Swiss Chocolate CBD feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    თუ გსურთ განტვირთვა რეკრეაციული კანაფისთვის დამახასიათებელი, ცნობიერების შეცვლის გარეშე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სტაბილური გენეტიკის და ზემოქმედების ძლიერი ეფექტის მქონე ამ შესანიშნავ ჰიბრიდს. ეს შესანიშნავი არჩევანია მარიხუანას სამედიცინო ჯიშების მოყვარულთათვის, სი-ბი-დი-ს მაღალი შემცველობით. გარდა ამისა, სტრეინი შესანიშნავი არჩევანია შედარებით ძლიერ ფსიქოაქტიურ ჯიშებთან კუპაჟირებისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ გაამრავალფეროვნოთ ორგანოლეპტიკური გამის მიქსი და გაზარდოთ შეგრძნებების დიაპაზონი.

    გენეტიკა, ვიზუალი და მახასიათებლები

    Swiss Chocolate CBD – ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ინდიკა-დომინანტი ჰიბრიდი სი-ბი-დი-ს მაღალი (15%) და თი-ეიჩ-სი-ს დაბალი (0,25%-ზე ნაკლები) შემცველობით, რაც განსაზღვრავს მის თერაპიულ თავისებურებას. ნაკლებია რეკრეაციული თვისებები, რადგან სწორედ ტეტრაჰიდროკანაბინოლი გახლავთ პასუხისმგებელი ეიფორიასა და ცნობიერების ცვლილებაზე.

    მისი სტაბილური გენეტიკა, შეჯვარებულია CBD სამედიცინო ჯიშთან, რამაც განაპირობა შოკოლადის გემო და მოყვანის სიმარტივე, ყველაზე გამოუცდელი მებაღეც კი, საჭირო ყურადღების გამოჩენის შემთხვევაში, შეძლებს შთამბეჭდავი შედეგის მიღებას. Swiss Chocolate CBD ახასიათებს სწრაფი ზრდა ვეგეტაციის ეტაპზე, აქვს კომპაქტური სტრუქტურა, საშუალო კვანძთაშორისი დაშორებებით და მრავალი გვერდითი ტოტებით. მსხვილი მუქი მწვანე გირჩები დაფარულია არომატული ტრიქომების შთამბეჭდავი ფენით, გეგონებათ ლაქით ან გლაზურით არის დაფარული, რასაც ღირსეულად შეაფასებენ კონცენტრატების მოყვარულები.

    მოყვანა

    ჯიში ადაპტირებულია როგორც ინდორში, ასევე აუთდორში მოყვანისთვის. ჰიბრიდი საუკეთესო შედეგს იძლევა თბილ, ზომიერად ტენიან კლიმატში. ცალკე ყურადღებაა გასამახვილებელი მორწყვის და სასუქის დამატების გრაფიკზე. არ მოგივიდეთ ზედმეტი! მოერიდეთ ზედმეტ მორწყვას და სასუქის დამატებას, რადგან სწორედ ეს იწვევს ფესვების ლპობას და საკვები ნივთიერებების ბლოკირებას. Ganja Seeds სიდბანკის ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ დაბალანსებულ ორგანულ სასუქს, რომლებიც დაგეხმარებათ სრულად გახსნათ კანაბინოიდების და ტერპენების პროფილი. თესლების გაღვივების შემდეგ, ჩარგეთ მცენარე ტორფიან აბებში ან მინბამბის კუბიკებში, შემდეგ მოათავსეთ ორგანული გრუნტის ორმოში, გაამდიდრეთ მიკორიზით ან ტრიქოდერმით.

    ბუჩქის სიმაღლე ინდორში 2 მეტრს, ხოლო აუთდორში 3 მეტრს აღწევს, რაც გასათვალისწინებელია სივრცის შერჩევისას. სიმაღლის კონტროლის და ვეგეტაციური მასის სწორად განაწილებისთვის, ავარჯიშეთ მცენარე ნებისმიერი მეთოდით, თქვენი გამოცდილებისა და თეორიული ცოდნის დიაპაზონში. მსგავსი მიდგომა საგრძნობლად გააუმჯობესებს მოსავლის რაოდენობას და ხარისხს.

    ინდორისთვის გამოიყენეთ 12-15 ლიტრიანი სმარტპოტი ან აეროპოტი, ორგანული გრუნტი სადრენაჟო კომპონენტების ან სხვა სახის სუბსტრატის დამატებით. გარდა ამისა Swiss Chocolate CBD ჯიში კარგად იზრდება ჰიდროპონურ და აეროპონურ სისტემაში. უზრუნველყავით მცენარე სრული სპექტრის შუქდიოდური განათებით, 18/6 ან 20/4 რეჟიმით ვეგეტაციის სტადიაზე და 12/12 ყვავილობის დასაწყებად. დაამონტაჟეთ საიმედო სავენტილაციო სისტემა ჰაერის სრულფასოვანი ცირკულაციისთვის.

    ყვავილობის ვადები და მოსავალი

    Swiss Chocolate CBD გამოირჩევა განსაკუთრებული გულუხვობით, ინდორის პირობებში ის 60-65 დღეში დააჯილდოვებს მზრუნველ გროუვერს 450-500 გრამი მკვრივი და არომატული გირჩებით, კვადრატული მეტრიდან. აუთდორში, შთამბეჭდავი 700-900 გრამი მოსავლის მიღება შესაძლებელი იქნება სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში.

    გემო და არომატი

    სტრეინის არაორდინალური გემოსა და არომატის გამაში იგრძნობა შვეიცარული რძის შოკოლადის გემო, თხილის, ნუგის, ნუშის, თაფლის, ციტრუსების ნოტებით, ყვავილების, ხილის და ხის მსუბუქი აკორდებით, რაც სრულად მოიცავს თქვენს რეცეპტორებს.

    სამედიცინო ეფექტი

    Swiss Chocolate CBD აქვს კომპლექსური განმტვირთავი ზემოქმედება, ცნობიერების ცვლილების გარეშე, რაც მისი მოხმარების საშუალებას იძლევა დღის ნებისმიერ დროს, არ კარგავთ აქტიურობას და აზროვნებას. ჯიში ეფექტურად უმკლავდება კუნთების სპაზმებს, კრუნჩხვებს, უძილობას, ახდენს ტკივილების კუპირებას, ეფექტურია შაკიკის, ნებისმიერი ანთების, შფოთვების, ფსიქოემოციური აშლილობის სპექტრის დროს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:ძალიან მაღალი - 300 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:მაღალი - 200 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:ძალიან მაღალი - 1000 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან
    THC:საკმარისი - 9%-მდე
    CBD:ექსტრემალური -15+%
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:თხილის
    ეფექტი:ეიფორია რელაქსაციაში
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:არა
    თასის გამარჯვებული:არა
  • Swiss Chocolate CBD feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Swiss Chocolate CBD feminised Ganja Seeds
      ​თუ გსურთ განტვირთვა რეკრეაციული კანაფისთვის დამახასიათებელი, ცნობიერების შეცვლის გარეშე, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სტაბილური გენეტიკის და ზემოქმედების ძლიერი ეფექტის მქონე ამ შესანიშნავ ჰიბრიდს.
       მარაგშია 
      9.50
      19
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.