• აღწერილობა

    Mimosa — ნამდვილი მარგალიტია კანაფის სამყაროში. რთული სელექციის შედეგად მიღებული ჰიბრიდი - ნამდვილი სიამაყე და ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა GanjaSeeds ბრიდერებისთვის. აქვს მრავალი ჯილდო და პოპულარობით სარგებლობს გროუვერებსა და მომხმარებლებს შორის.

    ჯიშის გენეტიკა და თავისებურებანი

    Mimosa – ფემინიზირებული ფოტოპერიოდული სატივა დომინანტი ჰიბრიდია (70/30). გამოყვანილია Clementine და Purple Punch შეჯვარების შედეგად. სტრეინის ვიზუალი ყველას მოხიბლავს: ჰაეროვანი პირამიდისებური ყვავილედები მორთულია კაშკაშა ნარინჯისფერი სტიგმებით და დაფარულია კაშკაშა, საოცარი არომატის მქონე ტრიქომების ფენით. უკვე ყვავილობის ეტაპზე მას აქვს ხის, მინდვრის ყვავილების და სანელებლების არომატი.

    კანაფის მოყვანა

    Mimosa ადაპტირებულია ნებისმიერი გარემოსადმი. ინდორი თუ აუთდორი, გროუბოქსი თუ პარტიზანული გროვი? არჩევანი თქვენზეა! კომპაქტური სტრუქტურის მცენარე შესანიშნავი არჩევანია როგორც დამწყებთათვის, ასევე პროფესიონალთათვის.

    ინდორში მოყვანის შემთხვევაში უზრუნველყავით ფესვთა სისტემა 12-15 ლიტრიანი ქოთნით, მიკორიზით გამდიდრებული, ორგანული, დრენირებული გრუნტით. შექმენით ოპტიმალური პარამეტრები მიკროკლიმატისათვის, სრული სპექტრის შუქდიოდური განათება და მიღებული მოსავალი აუცილებლად გაგახარებთ.

    Mimosa-ს აუთდორში მოყვანა საჭიროებს შესაფერისი ადგილის მოძებნას. საჭიროა სივრცე ნიავდებოდეს და მზე დღის განმავლობაში მინიმუმ 8-10 საათი ხვდებოდეს. ამოთხარეთ ორმო, მოათავსეთ მასში მდუღარე შებენი, ცეოლიტი ან კერამზიტი. ჩაყარეთ მასში ნაყიდი მიწა, შერეული პერლიტით და/ან ვერმიკულიტით. ორმო დაამუშავეთ მიკორიზით. თესლები სახლში გააღვივეთ და როდესაც მოძლიერება თამამად დარგეთ. იყავით ყურადღებიანი, დაიცავით მორწყვის და სასუქის დამატების გრაფიკი.

    ინდორში ყვავილობის დრო 9-10 კვირას შეადგენს. აუთდორში მოსავლის აღებას ოქტომბრის დასაწყისში შეძლებთ. მოსავალი გროუბოქსში ან კარავში 350-400 გრამია კვადრატული მეტრიდან. ბუჩქიდან 500-550 გრამი.

    ტერპენების და კანაბინოიდების პროფილი

    ტერპენების ფართო პროფილში უპირატესია ლიმონენი, რომელიც პასუხისმგებელია ციტრუსის არომატზე და ანტიდეპრესიულ თვისებებზე, ასევე მირცენი, რომელიც ხელს უწყობს განტვირთვას და ტკივილის შემცირებას. ჯიში ახდენს კანაბინოიდების საუკეთესო მახასიათებლების დემონსტრირებას. გარდა თი-ეიჩ-სი-ს მაღალი მაჩვენებლისა (22%), რომელიც ძლიერი და ხანგრძლივი რეკრეაციული ეფექტის გარანტიას იძლევა, ჯიშს აქვს სხვა ღირებული კანაბინოიდები, ისეთები როგორიცაა სი-ბი-დი და სი-ბი-ჯი, რომლებიც „ანტურაჟის ეფექტთან“ ერთად, წარმოაჩენენ დამატებით თერაპიულ თვისებებს.

    გემო და არომატი

    Mimosa – მრავალფეროვანი არომატებით ხასიათდება: ციტრუსები, ტროპიკული ხილი, კლასიკური ინდიკასთვის დამახასიათებელი მიწის, წიწვის, პიკანტური, სანელებლების და სატივასთვის დამახასიათებელი თაფლის- ყვავილების ნოტები. ასეთი „თაიგული“ ნებისმიერი მომხმარებლის გემოვნურ რეცეპტორებს აღაფრთოვანებს. სტრეინი იდეალურია კანნა სამზარეულოსთვის, დესერტების და ნამხვრის გამოსაცხობად.

    ეფექტი

    სტრეინი სავსეა სატივას ენერგეტიკით, აუმჯობესებს განწყობას და მატებს კრეატიულობას. იდეალური დილის და დღის ჯიშია, საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომუნიკაციის გაუმჯობესებისთვის, შებოჭილობის მოსახსნელად და სოციალური აქტივობის ზრდისთვის.

    შთამბეჭდავია მისი სამედიცინო თვისებებიც. მისი დაბალანსებული გენეტიკის წყალობით, ის დაგეხმარებათ დეპრესიასთან, შფოთვებთან და სტრესთან ბრძოლაში, ამსუბუქებს ტკივილს, ხსნის ანთებას, კუნთების დაძაბულობას.

    Mimosa — ეს არის კანაფის ჯიში, რომელიც ნამდვილად იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მისი მდიდარი გენეტიკა, გამორჩეული მახასიათებლები, მომხიბლავი ვიზუალი და შესანიშნავი გემოვნური თვისებები, იდეალურს ხდის მას იმათთვის, ვინც ეძებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:9 - 11 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Sativa / Indica
    გენეტიკა:Skunk
    მოსავლის გასუფთავება:ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ციტრუსის
    ეფექტი:ეიფორია
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:არა
  • Mimosa feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    1
    0
    0
    0
    0
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
      • 20 ოქტომბერი 2023 09:16
      mimosa

      ეს შევიძინე ივნისში და 1 კვირის წინ ავიღე.ჯერ კიდევ გაშრობის პროცესშია მაგრამ რაც გავინჯეთ არის უმაგრესი.კიდე ცოტაც და მერე იქნება ბომბი. განჯა ბრავო იმდენი სიახლეა უკვე იმედი მაქვს სხვებიც ასეთი ხარისხის იქნება.თქვენ იცით სეზონზე კიდევ გესტუმრებით😘

    Read all 1 review on Mimosa feminised Ganja Seeds
    ყიდვა Mimosa feminised Ganja Seeds
    Mimosa — ნამდვილი მარგალიტია კანაფის სამყაროში. რთული სელექციის შედეგად მიღებული ჰიბრიდი - ნამდვილი სიამაყე და ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა GanjaSeeds ბრიდერებისთვის.
     მარაგშია 
    12.40
    24.70
    კონტაქტი
    Location
    თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
    Time
    ორშ-პარ 09:00 – 21:00
    კალათა
    საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.