან, მისი მოწევა არ შეიძლება. სავარაუდოდ ეს დაკავშირებულია კულტურის მიერ შაქრის წარმოქმნაზე. მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს მაშინ, თუ:

  • მცენარე არის ყვავილობის პერიოდში;
  • მებაღე იყენებს შაქრის დანამატს;
  • თუ სახეზეა დღის და ღამის ტემპერატურის სხვაობა (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ღამე ცივა).

ზოგიერთი შტამი და მცენარე, წარმოქმნიან წვენს სწორედ ასეთ მომენტებში.

კანაფის მოყვავილე მცენარე გამოყოფს წვენს

რამოდენიმე აზრი გროვერებისგან.

„შტამი KosherKush. მისი ყვავილობა გრძელდება დაახლოებით 70 დღე. რომელიც სრულდება მადის აღმძვრელი ტრიქომების წარმოქმნით. როდესაც იყო ხარვესტი, აღმოვაჩინე წვენი, ფერი იყო გამჭვირვალე-ქარვისფერი“.

„მცენარეები იყო გამორეცხილი, ნიადაგს მივეცი გაშრობის საშუალება, გამოვკვებე, გამოვრეცხე და ვაცადე 2-3 დღე მოსავლის აღებამდე. ადრე ვხედავდი რომ გამოიყოფოდა სითხე. ვფიქრობ, რომ მცენარის ფორები ბინძურდება. ვფიქრობ გავსინჯო მომავალ გროვზე და გავიგო მისი სარგებელი. მე გადავყლაპე სითხის შემცველი პატარა ბურთულები, გემო ჰგავს კანაბისს, მაგრამ ეფექტი ვერ აღმოვაჩინე. შესაძლოა ის შეიცავს სხვა კანაბინოიდებს ფსიქოაქტივის გარეშე“.

ზოგჯერ სითხე ჟონავს დაზიანებული ღეროდან, მაგრამ არა ყოველთვის! ზოგჯერ გეგონებათ, რომ სითხე გამოდის ღეროს დაზიანებული ნაწილიდან. ის თაფლს ჰგავს, მარიხუანის გემოთი. ფაქტია, რომ მცენარეში ხდება არც თუ ისე ნორმალური ბიოქიმიური პროცესები.

თქვენს გროვში მიმდინარე ანომალიები შეიძლება ბევრად მეტი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვენ მოგახსენეთ. იკითხეთ ბლოგი და მოიძიეთ სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. როდესაც არ გაქვთ სწრაფი კონსულტაციის საშუალება გამოცდილ სპეციალისტთან, ჩვენი ბლოგი დაგეხმარებათ.