Mandarine feminised Ganja Seeds
- აღწერილობა
აჩუქეთ თქვენს თავს ციტრუსების ნამდვილ ლეგენდასთან ურთიერთობის სიამოვნება! პირველივე წუთებიდან მოხიბლული იქნებით მისი გარეგნობით, ჯადოსნური არომატით, უფრო ახლოს გაცნობის შემდეგ კი აღფრთოვანებული იქნებით გემოთი და მოქმედების ეფექტით. ლოიალურობისა და სატივა-დომინანტი სტრეინის სიძლიერის გათვალისწინებით, მოყვანის პროცესი ხელმისაწვდომია გროუვერების ფართო წრისთვის.
გენეტიკა და თავისებურებანი
ფოტოპერიოდული ფემინიზირებული ჯიშის გენეტიკაში შერეულია ტაილანდური, ავღანური და ჰავაის ლენდრეისები, რაც აისახება მის „ფეთქებად“ და ამავდროულად სტაბილურ ხასიათში. გამაგრილებელმა Ice Cool და Cream Caramel-მა უზრუნველყვეს ჰიბრიდის გემო და არომატი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს, მისი უპრეტენზიობა კი გამოუცდელ გროუვერსაც აძლევს მოყვანის საშუალებას.
ბუჩქებს აქვს ფუმფულა სტრუქტურა, იზრდება 110 სმ. ინდორში და 150 სანტიმეტრამდე აუთდორში. ღია მწვანე ფერის ფოთლების თავზე ფორმირდება მკვრივი ყვავილედების პირამიდები. ტრიქომები მომწიფებისას აფრქვევენ მათრობელა სურნელს.
მოყვანა
Mandarine გამოირჩევა უპრეტენზიობით. ცოტა ძალისხმევის და ზრუნვის, ოპტიმალური მიკროკლიმატის შექმნის, სრულფასოვანი განათების და სასუქის დროული დამატების შემთხვევაში, სასურველი მიზნის მიღწევა გარანტირებულია. გააღვივეთ თესლები კლასიკური მეთოდით. მოერიდეთ ზედმეტი წყლის და სასუქის მიწოდებას. გამოიყენეთ ვარჯიშის პოპულარული მეთოდები ზრდისა და ვეგეტაციური მასის ფორმირების კონტროლისათვის. აკონტროლეთ pH და ppm დონე. ინდორში გამოიყენეთ სრული სპექტრის შუქდიოდური განათება 18/6 ან 20/4 რეჟიმში. შეცვალეთ რეჟიმი 12/12-ით ყვავილობის დასაწყებად. გაითვალისწინეთ ყვავილობის დროს ინტენსიური არომატი! ჩვენი ექსპერტები გირჩევენ ნახშირის ფილტრის მქონე ვენტილაციის მონტაჟს.
აუთდორში შეარჩიეთ მზიანი, ზომიერი ტენიანობის, ქარისგან დაცული ნაკვეთები. დარგვისას ორმოში დაამატეთ მიკორიზა, ეს პოზიტიურად აისახება ფესვთა სისტემის ფორმირებასა და ზრდაზე. ყვავილობის პერიოდში უზრუნველყავით მცენარის მხარდაჭერა, გამოიყენეთ საყრდენები ან ბადე, რათა გაამაგროთ დამძიმებული ტოტები.
ყვავილობის ვადები და რეკომენდაციები
ჯიში გამოირჩევა მაღალი მწარმოებლურობით, ინდორში მოსავლის აღებას 8-10 კვირაში შეძლებთ და მისი მოცულობა 600 გრამს შეადგენს კვადრატული მეტრიდან. აუთდორში მოსავალი ოქტომბრის დასაწყისში იქნება მზად და ის ბუჩქიდან 400 გრამს შეადგენს. მინერალური სასუქის გამოყენებისას, ჰარვესტამდე 2 კვირით ადრე გამორეცხეთ ფესვთა სისტემა.
გემო და არომატი
უნიკალური გენეტიკა და ტერპენების რთული პროფილი ქმნის შთამბეჭდავ ორგანოლეპტიკურ გამას, რომელშიც დომინირებს ციტრუსის აკორდები, ნაღებისა და კარამელის ნოტებით. ბოლი გამოირჩევა სტრუქტურით, უმნიშვნელოდ იგრძნობა ბალახის და სანელებლების ნოტები.
რეკრეაციული და სამედიცინო პოტენციალი
Mandarine აქვს გამამხნევებელი ეფექტი, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას გაჩუქებთ, აგიმაღლებთ განწყობას, შემოქმედებით პოტენციალს, მოგიხსნით დაძაბულობას, აქტიურობის და ცნობიერების დაკარგვის გარეშე. სატივას ენერგიულ საწყისს დაფარავს ეიფორიის სასიამოვნო ტალღა. სესიის მეორე ნახევარში, სიმხნევეს ინდიკას მომადუნებელი და მედიაციური სიმშვიდე შეცვლის.
- მახასიათებლები
მწარმოებელი: GanjaSeeds ჰიბრიდი: დიახ სიმაღლე Outdoor: საშუალო - 150 სმ-მდე სიმაღლე Indoor: დაბალი - 100 სმ-მდე მოსავლიანობა Outdoor: ძალიან მაღალი - 400 გრ-მდე ბუჩქიდან მოსავლიანობა Indoor: მაღალი - 400-დან 600 გრ-მდე 1 მ22, ან 200 გრ. ბუჩქიდან THC: მაღალი 16 - 19% CBD: დაბალი - 0,5%-მდე ყვავილობა: ფოტო პერიოდული ყვავილობის პერიოდი: 7 - 9 კვირა სქესი: მდედრი გენოტიპი: Sativa / Indica გენეტიკა: Widow მოსავლის გასუფთავება: სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაშენების: Greenhouse, Outdoor, Indoor გემო: ციტრუსის ეფექტი: ეიფორია რელაქსაციაში სამედიცინო: არა დამწყებთათვის: დიახ თასის გამარჯვებული: არა
დერსკი ტისკია არ ინანებთ 👍