სელექციური თესლებისგან მოყვანილი კანაფის თითოეული მცენარე გამოირჩევა კანაბინოიდების უნიკალური პროფილით, გემოთი და არომატებით, რომლებიც მსგავსი მოცულობით სხვა არც ერთ მცენარეში არ გვხვდება. თვისებების და თავისებურებების კომბინაცია, გემოების და მოქმედების ეფექტების ურიცხვ ვარიაციას ქმნის, რაც დიდად ფასდება იმ ბრიდერებს შორის, რომელთაც შეუძლიათ გახსნან ახალი შესაძლებლობები და განახორციელონ ახალი სელექციური პროექტები, გამოიყვანონ მცენარის ისეთი სახეობები, რომლებიც მეტად შეესაბამება მომხმარებლების მოთხოვნებსა და პრიორიტეტებს. წარმოდგენილ სტატიაში შეძლებთ ჩაეფლოთ ტერპენების საოცარ სამყაროში, შეისწავლოთ მათი სახეობები და გაიგოთ მათი სასარგებლო თვისებების შესახებ.

ტერპენები - მცენარის არომატული მოლეკულები

კანაფის ყველა მოყვარული დარწმუნებულია, რომ მცენარის უნიკალური გემო და არომატი მისი მომხიბვლელობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ სწორედ ტერპენები - ქიმიური არომატული ნაერთები - აგებენ პასუხს მის ორიგინალურ ორგანოლეპტიკურ პალიტრაზე. მოდით, დეტალურად განვიხილოთ ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ახდენს მარიხუანას არომატის ფორმირებას.

ამ მცენარის დაახლოებით 10-30% წარმოიქმნება ტერპენებით, რომლებიც წარმოადგენენ არომატულ მოლეკულებს და წარმოიქმნებიან მცენარის ფისში. არომატების უმეტესობა, რომლებიც კანაფთან ასოცირდება, გახლავთ ტერპენების (და ფლავონოიდების) მოქმედების შედეგი. მათგან განსხვავებით, კანაბინოიდებს მსგავსი თავისებურება არ ახასიათებთ.

რამდენადაც მცენარეს არ შეუძლიათ გადაადგილება, თავის დაცვა მწერებისგან ან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა მეზობელი მცენარეებისთვის, რომლებიც მათ ტერიტორიის დაპყრობას ცდილობენ, მათ უმუშავდებათ თავდაცვის ეფექტური სტრატეგია, რომელიც ძირითადად ეფუძნება „ქიმიურ იარაღს“, რომლის როლსაც ტერპენები ასრულებენ. მაგალითად, ნაწილი აფრთხობს მწერებს, ნაწილი კლავს მათ, ნაწილი გავლენას ახდენს მცენარის მეტაბოლიზმზე და ა. შ. მცენარე იყენებს არომატულ ნაერთებს დამმტვერავი მწერების მოსაზიდად, რაც მათ მწარმოებლურობას უზრუნველყოფს.

ტერპენები გახლავთ მცენარის ეთერზეთების ნაკრები. არომათერაპიაში ტერპენების სასარგებლო თვისებები გამოიყენება ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, განწყობის ამაღლებისთვის, ძილის ნორმალიზებისთვის, ტონუსის ასამაღლებლად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, ლავანდის ეთერზეთი ამშვიდებს და განტვირთავს, როზმარინი კი ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას. კანაფის ეთერზეთები გამოიყენება მედიცინაში, პარფიუმერიაში, კოსმეტიკაში, სანთლებში, ასევე კულინარიაში, არომატიზატორის სახით საკონდიტრო და წვენების წარმოებაში. თანამედროვე ტექნოლოგიები, სხვა და სხვა ტექნიკის გამოყენებით, საშუალებას იძლევა ეფექტურად მივიღოთ ტერპენები კანაფის მცენარიდან. ექსტრაქციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი დისტილაციაა, რომლის საშუალებით ტერპენების მიღება მათი სტრუქტურის მინიმალური დაზიანებით ხდება და ნარჩუნდება მათი ყველა სასარგებლო თვისება. ასეთი მიდგომა უმაღლესი ხარისხის ექსტრაქტების მიღებას განაპირობებს. გარდა ჩამოთვლილი სფეროებისა, ტერპენები დამსახურებულ ადგილს იკავებენ ვეიპინგში. მათ ექსტრაქტებს ამატებენ ელექტრონული სიგარეტის სითხეებში, მრავალფეროვანი არომატების, გემოების და ეფექტის მისაღებად. ასეთი ქმედება, სიამოვნებას არა მხოლოდ მოწევის მოყვარულებს ანიჭებს, არამედ იძლევა ტერპენების და კანაბინოიდების სხვა და სხვა ექსპერიმენტის საშუალებას, როგორც სამედიცინო, ასევე რეკრეაციული მიზნებისთვის.

მოცემული მომენტისთვის, კანაფის შემადგენლობაში ასზე მეტი ტერპენია აღმოჩენილი. თუ განვიხილავთ თითოეული მათგანის ყველა შესაძლო ვარიაციას, მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. მაგალითად, ციტრუსების ტიპიურ არომატს, განაპირობებს ლიმონენის სახელწოდებით ცნობილი ტერპენი, მაგრამ შესაძლებელია მისი კონცენტრაციის ვარირება. ლიმონის ლიმონენები ფორთოხლის ლიმონენის იდენტურია, მაგრამ ყველა ჯიშს აქვს თავის სპეციფიური არომატი, რასაც ლიმონენის და სხვა ტერპენების პროპორცია და ფორმა განაპირობებს, რომლებიც ცვლიან გემოს და არომატის პროფილს. განვიხილოთ ძირითადი ტერპენები.

კანაფის ძირითადი ტერპენები

მირცენის ძალა

მირცენი - კანაფის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტერპენია. გვხვდება კანაფის ჯიშების დაახლოებით 60%-ში. სწორედ მირცენი ქმნის ყველასთვის საყვარელი მიწის და ხის არომატს. მისი ინტენსიური და ადვილად ცნობადი სუნი ხშირად ასოცირდება მანგოს და ციტრუსების ნოტებთან. მირცენს აქვს დამამშვიდებელი თვისებები და ეფექტურია სტრესის, შფოთვის დროს, აუმჯობესებს ძილს და ამსუბუქებს ტკივილს. გარდა ამისა, ეს ტერპენი გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებებით. თი-ეიჩ-სისთან სინერგიაში, მირცენი აძლიერებს მის ფსიქოაქტიურ პოტენციალს.

ლიმონენი

ლიმონენი - არომატული ნაერთი, ციკლური მონოტერპენი, რომელიც ციტრუსების არომატს ქმნის. მრავალი პროფესიონალი მომხმარებელი და გურმანი აღნიშნავს, რომ ლიმონენს აქვს არა ლიმონის ცედრის მომწარო არომატი, არამედ გაჯერებულია ფორთოხლის სიტკბოთი. შესაძლებელია ვიღაცამ მანდარინის ნოტებიც იგრძნოს. ფაქტი ერთია, არომატი არის ციტრუსების. ლიმონენს აქვს შთამბეჭდავი გემო და არომატი, რომელთაც შეუძლიათ განწყობის ამაღლება, სტრესის და დაღლილობის შემსუბუქება. გარდა ამისა, ლიმონენი გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. 

პინენის მაგია

პინენი პასუხისმგებელია ყველასთვის ცნობილ, წიწვის, ფიჭვის და სანელებლების, ცოტა მძაფრი კედარის არომატებზე. უფრო სწორად რომ ვთქვათ ამ ხეების მიერ გამოყოფილი ფისის არომატებზე. გარდა ამისა, პინენი გვხვდება სხვა მრავალ მცენარეში, მაგალითად სალბსა და როზმარინში. პინენი გამოიყენება მედიცინაში, ამოსახველებელი, ბრონქების გამხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალების სახით. მას აქვს ნედლი, ბალახის გემო და შეუძლია კონცენტრაციის და მეხსიერების გაუმჯობესება. საოცრად ეფექტურია ასთმის და სასუნთქი გზების დაავადებების სიმპტომების დროს. სკანკის ჯიშების უმეტესობა გამოირჩევა სწორედ ამ ტერპენის მაღალი შემადგენლობით. გსურთ გაიგოთ, თუ რატომ გაწუხებთ ძლიერი ხველა კანაფის ზოგიერთი ჯიშის მოხმარების დროს? ეს სწორედ პინენის დამსახურებაა. რამდენადაც ის ქმნის ბრონქოდილატატორის ეფექტს (იმ პრეპარატების ანალოგს, რომლებიც გამოიყენება აეროზოლების სახით, სასუნთქი გზების გახსნისა და ბრონქების კუნთების მოდუნებისთვის), პინენის მაღალი შემცველობის მქონე ბოლი იწვევს დიდი რაოდენობის ჰაერის ჩასუნთქვის შეგრძნებას, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერვენტილაცია ან ხველა. პინენი ასევე აძლიერებს კონცენტრაციას და იწვევს ენერგიის მოზღვავებას. 

ლინალოოლის სიმფონია

ლინალოოლი - არომატული ნაერთი, რომელიც კანაფის ყვავილედებს სძენს ყვავილების ტკბილ არომატს, რომელიც ლავანდას მოგაგონებთ. მრავალი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ მთლიანობაში მისი არომატი მოგაგონებთ სურნელს, რომელიც დაგხვდებათ ყვავილების მაღაზიაში შესვლისას, გაზაფხულის ყვავილების გაყიდვის სეზონზე. ეს არის ტერპენი, რომელსაც აქვს ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედება, ასევე ეფექტურია შფოთვის, უძილობის დროს, ქმნის კომპლექსურ სედატიურ ეფექტს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ მისი მოქმედება შფოთვებს 75%-ით ამცირებს. გარდა ამისა, მას აქვს ანალგეტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანტიეპილეპტიკური თვისებები. დღეისათვის ლინალოოლი ასევე გამოიყენება სხვა და სხვა სახის კიბოს თერაპიაში.

კარიოფილენი

კარიოფილენს შეიცავს სხვა და სხვა სახის სანელებელი და მცენარე. მისი შემადგენლობით განსაკუთრებით მდიდარია მიხაკი და პილპილი. ის გახლავთ ანტიოქსიდანტი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. კარიოფილენი - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არომატული ნაერთია კბილის ტკივილის მოსახსნელად. გარდა ამისა, მას აქვს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მოცემული ტერპენის თავისებურება, ადამიანის ენდოკანაბინოიდური სისტემის СВ2 რეცეპტორების გააქტიურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის კანაბინოიდი. ეს აღმოჩენა მედიცინაში გამოყენების მრავალი კვლევის საშუალებას იძლევა.

დასკვნა

ტერპენები კანაფის განუყოფელი ნაწილი გახლავთ, რაც მის თითოეულ ჯიშს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ გემოსა და არომატის პროფილი და სასარგებლო თვისებების სპექტრს სძენს. ტერპენების მრავალფეროვნება ხსნის მომხმარებლების სურვილებისა და მოთხოვნის შესაბამისი, ინდივიდუალური არჩევნის შესაძლებლობებს, რაც მათი სიხარულის მომგვრელი და სარგებელის მომტანია.

პროდუქციის არჩევისას, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის ხარისხს და წარმომავლობას. იდეალური არჩევანია საიმედო მწარმოებლები, რომლებიც გთავაზობენ სერტიფიცირებულ და ლაბორატორიულად შემოწმებულ ექსტრაქტებს.

გაითვალისწინეთ ინდივიდუალური მოთხოვნები, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს და მიიღეთ მისგან უკუკავშირი, მოძებნეთ თქვენთვის სასურველი კომბინაციები, რათა შეიქმნათ ინდივიდუალური და უნიკალური გამოცდილება ტერპენებთან ურთიერთობით. უნდა აღინიშნოს, რომ ტერპენები გახლავთ ერთ-ერთი სხვა მრავალ ქიმიურ ნაერთს შორის, რომელსაც კანაფი შეიცავს. ტერპენები სხვა კანაბინოიდებთან ურთიერთქმედებით, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ კანაფის მოქმედების ფართო სპექტრში. 

ორგანიზმთან ასეთ სასიამოვნო და სასარგებლო კავშირს „ანტურაჟის ეფექტი“ ეწოდება, როდესაც სხვა და სხვა ნაერთის ერთობლიობა, სინერგიაში, აძლიერებს მის პოზიტიურ ზემოქმედებას. იმის მიუხედავად, ხართ თუ არა დამწყები-ენთუზიასტი, გამოცდილი რასტა, თუ კანაფის მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის მომხმარებელი, ან უბრალოდ გურმანი, ტერპენები გთავაზობთ ფართო არჩევანს და შესაძლებლობების ფართო სპექტრს. მათ შეუძლიათ უნიკალური შთაბეჭდილებების შექმნა, სიხარულის და სარგებლის მოტანა. არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების, მიიღეთ ახალი შეგრძნებები, დატკბით კომპოზიციების სიმდიდრით. იყავით ამ სასიამოვნო მოგზაურობის ნაწილი სიდშოპ GanjaSeeds-თან ერთად!