Crystal Candy feminised Fast Version Ganja Seeds

  • აღწერილობა

    მომხიბლავი გემო და დაუვიწყარი არომატი, ღრმა დაბალანსებული ეფექტი და განსაკუთრებული გარეგნობა - ეს ყოველივე არ არის წარმოდგენილი ჰიბრიდის ღირსებების სრული ჩამონათვალი. ჰიბრიდს 2017 წელს მიღებული აქვს „საუკეთესო ინდიკას“ ჯილდო, რომელიც მან ღირსეულად მიიღო მზიან ბარსელონაში გამართულ Spannabis ფესტივალზე.

    გენეტიკა და მახასიათებლები

    Crystal Candy Fast Version – სწრაფად მზარდი ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჯიშია ინდიკას დომინირებით (60/40) და თი-ეიჩ-სის მაღალი შემცველობით (21%-მდე). მიუხედავად იმისა, რომ გენეტიკის ლომის წილი ჰიბრიდს ხვდა ორიგინალი Crystal Candy-სგან, მომწიფების ინტენსივობა და ბუჩქის საშუალო ზომა - Sweet Special Auto-ის აშკარა მემკვიდრეობაა. კაკლების დარგვიდან სულ რაღაც 2-3 კვირაში, იზრდება ფუმფულა, კომპაქტური, მრავალი განშტოების მქონე ბუჩქი, რომლის სიმაღლეც ინდორში 75 სანტიმეტრს არ აღემატება. ყვავილობა გრძელდება 6-7 კვირა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, გროუვინგის საბაზისო რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, მზად იყავით შთამბეჭდავი 450-600 გრამი მოსავლის ასაღებად კვადრატული მეტრიდან.

    აუთდორში, Crystal Candy FV სიმაღლე უმნიშვნელოდ აღემატება ერთ მეტრს, ჰარვესტი დაახლოებით აგვისტო-სექტემბრის დასაწყისშია მოსალოდნელი. ერთი ბუჩქიდან შესაძლებელია 650 გრამამდე მოსავლის აღება.

    გემო და არომატი

    ვერავინ დარჩება გულგრილი Crystal Candy FV-ის მიმართ! გაჯერებულ ორგანოლეპტიკურ თაიგულში ჰაერმონიულად ერწყმის მარწყვის საღეჭი რეზინის, ნაღების კარამელის, კენკრის და მწიფე ხილის გემოები, მიწის, სანელებლების, მინდვრის ყვავილების ნოტებით. კომპოზიცია სრულად იხსნება სწორად შრობის და დაძველების შემთხვევაში.

    რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება

    საკმარისია რამდენჯერმე შეისუნთქოთ Crystal Candy FV და გამამხნევებელი სატივას „ჰაი“ -ს დასაწყისი მალევე შეიცვლება ინდიკას რელაქსით, სრულად მოდუნდებით, რბილი ტალღა ჩაიღვრება მთელს სხეულში. გონება რჩება საღი, იხსნება სასიამოვნო შეგრძნებები და გეუფლებათ მედიტაციური სიმშვიდე. წინასწარ მოიმარაგეთ საყვარელი სასმელი და საკვები, რადგან მადა იქნება ცხოველური!

    გარდა რეკრეაციული თვისებებისა, ეს „კანფეტი“ ფლობს ძლიერ თერაპიულ პოტენციალს, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ტკივილებს, ანთებით პროცესებს, ართრიტს და კუნთების სპაზმებს. სტრეინი აღმოფხვრავს დეპრესიას, სტრესს, შფოთვას, ქრონიკულ დაღლილობას, არასტაბილურ ემოციურ ფონს.

    მოყვანა

    ერთ-ერთი უპირატესობა გახლავთ გენეტიკური სტაბილურობა, ადაპტირების უნარი, უპრეტენზიობა მოყვანის გარემოსადმი, მაღალი მწარმოებლურობა. პოტენციალის სრულად გახსნისთვის, აუთდორში, საკმარისია სტრეინი უზრუნველჰყოთ სინათლის და ჰაერის ნაკადით, ნოყიერი გრუნტით, დაიცვათ მორწყვის და სასუქის დამატების გრაფიკი, ასევე მიხედოთ რეგულარულად და აკონტროლოთ მავნე მწერები და ობი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რეგიონს ახასიათებს ხშირი წვიმები.

    ინდორში მკაცრად აკონტროლეთ მიკროკლიმატის მაჩვენებლები და ტენიანობა. უზრუნველჰყავით მცენარე სრული სპექტრის შუქდიოდური განათებით ვეგეტაციის სტადიაზე 20/4, ყვავილობისთვის გადაიყვანეთ 12/12 რეჟიმზე. ვეგეტაციური მასის ოპტიმიზაციის და ჰაერის მიმოცვლის გასაუმჯობესებლად, გამოიყენეთ ტოპპინგი, ფიმიინგი, ზომიერი დეფოლაცია და ScrOG/SoG. თუ ფლობთ ვარიშების უნარებს, შეჩერდით LST-ზე.

    რეკომენდაციები

    არც დაგავიწყდეთ დრენაჟის და კომპოტის pH და ppm კონტროლი. მცენარეს უყვარს კვება, მაგრამ ზედმეტი კვება მკვეთრად აისახება მის გარეგნობაზე. უკვე ყვავილობის სტადიაზე

    Crystal Candy FV იგრძნობა არომატი. უკვე ამ მომენტიდან, იზრუნეთ ნახშირის ფილტრის მქონე სავენტილაციო სისტემის მონტაჟზე. აუთდორში, თუ ვერ ახერხებთ ბუჩქების დამალვას, გირჩევთ მიმართოთ პარტიზანულ გროუვს.

    Crystal Candy Fast Version – თითოეული გროუვერის კოლექციის მარგალიტია, ის გახლავთ „ახალი სკოლის“ სელექციური კანაფის ხარისხის ნიშანი. თავად დარწმუნდით ამაში!

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:საშუალო - 150 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 80 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:ძალიან მაღალი - 1000 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:მაღალი - 450-დან 600 გრ-მდე 1 მ2, ან 350 გრ-მდე ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:6 - 7 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa
    გენეტიკა:Skunk
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:relaks
    სამედიცინო:არა
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:დიახ
  • Crystal Candy feminised Fast Version Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Crystal Candy feminised Fast Version Ganja Seeds
      მომხიბლავი გემო და დაუვიწყარი არომატი, ღრმა დაბალანსებული ეფექტი და განსაკუთრებული გარეგნობა - ეს ყოველივე არ არის წარმოდგენილი ჰიბრიდის ღირსებების სრული ჩამონათვალი.
       მარაგშია 
      17.30
      24.70
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.