Tropicana Cookies feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    არომატული, ენერგიული და საოცრად ძლიერი - ასეთი სიტყვებით შეიძლება Tropicana Cookies ჯიშის აღწერა. მზიან კალიფორნიაში დაბადებული ჯიში ცნობილი გახდა მისი შესანიშნავი გარეგნობით, ტერპენების უნიკალური პროფილით და შთამბეჭდავი ეფექტით. GanjaSeeds სიდშოპი სიამაყით გთავაზობთ ექსკლუზიური ამერიკული გენეტიკის კანაფის თესლებს.

    გენეტიკა, წარმომავლობა და თავისებურებანი

    ფემინიზირებული ფოტოპერიოდული სატივა-დომინანტი (70/30) ჰიბრიდი, Girl Scout Cookies და Tangie გენეტიკით, უკვე მთელ მსოფლიოში სარგებლობს დიდი პოპულარობით. სტრეინი შეიქმნა აშშ დასავლეთ სანაპიროზე - რომელიც სტაბილური გენეტიკის მქონე ტოპ ჯიშების საქვეყნოდ ცნობილი „სამჭედლოა“.

    Tropicana Cookies - მოგხიბლავთ თავის გარეგნობით. კომპაქტური მცენარის სიმაღლე 60-70 სანტიმეტრს აღწევს ინდორში, ღია გრუნტში ჯიში იდეალურია დამალული გროვისთვის, მისი სიმაღლე მცირედით აღემატება ერთ მეტრს. მკვრივი ყვავილედების კვანძები მოგაგონებთ მწვანე გულებს, რომელსაც აქვს იისფერი ელფერი. გირჩები მორთულია წვრილი, ნარინჯისფერი სტიგმებით და მსხვილი ტრიქომებით. Tropicana Cookies მწარმოებლურობა ჰაშიშის და ექსტრაქტების დამზადების საშუალებას იძლევა.

    მოყვანა

    საუკეთესო არჩევანია პირველი გროუვისთვის. Tropicana Cookies იდეალურია როგორც ინდორის, ასევე აუთდორისთვის. ღია გრუნტის პირობებში ადგილი უნდა იყოს მზიანი და კარგად ნიავდებოდეს, საჭიროა რეგულარულად მორწყვა და სასუქის დოზირებულად დამატება. დარწმუნდით, რომ მცენარეს აქვს საკმარისი სივრცე ზრდისთვის.

    დახურულ სივრცეში მოყვანისას, შეარჩიეთ 15 ლიტრიანი სმარტპოტები ან აეროპოტები. თავდაპირველად გამოიყენეთ საშუალო ზომის ქოთნები, შემდეგ კი გადარგეთ, რათა თავისუფლად განვითარდეს ფესვთა სისტემა. საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ყველა შესაძლებელი და ცნობილი ვარჯიშის მეთოდი.

    სიდშოპი GanjaSeeds ვეგეტაციური მასის და მსხვილი გირჩების მისაღებად რეკომენდაციას უწევს სრული სპექტრის შუქდიოდურ განათებას. ოსცილირებული ვენტილატორების დაყენება გროუბოქსის ზედა და ქვედა ნაწილში უზრუნველყოფს ჰაერის მასების მუდმივ მოძრაობას. ასეთი მიდგომა ხელს შეუშლის ობის გაჩენას და შეინარჩუნებს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს. არ გაიმეოროთ დამწყებთა შეცდომები. მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას და სასუქის რაოდენობის გადაჭარბებას.

    ყვავილობის პერიოდი და მოსავლის მაჩვენებლები

    ყვავილობის პერიოდი ინდორში 60-70 დღეს შეადგენს. აუთდორში მოსავალი მზად იქნება ხარვესტითვის სექტემბრის ბოლოს- ოქტომბრის დასაწყისში. Tropicana Cookies იძლევა შთამბეჭდავ მოსავალს. ინდორში მოსავალი დაახლოებით 400-500 გრამია კვადრატული მეტრიდან. ღია სივრცეში მოყვანისას, მზრუნველი აგრონომი დაახლოებით 600 გრამს აიღებს ერთი ბუჩქიდან.

    გემო და არომატი

    რბილ და სქელ ბოლში იგრძნობა ციტრუსების გამაგრილებელი არომატი და ნამცხვრების მოტკბო გემო. რთული ორგანოლეპტიკური პროფილი მოიცავს მიწის, წიწვის და სანელებლების არომატებს, ფორთოხლის ნოტებით. საერთო ჯამში, გემო მოგაგონებთ ფორთოხლის საწუწნ კანფეტებს, სასიამოვნო, სანელებლების ცოტა მძაფრი და მწველი აკორდებით. უდაოდ უგემრიელესია!

    ეფექტი

    ეფექტი ისეთივე შესანიშნავია, როგორც მისი გარეგნობა, გემო და არომატი. სესიის დასაწყისში ის მომენტალურად გაფანტავს გონებას ენერგეტიკული ცერებრალური იმპულსით. ავსებს ცნობიერებას და სხეულს ნეტარებით და შემოქმედებითი მოტივაციით, ფიზიკური მდგომარეობა არ იცვლება, მაშინ როდესაც ცნობიერება სულ უფრო ზევით იწევს სტრატოსფეროს ზედა ფენებისკენ.

    იდეალური ჯიშია დღისით მოხმარებისთვის, აქვს თი-ეიჩ-სის მაღალი მაჩვენებელი (25%-მდე). ქვეყნების მრავალ დისპანსერში, სადაც ლეგალურია სამედიცინო მარიხუანა, ჯიში ითვლება საუკეთესო დამხმარე საშუალებად დეპრესიული აშლილობის, უმადობის, ხასიათის ხშირი ცვლილების, ქრონიკული სტრესის და შფოთვების დროს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:9 - 11 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Tropicana Cookies feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 23 აპრილი 2024 08:12
      ტროპიკ

      ძაან მაგარი ჯიშია

    Read all 1 review on Tropicana Cookies feminised Ganja Seeds
    ყიდვა Tropicana Cookies feminised Ganja Seeds
    ​არომატული, ენერგიული და საოცრად ძლიერი - ასეთი სიტყვებით შეიძლება Tropicana Cookies ჯიშის აღწერა. მზიან კალიფორნიაში დაბადებული ჯიში ცნობილი გახდა მისი შესანიშნავი გარეგნობით, ტერპენების უნიკალური პროფილით და შთამბეჭდავი ეფექტით.
     მარაგშია 
    17.30
    24.70
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.