• აღწერილობა

    Blueberry-ი წარმოადგენს მარიხუანის კლასიკას შემდეგი ჯიშების გენეტიკური ნაერთის სახით: Highland Thai, Purple Thai და Afghani Indica. მის შემადგენლობაშია: 20% –Sativa და 80% – Indica. ამ შტამმა, მსგავსად სხვა ჰოლანდიური შტამებისა, დაიკავა თავისი სამართლიანი ნიშა მარიხუანის მოყვარულთა მსოფლიო ბაზარზე. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ТГК აღწევს 19,5%, რაც დამტკიცებულია ლაბორატორიაში აბსოლუტურად დამოუკიდებელი კვლევებით.

    მარიხუანას ჯიში Blueberry ეკუთვნის მსხვილი შტამების რიცხვს, რომლებიც არიან ძლიერი და გამძლეები. გამოცდილი გროვერები უპირატესობას ანიჭებენ ამ ჰიბრიდს, მისი განუმეორებელი და უნიკალური გარეგნობის გამო. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ შეიძინოთ Blueberry-ის ფემინიზირებული კაკლები.

    ძირითადი მახასიათებლები

    Blueberry-ი აღწევს საშუალო სიმაღლეს, დაახლოებით 45-55 სმ–ს. ამასთან მას აქვს რამოდენიმე განშტოება. აღნიშნულ მცენარეს აქვს დიდი შავი ფოთლები. ოპტიმალურია ამ მცენარის გაზრდა ღია გრუნტში ორგანული სასუქების გამოყენებით, რაც დაეხმარება მცენარეს შეინარჩუნოს მისი გემოს თვისებები, ამასთან ერთად უზრუნველყოფს პროდუქტის ხარისხის გაზრდას. ფისის უხვი რაოდენობის გამო აღნიშნული მცენარე მოგვაგონებს White Widow-სს. მომყვანებს მოსწონთ ამ მცენარის მიმზიდველი ხილის არომატი და გემო, ასევე მოწევის შემდეგ მისი ხანგრძლივი მკვეთრი ეფექტი.

    მოყვანა და რეკომენდაციები

    მსგავსად სხვა გამოჩენილი ჰიბრიდებისა, Blueberry-მა ასევე გაუძლო ხარისხის გამოცდას. აღნიშნული ჯიშის კაკლები იძლევიან ამონაყარს მინერალურ ბამბაზე, განათების მეთოდის – HPS 600Вт–ზე გამოყენებით, რის შედეგადაც ბუჩქები იძენენ საკმაოდ შთამბეჭდავ გარეგნობასა და ფორმებს. ერთმანეთთან ახლოს მყოფი განშტოებებიც იძლევიან კარგ ეფექტს.

    მომწიფების პროცესში, ოპტიმალური ტემპერატურის 24-28°C პირობებში, ღერო ხდება მკვეთრი წითელი ფერის. ცივი კლიმატის პირობებში კი ღერო იძენს იისფერ და ლურჯ შეფერილობას. ლურჯ–წითელი შეფერილობა ჩნდება მარიხუანას ამ ჯიშის მომწიფების სრული ციკლის განმავლობაში. ეს საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ ბუნების იმ საოცრებას, რომელიც მისაწვდომია მარიხუანის გამოცდილი გროვერებისთვის. ოპტიმალურ პირობებში მისი მოყვანისას მოსალოდნელია მაღალი ხარისხის მოსავლის მიღება. არაჩვეულებრივი ჰიბრიდი Blueberry უდავოდ წარმოადგენს ერთ–ერთ ყველაზე არომატულ და მოთხოვნად ჯიშს მარიხუანის ბაზარზე.

    სამედიცინო თვისებები

    Blueberry-ს გააჩნია ზომიერი და რბილი ეფექტი. ამის გამო აღნიშნული ჯიში გამოიყენება მედიცინაში სხვადასხვა დანიშნულებით, როგორიცაა კუნთების დაძაბულობის მოხსნა, ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილის მოხსნა (განსაკუთრებით ხერხემლის ზედა ნაწილებში), ასევე იგი გამოიყენება განწყობის ასამაღლებლად და შფოთვისა და სტრესის მოსახსნელად. მისი მთავარი თვისებაა მისი ფსიქოტროპული ზემოქმედება.

    არომატი და ეფექტი

    Blueberry-ს ჯიშს აქვს ორიგინალური გემო, რომელშიც იგრძნობა მოცვის ნოტები. ეს პოპულარული ჰიბრიდი იძლევა ყვავილების არომატს, რომელიც დიდი ხანი გრძელდება. სწორედ ამიტომ იგი სარგებლობს დიდი პოპულარობით მთელს მსოფლიოში. გარდა ამისა, იგი გამოირჩევა მაღალხარისხიანი ხანგრძლივი ეიფორიის ეფექტით.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    THC::18 - 22%
    СBD::საშუალო
    სქესი::მდედრი
    გაშენების::Greenhouse, Outdoor, Indoor
    ყვავილობა::ფოტო პერიოდული
    სამედიცინო::დიახ
    მოსავლიანობა::500-700 გ/მ^2
    დამწყებთათვის::დიახ
    მცენარის სიმაღლე::80-130 სმ
    სასიცოცხლო ციკლი::2,5 თვე
    თასის გამარჯვებული::დიახ
    ეფექტი::დამამშვიდებელი, მომადუნებელი, ხანგრძლივი
    გემო::იდეალური ხილის ტკბილი არომატი მოცვის გემოთი და მიწის ნოტებით
    მახასიათებლები::კარგი კომპაქტური მცენარე, რომელსაც აქვს წითელი, იისფერი, ლურჯი და ლავანდისფერი შეფერილობა
    GTIN:8909674817748
    SKU:GE940SKU
  • Blueberry გამოხმაურება
    6
    0
    0
    0
    0
    2
    Average customer rating
    5.00-დან 5 ვარსკვლავი
    • g
      • 16 აპრილი 2019 17:01
      გამოხმაურება Blueberry

      ანუ ჩვეულებრივ მიწაში დათესვისდროსაც ხოამოდის ჩვეულებრივად? თუ თავიდან ბამბით უნდა ?

    • G
      • 07 აპრილი 2019 17:40
      გამოხმაურება Blueberry

      სალამი.
      სად შევიძინო დამაკვალიანეთ ვერაფერი გავიგე
      შეასძლებელია ადგილზე მიტანით?

    • N
      • 14 თებერვალი 2019 12:47
      გამოხმაურება Blueberry

      რატომღაც მართლა ლიდერია და ძალიან დიდ პატივს ვცემ ბლუბერს. ჯერ მართლა რა ლამაზია ყვავილობის დროს. მე ინდორ მეთოდით ვზრდიდი სულ ამას, ოღონდ განატება უეჭველი აუცილებელია თორე ისე ვერ გაქაჩავს. პატარააა კომპაქტური . ეფექტიც ძაან ნორმალურია, არაა დამანგრეველი და რაღაც გასაგიჟებელი მაგრამ საკმარისი ვისაც ევასება ნორმა ))). მე მყოფნის საკაიფოდ ეხლაგარეთაცც ვცდი ამას და კიდევ სხვა კაკალებსაც. გირჩევთ ყველას განჯა მაგარია

    • B
      • 25 იანვარი 2019 17:03
      გამოხმაურება Blueberry

      მე მქონდა გამოწერილი, გარეთ გავზარდე და ისეთი ლამაზი გოგო გაიზარდა, ეფექტიც მშვენიერი. ცოტა დიდ ხანს ველოდე დარამდენ ხანში მივიღებ, ეხლა დაარეგულირეთ ? წინასწარ ვიცოდე
      წარმატებებს გისურვებთ

    • M
      • 13 დეკემბერი 2018 15:50
      გამოხმაურება Blueberry

      ჰოლანდიაში ვნახე ეგ ჯიში და მაგრად გამისწორდა რო აქაც შესაძლებელია კაი ხარისხის კაკლის ყიდვა.

      წარმატებები წინსვლაში

    Read all 8 reviews on Blueberry
ყიდვა Blueberry
Blueberry-ი წარმოადგენს მარიხუანის კლასიკას შემდეგი ჯიშების გენეტიკური ნაერთის სახით: Highland Thai, Purple Thai და Afghani Indica. მის შემადგენლობაშია: 20% –Sativa და 80% – Indica. ამ შტამმა, მსგავსად სხვა ჰოლანდიური შტამებისა, დაიკავა თავისი სამართლიანი ნიშა მარიხუანის მოყვარულთა მსოფლიო ბაზარზე.
 მარაგში არ არის 
9.10
15.20
კონტაქტი
Location
თბილისიზაქარია ჯორჯაძის ქ.224
Time
ორშ-პარ 09:00 – 17:00
კალათა