Banana Punch feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
რამდენად მზად ხართ გაუძლოთ „ბანანის დარტყმას“? მზად იყავით! ეს გახლავთ ინდიკა- დომინანტი (55/45) ჰიბრიდი თი-ეიჩ-სის ძალიან მაღალი შემცველობით (26%-მდე), მას შეუძლია „წააქციოს“ ყველაზე გამოცდილი სთონერიც კი, ხოლო მისი გემო და არომატი ყველაზე პრეტენზიულ გურმანსაც კი არ დატოვებს გულგრილს. დაინტერესდით? გამოგვყევით გროვის საოცარ სამყაროში და გარწმუნებთ რომ პროცესი სულ უფრო საინტერესო გახდება.
წარმომავლობა და თავისებურებანი
ასეთი შთამბეჭდავი თვისებების მქონე ჰიბრიდის მისაღებად, GanjaSeeds -ის სელექციონერებმა შეაჯვარეს Banana OG და мощный Purple Punch, რამაც ჯიში კუშის სტაბილური გენეტიკით დააჯილდოვა. ტერპენებით მდიდარი პროფილი, მაღალი მოსავლიანობა, მოკლე სასიცოცხლო ციკლი, მდგრადობა და ძლიერი, ღრმა ეფექტი - ეს ყოველივე Banana Punch-ია, რომელიც სათანადო მოვლის პირობებში სრულად გახსნის თავის პოტენციალს დამწყები, მაგრამ მზრუნველი გროუვერის ხელშიც კი.
გარეგნული დახასიათება
ჯიშს აქვს საკმაოდ მართვადი სიმაღლე - 110 სანტიმეტრამდე ინდორში და 2 მეტრამდე აუთდორში. ბუჩქს აქვს ინდიკას კლასიკური წყობა, მრავალი გვერდითი ტოტით და ძლიერი ცენტრალური ღეროთი. კომპაქტური, მუქი მწვანე ყვავილედები მომწიფებისას იძენს მეწამულ ელფერს და იფარება წითელი სტიგმებით.
მოყვანა
Banana Punch- ს უყვარს მზიანი, მშრალი კლიმატი და მგრძნობიარეა მაღალი ტენიანობისადმი, განსაკუთრებით ყვავილობის დროს. თუ ამინდები არასტაბილურია, ჩვენი სიდშოპის ექსპერტები გირჩევენ აუთდორში 15-20 ლიტრიანი სმარტპოტების გამოყენებას, რაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მცენარის მოვლას წვიმიან და ქარიან ამინდში. ჯიშს აქვს იდეალური სტრუქტურა და კარგად რეაგირებს ნებისმიერ ვარჯიშზე. უზრუნველყავით რეგულარული და ზომიერი მორწყვა, დაიცავით სასუქის დამატების გრაფიკი, აკონტროლეთ pH და ppm დონე, განსაკუთრებით ჰიდროპონიკაში მოყვანის დროს. გაღვივებისთვის გამოიყენეთ ტორფიანი ჭიქები ან მინბამბის კუბიკები, შემდეგ გადარგეთ ორგანული გრუნტით ან დრენაჟის კომპონენტების შემცველი სუბსტრატით სავსე დიდ ქოთნებში.
ინდორში რეკომენდირებულია 18/6 განათების რეჟიმი, 12/12-ზე გადაყვანით ხდება ყვავილობის დაწყება. ჰარვესტამდე 3 დღით ადრე მოათავსეთ მცენარე ბნელ ოთახში. ასეთი მიდგომით ამაღლდება თი-ეიჩ-სი-ს შემადგენლობა. რამდენადაც ჯიში მგრძნობიარეა მომატებული ტენიანობისადმი, იზრუნეთ კარგი სავენტილაციო სისტემის მონტაჟზე, რათა თავიდან აირიდოთ ობის გაჩენა.
სასიცოცხლო ციკლი და მოსავალი
მიუხედავად მცირე გაბარიტებისა, ჯიში გამოირჩევა მოსავლის შესანიშნავი მაჩვენებლებითა და სწრაფი მომწიფებით. ინდორში, მოყვანის დაწყებიდან 60-65 დღეში, მზრუნველი მებაღე მიიღებს 600-650 გრამ მოსავალს კვადრატული მეტრიდან. აუთდორში მოსავალი ბუჩქიდან 1500 გრამს შეადგენს და მისი მიღება სექტემბრის ბოლოს იქნება შესაძლებელი.
გემო და არომატი
ტერპენების მრავალფეროვნების წყალობით, ჯიშს აქვს არომატების მდიდარი პალიტრა, ხილისა და ციტრუსების არომატით, რომელსაც ბალახის და სველი მიწის აკორდები ემატება. ბოლის შესუნთქვისას იგრძნობა ბანაბის გემო, ამოსუნთქვისას ტოვებს წიწვის და სანდალის გემოს.
რეკრეაციული და სამედიცინო პოტენციალი
სატივას გამამხნევებელი დასაწყისი საშუალებას მოგცემთ დაასრულოთ საქმეები, მაგრამ ძირითადი დავალებები მოხმარებამდე უნდა შეასრულოთ, მანამ სანამ ინდიკას თბილი ტალღა არ მოიცავს თქვენს გონებას და მოგგვრით ღრმა რელაქსს. გამოხატული თერაპიული ეფექტი დაგეხმარებათ დაძაბულობის და ტკივილებგან გათავისუფლებაში, გაუთავისუფლებს გზას სიხარულის და სიმშვიდის შეგრძნებას. ტრიპის დასასრულს მოგერევათ ძილი, ამიტომ მისი მოხმარება სასურველია საღამოს საათებში. Banana Punch ეფექტურია ქრონიკული ტკივილების, ანთების, კრუნჩხვების, სტრესის, დაღლილობის, უძილობის და ფსიქოემოციური აშლილობების დროს.
ყურადღება! ჯიშს აქვს თი-ეიჩ-სის ძალიან მაღალი შემადგენლობა, გირჩევთ მცირე დოზების მოხმარებას.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: მაღალი - 200 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 100 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: ექსტრემალური - 1000 გრ-ზე მეტი ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: მაღალი - 450-დან 600 გრ-მდე 1 მ2, ან 350 გრ-მდე ბუჩქიდან THC: ექსტრემალური 25+% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Indica / Sativa გენეტიკა: Purple მოსავლის გასუფთავება: სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ხილის ეფექტი: მცირე ეიფორია, რელაქსაცია სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა - Banana Punch feminised Ganja Seeds გამოხმაურებაRead all 1 review on Banana Punch feminised Ganja Seeds
ყველა ჯიში რაც ოპერატორმა მირჩია შარშან ათივე იყო უმაგრესი. ანას ენდეთ დდდ. ბანანა ძლიერი 2 ნაპასში ასტრალში ხარ . წელსაც გაამართლებს იმედია თქვენი კაკლები