Dos-Si-Dos feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
ბაზარზე გამოჩენისთანავე, თი-ეიჩ-სი-ს მაღალი შემცველობის (23%-მდე) მქონე ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჰიბრიდი, მომენტალურად გახდა ფავორიტი მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შორის. მისი გემოსა და არომატის, მკვეთრად გამოხატული ინდიკას ეფექტის წყალობით, Do-Si-Dos იმდენად უნიკალურია, არასდროს აგერევათ სხვა სტრეინებში, ბუჩქის გარეგნობა გროვის პროცესს ვიზუალური სიამოვნების ელემენტს შეჰმატებს.
ჯიშის გენეტიკა და თავისებურებანი
Do-Si-Dos – Girl Scout Cookies და Face Off OG შთამომავალია, რომელთა საწყისი ლეგენდარული OG Kush-ია. ამერიკული კუშის გენეტიკის მოქმედების პოტენციალი შეიძლება ზედმეტად ინტენსიური იყოს დამწყები მომხმარებლებისათვის, ასევე ზედოზირებული მოხმარებისას. GanjaSeeds სიდშოპის ექსპერტები გირჩევენ ჯიში გაიცნოთ მცირე დოზებით, თანდათანობით შეგიძლიათ რაოდენობა გაზარდოთ და თავად იპოვოთ ინდივიდუალური კომფორტის დოზა.
ვიზუალი
ჯიში გამოირჩევა მინიატურულობით, ინდორში მისი სიმაღლე იშვიათად აღემატება 80 სანტიმეტრს. აუთდორში იდეალურ პირობებში ბუჩქი 1,5 მეტრს აღწევს. ტემპერატურის შემცირებისას, მომწიფების დასასრულს, ანტოციანების წყალობით, ფოთლებს ეძლევა მეწამული ელფერი, ერწყმის მწვანეს, იმოსება ქარვისფერი სტიგმებით, ბუჩქი ხდება ბოტანიკური ხელოვნების ნამდვილი შედევრი. სტრეინს ახასიათებს ტრიქომების მაღალი მწარმოებლურობა.
მოყვანა
Dos-Si-Dos გამოირჩევა ზომიერი პრეტენზიულობით და მოითხოვს კანაფის კულტივაციის საბაზისო თეორიულ ცოდნას. ჯიში საუკეთესო შედეგებს თბილ, ზომიერი ტენიანობის, მზიან გარემოში იძლევა. ფესვთა სისტემის სრულფასოვანი განვითარებისთვის დაამატეთ მიკორიზა ან ტრიქოდერმა. მიყევით მორწყვის გრაფიკს, დროულად დაამატეთ სასუქის დაბალანსებული „კომპოტი“. აწარმოეთ მწერების და დაავადებების შემოტევის რეგულარული მონიტორინგი, ასევე დაიცავით ოპტიმალური პირობები. არ გაიმეოროთ დამწყებთა შეცდომები! იყავით ყურადღებიანი და მომთხოვნი. Do-Si-Dos აუცილებლად დააფასებს თქვენს ზრუნვას და ციკლის დასასრულს უხვად დაგაჯილდოებთ. მოსავლის რაოდენობის ზრდისთვის გამოიყენეთ ვარჯიშის სხვა და სხვა მეთოდები (LST და ტოპინგი ვეგეტაციაზე, ასევე სუპერკროპინგი, SOG/SCROG ყვავილობის ეტაპზე).
ინდორში აუცილებელი იქნება ვენტილაცია და მცენარის განიავება, ასევე საჭიროა საიმედო ნახშირის ფილტრი. განათებისთვის გამოიყენეთ ძლიერი დნატ ნათურები ან სრული სპექტრის შუქდიოდური სანათები 18/6 ან 20/4 რეჟიმში, ყვავილობის დასაწყებად გადადით 12/12-ზე.
მომწიფების ვადები და მოსავალი
მისი კომპაქტურობის შესაბამისად, მას ახასიათებს მოსავლის საშუალო რაოდენობა - 400 გრამამდე კვადრატული მეტრიდან ინდორში სტარტიდან 10-11 კვირის შემდეგ და 350 გრამი ბუჩქიდან აუთდორში ოქტომბრის დასაწყისში.
გემო და არომატი
დინამიური ორგანოლეპტიკური პალიტრა გამორჩეულია. ტკბილი საწყისი მომენტალურად იცვლება კუშის სველი მიწის, ბალახის და ფიჭვის აკორდებით. სქელი ბოლი იხსნება ციტრუსების და ყვავილების გემოებით.
ეფექტი
არ შეგაშინოთ ენერგიის მომენტალურმა მომატებამ, მას მოჰყვება ინდიკას ძლიერი ტალღა, რომელიც თანდათანობით მოგიცავთ, თავიდან ფეხებამდე იგრძნობთ ღრმა რელაქსს. ფიზიკურ რელაქსთან ერთად, გონება ეფლობა მედიტაციურ, გაწონასწორებულ მდგომარეობაში, ხსნის ცნობიერების სიღრმეებს, იდილიაში მოყავხართ შინაგან სამყაროსთან. იდეალური ჯიშია საღამოს მოხმარებისთვის.
სამედიცინო პოტენციალი
ძირითადი ტერპენების - ლიმონენის, პინენის, კარიოფილენის რთული პროფილის წყალობით, სტრეინს აქვს მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სედატიური თვისებები, რაც ეფექტურს ხდის მას ემოციური სპექტრის აშლილობის, უძილობის, კუნთების სპაზმების, ქრონიკული და მწვავე ანთებების კუპირების და ნებისმიერი სახის ტკივილების დროს.
ჩაატარეთ ექსპერიმენტი, დატკბით პროცესით და მიღწეული შედეგით! სიდშოპი GanjaSeeds გისურვებთ მარტივ და სასიამოვნო გროვს!
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 80 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან THC: ძალიან მაღალი - 20 - 24% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 9 - 11 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa გენეტიკა: Kush მოსავლის გასუფთავება: ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ნოემბრის დასაწყისამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: მიწის ეფექტი: მცირე ეიფორია, რელაქსაცია სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა
ეს ყოფილა სასწაული. რაის გაგარინი და რაის ოპიუმი. ვისაც არ გაგიზრდიათ ყველას გირჩევთ. მარაგში კიდევ თუ გაქვთ 100 ცალის შეძენას ვაპირებ უახლოეს მომავალში