Pineapple Chunk feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
ხილის და კენკრის სახელწოდების ჯიშები ყოველთვის დიდ ყურადღებას და ინტერესს იწვევენ. Pineapple Chunk -იც არ არის გამონაკლისი. ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც ერთხელ მაინც გასინჯავენ ანანასს, აღფრთოვანებულნი რჩებიან მისი ტკბილი და ტროპიკული გემოთი. დღეისათვის, ეს შესანიშნავი ჯიში ძალიან ტრენდულია. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ანანასი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ჯიშია.
გენეტიკა
Pineapple Chunk - ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ინდიკა-დომინანტი ჰიბრიდია (80/20) თი-ეიჩ-სი-ს მაღალი (25%-მდე) და ზომიერი სი-ბი-დი (1,1%) შემადგენლობით. ბრიდერების დიდი შრომის და სამი ჯიშის - Pineapple, Skunk #1 და Cheese სკურპულოზური სელექციის შედეგად, Pineapple Chunk ლოგიკური შედეგია, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა მთელს მსოფლიოში. გენეტიკური თვისებების ჰარმონიულმა კავშირმა დააჯილდოვა ჯიში უნიკალური ვიზუალური მახასიათებლებით და შესანიშნავი არომატით.
ვიზუალი და თავისებურებანი
Pineapple Chunk აქვს კომპაქტური სტრუქტურა - 90-100სმ. ინდორში და 120 სანტიმეტრამდე ღია სივრცეში. კვანძებს შორის მოკლე დაშორების მქონე გაშლილი ტოტები, ახდენენ ფუმფულა, ინდიკას ვეგეტატიური მასის ფორმირებას, პირამიდისებური, კუპრიანი, მწიფე ლაიმის ფერი ყვავილედებით. უნდა აღინიშნოს არაჩვეულებრივი სილამაზის სტიგმები, რომლებიც ალისფრად ფარავს გირჩების ზედაპირს. ჯიშის გარეგნობა ნამდვილად შთამბეჭდავია!
მოყვანა
Pineapple Chunk მოყვანა შესაძლებელია როგორც ინდორში, ასევე აუთდორში. მის მოყვანას შეძლებს როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი მებაღე. საკმარისია უზრუნველყოთ სათანადო პირობები: თბილი, მზიანი კლიმატი, ზომიერი ტენიანობა და მიკორიზით გამდიდრებული კარგი გრუნტი. დაბალანსებულ გენეტიკას აქვს ძლიერი იმუნიტეტი, ხოლო სკანკის ფლავონოიდები შესანიშნავი ბუნებრივი საშუალებაა მწერებისგან დასაცავად. და მაინც, დროულად მოახდინეთ რეაგირება ამა თუ იმ საფრთხეებზე. გახსოვდეთ, რომ თქვენს წინაშე არ არის უნივერსალური ჯარისკაცი, თქვენს წინაშეა „მანდილოსანი“, რომელიც მადლობელი იქნება ყურადღების, სითბოსა და ზრუნვისთვის.
დახურულ სივრცეში მოყვანისას, რეკომენდაციას ვუწევთ 15-20 ლიტრიან სმარტპოტებს ან აეროპოტებს. მცენარე ექვემდებარება დეფოლაციას და სიმაღლის კონტროლს (FIM, LST, SOG/SCROG). Pineapple Chunk ესაჭიროება სრული სპექტრის შუქდიოდური განათება და მიკროკლიმატის მაჩვენებლების კონტროლი. ობის და სოკოს გაჩენის თავიდან ასაცილებლად საჭიროა სათანადო ვენტილაცია. ნახშირის ფილტრიანი ვენტილაციის სისტემის მონტაჟი თავიდან აგაცილებთ ყვავილობის სტადიისთვის დამახასიათებელ არასასიამოვნო სუნს. მორწყეთ მცენარე რეგულარულად, გრაფიკის შესაბამისად.
ყვავილობა და მოსავალი
რასაც გასცემ, იმას მიიღებ! ზოგადად ასეთია გროვის პრინციპი, გამონაკლისი არც Pineapple Chunk-ია. ჯიში უხვი მოსავლით დაგაჯილდოებთ თქვენი ზრუნვისა და ყურადრებისთვის. ინდორში შესაძლებელია კვადრატული მეტრიდან 600 გრამი მოსავლის მიღება, 55-60 დღეში. აუთდორში, სექტემბრის ბოლო დეკადაში ბუჩქიდან 500-550 გრამს მიიღებთ.
გემო და არომატი
მწიფე ანანასის გემოს გარდა, თქვენ შეიგრძნობთ კლასიკური ინდიკას მიწის, ყველის, მომჟავო-მოტკბო ხილის და ყვავილების კომპოზიციას, რომელსაც ავსებს სკანკის პიკანტური და სანელებლების აკორდები. გემო ნამდვილად ფანტასტიურია.
რეკრეაციული და სამედიცინო მოქმედება
Pineapple Chunk იწვევს ცერებრალური აღგზნების შეგრძნებას, საწყის ეტაპზე იგრძნობა ძლიერი ეიფორია. ენერგეტიკულ აღმასვლას მოყვება ხანგრძლივი მოდუნება, მოიცავს მთელ სხეულს. სედატიური და თერაპიული ზემოქმედება დაგეხმარებათ სტრესის, დეპრესიის, შფოთვის, ქრონიკული ტკივილების და ანთების დროს. ბოლოს, გარანტირებული გაქვთ ღრმა და მშვიდი ძილი, რაც იდეალურს ხდის სტრეინს უძილობის დროს.
აუცილებლად გაეცანით Pineapple Chunk, თქვენ ჩაეფლობით არომატულ ატმოსფეროში, რის შემდეგაც ამ შეგრძნების განცდა, სულ უფრო ხშირად მოგინდებათ!
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 100 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან THC: ძალიან მაღალი - 20 - 24% CBD: საშუალო - 0,6 - 2% ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa გენეტიკა: Cheese მოსავლის გასუფთავება: სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ტროპიკული ეფექტი: ეიფორია რელაქსაციაში სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა - Pineapple Chunk feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 1 review on Pineapple Chunk feminised Ganja Seeds
magari jishia es . me maqvs barney es jishi gazrdili da mkvleli iyo. exla viyide aq vnaxot rogor gaamartlebs. sxva jishebi tqventan nayidi yvela kai gamodga da tan fasic sakaifo gaqvt