Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds

  • აღწერილობა

    Hell's Angel OG (aka HA-OG) მოხმარებისთანავე სრულად შეგიცვლით წარმოდგენას კანაფზე. დაგაინტრიგებთ მისი ძლიერი ეფექტით და განუმეორებელი გემოთი და არომატით. ფემინიზირებული ფოტოპერიოდული ჰიბრიდი ფლობს პოტენციალს, რომელსაც შეუძლია ყველაზე გამოცდილი და პრეტენზიული გროუვერების გაოცება.

    ჯიშის თავისებურებანი

    Hell's Angel OG სტაბილურმა გენეტიკამ დააჯილდოვა ის გამძლეობით და ძლიერი იმუნიტეტით. კომპაქტური პროფილი მისი მოყვანის საშუალებას იძლევა ორგანულ სივრცეში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. კუშის ძლიერი მემკვიდრეობა ვლინდება ინდიკას დომინირებაში (80/20) და თი-ეიჩ-სი-ს მაღალ შემცველობაში (20%). ზომიერი დოზებით მოხმარებისას, მზად იყავით ძლიერი მომადუნებელი ეფექტისთვის, რომელსაც ახლავს თერაპიული თვისებები.

    გენეტიკა და ვიზუალი

    საგულდაგულო შერჩევის შემდეგ, „მშობლები“ გახდნენ ლეგენდარული OG Kush და ორიგინალური Blackberry, რომელთაგანაც Hell's Angel OG-მა მემკვიდრეობით მიიღო განუმეორებელი თვისებები. გარდა ამისა, ჯიშს აქვს შთამბეჭდავი შესახედაობა - ხშირი ინდიკას სტრუქტურა, ძლიერი ტოტები კვანძებს შორის მოკლე დაშორებებით, მკვრივი, პირამიდისებური, მუქი მწვანე ყვავილედებით, რომლებიც დაფარულია არომატული ტრიქომებით და ყვავილობის დასასრულს იღებენ რძისფერ შეფერილობას.

    მოყვანა

    Hell's Angel OG საუკეთესო არჩევანი იქნება პირველი გროვისთვის. გირჩევთ გაეცნოთ კულტივაციის საბაზისო პრინციპებს და მუდმივად გაიღრმავოთ ცოდნა, რადგან სწორედ ეს განაპირობებს მოსავლის საუკეთესო შედეგებს.

    ჯიში კარგად რეაგირებს ტოპინგსა და SCROG ტექნიკაზე, რომელთა მეშვეობითაც გროუვერი შეძლებს პროფილის შენარჩუნებას და მოსავლის გაზრდას. ჰაერის კარგად შეღწევისთვის რეკომენდაციას ვუწევთ დეფოლაციას და ტოტების ქვედა იარუსის შემოჭრას.

    აუთდორში, რეგულარული და ზომიერი მორწყვის, დაბალანსებული სასუქის დროულად დამატების, მწერების და დაავადებების მუდმივი მონიტორინგის პირობებში ჯიში შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა.

    ინდორში გამოიყენეთ სრული სპექტრის შუქდიოდური ნათურები. ვეგეტაციის პერიოდში უზრუნველყავით მცენარე ლურჯი (ცივი) სპექტრის, ხოლო ყვავილობის დროს - წითელი (თბილი) განათებით. განათების ოპტიმალური რეჟიმი ვეგეტაციის დროს 18/6-ია. დღის სინათლის შემცირებით 12 საათამდე, დაიწყება ყვავილობის ეტაპი. შეინარჩუნეთ მიკროკლიმატის ოპტიმალური პირობები და აუცილებლად გამოიყენეთ ოსცილირებული ვენტილატორები, ჰაერის ცირკულაციის შესაქმნელად და ტენიანობის ოპტიმალური მაჩვენებლების შესანარჩუნებლად. ყვავილობის ეტაპზე საჭირო გახდება ნახშირის ფილტრის მქონე საიმედო ვენტილაცია.

    ყვავილობის ვადები და მოსავალი

    ინდორში Hell's Angel OG მწიფდება 8-9 კვირაში და შესაძლებელია 350გრამი მოსავლის მიღება კვადრატული მეტრიდან. ბუჩქის სიმაღლე 90-110 სანტიმეტრია. აუთდორში მოსავალი მზად იქნება სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში და დააჯილდოვებს მზრუნველ მებაღეს 450 გრამი მოსავლით ერთი ბუჩქიდან. იდეალურ პირობებში ბუჩქის სიმაღლე 180 სანტიმეტრს აღწევს.

    გემო და არომატი

    სტრეინის მრავალფეროვანი პალიტრა მოიცავს კუშის გენეტიკას სატივას ხილისა და კენკრის ნოტებით. მიწისა და სანელებლების გემოს აგრილებს წიწვის და მინდვრის ბალახის ნოტები, რაც გემოს პიკანტურობას მატებს, ხოლო ტკბილი ნაღების შლეიფი ღირსეულად ასრულებს კომპოზიციას.

    რეკრეაციული და სამედიცინო მოხმარება

    ჯიშს დასაწყისში აქვს გამამხნევებელი ეფექტი, რამოდენიმე წუთის შემდეგ, სატივას ჰაი იცვლება ღრმა, ყოველმხრივი მოდუნებით, სხეულის სიმძიმით. ტრიპის განვითარებასთან ერთად მიაღწევთ სულიერ კომფორტს და სრულ სიმშვიდეს. მოგვიანებით მოგერევათ ძილი. მიკროდოზირების პირობებში სტრეინი გმატებთ კრეატიულობას, კონცენტრაციას. ტერპენების რთული პროფილის გამო ჯიში შესანიშნავად უმკლავდება ანთებით პროცესებს და კუნთების სპაზმებს, აყუჩებს ტკივილს, ეფექტურად გამოიყენება ფსიქოემოციური აშლილობების და უძილობის დროს.

  • მახასიათებლები
    მწარმოებელი:GanjaSeeds
    ჰიბრიდი:დიახ
    სიმაღლე Outdoor:მაღალი - 200 სმ-მდე
    სიმაღლე Indoor:დაბალი - 100 სმ-მდე
    მოსავლიანობა Outdoor:მაღალი - 500 გრ-მდე ბუჩქიდან
    მოსავლიანობა Indoor:საშუალო - 300-დან 400 გრ-მდე 1 მ2-ზე, ან 150 გრ. ბუჩქიდან
    THC:ძალიან მაღალი - 20 - 24%
    CBD:დაბალი - 0,5%-მდე
    ყვავილობა:ფოტო პერიოდული
    ყვავილობის პერიოდი:7 - 9 კვირა
    სქესი:მდედრი
    გენოტიპი:Indica / Sativa
    გენეტიკა:Kush
    მოსავლის გასუფთავება:სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე
    გაშენების:Greenhouse, Outdoor, Indoor
    გემო:ხილის
    ეფექტი:მცირე ეიფორია, რელაქსაცია
    სამედიცინო:დიახ
    დამწყებთათვის:დიახ
    თასის გამარჯვებული:დიახ
  • Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds გამოხმაურება
    ჯერ-ჯერობით კომენტარი არ არის. თქვენ იქნებით პირველი!!
      Оставьте отзыв об этом товаре первым!
      ყიდვა Hell’s Angel OG feminised Ganja Seeds
      Hell's Angel OG (aka HA-OG) მოხმარებისთანავე სრულად შეგიცვლით წარმოდგენას კანაფზე. დაგაინტრიგებთ მისი ძლიერი ეფექტით და განუმეორებელი გემოთი და არომატით.
       მარაგშია 
      22.80
      კონტაქტი
      Location
      თბილისია.წერეთლის. მხოლოდ ონლაინ -შესყიდვები
      Time
      ორშ-პარ 09:00 – 21:00
      კალათა
      საიტი GanjaSeeds იცავს არსებული კანონმდებლობის ყველა ნორმას და არსებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ 21+ ასაკისთვის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ასევე არის მხოლოდ ზოგადი აღწერილობითი ხასიათის და ემსახურება მხოლოდ ერუდიციის გაფართოვების მიზნებს. GanjaSeeds არ იღებს პასუხისმგებლობას გაყიდული პროდუქციის შემდგომი გამოყენებისთვის.